ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
ანნა კარდენახიშვილი
თბილისი (GBC) – ქართული თეატრის სცენას კიდევ ერთი გამორჩეული წარმოდგენა სახელად „სახლი აგვისტოს მზეზე" შეემატა. სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორს ნიკა ჩიკვაიძეს ეკუთვნის, რომელიც მან „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე მიმდინარე წელს დადგა. მან ცნობილი ამერიკული პიესა "აგვისტო-ოსეიჯის საგრაფოს" ქართული ვარიანტი შექმნა და ჩვენს ყოველდღიურობაში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს ისე ოსტატურად მოარგო, რომ სპექტაკლის მნახველს გულგრილს ვერ დატოვებს. პიესა ცნობილ ამერიკელ დრამატურგს ტრეისი ლეტს ეკუთვნის, 2008 წელს მწერალს პულიცერის პრემია მიანიჭეს (უმაღლესი ჯილდო ლიტერატურაში, მუსიკასა და ჟურნალისტიკაში), ასევე ამავე წელს დაიმსახურა ტონი პრემია საუკეთესო პიესისთვის.
ოჯახი, როგორც მთავარი ღირებულება ადამიანის ცხოვრებაში, უდიდეს როლს ასრულებს პიროვნულ განვითარებაში და ამის დასტურია მთელი ეს სპექტაკლიც.
მოქმედება ოქროყანაში, ერთ ქართულ ოჯახში ხდება, სადაც ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი მიზნით იკრიბებიან – დაკარგული მამის გამო, რომელიც სცენაზე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ თითქოს მამოძრავებელი ღერძია მთლიანი სპექტაკლის.
ღალატი, ტყუილი, ეზოიზმი, გაუცხოება, მარტოობის შიში, ბავშვობის ტრავმები, ნარკოდამოკიდებულება, ინცესტი. ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ნაწარმოებშია თავმოყრილი. ოჯახი გვიყვება კომპლექსურ ამბავს დედაშვილობაზე, ცოლქმრობაზე, მეგობრობაზე, მორალზე და უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებზე. პიესის ერთ-ერთი მთავარი ძაბვაა ჭიდილი სიმართლესა და სიცრუეს შორის, ოჯახი ტყუილებზეა აშენებული, რაც საბოლოოდ მისი ნგრევის მიზეზი ხდება. რეჟისორს ზემოხსენებული ისე ოსტატურად აქვს გადმოცემული, რომ მაყურებელში სხვადასხვა ტიპის ემოციას იწვევს. ტრაგიკომედია მაყურებელს აღრეულ შეგრძნებებს უტოვებს, დრამატულ სცენას მომენტალურად კომიკური ანაცვლებს და პირიქით, რაც მაყურებელს კონკრეტულ სტერეოტიპულ შეხედულებას არ უტოვებს ამა თუ იმ ფაქტისა თუ მსახიობის მიმართ, არამედ, გვაძლევს საშუალებას, გავაანალიზოთ ესა თუ ის მოქმედება და შევიქმნათ ჩვენი, საკუთარი, სუბიექტური დამოკიდებულება.
სცენარს რომ მივუბრუნდეთ, მალევე ირკვევა, რომ ოჯახის მამა გარდაცვლილია, ოჯახის წევრებს კი გარკვეული დროის გატარება უწევთ იმ ჯოჯოხეთურ ყოფაში, რასაც ისინი თავის დროზე გაექცნენ. ავადმყოფი, დაქვრივებული დედა სამი რადიკალურად განსხვავებული ქალიშვილით, დედას პირის ღრუს კიბოს დიაგნოზი აქვს და ნარკოდამოკიდებულია, მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი შემორჩა გვერდით, რომელიც უვლის, მაგრამ თავისი დების მსგავსად ირკვევა, რომ მასაც გადაწყვეტილი აქვს სახლიდან წასვლა. გაუცხოების თემა დებს შორის საკმაოდ შესამჩნევია, ისინი მუდმივ ბრძოლებში, ჩხუბში არიან როგორც ერთმანეთთან, ასევე დედასთან.

დედის როლში გენიალური მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძეა, ჯუნას პერსონაჟით, რომელიც გასაოცარი სამსახიობო ოსტატობით აღაფრთოვანებს მაყურებელს. სპექტაკლში გამოკვეთილია ქალის როლი და მისი მნიშვნელობა ოჯახში, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოჯახის ნგრევის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯუნა ნარკოდამოკიდებული, დეპრესიული ქალია, რომელსაც მისივე დედისგან იგივე გამოცდილება აქვს, რა მიდგომებსაც ის თავის შვილებთან ურთიერთობაში იყენებს. დიდი ალბათობით, რეჟისორს იმის თქმა სურს, რომ ყოველი მოძალადე ყოფილი მსხვერპლია. ჯუნას პერსონაჟი აღნიშნავს იმას, თუ როგორ სიმკაცრესა და უსიყვარულობაში იზრდებოდა. ოჯახური ნეგატიური გამოცდილება დაუსრულებელი ციკლია, რომელიც წრეზე ტრიალებს და მომავალ თაობებს საკუთარი გამოცდილების ნიადაგზე ანადგურებს. აქვე აღსანიშნავია ჯუნას უფროსი ქალიშვილის მარიამის თავისივე შვილთან ურთიერთობაც, რომელიც თითქოს იმავე სცენარს იმეორებს.
რა არის ოჯახური ბედნიერება? სიყვარული, მორალი, ეთიკა ? ემსგავსება თუ არა ადამიანი ცხოველს ინსტინქტურ დონეზე. სცენარში შემთხვევითი არაფერია და ყველა დეტალს თავისი დატვირთვა აქვს. სპექტაკლის დასაწყისში ერთ-ერთი მსახიობი სავარძელში ჩამჯდარი ტელევიზორში ველურ ბუნებას, ცხოველებს უყურებს, რაც შეიძლება ამ სპექტაკლის გმირებთანაც გავაიგივოთ.
აღსანიშნავია ოჯახური სადილობის სცენა, სადაც დედა თავის შვილებს თავს ესხმის. ეს სცენა გარკვეულწილად წარმოადგენს სიმართლის გამჟღავნების რიტუალს, ოჯახური ტრადიციები ვერ ცვლის არსებულ სურათს, მაშინ როცა სიმართლე დიდი ხნის მკვდარია.
სპექტაკლს არაჩვეულებრივი მუსიკა „მაგნოლია“ სდევს ლაიტმოტივად, რომელიც თითქოს შემთხვევითი არაა და სცენარს განსაკუთრებულად დრამატულს ხდის.
თუ რა საიდუმლოებებს ინახავს თითოეული პერსონაჟი ამ ნაწარმოებში, რეჟისორი თითქოს ბოლომდე არ „ხსნის კარტებს“ და გვიტოვებს ფიქრის საშუალებას, თავად გამოვიტანოთ დასკვნები. სიბრალული, ზიზღი, ემპათია, ანტიპათია – ამ ემოციათა კორიანტელი თავს ატყდება მაყურებელს მთელი სპექტაკლის განმავლობაში.
სიმბოლოების მნიშვნელობას თუ მივუბრუნდებით, აგვისტოს თვეც შემთხვევითი არაა, ის წელიწადის ყველაზე ცხელი თვეა თავისი დაძაბულობებისა და დაგროვილი ემოციების აფეთქების. სცენარი აგვისტოში, დაუნდობელ სიცხეში ვითარდება, რაც დიდწილად პერსონაჟების შინაგან დუღილს ასახავს. სახლი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც სიყვარული და სიძულვილი თანაარსებობაშია, საბოლოოდ კი ყველა გარბის, სახლი თითქოს შთანთქავს თავის ბინადრებს და ასე მთავრდება სპექტაკლი.
დრამა გვიჩვენებს, თუ როგორ გადაეცემა ტკივილი თაობიდან თაობას მემკვიდრეობით, როგორც საშვილიშვილო წყევლა. სიძულვილის ძალა საოცარი პროფესიონალიზმითაა გადმოცემული. პიესაში ყველა ის ყოფითი პრობლემაა თავმოყრილი, რაც, როგორც ქართულ, ისე არაქართულ საზოგადოებებს ეხება და მნახველს დიდ ინტერესსა და კითხვის ნიშანს უტოვებს ფარდის დაშვების შემდეგ.

სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია ონლაინ მედია პლატფორმაზე - GEORGIAN BUISNESS CONULTUNG, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025