საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
ნანა უდესიანი
2024 წელს, როცა მსოფლიოს ფინანსური ბაზრები გეოპოლიტიკური არასტაბილურობით მერყეობდა, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებში ოქროს წილი რეკორდულად, 7 ტონა ოქროთი გაიზარდა. სწორედ მაშინ გაჩნდა კითხვები, ეს იყო ეკონომიკური სტრატეგია, საგანგაშო სიგნალი თუ უბრალოდ გონივრული დივერსიფიკაცია?
მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაიწყო სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ, მათ შორის სავიზო შეზღუდვები და ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქციები, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა მოლოდინები და შიში ეკონომიკური დარტყმების შესახებ. ეს შიში, ფაქტობრივად, იყო პოლიტიკურად მოტივირებული ეკონომიკური თავდაცვის გააქტიურების მექანიზმი. ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენა არ იყო მხოლოდ ეკონომიკური აქტი - ეს იყო სიმბოლური ქმედება, რომელიც ასახავდა მზადყოფნას უცხოური ფინანსური ბერკეტების მიმართ.
2023 წლის შემდეგ სანქციებმა, რომელთაც აშშ, ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აწესებდნენ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და გავლენიანი ფიგურების მიმართ, შეიქმნა ახალი ფინანსური რეალობა. ეს იყო გაფრთხილება - არა პირდაპირ ეროვნული ბანკის, არამედ პოლიტიკური გარემოს მიმართ.
საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით მრავალს გვეუბნება - რუსეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა, ბელორუსმა და სხვა არალიბერალურმა ქვეყნებმა წლების განმავლობაში გაზარდეს თავიანთი ოქროს რეზერვები სწორედ იმისთვის, რომ ფინანსურ სისტემაზე გარე ზეწოლის პირობებში საკუთარ ხელში ჰქონოდათ არაკონტროლირებადი და არა-დოლარული აქტივი.
საზოგადოებრივ და მედია სივრცეში გაჩნდა კითხვები: რატომ ახლა? რატომ ამ რაოდენობით? რატომ ფიზიკური ოქრო და არა სხვა სანდო აქტივი?
მოდით, ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა და როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარება და რეგულირება დაიწყო, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს ეკონომიკა და ფინანსური სისტემა შედარებით არასტაბილური იყო. ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკი ძირითადად დამოკიდებული იყო უცხოურ ვალუტაზე. 1991- 2023 წლებში ცენტრალური ბანკის რეზერვებში არ შედიოდა ოქრო. დამოუკიდებლობის ისტორიაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებისთვის 2024 წლის 1 მარტს მონეტარული ოქრო პირველად შეიძინა. 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების შესყიდვა ლონდონის ბირჟაზე, საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით, განხორციელდა. შედეგად, ოქროს მოცულობა საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების 11%-ს შეადგენს. 2025 წელს ოქროს რეზერვების ზრდა დაფიქსირდა, ამავე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების ღირებულება შეადგენდა 650.467 მილიონ აშშ დოლარს. ეს ზრდა გლობალურ ბაზარზე ოქროს უპრეცედენტო გაძვირების შედეგია.
2024 წელს ეროვნული ბანკი ფლობს 7 ტონა ოქროს, რომლის ღირებულება არის 500 მილიონი აშშ დოლარი, სწორედ ეს იყო პირველი შესყიდვა. 2025 წლის თებერვლის მონაცემებით ცენტრალურ ბანკში ფიქსირდება ოქროს მოცულობის ზრდა და ასევე, იკვეთება ფასის ზრდის ეფექტი (650.467 მლნ აშშ დოლარი).
2024 წლის მარტში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო- პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მისი რეზერვები მონეტარული ოქროთი შეივსო. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით „საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან სტაბილურობას“ ისახავდა მიზნად. თუმცა, ამ ნაბიჯმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დააფიქრა: იყო ეს მხოლოდ გლობალურ ტენდენციებზე მორგებული ფინანსური ნაბიჯი, თუ სანქციების მოლოდინით განპირობებული სტრატეგია.
ეროვნული ბანკის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ამჟამად, გლობალურად და ასევე რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური რისკები და გამძაფრებულია ასევე ინფლაციური ფონი, რომლის დროსაც ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო ინვესტიცია. ამ ფონზე ბევრი ცენტრალური ბანკი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში აქტიურად ზრდის ოქროს რეზერვებს. მხოლოდ 2023 წელს ცენტრალური ბანკების მიერ შეძენილ იქნა 1037 ტონა ოქრო. ეროვნული ბანკის განმარტებით სწორედ ამ პოლიტიკითა და მოტივებით ხელმძღვანელობენ.
2023-2024 წლებში დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სანქციების ტალღამ იმატა. 2023 წლის აპრილში აშშ-მ დაასანქცირა მოსამართლეები, მათ შორის ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ა.შ. ხოლო 2024 წლის დეკემბერში - ბიძინა ივანიშვილი. გარდა ამისა, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან გაჟღერდა ფინანსური დარტყმების მოლოდინიც, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა შეჩერდეს თავდაცვის სფეროს დახმარება და სხვადასხვა დაფინანსებები. შესაბამისად, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის გარემოება, რომ სებ-ის მიერ ოქროს შეძენა ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე კვირაში მოხდა.
გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ 2022 წელს, როდესაც დასავლეთმა რუსეთის აქტივები გაყინა, ერთადერთი რეზერვი, რომელსაც ხელი ვერ მიაწვდინეს, ქვეყნის შიგნით შენახული ოქრო იყო. რუსეთმა, ჩინეთმა და თურქეთმა სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი ოქროს რეზერვები. საქართველოს მიერ ოქროს ლონდონიდან თბილისში ჩამოტანის განზრახვაც ამავე ლოგიკაში ჯდება - უცხოური კონტროლისგან დაცვის საჭიროება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სებ-ის გადაწყვეტილება ოქროს ჩამოტანასთან დაკავშირებით ასე შეაფასა: „ ოქროს ფიზიკური გადატანა საქართველოში ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს უნდოდა სრული კონტროლის მიღება აქტივზე- რაც მხოლოდ გეოპოლიტიკური რისკების გამო კეთდება“. რომან გოცირიძის აზრით, ყველაზე საკამათო არის ოქროს ჩამოტანის საკითხი; „ოქროს ჩამოტანა ლონდონიდან… ყველაზე მეტად ეს არის საკამათო, რადგან ცენტრალური ბანკების ოქრო ინახება ლონდონის, ნიუ იორკის საცავებში. ძირითადად ოქროს ინახავენ ისეთი ქვეყნები, როგორცაა ჩინეთი, რუსეთი… რომლებსაც სანქციების ეშინიათ.
თუ დადგა ისეთი პერიოდი, რომ წაღება მოგვიწიოს ამ ოქროს ქვეყნიდან, ეს იქნება დაკავშირებული დიდ ხარჯებთან და თუ გაყიდვა გინდა და ოქრო ლონდონის საცავში ინახება, ამ შემთხვევაში ოქროს გაყიდვა ბევრად მარტივია.” ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, მისი დამოკიდებულება ოქროს შეძენასთან დაკავშირებით„თავიდან არ ვიწონებდი ამ ნაბიჯს, მაგრამ ახლა ვხედავთ რომ ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა კარგი გამოდგა.”
კვლევის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა ინტერვიუ ჩამეწერა New Economic School Georgia-ის პრეზიდენტთან და ეკონომისტთან, პაატა შეშელიძესთან, რომელმაც ისაუბრა მოტივებზე და მოლოდინებზე ეროვნული ბანკის ოქროსთან დაკავშირებით. „ეკონომისტის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ოქროს შეძენა, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა, სხვა მოტივებიც არსებობდეს, რის გამოც ეს ოქრო მოხვდა ეროვნული ბანკის რეზერვებში“, ასევე დასძინა, არსებობს ეჭვები იმისა, რომ ეს ნაბიჯი მისი გადმოსახედიდან შესაძლოა გადადგმული იყოს სხვა მანიპულაციების გადაფარვის მიზნით.
პაატა შეშელიძის თქმით, ოქროს ახასიათებს ციკლურობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ღირებულება დროთა განმავლობაში ან დაღმავლისკენ, ან აღმავლისკენ მიმართული. გეოპოლიტიკური რისკების ზრდას და ინვესტორების წინასწარი პროგნოზების გაუარესებას კი ოქროს ღირებულებაზე საპირისპირო გავლენა აქვს. „ოქრო პასიური აქტივია, რომელსაც არ გააჩნია პერიოდული შემოსავალი. ის დამატებით ღირებულებას არ ქმნის. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრიდან შეუძლებელია პერიოდულად მიიღო დამატებითი შემოსავლები. თუმცა, არსებობს გამოსავალი, როდის არის შესაძლებელი, რომ ფინანსური სარგებელი მიიღო. ეს არის პერიოდი, როდესაც ბირჟაზე მისი ფასი იზრდება.
იმის მიუხედავად, რომ ოქროს უსაფრთხო აქტივად მიიჩნევენ, მას ახასიათებს ციკლურობა და მერყეობა. შესაძლებელია, რომ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდოს ან პირიქით, დავარდეს. მსგავსი რყევები უსაფრთხო აქტივისთვის სასურველი არ არის. თუმცა საქართველოს მაგალითზე, მსგავსი უარყოფითი მოვლენები ჯერჯერობით არ შეინიშნება.
Invesco ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა, რომელმაც ჩაატარა გლობალური სუვერენული აქტივების მართვის კვლევა. კვლევის მიზანი იყო გამოერკვია მიზეზები, თუ რატომ იღებს ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებას, იმისა, რომ ოქრო შეიძინოს.
კვლევაში, პირველ რიგში, აღნიშნულია სხვადასხვა პერიოდები, როდესაც მსოფლიო კრიტიკულ ფაზაში გადადის, რის გამოც ცენტრალური ბანკები რთულ ლანდშაფტში გადადიან ხოლმე. ეს შეიძლება იყოს არჩევნები.
კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები (57 ქვეყანა) და ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ ცენტრალურ ბანკებს აქვთ სურვილი გაზარდონ საკუთარ რეზერვებში ოქროს წილი, რათა შეამცირონ დოლარზე დამოკიდებულება და პოტენციური რისკები. ამ კვლევის თანახმად, ოქროს რეზერვების გაზრდა დაკავშირებულია სანქციებისგან თავის არიდებასთან.
დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ადამიანის უფლებების დარღვევა, მიკერძოებული სასამართლო და სხვა მრავალი მიზეზი გახდა აშშ-ის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების. 2023 წლის აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს, ასევე ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. 2024 წლის ივნისში სავიზო შეზღუდვები დაუწესა ოცნების წევრებს აშშ-მ. ასევე სავიზო შეზღუდვები დააწესა ევროკავშირმაც. დეკემბერში იყო ბალტიის ქვეყნების პერსონალური სანქციები. 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ასევე 2024 წლის დეკემბერში დაასანქცირა აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი. ეროვნულმა ბანკმა კი ოქრო 2024 წლის პირველ მარტს შეიძინა.
მომხდარი მოვლენები გვაძლევს ვარაუდის უფლებას, რომ ოქროს შეძენის ინიციატივა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო სანქციების მოლოდინთან. საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გარემოება გავს პოლიტიკურ განზომილებას, როდესაც ქვეყნები ცდილობენ თავი დაიცვან მოახლოებული სანქციებისგან და შეამცირონ დამოკიდებულება აშშ დოლარზე.
ამავე კვლევაში ნახსენებია 2008 წლის გლობალური კრიზისის შესახებ, როდესაც მრავალმა გარემოებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნებს აჩვენა აუცილებლობა იმისა, რომ გაეზარდათ ოქროს მარაგები. ასევე რუსეთის აგრესიამ და ყირიმის ანექსიამ 2014 წელს აიძულა ქვეყნები გაეძლიერებინათ თავიანთი ოქროს რეზერვები, რათა თავი დაეცვათ სანქციებისგან. ამ წინ გადადგმული ნაბიჯით ნათელია, რომ ოქროს რეზერვების გაყინვა თითქმის შეუძლებელია, მითუმეტეს თუ ის ქვეყნის შიგნით ინახება.
“მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენა ეკონომიკურ ლოგიკასთან არის დაკავშირებული, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მაგალითად სანქციების დაწესება, ცენტრალური ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული შეშფოთება და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შემოღებამ გააჩინა ეჭვები ალტერნატიულ მოტივებთან დაკავშირებით”- ვკითხულობთ ISET-ის განცხადებაში. „მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკასთან და საგადასახადო კოდექსში ცოტა ხნის წინ მიღებულ ცვლილებასთან, ე.წ. „ოფშორული აქტივების შესახებ კანონთან“ ერთად, ეს ფაქტორები სპეკულაციას იწვევს იმის შესახებ, ხომ არ არის ოქროს შეძენა განპირობებული პოტენციური სანქციების შიშით და მისი მზადყოფნის სტრატეგიით, და არა მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებებით, რადგან ოქრო აღიქმება, როგორც უსაფრთხო და სასურველი სარეზერვო აქტივი იმ სიტუაციებში, როდესაც ქვეყნები ფინანსური სანქციების ან აქტივების გაყინვისა და ჩამორთმევის რისკის წინაშე დგანან.”
საინტერესოა, რა რაოდენობის ოქროს წილი აქვთ რეზერვებში მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს. პარალელი გავავლოთ ისეთ პატარა ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა.
ესტონეთი ფლობს 0.25 ტონა ოქროს, რაც წარმოადგენს უმცირეს რაოდენობას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ეს ოქრო ძირითადად ინახება როგორც ისტორიული არტეფაქტი- ქვეყნის პირველი დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული.
ლიეტუვა ფლობს დაახლოებით 5,82 ტონა ოქროს, რაც ნაწილობრივ აღდგენილია იმ ოქროთი, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში დააგროვა და საბჭოთა კავშირის დროს დაკარგა. ეს ოქრო სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად ფინანსურ რეზერვსაც წარმოადგენს.
ლატვია დაახლოებით ფლობს 6.66 ტონა ოქროს, რაც ათწლეულებია პრაქტიკულად უცვლელი რჩება. ამ ოქროს ნაწილი ინახება ლონდონში, Bank of England-ის ვოლტებში, რაც მრავალი ქვეყნისთვის სტანდარტული პრაქტიკაა. ლატვიის ეროვნული ბანკი ამ რეზერვს არ იყენებს აქტიური მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტად, მაგრამ აღიქვამს როგორც ისტორიული ღირებულების და ფინანსური სუვერენიტეტის სიმბოლოს.
როგორც ვხედავთ, საქართველომ 2024 წელს გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ოქროს რეზერვებით გადაასწრო ბალტიისპირეთის ზოგიერთ ქვეყანასაც კი.
ისტორიის მიხედვით, ოქრო, როგორც ფინანსური აქტივი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გლობალურ ფინანსურ სისტემაში. ის ცნობილი იყო, როგორც ვალუტა მრავალ ცივილიზაციაში, მათ შორის ძელ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში. დღევანდელ ეპოქაშიც ოქრო ისევ და ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, რომელიც ემსახურება როგორც ინფლაციისგან დაცვას, არის ასევე უსაფრთხო თავშესაფარი. ბოლო წლებში, ოქრო განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ბაზარზე მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ოქროს რეზერვების შენარჩუნება და გაზრდა ასახავს მის როლს როგ,ორც სტაბილურობის შენარჩუნების სიმბოლოს. განვითარებული ქვეყნების - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის - მაგალითზე აშკარაა, რომ ოქროს შენარჩუნება ეროვნული რეზერვების სტრუქტურაში არ არის მხოლოდ ეკონომიკური ლოგიკის შედეგი, არამედ ეფუძნება ისტორიულ გამოცდილებას, სისტემურ შოკებზე რეაქციას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის სურვილს. პირველ ადგილზე არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ოქროს რეზერვების რაოდენობა ჯამურად შეადგენს 8,133.5 ტონას.
გერმანია კი მეორე ადგილზეა ოქროს ყველაზე დიდი რეზერვების მქონე ქვეყნებს შორის, მის მფლობელობაშია 3,351.5 ტონა ოქრო. აღსანიშნავია, რომ მისი სავალუტო რეზერვებიდან ოქრო დაახლოებით 70.6%-ს იკავებს. ოქროს რეზერვის ნახევარზე მეტი 2025 წლის მონაცემებით ფრანკფურტში ინახება.
იტალია მესამე ადგილზეა მსოფლიოს ოქროს მარაგების მიხედვით და იტალია ფლობს 2,451.8 ტონა ოქროს.
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნები - განსაკუთრებით არალიბერალური რეჟიმის მქონეები- ოქროს მიმართავენ, როგორც თავდაცვის მექანიზმს, როდესაც არსებობს სანქციების საფრთხე.
ოქრო საუკუნეების განმავლობაში ადამიანისთვის მხოლოდ ძვირფასი ლითონი არ ყოფილა, ის იყო სიმბოლო ძალაუფლების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის. იმ დროიდან მოყოლებული, როცა მეფეები საგანძურს იმალავდნენ, დღემდე, როცა ცენტრალური ბანკები უმძიმეს გეოპოლიტიკურ მომენტებში სწორედ ოქროს აფარებენ ხელს, მისი მნიშვნელობა არ შეცვლილა- ის ისევ უძვირფასესია.
თუმცა, როდესაც საქმე არადემოკრატიულ და ოლიგარქიულ ქვეყანას ეხება , არავინ იცის ქვეყნის ქონებას ვინ და როგორ გამოიყენებს, დასკვნების გამოტანა შესაძლებელი, თუმცა ნაადრევია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს...
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025