სოციალური მედია, როგორც ფარული პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტი
ქეთევან ვარდიძე
დღეს პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ტრადიციული მედიასივრცეებიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. ციფრულ გარემოში ხალხის აზრზე ზემოქმედება ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი გახდა.ადრე პროპაგანდა თუ პირდაპირი, ხშირად უხეში და შესამჩნევი იყო, ახლა მანიპულაცია ისე ფაქიზად მუშაობს, რომ ადამიანის ცნობიერებაში სრულიად შეუმჩნევლად აღწევს. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი TikTok-ს აკისრია. თავისი აგებულებითა და სპეციფიკური ალგორითმით ეს პლატფორმა საუკეთესო ადგილს ქმნის პოლიტიკური იდეების გასავრცელებლად ისე, რომ მომხმარებელმა ვერც კი აღიქვას თუ როგორ იცვლება მისი შეხედულებები.
TikTok-ზე პოლიტიკური გზავნილები კარგავს თავის ტრადიციულ ფორმას და ოსტატურად ინიღბება. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ უბრალოდ პოპულარულ და სახალისო ტრენდებს ვუყურებთ, სინამდვილეში კი ამ ერთი შეხედვით უწყინარი და გასართობი კონტენტის მიღმა ხშირად კონკრეტული იდეოლოგიური ნარატივები იმალება. სწორედ ეს ხდის თანამედროვე ციფრულ პოლიტიკას სახიფათოს , ინფორმაცია, რომელსაც გართობის დროს ვიღებთ, ჩვენს ქვეცნობიერზე ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი პოლიტიკური გამოსვლები.
Google-ის საძიებო კომბინაციის გამოყენებით site:tiktok.com/* intitle: ევროკავშირი AND ქართველები მოვიძიე ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები, რომლებიც სისტემატიურად აქვეყნებენ მანიპულაციური შინაარსის ვიდეოებს.
პირველი გვერდი, რომელიც ვიპოვე არის brdzeni kritikosi , მის გვერდს თვალი რომ გადავავლოთ დავინახავთ იუმორში შეპარულ დეზინფორმაციულ ვიდეობს. გვერდი შეიქმნა 2024 წლის 18 დეკემბერს, ექაუნთს ჰყავს 5308 გამომწერი და ვიდეობზე ლაიქები რაოდენობა კი 185.8 ათასია. პირველი ვიდეო გვერდმა 2025 წლის 20 იანვარს დადო, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეხებოდა, ეს ვითომდა სახუმარო, თუმცა შეფერილი მანიპულაციური ფოტო/ვიდეოა.


მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეობიდან ყველაზე მეტი ნახვა აქტივისტის თათია აფრიამაშვილის ვიდეოს აქვს, რომელიც ასევე მისი ,,გაშავებისთვისაა“ გაკეთებული , ვიდეო დანამდვილებით შეიცავს მანიპულაციურ სიუჟეტს. ნახვების რაოდენობა მიუთითებს, რომ მისი კონტენტი მარტივად ვრცელდება საზოგადოებაში.
კომენტარებსაც თუ გადავხედავთ, აღნიშნული ვიდეოები ნამდვილად ზემოქმედებს საზოგადოებრივი განწყობისა და აზრის ფორმირებაზე.


გვერდის სხვა ვიდეოებსაც რომ გადავავლოთ თვალი, მარტივად შევამჩნევთ მანიპულაციას. ანალოგიური დანიშნულების გვერდია merabkostava, რომელიც შეიქმნა 2023 წლის 24 აპრილს.

პირველი ვიდეოც 2023 წლის 24 აპრილს აქვს დადებული, სადაც თბილისის მერი ფეხბურთის ბურთით თამაშობს, მისი კონტენტიც მალევე გადაიქცა მანიპულაციურ კონტენტად, სადაც უამრავი დეზინფორმაცია და ვითომდა სახუმარო ვიდეოები დაიდო.
ყველაზე მეტი ნახვა ბიძინა ივანიშვილის ფოტო/ვიდეოს აქვს, რომელიც მის დასანქციერებას ეხება და სოლიდარობას უცხადებენ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. ტექსტი, რომელიც ფოტოზეა თანდართული, თითქოს საქართველოს უსაფრთხოებასა და ფინანსებს შორის ბატონმა ბიძინამ ქვეყნის უსაფრთხოება არჩია, არის დეზინფორმაცია და ხალხის მანიპულაციისთვის არის შექმნილი.
მიუხედავად დეზინფორმაციის გავრცელებისა ამ გვერდსაც ყავს აქტიური გამომწერები, რომლებიც ყოველ ვიდეოზე აკომენტარებენ. კომენტარებიც პროპაგანდისტურია.

შემდეგი გვერდია - politiktok, რომელსაც სახელი შეუცვალეს და ახლა გვერდს konstantineasatiani ქვია. გვერდი 2022 წლის 7 ივნისს შეიქმნა. ამ ეტაპზე გვერდს ყავს 1371 გამომწერი და ვიდეოებზე 20.1K მოწონება ფიქსირდება.
დანარჩენი ორი გვერდისგან განსხვავებით მის გვერდზე ვნახავთ რეპოსტებსაც, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ექაუნთები ფიგურირებენ.

თვალი რომ გადავავლოთ რეპოსტებს, ასევე მის გვერდზე კონტენტს, პროპაგანდისტული და დეზინფორმაციის ამსახველი ვიდეოები. ძირითადად მის არხზე „ტვ პირველის“ ვიდეოებს ვხვდებით,

რომლებიც ამოჭრილი, დამახინჯებული, პროპაგანდისტულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით იდება. მაგალითად, ეს ვიდეო არის სპეციალურად ამოჭრილი და აჩქარებული, რომ არ გამოჩნდეს რეალურად იმ დღეს რა ხდებოდა.
ექაუნთს , რაც სხვებისგან განასხვავებს, არის ის ფაქტიც, რომ გამოწერილი აქვს ტიკტოკზე არსებული გვერდი მშვიდობისთვის, რომელიც ასევე პროპაგანდისტული არხია, გვერდი ანტი-მაიდანის წევრებისგან იმართება.

ტიკტოკზე გვერდი mshvidobisatvis 2025 წლის 29 აგვისტოს გამოჩნდა და იმის შემდეგ პოპულარობით სარგებლობდა. პირველი პოსტი25 სექტემბერს გამოქვეყნდა, ერთკონკრეტულ თარიღში 12 ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც პოლიტიკურად პროპაგანდისტულ შინაარს ატარებს. ყველა ვიდეო მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით დამონტაჟებულია კადრები ამოჭრილია, ,,დაჩეხილია“. გვერდს ყავს 1844 გამომწერი, მათ შორის არის ჩვენი განხილული გვერდიც.
თავად ამ ექაუნთს 133 გვერდი აქვს გამოწერილი, რომლებიცანალოგიურ დეზინფორმაციულ ვიდეოებს დებენ. გვერდი აქტიურად აქვეყნებს პროპაგანდისტულ ვიდეოებს, არამარტო -საქართველოს, არამედ საერთაშორისო საინფორმაციო სიახლეებზეც, მაგალითად, შევხვდებით ისეთ ვიდეოებს, რომლებიც ეხება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს, ზოგადად ევროპის ამბებს, რა თქმა უნდა, ეს ვიდეოებიც დეზინფორმაციის შემცველია.
ერთ-ერთი მათ გვერდზე განთავსებული ვიდეოAI - ის გენერირებულია, თუ კარგად დავაკვირდებით კადრებს ზოგ მომენტში ხელი არ ჩანს, ზოგი მომენტი შენელებულია, ვიდეოს გაანალიზებაში დავიხმარეINVID - ის აპლიკაცია .
.jpg)
ხელის მოძრაობებსაც თუ დავაკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, ასევე დავაკვირდეთ მარჯვენა კუთხეში წარწერას, საიდანაც ვიგებთ თუ ვის უდევს ეს ვიდეო -alanzsu0 . ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები იმდენად დამაჯერებელია, რომ ხალხი ხშირად შედის შეცდომაში და პროპაგანდის მსხვერპლი ხდება.გვერდზე „მშვიდობისთვის“ ასეთი შინაარსის არაერთი ვიდეო ქვეყნდება.
ძიების პროცესში, მივაკვლიე ფეისბუქ ჯგუფსაც, რომლის ლინკიც მითითებული იყო გვერდზე- mshvidobisatvis .
https://www.facebook.com/groups/917233998324303/ჯგუფს იგივე სახელი აქვს, რაც ტიკტოკზე და ზუსტად იმავე შინაარსის ვიდეოები და პოსტები იდება, რომლებსაც ტიკტოკზე ვხვდებით.

ჯგუფი საჯაროა. შექმნა 10 წლის წინ -2015 წლის 15 აგვისტოს. ამ დრომდე „მშვიდობის“ ფეისბუქჯგუფში 41.3ათასი ადამიანია გაწევრებული.

მოდერატორებსა და ადმინისტრატორებს რაც შეეხება, ოთხივე პიროვნება ერთდროულად გაწევრიანდა ჯგუფში 11 თვის წინ და ახლა უკვე ჯგუფის მოდერატორები და ადმინისტრატორები არიან.


ყველაზე საინტერესო ფაქტი გვერდის სახელებია, რომლის ისტორიაც 2018 წლიდან იწყება.


აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯგუფს 2025 წლის მარტიდან „ანტიმაიდანი მშვიდობისთვის“ ერქვა, 30 ივლისს კი სახელი შეეცვალა და „მშვიდობისთვის“ დაერქვა. გვერდს დღესაც იგივე სახელი ქვია დღემდე პროპაგანდისტული ვიდეოები, პოსტები იდება და ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელიც ამ მანიპულაციურ მარწუხებში ექცევა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ განხილული ოთხი TikTok გვერდი ერთმანეთთან არა შემთხვევით, არამედ სტრუქტურულად არის დაკავშირებული. მათი კავშირი გამოიხატება ერთნაირი ნარატივების გავრცელებაში, ერთმანეთის კონტენტის რეპოსტირებაში, კომენტარებში თანხვედრილ რიტორიკასა და აუდიტორიის ურთიერთგადაკვეთში. გვერდები იყენებენ მსგავს მანიპულაციურ ტექნიკებს, ამოჭრილ ვიდეოებს, დამახინჯებულ კონტექსტს, იუმორში შეფარულ პოლიტიკურ გზავნილებსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მასალებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი აზრი ხშირად ფორმირდება შეუმჩნეველი პროპაგანდის გზით, რაც ციფრულ მედიაში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026
კოვიდგაკვეთილი კლინიკებს
18 March 2026