DATA149.1.19

Logo

ლგბტ თემი და სიძულვილის ენა: უწყვეტი ბრძოლა თანასწორობისთვის

გურანდა ქათამაძე

 

 

ლგბტ თემი დიდი ხანია არის სოციალური ცვლილებების, თანასწორობის, ხილვადობისა და მიმღებლობის წინა პლანზე. ინკლუზიური მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის მიუხედავად, სიძულვილის ენის სპექტრი რჩება მუდმივ და შემაშფოთებელ საკითხად. მთელს მსოფლიოში, ლგბტ თემის წევრები აწყდებიან უამრავ პრობლემას სხვადასხვა გზით, ეს შეიძლება იყოს: სიტყვიერი შეურაცხყოფა, ონლაინ შევიწროება, დისკრიმინაციული რიტორიკა და ა,შ. ეს ყოველივე არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ ღირსებას, არამედ აძლიერებს სისტემურ უთანასწორობას.

 

            სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემად მსოფლიოში, საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ საკითხში. მიუხედავად თანასწორობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, საქართველოში ლგბტ თემის წევრები კვლავ აწყდებიან მტრულ სოციალურ გარემოს, რომელსაც ახასიათებს დისკრიმინაცია, მარგინალიზება და ხშირად ძალადობაც. ამ თემის მიმართ სიძულვილის ენის ფესვების გაგება გადამწყვეტია სოციალური ცვლილებების ხელშეწყობისა და უფრო ინკლუზიური მომავლის უზრუნველსაყოფად.

 

ისტორიული და კულტურული კონტექსტი

 

             საქართველოს, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფ ქვეყანას, აქვს ღრმად ფესვგადგმული კულტურული იდენტობა, რომელიც ჩამოყალიბებულია მისი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიციებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციები იძლევა ერთიანობისა და სიამაყის განცდას, ისინი ასევე იქნა გამოყენებული უმცირესობების ჯგუფების, მათ შორის ლგბტ თემის მიმართ ცრურწმენის გასამყარებლად. ჰომოფობიური რიტორიკა ხშირად ყალიბდება, როგორცტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა“, რაც ქმნის დიქოტომიას ამ ღირებულებებსა და ლგბტ უფლებებისგან წარმოქმნილ საფრთხეს შორის.

 

 

პრობლემის ფარგლები 

 

            ლგბტ თემის მიმართ მიმართული სიძულვილის ენა ვლინდება სხვადასხვა ფორმით, დაწყებული შეურაცხყოფითა და დამამცირებელი კომენტარებით დამთავრებული ძალადობრივი მუქარით. სოციალური მედიის პლატფორმები გახდა ბრძოლის ველი, სადაც ასეთი მეტყველება მრავლდება, ხშირია მსგავსი ფაქტები ინტერნეტ პლათფორმებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ლგბტ პირების მიმართ ონლაინ სიძულვილის ენა გაიზარდა საქართველოში არსებული ძირითადი მოვლენების დროს, როგორიცაა მაგალითად ოჯახთა სიწმინდის დღე და დებატები ანტილგბტ კანონის შესახებ.

 

 

სიძულვილის ენის გამოვლინებები

 

             საქართველოში ლგბტ თემის მიმართ მიმართული სიძულვილის ენა სხვადასხვანაირად ვლინდება:

 

            პოლიტიკური რიტორიკა: პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ხშირად იყენებენ ანტი ლგბტ განწყობებს კონსერვატიული ამომრჩევლის ბაზების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ლგბტ ადვოკატირებისდასავლური დღის წესრიგისწარმოჩენით, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას, ისინი ხელს უწყობენ სიძულვილის ენის ნორმალიზებას.

 

            მედია და სოციალური პლატფორმები: საქართველოში ტრადიციული და სოციალური მედიის პლატფორმები ხშირად აძლიერებენ დისკრიმინაციულ გზავნილებს. სამთავრობო მედიაში ლგბტ საკითხებისა და ინდივიდების არასწორად წარმოდგენა ხელს უწყობს გავრცელებულ დეზინფორმაციას, ხოლო სოციალური მედია გახდა კიბერბულინგისა და შევიწროების ბრძოლის ველი.

 

            სახალხო დემონსტრაციები და ძალადობა: სიძულვილის ენა არ შემოიფარგლება სიტყვებით. ეს ხშირად იწვევს ძალადობისა და მტრობის აქტებს, როგორც ეს ჩანს ისეთი ღონისძიებების დროს, როგორიცაა Tbilisi Pride. ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ხშირად გავლენიანი ინსტიტუტების ფარული მხარდაჭერით, ღიად გამოხატავენ თავიანთ ზიზღს ლგბტ თემის მიმართ საჯარო აქციებითა და ფიზიკური თავდასხმებით.

 

 

გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

 

             ლგბტ თემზე სიძულვილის ენის ფსიქოლოგიური ზიანი ღრმაა. კვლევა მუდმივად აკავშირებს ასეთი რიტორიკის ზემოქმედებას დეპრესიის, შფოთვისა და სუიციდური აზრების გაზრდილ მაჩვენებლებთან. ეფექტი ახალგაზრდა ლგბტ პირებზე განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ისინი ყალიბდებიან ისეთ გარემოში, რომელიც შეიძლება არ იყოს მხარდამჭერი ან მისაღები. ამ ემოციურ ტვირთს ემატება სოციალური სტიგმატიზაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იზოლაცია, თვითშეფასების დაქვეითება და დახმარების ძიების ბარიერები.

 

            კვლევების თანახმად, საქართველოში ლგბტ თემის წევრები ხშირად განიცდიან:

            ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები: დისკრიმინაციული ენისა და დამოკიდებულების მუდმივი ზემოქმედება გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც იწვევს გაზრდილ შფოთვის, დეპრესიის და თვითმკვლელობის უფრო მაღალ მაჩვენებელს.

            სოციალური იზოლაცია: უარყოფის ან შევიწროების შიში ბევრ ლგბტ ინდივიდს უბიძგებს დამალოს საკუთარი ვინაობა, რაც იწვევს უხილავობის და საზოგადოების მონაწილეობისგან გარიყულობის განცდას.

            ადვოკატირების ბარიერები: სიძულვილის ენა ქმნის მტრულ გარემოს აქტივიზმისთვის, რაც ართულებს ლგბტ ორგანიზაციებს თანაბარი უფლებების ადვოკატირებას საპასუხო რეაგირების გარეშე.

 

 

სამართლებრივი და პოლიტიკის პასუხები

 

             ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები ქვეყნებში ძალიან განსხვავდება. ზოგიერთ ქვეყანას, როგორიცაა კანადა და შვედეთი, აქვს მკაცრი კანონები სიძულვილის ენის საწინააღმდეგოდ, რომელიც აშკარად მოიცავს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას, როგორც დაცულ კატეგორიებს. ამის საპირისპიროდ, სხვებს ან აკლიათ ასეთი დაცვა ან აქტიურად თრგუნავენ ლგბტ უფლებებს, რის გამოც ინდივიდები დაუცველნი არიან.

 

            საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას, მაგრამ აღსრულება კვლავ არათანმიმდევრულია. სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა აუცილებელი ნაბიჯია სიძულვილით სავსე რიტორიკის გავრცელების შესაჩერებლად.

 

            კვლავ რჩება გამოწვევად სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის გავრცელება.  მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმებმა, როგორიცაა Twitter და Facebook, გადადგნენ ნაბიჯები მავნე რიტორიკის შესაჩერებლად, მათ ზომიერ პროცესებში ხარვეზები რჩება, რაც სიძულვილის ენის გავრცელების საშუალებას იძლევა.

 

            განათლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის ხელშეწყობით სასკოლო კურიკულუმების, სათემო ვორქშოფებისა და საჯარო გამოსვლების მეშვეობით, ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტ თემის უფლებების დონეზე, რაც ამცირებს მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს.

 

 

მედია ექსპერტები ლგბტ თემისა და სიძულვილის შესახებ 

 

            ლგბტ თემისა და სიძულვილის ენის შესახებ გამოვიკითხეთ ქართელი მედეა ექსპერტები და მოვისმინეთ მათი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმსრულებელი დირექტორი ქალბატონი მარიამ გოგოსაშვილი დეტალურად განიხილავს ლგბტ თემასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველოში. იგი ეხება მედია ეთიკის თემას და მისი თქმით, მედია საშუალებების ნაწილი ადეკვატურად ასახავს მიმდინარე მოვლენებს ქვიარ თემთან დაკავშირებით, თუმცა მეტწილად მხოლოდ მაშინ, როცა ხდება მათი უფლებების დარღვევა და ეს არ ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში. მიზი აზრით, ქართულ მედეა საშუალებებს მიზნად არ აქვს დასახული გაშუქდეს პრობლემები, მათი მოგვარებისთვის. იგი ასევე ეხება მედიის მნიშვნელობას. მიზი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება ამ თემას იყენებს პროპაგანდისთვის, მედიას კი აქვს ვალდებულება რომ დაუპირისპირდეს რეალური ისტორიების და ფაქტების გაშუქებით, მიაწოდოს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია. ქალბატონი მარიამ გოგოსაშვილი განიხილავს ანტილგბტ კანონს, რომელიც ქვიარ ადამიანების შეზღუდას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა საბოლოო მოსმენის შედეგად (84 ხმა-0 ხმის წინააღმდეგ) მიიღო. აღნიშნული კანონის მიხედვით ლგბტ თემის ადამიანებს ეზღუდებათ სიტყვის და გამოხატის თავისუფლება. ამ თემასთან დაკავშირებით მედია ექსპერტი განიხილავს, რომ მოსალოდნელია სიტუაციის უფრო მეტად დამძიმება, ვიდრე დღეს გვაქვს. მისთვის მიუღებელია მედია წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ეთიკური ნორმების დარღვევა. იგი იხსენებს ფაქტებს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს დროს ტრანსგერდელ ქალს მიმართავს მისი რეალური, დაბადების მოწმობაში აღნიშნული სახელით და არა იმ სახელით, რომელიც მისთვის თვითიდენტურია. საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც დანაშაულის გაშუქების დროს ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს არა დანაშაულებრივ დეტალებზე, არამედ ისეთ ნიუანსებზე, რომელიც დანაშაულთან კავშირში საერთოდ არ არის. მაგალითად, მის გენდერზე, ორიენტაციაზე და ა.შ.  მისი აზრით, ქართულ ტელევიზიაში ხშირად ტირაჟირება ხდება სიძულვილის ენის, ხდება ხოლმე რომ ისინი რეიტინგული მიზეზების გამო ისეთ სტუმრებს იწვევენ, რომელებიც გამოირჩევიან ჰომოფობიური განცხადებებით. ჟურნალისტების მხრიდან კი ამრიდებლური მეთოდები ნაკლებადაა.

 

            ლგბტ თემაზე აქტიურად მომუშავე მედია ექსპერტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი,  ხატია ღოღობერიძე ინტერვიუში განიხილავს მნიშვნელოვან თემებს ლგბტ საკითხებზე. მისი თქმით საქართველო მედია სივრცეში აქტიურად არ არის წარმოჩენილი ლგბტ თემის უფლებების გაშუქება. მისი აზრით, სასურველია, რომ უფრო მეტად შუქთებოდეს აღნიშნული თემა მედიაში და არა მაშინ, როცა ხდება პრაიდის კვირეული, 17 მაისი და სხვა ძალადობრივი შემთხვევები. იგი აღნიშნავს, რომ პოზიტიური გაშუქება მედია სივრცეში ფაქტობრივად არ ხდება. ქალბატონი ხატია ღოღობერიძე გამიჯნავს სატელევიზიო მედიასა და ონლაინ მედეას და ამბობს, რომ ონლაინ მედიაში ეთიკურობა და რეპრეზენტაცია გაცილებით უკეთესია. ეთიკურ დარღვევებთან დაკავშირებით მედია ექსპერტი საუბრობს, რომ ბოლო წლებში პრაქტიკა გაუმჯობესდა თუმცა დარღვევები მაინც შეინიშნება. ქალბატონი ხატია გვიზიარებს, რომ სამთავრობო ტელევიზიაში ხდება მიზანმიმართული არაეთიკური გაშუქება და ხდება აპელირება რომ პროპაგანდის შედეგად ადამიანს ეცვლება ორიენტაცია და ხდება ქვიარი.

 

            ქართელი მედია ექსპერტი, ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე გვიზიარებს თავის პროფესიულ პოზიციებს ქვიარ თემთან დაკავშირებით. მისი შეფასებით - ,,ქართულ სატელევიზიო მედიაში ლგბტ თემა ფაქტობრივად არ ფიგურირებს ბოლო 2 წლის განმავლობაში და რამდენიმე თვეა, მაშინ როცა ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა ანტილგბტ კანონი და ტაბუ დაედო ამ თემას. მოგეხსენებათ ეკლესიისგანაც ეს თემა იდევნება და სამწუახოდ, მედია ჟურნალისტებს ეშინიათ იმ რისხვის, რაც შეიძლება საზოგადოებისგან მათ დაატყდეს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით პრობლემა ჰომოფობიაა და ამაზე საუბარი აუცილებელია. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ყველაზე მოკლე დროში, საგანმანათლებლო გადაცემებით მედიას შეუძლია. რაც შეეხება ონლაინ მედიებს, გაცილებით უკეთესი სიტუაციაა ამ კუთხით. არასამთავრობო მედიებში მეტად ხდება აღნიშნული თემის გაშუქება. ამიტომაცაა რომ ახალგაზრდა თაობა, რომელებიც უფრო მეტად ადევნებს თვალს ონლაინ მედიებს, მათი ცნობიერება მეტად მაღალია, ვიდრე სატელევიზიო მედიის მიმდევარი ასაკოვანი ადამიანების’’.

 

            მედიის როლზე ქალბატონი ნინია კაკაბაძე აღნიშნავს, რომ - ,,ტელევიზიას და მედიას, როგორც სტერეოტიპების მსხვრევა შეუძლია, ასევე შეუძლია ამ სტერეოტიპების გამყარება ან კიდევ შექმნა’’.

 

            მედია ექსპერტი ნინია კაკაბაძის თქმით ხელისუფლებამ ანტილგბტ კანონის მიღებით აღნიშნული თემის წარმომადგებლებს უთხრა, რომ თქვენი ადგილი სახელმწიფოში არ არის და წადით ქვეყნიდანო. მისი თქმით - ,,ეს კანონი არის ფაშისტური, ამ კანონს არანაირი საერთო არ აქრს დემოკრატიასთან და მიმართულია ლგბტ თემის ქვეყნიდან გადევნაზე და განადგურებაზე. ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. უდიდესი ცენზურა დაადეს არამხოლოდ ქვიარ ადამიანებს, არამედ სრულ საზოგადოებას, რადგან შეგვეზღუდა ამ თემაზე ფილმების ნახვა, წიგნების ყურება და ა.შ’’.