DATA149.1.19

Logo

განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

მარიამ ბერაია

„განათლება გაგამდიდრებს“ - ეს ფრაზა ყველაზე ხშირად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ესმით და  იზიარებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განათლებას პიროვნების ცხოვრებაში. უნივერსიტეტში მიღებული საფუძვლიანი ცოდნაც კარგი გამოცდილებაა საიმისოდ, რათა ესმოდეთ - როგორ შესძინონ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ეკონომიკას სარგებელი. სარგებლის ზომას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგს მაშტაბური ცვლილებების მოხდენა შეუძლია საკუთარი ცოდნით, ზოგს - მცირე. მთავარია, იდეა და ხედვა ერთი ჰქონდეთ - საკუთარი ცოდნა მოახმარონ არა მხოლოდ პირად, არამედ ქვეყნის კეთილდღეობასაც.

განათლების ფასი კარგად იციან აზროვნების აკადემია  „ლეტერატოში“. 
„ლეტერატო“ იტალიურად განათლებულ, წიგნიერ ადამიანს ნიშნავს.  
აკადემიის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეხმარება მომავალ თაობებს სწორად აზროვნებაში, კრიტიკულ მსჯელობაში, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, სხვადასხვა სამეწარმეო სფეროს ათვისებაში ...  ეს ყოველივე მისცემს მათ საშუალებას , თავიანთი ცოდნით შრომით ბაზარზე   კონკურენტუნარიანები იყვნენ.

აკადემიის დამფუძნებელი თამარ რაზმაძე , რომელიც უკვე 25 წელია საერთაშორისო ორგანიზაციებში,  საჯარო თუ კერძო  სექტორში აქტიურადაა ჩართული, კარგად ესმის ის საჭიროებები, რომლებიც დღევანდელ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს სჭირდებათ. 
თვითონ სკოლის ასაკის შვილები ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში სტუდენტებსაც ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის მენეჯმენტის სკოლაში და სწორედ აქედან წამოვიდა აზროვნების აკადემიის დაფუძნების იდეა.  
„აშშ-ში საერთაშორისო განვითარების სააგენტოში ვმუშაობდი, სადაც ჩემი მოვალეობა ბიზნესის ცოდნის ამაღლება და უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდილების გაზიარება იყო.  მიღებული პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის გაზიარება ქართველი ბავშვებისთვის გადავწყვიტე, რადგან 21-ე საუკუნის რეალობაში,  მნიშვნელოვანია სწავლების განსხვავებული მიდგომა და არაფორმალური განათლების შემოღება.“ -  ამბობს თამარ რაზმაზე.
მისი თქმით,  არაფორმალურ განათლებაში ინვესტიციას  ის პლიუსი აქვს, რომ დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს. მთავარი მუდმივად ხარისხის  შენარჩუნება და  მოტივაციაა, რომ აღზარდო ისეთი თაობა, რომელიც თავის სათქმელს იტყვის თანამედროვე მსოფლიოში. მისი თქმით, მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ და შრომის ენთუზიაზმიც თავისთავად მოვა.
„აზროვნების აკადემიაში მოსწავლეები სწავლობენ  რას ნიშნავს ბიზნესი, მეწარმეობა და როგორ უნდა გახდნენ მეწარმეები. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის. კრიტიკული აზროვნების უნარები მუდმივად გამოადგებათ ცხოვრებაში. პირველ რიგში, ეს არის ობიექტურად აზრის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც  პრობლემაა საქართველოში.  ჩვენ ვასწავლით, რომ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ოპტიმალური გადაწყვეტილებები და როგორ მივიდეთ  აქამდე. 
ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, პიროვნულ ზრდაშიც, ყველა კონტექსტში. საბოლოო შედეგი კი არის ის, რომ გვინდა მივიღოთ განათლებული, ერუდირებული თაობა, რომელსაც ექნება უნარი გადაწყვეტილებები და გარემო ფაქტორები შეაფასოს ობიექტურად.“ - ამბობს თამარ რაზმაძე.

სტატიის მიზანია,  საქართველოსა თუ უცხოეთის მაგალითზე განვიხილოთ რამდენად მნიშვნელოვანია განათლებისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი და როგორაა შესაძლებელი გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი და  განვითარდეს ქვეყნის რესურსები სწორი, გონივრული გადაწყვეტილებების  მიღების საფუძველზე.  ამისათვის,  კი პირველ მაგალითად შესაძლებელია სწორედ რუმინეთის მოყვანა,  რომელმაც
 მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ განათლებისა და ეკონომიკის სექტორიდან განიცადა
საინტერესოა, რაში მდგომარეობს რუმინეთის წარმატების იდეა ?
ანდრენი , ერლე და საპატორუ (2004) რუმინეთის მაგალითზე სწავლობდნენ განათლების გავლენას ეკონომიკაზერომელსაც იკვლევდნენ 1950-2000 პერიოდებამდე.  მინსორის შემოსავლების სამსახურისა და სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების გამოყენებით, მათ  გამოითვალეს განათლებაში ინვესტირების შემდგომი ეფექტურობაარსებული ანალიზის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ 1990 წლიდან განათლებაში ინვესტიციების ეფექტურობა საგრძნობლად გაიზარდა მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყებამდეც კი. საუბარია კომუნისტური სისტემიდან გამოსვლაზე

რუმინეთის წარმატების იდეა კი , სწორედ შემდეგ ახსნებში მდგომარეობს:
1) მოხდა განათლების
გაძლიერება ადამიანური რესურსების მიმართულებით;
2) გაუმჯობესდა
განათლების ხარისხი;
3) განვითარდა და გაფართოვდა
საერთაშორისო თანამშრომლობება, რომელშიც არსებითი მნიშვნელობა იქონია სწორედ  სამუშაო ძალის კვალიფიციურობამ. საბოლოოდ, განათლების სისტემის სწორმა, სტრატეგიულმა დაგეგმვამ რუმინეთის ეკონომიკის განვითარებამ მოიტანა.
 აღსანიშნავია ისიც, რომ 
რუმინეთის განვითარების მოდელი დაფუძნებულია ადამიანურ კაპიტალზე. უფრო კონკრეტულად  რომ ავხსნათ : რუმინეთში (1960-2010 წლიდან, ყოველ 5 წელში) ითვლება ადამიანური კაპიტალის ცვლილება და მისგან გამოწვეული შედეგები.
ამდენად, კაპიტალის გავლენის მაშტაბები ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის პროცესსაც.
ამ კონკრეტული მაგალითით შეიძლება ითქვას, რომ რუმინეთს საკმაოდ საინტერესო ტაქტიკა აქვს შემუშავებული საიმისოდ,  რათა განავითაროს ეკონომიკა ადამიანურ კაპიტალზე დაყრდნობით.

რაც შეეხება საქართველოს, საქმე ბევრად რთულადაა, რადგან  ამჟამინდელი მონაცემებით, ვერც ადამიანური კაპიტალი და ვერც განათლება ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი გარდატეხვის მოხდენას ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქვეყნის მთავრობას საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვს ახალ ინიციატივასთან „ განათლება - გზა თავისუფლებისკენ“  დაკავშირებით და მათი გათვლებით,  2022
წლისათვის განათლების დაფინანსების მთლიანი მოცულობა  3.4 მლრდ ლარი გახდება და მშპ- 6%-საც სრულად აითვისებს.  რაც შეეხება განათლების ეკონომიკასთან მიმართებასა და გავლენას, პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ განათლებამ უნდა მოიტანოს  10-11%-იანი ეკონომიკური ზრდა.  

კითხვები რადგან საკმაოდ ბევრია, ასევე საინტერესოა რამდენად შესძლებს სახელმწიფო ამ ინიციატივის ისე განხორციელება/შესრულებას, რომ თანხები გაფლანგულად არ ჩაითვალოს. თვითონ სპეციალისტებისთვისაც აღნიშნული ინიციატივა ბუნდოვანია. არ არსებობს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული ხედვა , ან  სტრატეგიული გეგმა.
ამიტომ იმის ალბათობა, რომ განათლების დონე არ გაუმჯობესდეს - დიდია.
არსებული რეალობის  სანახავად , საკმარისია ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა.
ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად ჯანდაცვაა წარმოდგენილი, რომლის შეცვლას  მთავრობა განათლებით აპირებს.ყველაზე დიდი წილი - 36.4% სწორედ ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ნაწილდება. ამის მიუხედავად, ჯანდაცვაზე დახარჯული სოლიდური  თანხები ვერ იძლევა მნიშვნელოვანი პროგრესის საშუალებას და ამ სფეროშიც  გამოწვევები  მაღალია.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემა არა დახარჯულ თანხებში, არამედ ხარჯვის ეფექტურობასა და იმ ფინანსურ თუ სერვისის ნაწილებშია, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო იჩინა თავი.
მაგალითად, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ ბიუჯეტის ხარჯი გაზარდა. საყოველთაო ჯანდაცვა ყოველწლიურად იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული. კიდევ ერთი პრობლემა , რომელმაც ამ სისტემაში იჩინა თავი ეს იყო სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა, თუმცა ამაზე სამინისტრომ  სპეციალური სანქციები დააწესა და ე.წ. „შავი ხვრელები“ ნაწილობრივ მოსპო.