C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
ელენე ძნელაძესაქართველო C ჰეპატიტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ქვეყანაა. ამ პრობლემის წინაშე ქვეყანა უკვე დიდი ხანია დგას, მაგრამ დაავადებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის წამლებს ვადა გაუვიდა.
2015 წლის კვლევის მიხედვით დაახლოებით 150 000 ქართველი იყო ინფიცირებული და სუსტი ინფექციის კონტროლის გამო ამ რიცხვის გაზრდაც იყო მოსალოდნელი. 2015 წლის 28 აპრილს საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთო. რაც ითვალისწინებდა უფასო წამლის შემოტანას ქვეყანაში და 2020 წლისთვის ინფიცირებულთა 90%-ით შემცირებას.
560 მილიონი ლარის ვადაგასულმა წამლებმა გააჩინა კითხვა, რამდენად წარმატებულია ელიმინაციის პროგრამა საქართველოში?
5 წლიანი პროგრამის ბოლო წელი დაიწყო და როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 60 000-მდე ადამიანია ჩართული პროგრამაში და მათი უმეტესობა განკურნებულია.
ამ პროგრამამდე საქართველოსთვის წარმოუდგენელი იყო C ჰეპატიტისგან ათი ათასობით განკურნებული ადამიანი, თუმცა შედეგი მაინც არასაკმარისია, რადგან პროგრამის მიხედვით 135 000 ადამიანი უნდა განიკურნოს, რისთვისაც რამდენიმე თვეღა დარჩა.
მთავრობის ოპოზიციური პარტიები, მმართველ პარტიას არაეფექტურ მენეჯმენტსა და კორუფციაში დებენ ბრალს. “დანაშაულის ტოლფასია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ათასობით ადამიანი არის C ჰეპატიტით ინფეცირებული, სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ჯანდაცვის სამინისტროს უთავბოლობით და უმართავი მენეჯმენტის გამო 500 000 ლარის მედიკამენტი გახდა უვარგისი და უნდა გადაიყაროს” - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ხოლო თავად მმართველი პარტია კი პროგრამის მსვლელობას წარმატებულად თვლის და პროგრამაში ჩართულთა სიმცირეს, ხალხი პასიურობითა და პროგრამის მიმართ ნაკლები ინტერესით ხსნის. ხოლო ვადაგასული წამლებს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმით ამართლებს, რომ წამლები სპეციალურად დიდი დოზით შეიძინეს და მხოლოდ 2000 ადამიანის სამყოფი წამალი ჩამოიწერა. „ლაპარაკია 2000 დოზაზე, მაშინ, როდესაც დღესაც კი, არის დაახლოებით 16 ათასი კაცი, ვისაც დადასტურებულად აქვს c ჰეპატიტი. ეს 16 ათასი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, ეს ხალხი დღემდე არ არის ჩართული პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული საერთოდ უფასოა პროგრამაში ჩართვა. ეს წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო?’ აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
არის რამდენიმე პრობლემური ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებენ პროგრამაში ჩართვას.
ადამიანების თავს იკავებდნენ პროგრამაში ჩართვისგან, რადგან 2019 წლის აგვისტომდე თავად უწევდათ გამოკვლევის საფასურის გადახდა, რაც თავიდნ 400-700 ლარამდე მერყეობდა, შემდგომ კი 110 ლარი გახდა. ეს ფაქტორი ბევრისთვის გადამწყვეტი იყო, სწორედ ამიტომ 2019 წელს გამოკვლევები უფასო გახდა.
ასევე დიდი პრობლემაა C ჰეპატიტის არასაყოველთაო გამოვლენა საავადმყოფოებსა და კლინიკებში. C ჰეპატიტის გამოკვლევის დანიშვნა საავადმყოფოებში მისულ პაციენტებთან, მეტად გაზრდიდა პროგრამის ეფექტურობას.
გეოგრაფიული პრობლემაც საყურადღებოა, რადგან პროგრამაში ჩართული კლინიკები თბილისსა და რამდენიმე რაიონულ ცენტრშია, რაც პრობლემას ქმნის სოფლებში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კვირაში ორჯერაა საჭირო კლინიკაში მისვლა.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ხელს უშლის ელიმინაციის პროგრამას, რადგან ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა 70% C ჰეპატიტით არის ინფექცირებული. საქართველოში კი ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლის რაოდენობა 55 ათასს აღწევს.
ქვეყნის შიდა პრობლემების გარდა, პროგრამას ხელს უშლის რუსული პროპაგანდაც, რომელიც ხალხში პროგრამის მიმართ ეჭვის გაჩენას და შიშის დანერგვას ემსახურება. ინტერნეტში გამოჩნდა სტატიები, რომლებიც ხალხს მოუწოდებდა მკურნალობაზე უარის თქმას, რადგან წამლები საშიში იყო.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ატარებს, რადგან საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკამ საქართველოს ანდო და აჩუქა ძვირადღირებული წამლები. ხოლო პროგრამის ჩავარდნის შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი თუ კიდევ გაიღებს საქართველოსთვის ამერიკა ასეთ გულუხვ საჩუქრებს.
პროგრამა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან მის გარეშე საქართველოს ისედაც ღარიბი მოსახლეობისათვის შეუძლებელი იქნებოდა წამლების შეძენა. 2015 წლამდე ბევრს სახლის გაყიდვაც კი უწევდა მკურნალობისთვის. ცნობილი არაა გაგრძელდება თუ არა პროგრამა 2020 წლის შემდეგ. თუ ეს ასე არ მოხდა საეჭვოა, C ჰეპატიტის სრულიად აღმოფხვრა საქართველოში, რაც ისევ დასაწყისთან დაგვაბრუნებს, ისევ იქნება გავრცელების საშიშროება და საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოუწევს სახლების გაყიდვა და საზღვარგარეთ მკურნალობა.
C ჰეპატიტის ვირუსი პირველად 1989 წელს, ინგლისში აღმოაჩინეს. ვირუსი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა, სამედიცინო პუნქტებში ანტისანიტარიის გამო. ვირუსის აღმოჩენიდან 30 წლის შემდეგაც კი ვაქცინა არ არსებობს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილეადის” წამლები - “სოფოსბუვირი” და “ჰარვონი” - ერთადერთი ხსნაა. “სოფოსბუვირის” ერთი აბი ამერიკაში 1000 დოლარი ღირს, მისი წარმოება კი 100 დოლარი ჯდება. მკურნალობისთვის კი ადამიანს 90 აბი სჭირდება.
“გილეადმა” 2014 წელს ეგვიპტესთან გააფორმა შეთანხმება და პრეპარატი 10 დოლარად მიჰყიდა, შემდეგ კი 101 განვითარებად ქვეყანაში წამლის გაყიდვაც დაიწყო. 2015 წელს კი საქართველოს მთავრობასა და “გილეადს” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვით საქართველოს პრეპარატები 2020 წლამდე უფასოდ გადაეცემა.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022