
ეკონომიკური და ბიზნეს ბერკეტები – საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი
თამარი ხუციშვილი
საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიაში ეკონომიკური და ბიზნეს ბერკეტები ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს. კრემლი ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურასა და ბიზნეს გარემოზე ზემოქმედებას სხვადასხვა ინსტრუმენტით ცდილობს: პირდაპირი ინვესტიციები, ენერგეტიკული რესურსების კონტროლი და ფინანსური კავშირების გამოყენება. ეს მეთოდები არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, არამედ ქმნის პირობებს პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისთვის. ქვეყანაში 2022 წლის შემდეგ რუსული ბიზნესების რაოდენობის ზრდა და მნიშვნელოვანი კაპიტალის მოძრაობა ამ ტენდენციის ნაწილია. რა არის ამ პროცესის ნამდვილი მიზანი და როგორ შეიძლება საქართველო ამ გამოწვევას გაუმკლავდეს? სტატია დეტალურად განიხილავს ამ საკითხს და იმ გავლენას, რაც ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით რუსეთის ჰიბრიდულ ომს შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენს თანამედროვე კონფლიქტის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებელს, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. ჰიბრიდული ომი მოიცავს ტრადიციული სამხედრო ძალის გამოყენების გარდა არატრადიციულ მეთოდებს, როგორიცაა კიბერთავდასხმები, დეზინფორმაცია, ეკონომიკური ზეწოლა, სოციალური და ეთნიკური დაპირისპირებები. რუსეთის მიზანი ამ ომით არის საქართველოს დესტაბილიზაცია, ქვეყნის დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე და დასავლეთთან ინტეგრაციის შეფერხება.
რუსეთი აქტიურად იყენებს სხვადასხვა მეთოდებს საქართველოს წინააღმდეგ, რათა დაიმტკიცოს თავისი გავლენა და შექმნას დაბრკოლებები ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ურთიერთობების გზაზე. 2008 წლის ომის შემდეგ, როცა რუსეთმა გააფართოვა თავისი სამხედრო ქმედებები და ოკუპაცია დაიწყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რუსეთის მხრიდან სამხედრო ზეწოლა კვლავ აქტუალურია. ამ ტერიტორიების ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება და საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
დეზინფორმაცია და პროპაგანდა ასევე ძირითადი ინსტრუმენტია რუსული ჰიბრიდული ომის. რუსეთი ხშირად ახორციელებს ანტი-დასავლური ნარატივების გავრცელებას, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობაში ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმის შექმნისთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა კი საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წლის კიბერ ომი, როცა რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმებს პარალიზებული ჰქონდა ქვეყნის სამთავრობო და მედიის ვებ გვერდები.
რუსეთი ასევე იყენებს ეკონომიკურ ზეწოლას. მაგალითად, 2006 წელს საქართველოზე დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ემბარგო, რაც პირდაპირი ზეწოლა იყო ქვეყნის ეკონომიკაზე. ენერგეტიკულ სფეროში რუსეთი პერიოდულად იყენებს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების მიმართ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით გაზის მოპოვების თვალსაზრისით.
რუსეთი არა მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენებით, არამედ მტკიცე გეოპოლიტიკური მიზნებითაც ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს. პირველი და უმთავრესი მიზანი არის საქართველოს ხელი შეუშალოს დასავლურ გზაზე, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია შეაფერხოს, ხოლო მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული რეგიონები მნიშვნელოვნად განამტკიცოს.
ამასთანავე, საქართველო მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც აკავშირებს ევროპას, აზიას და ახლო აღმოსავლეთს. რუსეთი სწორედ ამ რეგიონში არსებული გავლენის შესანარჩუნებლად ახორციელებს ოკუპაციას და იყენებს სხვა ხელის შემშლელ მეთოდებს, რათა გახადოს საქართველო თავისი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების კონტროლის ნაწილი.
რუსეთი ცდილობს საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებზე სრული კონტროლის შენარჩუნებას, რათა თავიდან აიცილოს მისი დამოუკიდებლობა ენერგეტიკის სექტორში. ამის მაგალითია, რუსეთის წინააღმდეგობა საქართველოში ჰესების მშენებლობის მიმართ. ახალი ჰესების მშენებლობა საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო დამოუკიდებლად მართოს თავისი ენერგეტიკული რესურსები და შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ეს კი ართულებს რუსეთის პოზიციას რეგიონში, რადგან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ენერგეტიკულ ბაზარზე.
რუსეთი იყენებს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მეთოდებს, რათა შეაფერხოს საქართველოში ჰესების მშენებლობა. ამას ხელშეწყობა აქვს გარკვეული პროტესტის ჯგუფების მხრიდან, რომელთა მხარდაჭერაც შესაძლებელია რუსეთისგან იღებდეს სათავეს. დიპლომატიური ზეწოლა, ენერგეტიკული მედიაცია და საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერა ამ ხაზით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.
რუსეთი ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების შეფერხებას და იმედები დაამყაროს დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის პროცესზე. ამას ის ახორციელებს არა მხოლოდ სამხედრო ან ეკონომიკური გზებით, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლაში, რომლებიც ხელს უწყობს პრორუსული განწყობების გავრცელებას და დასავლური ღირებულებების დასუსტებას.
რუსული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რუსული კაპიტალი ძირითადად ჩართულია ენერგეტიკის, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის სექტორებში, მაგრამ ამ კაპიტალის ზრდა შესაძლოა პირდაპირ ზეწოლას ახდენდეს ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში აქტიური ყოფნა საშუალებას აძლევს რუსულ კომპანიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინონ და შექმნან ბერკეტები, რომლებიც მათ ხელს უწყობს პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ფორმირებაში.
რუსეთის ბიზნესების მზარდი რეგისტრაციის ტენდენცია საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, რაც საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური განხილვის ახალ ფაზას აჩენს. რუსი მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2022 წლის მარტის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან და რუსი მოქალაქეების მასიურ მიგრაციასთან. ამ პერიოდში საქართველომ შეძლო საინტერესო შესაძლებლობების შეთავაზება მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკისა და ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის სახით. ამ პირობებში, საქართველო რუსული ბიზნესების გამრავლების კერა გახდა, სადაც მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებში საქმიანობენ – დაწყებული ტურიზმიდან და ენერგეტიკიდან, დამთავრებული უძრავი ქონებით, ტელეკომუნიკაციებითა და სათამაშო ბიზნესით.
რუსული კომპანიების ზრდა საქართველოში ხელს უწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, რაც დადებით ეკონომიკურ ეფექტს ქმნის, მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნასა და საბაზრო აქტივობის გაზრდას იწვევს. საქართველოს მთავრობა ეძებს უცხოურ ინვესტიციებს და ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პირობები ბიზნესის ზრდისთვის. თუმცა, ამ ტენდენციის კუთხით არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის შეიძლება გახდეს საშიში. კერძოდ, საუბარია ფულის გათეთრების რისკზე, ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე, ასევე რუსეთის მიერ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობაზე.
რუსული გავლენა და პოლიტიკური რისკები
რუსეთის ეკონომიკური გავლენა, რომელიც აღნიშნული ბიზნესების მეშვეობით ჩნდება, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ მიზნებთან. რუსეთი, როგორც ეკონომიკური ბერკეტი, აქტიურად იყენებს ბიზნეს აქტივობებს, რათა შექმნას სტრატეგიული გავლენა საქართველოზე, განსაკუთრებით მის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. რუსული კაპიტალი გარკვეულ დოკუმენტებში ასოცირდება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა შეიძლება დააინვესტირდეს საქართველოში არა მხოლოდ ეკონომიკური მიზნებისთვის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისითაც.
კვლევები და რისკები
2023 წლის ოქტომბერში ISET-ის (International School of Economics at TSU) და Zinc Network-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ წარმოადგინა საფრთხეები რუსული ბიზნესების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით. კვლევა შეეხო სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს, რომელთა შორისაა ენერგეტიკა, ნავთობი, კომუნიკაციები, მინერალური წყლები, ტურიზმი, საბანკო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორები. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან რისკებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსული ბიზნესების ზრდამ საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ, აღნიშნულია რამდენიმე მაღალი რისკი:
1. პოლიტიკური გავლენა - რუსული ბიზნესების მფლობელობა შეიძლება გაზარდოს რუსეთის გავლენა საქართველოში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
2. კორუფციული რისკები - რუსული კომპანიების მიერ გადახდების თავიდან აცილების ან სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ბოროტად გამოყენების რისკები.
3.ეკონომიკური დამოკიდებულება - საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსული ბიზნესებისადმი ზრდის ეკონომიკური მანიპულაციების რისკებს, რაც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
4.ჯაშუშობის პოტენციალი - რუსეთის მიერ დარეგისტრირებულმა კომპანიებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჯაშუშობის პოტენციალი, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
5.სანქციების თავიდან აცილება - კომპანიები, რომლებიც რუსული მფლობელობით იმყოფებიან, შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სანქცირებულ პირებთან, რამაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას მათ საერთაშორისო ბიზნესგარემოებში.
საქართველოში ბოლო წლებში შეიმჩნევა რუსული კომპანიების აქტიური ზრდა, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2022 წელს, როდესაც რეგისტრირებული რუსული ბიზნესების რაოდენობამ რეკორდულად მოიმატა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში დაახლოებით 15,000 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წლებთან შედარებით 16-ჯერ უფრო მეტია. ამ ზრდას ხელი შეუწყო უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რამაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მიგრაციისა და ბიზნესის რეგისტრირების ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.
2022 წლის მარტიდან ივნისის თვის მონაცემებით, მხოლოდ 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში. ამ კომპანიების უმრავლესობა, კერძოდ 93%, მცირე ზომის ან ინდივიდუალური საწარმოა. ისინი ძირითადად მომსახურების სექტორში, IT სფეროში, საცალო ვაჭრობასა და უძრავ ქონებაში საქმიანობენ. ეს ტენდენცია ხელს უწყობს ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში აქტივობის ზრდას, თუმცა ამასთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, ამგვარი ბიზნესების ზრდა, განსაკუთრებით სტრატეგიულ სფეროებში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებს ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ რუსი მეწარმეები გააგრძელებენ ზრდას და მათი კომპანიები მეტად ჩაერთვებიან ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში უკვე 37,400 კომპანიაა დარეგისტრირებული, მათგან 30,000-მდე 2022 წლის შემდეგ დარეგისტრირდა. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885 კომპანიას აქვს, რაც ასევე ასახავს რუსული ბიზნესების გავლენის ზრდას საქართველოში. აქტიური კომპანიების საერთო რაოდენობა საქართველოში 257,245-ს აღწევს, ხოლო რუსული კომპანიები დაახლოებით 8%-ს შეადგენენ.
ეკონომიკური რისკები და პოლიტიკური ზეგავლენა
რუსული ბიზნესების აქტიური ზრდა არ მხოლოდ დადებით შედეგებს მოიტანს, არამედ რამდენიმე რისკსაც წარმოშობს. ერთ-ერთი მთავარი რისკი არის ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, რაც გამოიხატება შესაძლო პოლიტიკური ზეწოლით და მანიპულაციებით. განსაკუთრებით, რუსული კომპანიების გავლენა სტრატეგიულ სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბერკეტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ.
ამასთანავე, საჭიროა საქართველომ ყურადღებით გააანალიზოს ის საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციულ პრაქტიკებთან და ეკონომიკური მანიპულაციებით. მაგალითად, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამოყენება, სანქციების გვერდის ავლის მცდელობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
ოფშორული კომპანიები და საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები
ოფშორული კომპანიები, რომელიც ხშირად უწოდებენ საგადასახადო სამოთხეს, სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ასეთი კომპანიები რეგისტრირდებიან იმ ქვეყნებში, სადაც დაბალი ან საერთოდ არ არის გადასახადები, რაც მათ საშუალებას აძლევს, თავი აარიდონ მაღალი გადასახადებისგან და შეინარჩუნონ ბიზნესის კონფიდენციალურობა. თუმცა, ეს პრაქტიკა ასევე იწვევს რიგ უსაფრთხოების და ეკონომიკურ რისკებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოიყენება უკანონო მიზნებისთვის, როგორიცაა ფულის გათეთრება ან გადასახადებისგან თავის არიდება.
საქართველოს ოფშორული კანონმდებლობა
2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების აქტივების გადმოტანას საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადებისგან თავისუფალ პირობებში ეხმიანება. აღნიშნული ცვლილება მოიცავს შეღავათებს, რომლებიც ოფშორული კომპანიების მფლობელებს აძლევს საშუალებას, საქართველოში მობილიზებული აქტივები და საქონელი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლონ, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც ამ აქტივებს მიიღებენ, ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებენ 2030 წლის 1 იანვრამდე.
ამ კანონის მიღებას მყისიერი და სწრაფი განხილვის გზით კი უპრობლემოდ დაუჭირა მხარი 73 დეპუტატმა, წინააღმდეგი მხოლოდ 9 დეპუტატი იყო. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მოჰყვა კამათს, რომ მისი მიღება დაკავშირებულია პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან, რადგან ოფშორში რეგისტრირებული მისი ქონების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა იხსნება.
ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები
კანონპროექტის მიღებას, რომელსაც კითხვის ნიშნები ახლავს, ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიზანი სინამდვილეში მხოლოდ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის – ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. მსგავსი კანონპროექტები შესაძლოა გახდეს საყოველთაო სისტემური პრობლემის ნაწილი, რადგან ისინი ახდენენ სერიოზულ გავლენას ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკაზე და შეიძლება გახდებიან ხელის შეწყობა კრიმინალური საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის.
უფრო მეტიც, ოფშორული კომპანიების გამოყენება ზრდის ეჭვებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ხშირად გამოყენებული ხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. რუსი მეწარმეები და ოლიგარქები, რომლებიც უკვე იყენებენ ოფშორულ კომპანიებს, ახლა ახალი კანონის წყალობით კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათი აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ამ პროცესს გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაძლიერებისთვის.
რისკები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის
ოფშორული კომპანიების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ართულებენ ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობას, რადგან ხშირად უჭირს დადგენა, ვინ დგას კომპანიების უკან. ქართული კომპანიები, რომლებიც რუსული კაპიტალის მფლობელობაშია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სანქცირებულ პირებთან ან ოფშორულ კომპანიებთან, რაც იწვევს კორუფციულ რისკებს და ართულებს საბიუჯეტო მენეჯმენტს.
გარდა ამისა, ოფშორული კომპანიების გამოყენება ხშირად ხდება სახელმწიფო ტენდერებში და სამშენებლო პროექტებში მონაწილეობისათვის, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში გავლენას რუსეთის ბიზნესის მიერ. სწორედ ეს კავშირები ქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის და მისი ურთიერთობებისთვის დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან და ნატოსთან.
საქართველოში ადგილობრივი ბიზნესების დამოკიდებულება რუსულ კომპანიებთან მრავალმხრივია და მოიცავს როგორც თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე სერიოზულ გამოწვევებს. ტურისტული და სამშენებლო სექტორების წარმომადგენლები საუბრობენ, როგორ აღიქვამენ რუსულ კომპანიებს და რა სტრატეგიები აქვთ მათ კონკურენციის პირობებში.
„ეაირ თრეველის“ მარკეტინგის გუნდის წარმომადგენელი გიორგი გვენცაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული კომპანიები რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ რუსულ კომპანიებთან შედარებით. მათ შორისაა ადგილობრივი ბაზრის უკეთესი ცოდნა და გამოცდილება, ადგილობრივი პარტნიორობა ძლიერი მხარეა, რომელიც საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად გაუწიონ მომსახურება ტურისტებს. აქვთ კონკურენტული ფასები, რომლებიც განპირობებულია საოპერაციო ხარჯების შემცირებით. მიუხედავად ამისა, გვენცაძე აღიარებს, რომ რუსული კომპანიები დიდი ფინანსური რესურსებით სარგებლობენ და ხშირად მათ უფრო მაღალი ბიუჯეტები აქვთ მარკეტინგისა და რეკლამირებისათვის.
კონკურენციის გაძლიერებას აღნიშნული კომპანია ცდილობს უნიკალური ტურისტული პაკეტებით, როგორიცაა ღვინის ტურები და კულტურული მარშრუტები, ასევე მეტი საერთაშორისო პარტნიორის მოზიდვით და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებით. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ რუსული კომპანიების გააქტიურება ზრდის კონკურენციას, რაც ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ადგილობრივ კომპანიებზე, რადგან ისინი იძულებულნი არიან გააუმჯობესონ სერვისები. თუმცა, თუ რუსული კომპანიების გავლენა ძალიან გაიზრდება, ეს ადგილობრივ კომპანიებს საფრთხეს შეუქმნის.
სამშენებლო სექტორში, „არქის“ გაყიდვების გუნდის წევრი ქეთა ინასარიძე განიხილავს მიმდინარე მდგომარეობას მზარდად, თუმცა მაინც გარკვეულ გამოწვევებს აწყდება, მათ შორის ინფლაციისა და უცხოური კომპანიების, მათ შორის რუსული წარმოშობის, კონკურენციის გამო. რუსული კომპანიების გავლენა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იჩენს თავს, სადაც საცხოვრებელი და კომერციული მშენებლობის პროექტებზე კონკურენცია ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიები დადებითად მოქმედებს, ინასარიძე აღიარებს, რომ ამ პროცესში ადგილობრივი კომპანიების წილი შეიძლება შემცირდეს.
„არქი“ ცდილობს კონკურენციის პირობებში პოზიციების გაძლიერებას ხარისხისა და მომხმარებელთა ნდობის მატებით, ხოლო ფასებთან მიმართებაში რუსული კომპანიების დემპინგური პოლიტიკა მთავარი გამოწვევა გახდა. თუმცა, კომპანიისთვის ხარისხი და მომხმარებელთა ნდობა მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ადგილობრივი მომხმარებლების დამოკიდებულება რუსული კომპანიების მიმართ შერეულია, რადგან ზოგიერთი მათგანი ფოკუსირებულია დაბალ ფასებზე, ხოლო ზოგიერთი მათგანი გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო უარს ამბობს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე.
ინასარიძე ხედავს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში რუსული კომპანიების გავლენა სავარაუდოდ გაიზრდება, მაგრამ ქართულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ხარისხი, ინოვაციები და ადგილობრივი ბაზრის უკეთესი ცოდნა, რომ წარმატებით შეძლონ კონკურენციის გაწევა. ამასთან, სახელმწიფო პოლიტიკისა და რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად.
ეს ორი მაგალითი ნათლად ასახავს, რომ რუსულ კომპანიებთან კონკურენციის საკითხი საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესები ახერხებენ მასთან ოპტიმალური სტრატეგიების შემუშავებას, რათა თავის პოზიციებზე უკეთესად გაამყარდნენ.
საქართველოში რუსული ბიზნესების დამოკიდებულება ადგილობრივ კომპანიებთან მრავალფეროვანია და დამოკიდებულია როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ფაქტორებზე. ზოგიერთი ბიზნესმენი რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას ეკონომიკურ სარგებელს უკავშირებს, განსაკუთრებით უძრავი ქონების, ტურიზმის, მომსახურების და IT სექტორებში. თუმცა, რუსული ბიზნესების აქტიურობა ხშირად კონკურენციის ზრდას იწვევს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, სადაც ფასების ზრდა ადგილობრივ კომპანიებს დააყენებს არათანაბარ პირობებში.
პოლიტიკური ფაქტორები - ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბევრი ბიზნესმენი ეჭვის თვალით უყურებს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას, რადგან ამას შესაძლოა სერიოზული პოლიტიკური და საზოგადოებრივი რისკები მოჰყვეს. საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები და საერთაშორისო სანქციები დამატებით ბარიერებს ქმნიან.
რაც შეეხება ფინანსურ ურთიერთობებს, რუსული კომპანიები ხშირად სარგებლობენ ქართულ საბანკო სისტემასთან, თუმცა საერთაშორისო სანქციები და რეგულაციები დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. საქართველოს ბანკები მკაცრად ასრულებენ საერთაშორისო ფინანსურ რეგულაციებს, რათა არ დაარღვიონ დასავლური სანქციები, რაც რუსულ კომპანიებთან მუშაობას უფრო რთულს ხდის.
ამგვარად, რუსული კომპანიების ურთიერთობა ქართულ ბიზნესთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან სხვადასხვა სირთულეების წინაშე დგას, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკურ-რეგულაციური გარემოს გათვალისწინებით.
რუსული ბიზნესების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე და მათთან დაკავშირებული საფრთხეები საკმაოდ აქტუალური თემაა. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და "საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის" თანადამფუძნებელი ლაშა ძებისაშვილი ამ საკითხებზე გულახდილი პოზიციით საუბრობს.
ძებისაშვილი თვლის, რომ რუსული ბიზნესების ეკონომიკური აქტიურობა, თუ პოლიტიკურ კონტექსტს გვერდზე გავდებთ, მაშინ რა თქმა უნდა დადებითი გავლენა აქვს ქართულ ეკონომიკაზე, რადგან ის ინვესტიციების გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საბოლოოდ ფინანსური ნაკადების მოზიდვას უწყობს ხელს. თუმცა, პოლიტიკურ ფაქტორებსა და საერთაშორისო ზეწოლას შეუძლია ამ პროცესის მნიშვნელოვნად შეცვლა.
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ლაშა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არ ახდენს სათანადო მონიტორინგს რუსული კომპანიების საქმიანობაზე. მისი თქმით, რუსული კომპანიების რეგისტრაცია საქართველოში მარტივი პროცედურაა, რაც აჩენს რისკებს, რომ რუსული ფინანსური აქტივობები არ კონტროლდება საკმარისად. ამის შედეგად, შესაძლოა, ქართველი კომპანიებისათვის უპირატესობა, მათ შორის ფასების დემპინგი, ქმნიდეს ბაზარზე არათანაბარ პირობებს.
რუსული ბიზნესების არსებობა ქართულ ბაზარზე დიდ კონკურენციას იწვევს, მაგრამ ძებისაშვილი არ თვლის, რომ ისინი შეძლებენ სრული მონოპოლიის შექმნას, რადგან ბაზარი მცირეა და მისი დანაწილება რთულია. თუმცა, რუსული ფინანსური რესურსების გამოყენება დემპინგური ფასების პირობებში მასიური კონკურენციის გაძლიერებას შეუძლია, რაც გამოიწვევს ადგილობრივი კომპანიების შეცდომების რისკს.
პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის, რადგან დიდი რუსული კომპანიები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მსხვილ პროექტებზე მუშაობენ, პირდაპირ კავშირში არიან რუსულ სახელმწიფოსთან. ძებისაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ რუსული კომპანიების დარეგისტრირებამ, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არიან შეყვანილი, შეიძლება საქართველოს შეუქმნას გლობალური ფინანსური რისკების საფრთხე.
გარდა ამისა, ის განიხილავს რუსეთის მიერ დასახულ მიზნებს, როგორიცაა სანქციების გვერდის ავლა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ბიზნესების რეგისტრაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას სანქციების თავიდან ასაცილებლად, რაც, მისი თქმით, არის რეალური საფრთხე.
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე, რასაც ძებისაშვილი მიიჩნევს, არის საქართველოს მომავალი ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც დამოკიდებულია უფრო მკაცრ რეგულაციებზე და სანქციებისგან თავის არიდებაზე. ის ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა განავითაროს სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა ტიპის ბიზნესებს შეუძლია ოპერირება საქართველოში, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ დაფინანსებული კომპანიების პოლიტიკურ მოტივაციებზე დაფუძნებული გავლენები.
ძებისაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული ბიზნესების კაპიტალი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, რათა არ იყოს დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან და მის პოლიტიკურ ინტერესებთან, ეს აუცილებელია, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება უახლოეს მომავალში რთული და დაძაბული საკითხია, რადგან მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას ამ ურთიერთობების მიმართულებაზე.
გეოპოლიტიკური სიტუაცია: რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება გამწვავდა 2008 წლის ომის შემდეგ, რომელიც ტერიტორიული კონფლიქტის მიზეზი გახდა. რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რაც ხელს უშლის ოფიციალურ ურთიერთობებს.
ეკონომიკური ურთიერთობები: ორი ქვეყანა ცალ-ცალკე ცდილობს ეკონომიკის აღდგენას, მაგრამ მათ შორის სერიოზული ეკონომიკური თანამშრომლობა შეფერხებულია. საქართველო მთავარ ყურადღებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე ამახვილებს, რამაც რუსეთი გააღიზიანა, რადგან იგი ანტიევროპულ პოლიტიკას ატარებს.
სოციალური და კულტურული ურთიერთობები: მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებისა, ხალხის დონეზე ტურიზმი და კულტურული ღონისძიებები გრძელდება, თუმცა მათი მასშტაბი შეზღუდულია ოფიციალური პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიული მიდგომების გამო.
ნატო და ევროკავშირი: საქართველოს მიზანი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა, რაც რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედაა აღქმული. ამიტომ, მოსკოვი ხშირად ახორციელებს ზეწოლას საქართველოს წინააღმდეგ, რაც ხელს უშლის ორი ქვეყნის შორის სტაბილური და სრულყოფილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სტაბილიზაცია რთული იქნება, თუმცა მცირე დიპლომატიური ინიციატივები შეიძლება მოხდეს, თუ ორივე მხარე მზად იქნება კომპრომისებზე, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება

19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”

19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“

7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა

8 April 2025