
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
თამარ ჭიალაშვილიზაფხულში სოფელში მიდიხარ „დასასვენებლად“, ონკანიდან წყალი არ მოდის, ატკივებული კბილისთვის წამალს ვერ ყიდულობ და ხვდები, იმავე საღამოს გინდა გაქცევა, მაგრამ უტრანსპორტობის გამო იძულებული ხარ დარჩე. მეორე დღეს შენ კი წახვალ, მაგრამ დარჩება ხალხი, რომელიც უსიტყვოდ ეგუება ამ დისკომფორტს, არაფერს ამბობს და შესაბამისად, ვერაფერს ვერ ცვლის.
უწყლოობა, საშინელი გზა და ამ გზაზე, იშვიათად გამოჩენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უაფთიაქობა, არცერთი ქსელური მაღაზია, შრომისუნარიანი ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი, სტადიონი ბავშვების გარეშე - ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შეხვდები, როცა ქაოსისგან განსატვირთად სოფელ მჭადიჯვარს ეწვევი.
„მჭადიჯვარი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ნარეკვავის ნაპირას, ზღვის დონიდან 700 მეტრში.“- ამოიკითხავთ ამ მშრალ, ზედაპირულ ფაქტებს ვიკიპედიაში, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი დაგანახოთ რა სტკივა აქ ხალხს, პრობლემები ქვეყანას და ამ ერთ პატარა სოფელს საერთო აქვს, ამიტომ გამოდის, რომ ერთი სოფლით დანახულ საზოგადო ჭირზედ ვწერ.
უწყლოობა ამ პრობლემათა ჩამონათვალში ლიდერობს, ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხები, რესურსი და დრო დაიხარჯა იმისთვის, რომ სოფელს ის წყალი ჰქონოდა, რომელიც ონკანის მოშვების შემდეგ არ მოდის. მთავარი უბედურება კი ისაა, რომ ჭის წყლებს არავინ ამოწმებს, ამიტომ წყალი, მოდის ის თუ არა, არაა ვარგისი.
2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა 32 საუბნო ონკანი, რომლითაც 450-მდე ოჯახი სასმელი წყლით მთელი დღის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები კომპანია შპს „თერგმა” შეასრულა.“ ფაქტია, რომ სამუშაოები მართლაც შესრულდა და უამრავი რესურსი დაიხარჯა, მაგრამ ონკანის მოშვება საკმარისია იმის სანახავად, რომ რაღაც სწორად არ გაკეთდა.
ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტის ევგენი დინუაშვილის მთავარ გასაჭირს წყლის მოპოვება წარმოადგენს, როგორც თვითონ განმარტავს ჭა არ აქვს, რაც ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის სითხედ წოდებული წყლის მოსაპოვებლად კი ყოველდღე “აწუხებს” მეზობელს, რაზეც, როგორც საუბარში წამოსცდა, კონფლიქტიც კი მოუვიდა.
ის ფაქტი, რომ სოფელში არცერთი აფთიაქი და ქსელური მაღაზია არაა თავისთავად უკვე ტრაგედიაა, ხოლო იმ მაღაზიებში, რომლებიც პროდუქტის ყიდვის ერთადერთი წყაროა საკვები ძალიან ძვირი ღირს.
ნანი გარიშვილმა, 65 წლის მარტოხელა პენსიონერმა საუბრისას დანაღვლიანებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ქალაქში წამლის საყიდლად წასვლა მისთვის გოლგოთამდე მისასვლელი გზის გავლას ჰგავს. საუბარში ისიც წამოსცდა, რომ გამგებელთან არცერთი ვიზიტი მისთვის სასარგებლოდ არ დასრულებულა, თუმცა ამ თემის განვრცობაზე უარი განაცხადა.
სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბარი ზედმეტია. ტრანსპორტი ხელს არც იმათ უწყობს, ვინც სამუშაოდ დედაქალაქში დადის. ბოლო სამარშრუტო ტაქსი თბილისიდან საღამოს ექვს საათზე გამოდის, ხოლო მათ, ვისაც ამ დროს ისევ სამსახური აქვთ, სხვა გზების ძიება უწევთ.
სახელისა და გვარის გასაჯაროება არ ისურვა სტუდენტმა, რომელიც ლექციების შემდგომ მუშაობს. საღამოს უამრავი სახლის საქმით დაღლილ მამას უწევს სოფელ ძალისიდან მისი წამოყვანა, რადგან ესაა სამარშრუტო ტაქსის გაჩერების ბოლო წერტილი.
სოფელი ყოველდღიურად იცლება ხალხისგან, ერთნი ქალაქში მიდიან, ვინაიდან ზემოხსენებული პრობლემები უფრო ნაკლებად მწვავე ეჩვენებათ, იქ, სხვა თუ არაფერი, სამუშაო აქვთ და ატკივებული კბილისთვისაც შეუძლიათ წამლის ყიდვა. სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, რა თქმა უნდა, მტკივნეული თემაა, თუმცა უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ქვეყნის საზღვარს ტოვებს. იქ ჩასულთ სულ სხვა რეალობა ხვდებათ, ბევრს ატყუებენ, ბევრი კი წლების განმავლობაში ვეღარ ახერხებს დაბრუნებას.
სოციალური ქსელით დავუკავშირდი ემიგრანტს, რომელმაც საჯაროობა ასევე არ ისურვა, თუმცა დიდი გულისტკივილით გაიხსენა სოფელი და ცრემლი ძლივს შეიკავა, როცა მის გარეშე გაზრდილი შვილების უზრუნველყოფილი მომავლის მნიშვნელობაზე დაიწყო საუბარი.
ცვლილებები გაცნობიერებითა და განათლებით იწყება, განათლების მიღება კი ძალიან რთულია ისეთ სკოლაში, რომელიც ინგრევა, არ აქვს ბუფეტი და ვერ თბება. თუმცა, მთავარი უბედურება შენობაში კი არაა, არამედ არაკვალიფიცირებული კადრების სიუხვეში.
სკოლაში, რა თქმა უნდა, არ შეგვიშვეს და კითხვის - “თუ რატომ რჩებიან სკოლაში ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს?” პასუხად კარი მოგვიჯახუნეს.
ზემოხსენებული პრობლემების შემდეგ, იქნებ აღარავის გაახსენდეს სპორტი და ის მასშტაბური ბედნიერება, რომელიც მას მოაქვს. ჩემს სოფელში ყველა ახალგაზრდა აგორავებს ბურთს, ზოგს მეტად გამოსდის თამაში, ზოგს ნაკლებად, მაგრამ უკლებლივ ყველა ივლიდა ფეხბურთზე, შანსი რომ ჰქონდეთ. ყოველთვის დიდი პრობლემა იყო ბავშვების შეგროვება დუშეთში შეჯიბრზე გადასასვლელად, რის ვაი ვაგლახით შეკოწიწებულ გუნდს კი არასდროს ჰქონია წარმატება კარგად მომზადებულ და გაწვრთნილ გუნდებთან შედარებით.
სკოლის მოსწავლეებთან საუბარმა საერთო სურათი დაგვანახა, ყველას აქვს სურვილი მოზღვავებული ენერგია მოედანზე დახარჯოს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ. კითხვაზე - ისურვებდნენ თუ არა სპორტული წრეების არსებობას სოფელში? პასუხი დაუყოვნებლივი და დადებითი იყო.
საკითხები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, ახალი არავისთვის არაა, თუმცა არსებობს მივიწყებული პრობლემები, რომლებზეც არავინ საუბრობს. მჭადიჯვარი დუშეთის 2024-2027 წლების სამოქმედო ორმოცგვერდიან გეგმაში მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული და ისიც გაკვრით.
გამგებელი საუბრისგან თავს იკავებს, უფრო მეტიც საკმაოდ უხეშად გვიშორებს თავიდან, მოგვაძახა: “საქმე გამოგელიათო?” ამ სიტყვების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთი ფაქტი აშკარაა, რომ ზემოხსენებულ პრობლემებზე ახლო მომავალში არავინ იფიქრებს.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება

19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”

19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“

8 April 2025