სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
სალომე ბეჟიტაშვილი
სადგურის მოედნიდან, ცოტნე დადიანის მხარეს თუ ამოხვალ, დაინახავ 360 ნომერ მწვანე ავტობუსს, რომელიც პირდაპირ ლოტკინზე, წერონისის ქუჩაზე მიგიყვანს. ამ ქუჩაზე ერთი სახლი დგას, რომელსაც თავისი სიძველით სხვებისგან მარტივად გამოარჩევ. მიტოვებულ, მოუვლელ ადგილს ჰგავს და შორიდანვე დაინახავ ძველებურ “ბალიასნიკებს’’ დატეხილი თავით და ბოლოთი. ასფალტმოჭმული კიბის პირველ ორ საფეხურს თითქმის ბოლომდე სწვდება გარშემო ამოსული მაღალი ბალახი. შენობის კედლები სუროთია გარშემორტყმული.
სწორედ აქ, მეგობრებთან ერთად, ცხოვრობს 84 წლის ჯული. ხანდაზმულები კერძო პანსიონატის ორივე სართულზე არიან განაწილებულნი. ჯულის ოთახამდე მისასვლელად გრძელი, დაუმთავრებელი კიბე უნდა გაიარო და აივანზე მოხვდები, რომლის იატაკი ისეა შელახული, რომ უკვე რკინები მოჩანს, სიარულისას კი ყურადღებას იქცევს ამობურცული ზედაპირიც. კუთხეში ერთი საერთო საპირფარეშოა, რომლის კარი ნახევრად ღიაა, გარშემო კი ძველი ნივთების ასხმა ყრია. აივნიდან გადახედვისას წინ პატარა ეზო იშლება — რამდენიმე ხე, დამჭკნარი ყვავილები.
გიჩნდება განცდა, რომ აქ არავინაა და მიტოვებულ სახლში მოხვდი, თუმცა მარჯვნივ თუ გაიხედები, დაინახავ შემნიულ სივრცეს და დალაქავებულ, გასაწმენდ ფანჯრებს, საიდანაც მქრალად მოჩანს მოძრავი ფიგურები.
მისაღები ოთახი გრძელი და ვიწროა, საიდანაც რამდენიმე კარს დაინახავ. მეორეში შესვლისას ჯულის ოთახში აღმოჩნდები, სადაც სამ მეგობართან ერთად ცხოვრობს. მისაღები ოთახი ცარიელია, ყველა თავის ოთახშია შეკეტილი, თუმცა უცნობ ხმას ან ფეხის მოძრაობას როგორც კი გაიგებენ, მაშინვე აქეთ აპარებენ თვალს და ცნობისმოყვარეობა კლავთ — ვინ მოვიდა? იქნებ შვილმა, შვილიშვილმა, ცოლმა ან ქმარმა მოაკითხა და წასვლის დროა?
***
კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, იზოლაციის დღეები, ადამიანებში აღძრული შიში, ურთიერთობათა დისტანცია და საფრთხე, რომლის წინაშეც ყველა ჩვენგანი იდგა ასაკის, სქესის მიუხედავად. ყოველდღიურობა უხასიათო გახდა, მოწყენილობა უფრო და უფრო მატულობდა, გარეთ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად თუ გავიდოდა ადამიანი და ფეხით გაივლიდა რამდენიმე კილომეტრს მაინც.
პანდემია რთული იყო ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, რომლებიც სახლებში იყვნენ გამოკეტილები. თუმცა ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იქნებოდა მათთვის, ვისაც სახლი არ აქვს და არც ოჯახის წევრების ნუგეში უმაგრებს ზურგს.
სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე პროექტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც გავხდი. “მესტუმრეს” მიზანი ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების შემსუბუქება, მათზე ზრუნვა და სიცოცხლის გახანგრძლივებაა. პროექტი მოიცავს როგორც თბილისს, ისე რეგიონებს. ორგანიზაციამ შემოიკრიბა მოხალისეები, რომლებიც შეძლებდნენ კვირაში ერთი დღე, ერთი საათით ხანდაზმულებთან სტუმრობას და მათთან კომუნიკაციის წამოწყებას — განწყობის შექმნას, სიახლეების გაზიარებას და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას.
მოხალისეობისთვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, ასევე, სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს გაგზავნა, თუმცა ეს არ არის საკმარისი — განაცხადებს ფსიქოლოგები, მენეჯერი, პროექტის კოორდინატორი და ორგანიზაციაში მომუშავე სხვა პირები განიხილავენ. შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, წარმატებით გავლის შემთხვევაში კი ორკვირიანი გადამზადება, რომელიც როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად გამზადებს მომდევნო ექვსი თვისთვის.
“მესტუმრეს” პროექტი განმავითარებელი აქტივობების დაფინანსებას უზრუნველყოფს. კერძოდ, შემეცნებითი სამაგიდო თამაშები, ჟურნალ-გაზეთები, საკანცელარიო ნივთები, რაც ხანდაზმულს ერთ დღეს გაუფერადებს, ასევე, თუნდაც გაახსენებს ძველ დროს, ახალგაზრდობას, როცა ნარდს, დომინოს ან თუნდაც ლოტოს თამაშობდა მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად.
ჯული ZOOM-ში გავიცანი. პანდემია იყო და მისი ყურადღების მოპყრობა, მისი ხმის გაგონება შუშის ეკრანიდან მომიწია. საუბრის წამოწყება, მით უფრო, საუბარში მისი აყოლიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველი ერთი თვის მანძილზე მისი ხმა თითქმის არ გამიგონია, მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა და გვისმენდა. მას შემდეგ კი, რაც ჩვენი სახეები დაიმახსოვრა, თითქოს შვილიშვილებად მიგვიღო და თავისივე სურვილით დაიწყო საკუთარი ისტორიების გაზიარება.
პანსიონატში მცხოვრები მოხუცები უმეტესწილად დიდ დარდს დაატარებენ. ჯულის შემთხვევაში ეს შვილის გარდაცვალება იყო.
არც მელოდიის ხმა, არც სიმღერა, არც ინსტრუმენტებზე დაკვრა, არც ხუმრობა არ უნდა გაეგონა, საკუთარი თვალით არ უნდა ენახა. ამას თავიდანვე მივხვდი. თუ საპირისპიროს გააკეთებდი, მასში ზიზღს გამოვიწვევდი და მის შინაგან სამყაროს ააფორიაქებდი. იფიქრებდი, რომ ცივი, მიუკარებელი, უკონტაქტო ქალია, თუმცა ახლოდან სულ სხვანაირი აღმოჩნდა.
ხშირად იხსენებდა გარდაცვლილ შვილს და, იმის მიუხედავად, რომ ვცდილობდი სხვა თემები მიმოგვეხილა, უცაბედად წარსულს იხსენებდა და ცუდ გუნებაზე დგებოდა.
ჯულის ასაკი არ ეტყობა. როგორც იტყვიან, „შენახული ქალია“. ზეთიან, დაუბანელ თმას ნაქსოვი „აბადოკი“ უმშვენებს. მის თოვლივით თეთრ სახეს ასაკის მატებასთან ერთად სიყვითლე მომატებია. დანაოჭებული ხელები, დასიებული ფეხები, ჩაფიქრებული მზერა, მორცხვი და მორიდებული გამოხედვა, ტკივილით სავსე თვალები, ჩუმად მომტირალი, თვალებშივე ჩაღვრილი სითბო და აუტანელი ცხოვრების მიუხედავად შენარჩუნებული კეთილი ღიმილი — ასეთია ჩემს თვალში ჯული.
***
ზოგი შეგუებულია, რომ სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება ლოტკინზე მოუწევს, ზოგს კი ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მოაკითხავენ.
სამოცდაათწლამდე იქნებოდა, ხელში ხელჯოხი ეკავა, სპორტული, დიდი ზომს შარვალი ეცვა. გაუპარსავი წვერი, ჩაწითლებული თვალები, დიდი ზომის ხელის მტევნები — ოთახიდან ცალ ფეხზე ჩუსტით გამოსული იმედა მისაღებ ოთახში დაჯდა.
— გოგონა, მოდი აქ, რაღაც უნდა გითხრა.
მივედი. ისეთი რამ მთხოვა, რისი გაკეთებაც არ შემეძლო, რასაც პროექტი მიკრძალავდა — ტელეფონი უნდოდა, ჩემს ცოლს უნდა დავურეკოო. თავიდან მოვიმიზეზე, რომ არ ვიცოდი მისი ცოლის ნომერი და ვერ დავრეკავდი. გაჩერდა, მიყურებდა და მაკვირდებოდა. ამასობაში ჯულიც გამოიყვანეს ოთახიდან, ლოტოს თამაში დავიწყეთ, იმედაც ჩავრთეთ.
ცოტა ხანში ისევ მითხრა:
— გოგონა, გამახსენდა ჩემი ცოლის ნომერი. გიკარნახებ და აკრიფე.
ვკრეფდი ნომერს და ზარი არ გადიოდა, იმედა კი მოლოდინით სავსე თვალებით მიყურებდა და უხაროდა, ერთი ზარის გასვლაც კი უხაროდა. წამოსვლისას შევპირდი, რომ ისევ დავურეკავდი მის ცოლს და ვეტყოდი, რომ იმედა ელოდა…
***
77 წლის მაყვალა ახალციხიდანაა. ჭაღარა თმიანი ტანმაღალი, გამხდარი ქალია. თვალები ჩაცვენილი აქვს, უპეები — ჩაშავებული, კანი — დაბერებული, ხელები — გრძელი და გაუხეშებული. მოჩითული კაბა აცვია ცისფერი ყვავილებით და დამდნარი, დალაქავებული ღია ფერის ზედა — მასიურის ფერებს ვერ გაარჩევ, რადგან მატერიაში ცხიმის ფერებია შეპარული
გრძელი, უხეში, დაბინდული თმა პატარა “კოსათი” დაუმაგრებია. ხელს აკაკი წერეთელივით თავთან შემოიდებს და ფანჯარას გაჰყურებს უსასრულოდ.
ამბობს, რომ ჯულის გული აწუხებს, სითხე აქვს ჩაგროვილი და ეს მან არ იცის. თურმე ჯულის ერთი დიდი პარკი გაუმზადა წასასველად, ოჯახმა რომ მოაკითხოს და სამკურნალოდ წაიყვანოს. მაყვალას თქმით, ის დაისვენებს, რადგან ყოველდღიურად ჯულის დანახვა ღლის. ის ჯულის სიკვდილზეც ხშირად საუბრობს.
2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით საქართველოს მასშტაბით არსებულ ხანდაზმულთა პანსიონატებში მონიტორინგი ჩატარდა. ზოგიერთ დაწესებულებაში ასეთი სურათია
● ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს;
● ხანდაზმულებს არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია;
● ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა.
● არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა;
● შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.
***
2025 წლის ივნისია, ხუთშაბათი დღე და ავტობუსით კვლავ მივდივარ ჩემს უფროს მეგობრებთან, ამჯერად — სანავარდოს ქუჩაზე… ისევ მოხალისე ვარ. მწველი მზე თვალებში მანათებს, თუმცა მაინც ვხედავ ავარიულ შენობას, უფერულ კერძო სახლს, შეუფერებელს სხვა დანარჩენებთან მიმართებაში. წამით დავინახე საკუთარ ნაჭუჭში მდგარი პანსიონატი, რომელსაც სტუმრები არ უყვარს. თუმცა მე ახლა იქ მივდივარ, სადაც სტუმრის დანახვა განსაკუთრებულად უხარიათ. ვიცი, რომ მელოდებიან მიმოზა, ირა, და ორი დათო… “პატარა დათო”, ჩუმი, წყნარი, სამაგიდო თამაშების მოყვარული, უფროსი კი — ტანმაღალი, ენერგიული, ქოქოლას რომ მოაყოლებს თითოეულ სიტყვას. მათემატიკოსი კაცი, რომელიც პანსიონატს სიხარულის ფერებს სძენს.
დადგება დღე, როცა წერონისის ქუჩას ისევ ვესტუმრები, მიკროფონით ხელში, ოპერატორთან ერთად და როგორც წარსულზე, ისე აწმყო დროზე შევქმნი სიუჟეტს. შორიდან შევავლებ თვალს და დავინახავ მზის სხივებით არეკლილ ფანჯრებს და დიდი ზომის მინებიდან მომზირავ ჯულის, მაყვალას, იმედას და მათი სახით სხვა ხანდაზმულებს, რომლებიც ერთ დროს ამ პანსიონატში ცხოვრობდნენ, რომელთა სახეებიც აქამდე არ მოჩანდა იმის მუხედავად, რომ მუდმივად მოლოდინში იყვნენ — ფანჯარასთან მდგარნი და ერთ წერტილზე ფოკუსირებულნი.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025