თესევსი ძაფის გარეშე — პოლიტიკური ხელოვნების მსხვერპლნი
ლიკა ვეკუა
დემოკრატია ხშირად აღიქმება როგორც პროცედურათა ერთობლიობა — არჩევნები, მრავალპარტიული სისტემა, პლურალისტური მედია. თუმცა თანამედროვე პოლიტიკური რეალობა ცხადყოფს, რომ ეს ფორმალური ნიშნები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებას, თუ მოქალაქეს არ აქვს სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და სიტყვის თავისუფლება რეალურად არ არის დაცული. როდესაც ადამიანს არ მიეწოდება ხარისხიანი, გასაგები და გადამოწმებული ინფორმაცია, მისი არჩევანი მხოლოდ ფორმალურად რჩება თავისუფალი, ხოლო დემოკრატია შინაარსს კარგავს და ფორმალურ დეკორაციად იქცევა.
საქართველოში სწორედ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ერთი შეხედვით, მედია მრავალფეროვანია: უამრავი ტელევიზია, ონლაინ გამოცემა, სოციალური ქსელი, მაგრამ რეალურად მოქალაქე ხშირად რჩება დაუცველი — ინფორმაციის სიჭარბის მიუხედავად, ის ვერ არჩევს მთავარს მეორეხარისხოვანისგან, ფაქტს შეფასებისგან და სიმართლეს პროპაგანდისგან.
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დემოკრატიული ფორმები შენარჩუნებულია, მაგრამ შინაარსი სულ უფრო სუსტდება. მოქალაქე ფორმალურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა რეალურად ხშირად მოქმედებს ემოციაზე, შიშზე, პარტიულ იდენტობაზე ან ალგორითმებით მიწოდებულ ფრაგმენტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ასეთ ვითარებაში ჩნდება ფუნდამენტური კითხვა:შეიძლება კი დემოკრატია ფუნქციონირებდეს იქ, სადაც ადამიანები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არასრულ, არასწორ ან არასანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ?
მედიაწიგნიერება ხშირად ისე გვესმის, თითქოს ეს მხოლოდ ჟურნალისტების, სტუდენტების ან „განათლებული წრის“ პრობლემა იყოს. სინამდვილეში კი ეს ყოველდღიური ცხოვრების საკითხია — როგორ ვკითხულობთ ინფორმაციას, რას ვენდობით და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა: საქართველოში მედიაწიგნიერების დონე დაბალია და ეს ფაქტი მხოლოდ კვლევების ციფრებში კი არა, ჩვენს ყოველდღიურ ქცევებშიც ჩანს.
დღეს მედიაწიგნიერების დონის გაზომვა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანად რჩება. არ არსებობს გრძელვადიანი, თანმიმდევრული კვლევები, რომლებიც გვეტყოდა, წლების განმავლობაში უკეთ ვისწავლეთ თუ არა ინფორმაციის კრიტიკულად გააზრება. როგორც მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელავა ამბობს, პრობლემა ისაა, რომ „ხშირად გვაქვს მხოლოდ ერთჯერადი, ფრაგმენტული კვლევები, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ დინამიკა — გაუმჯობესდა რამე თუ პირიქით, გაუარესდა“. სწორედ ამიტომ, მედიაწიგნიერების შეფასება ხდება ირიბად — განათლების დონით, კითხვის უნარებით და ინფორმაციის მოხმარების ჩვევებით.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა განათლების სისტემიდან მომდინარე სიგნალები. PISA 2022-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ აღწევს წაკითხულის გააზრების მინიმალურ დონეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი კითხულობენ ტექსტს, მაგრამ ვერ აანალიზებენ მთავარ აზრს, ვერ აკეთებენ დასკვნებს და ვერ აფასებენ ინფორმაციას კრიტიკულად. ასეთი გამოცდილებით სკოლადამთავრებული ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც იმავე სირთულეებს აწყდებიან.
მედიაწიგნიერების კრიზისი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრედერიკ მარენი აღნიშნავს, უნივერსიტეტში მოსული სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს ისეთი უნარები და ცოდნა, რაც ჯერ კიდევ სკოლაში უნდა დაესწავლათ. იგი ამბობს, რომ სტუდენტებში მკვეთრად შემცირებულია კითხვის ჩვევა და ზოგადი ცოდნის დონე. მისი დაკვირვებით, ახალგაზრდები სულ უფრო იშვიათად კითხულობენ სიღრმისეულ ტექსტებს და ინფორმაციას სწრაფი, ვიზუალური ფორმით იღებენ. „მე ჯერ ვერ მოვიფიქრე ხერხი, რითაც სტუდენტების დაინტერესებას შევძლებდი კითხვის მიმართ“, — ამბობს მარენი. მარენის შეფასებით, საზოგადოება ხშირად ვერ აფასებს პრობლემის რეალურ მასშტაბს. საკითხი მხოლოდ სტუდენტებში არ არის.„ხშირად თავად კოლეგებშიც შეინიშნება მზარდი ცინიზმი და პესიმიზმი“. მიუხედავად ამისა, იგი საუბრობს იმედზეც და მუდმივ მცდელობაზე, მოიძებნოს გზები, თუ „რისი გაკეთება შეუძლიათ განმანათლებლებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“.
ამ ტენდენციას ამძიმებს სოციალური მედიის და ინფლუენსერების მზარდი გავლენა. მედიაწიგნიერების პრობლემებზე საუბრობს Middle Tennessee State University-ის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული მედიის სკოლის პროფესორი გრეგორი ფითსიც, ,, ჩემთვის, როგორც კოლეჯის პროფესორისთვის, ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი რამ არის, როცა ტრადიციული ბაკალავრიატის სტუდენტი ამბობს, რომ ახალი ამბების გასაგებად საინფორმაციო ინფლუენსერს მიმართავს“. მისი აზრით, მედიასთან ურთიერთობა კვებას ჰგავს: თუ მხოლოდ ერთ „საკვებს“ მოიხმარ, ორგანიზმი სუსტდება. იგივე ხდება მაშინ, როცა ადამიანი ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.
მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები აღიარებენ მედიაწიგნიერების გაძლიერების საჭიროებას, დღემდე გადადგმული ნაბიჯები სკოლებსა და უნივერსიტეტებში „ძალიან მწირი და უკვე დაგვიანებულია“ — „ზოგი იტყოდა, რომ ეს იგივეა, რაც ბეღლის კარის დაკეტვას ცდილობდე მაშინ, როცა ცხენი უკვე გაქცეულია“
საქართველოში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გამო. სოფო გელავა ხაზგასმით ამბობს, რომ მედიაწიგნიერება ვერ იქნება პოლიტიკისგან გამიჯნული. საუბარი არ არის პარტიულობაზე, არამედ პასუხისმგებლობაზე — როგორ აკეთებს მოქალაქე არჩევანს. როდესაც ადამიანი ვიწრო საინფორმაციო ველში ცხოვრობს და ალტერნატიულ წყაროებზე წვდომა არ აქვს, ის უფრო ადვილად ექცევა პოლიტიკური მანიპულაციის ქვეშ. „რეგიონში რიგით მოქალაქეს შეიძლება ვერც გაუჩნდეს კითხვა, არის თუ არა კონკრეტული დაპირება მოსყიდვის ფორმა“, — ამბობს გელავა. ამ კონტექსტში იგი ხაზს უსვამს სიღარიბის ფაქტორს და აღნიშნავს, რომ „როდესაც ელემენტარული საჭიროებები არ გაქვს დაკმაყოფილებული, მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება ცოტა სხვა სტანდარტის მოთხოვნილებებია შენი ოჯახისთვის“.
ამ ყველაფერს ემატება უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. განსხვავებით დასავლეთ ევროპისგან, სადაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული მედიაწიგნიერების პროგრამები მეტ ნდობას იწვევს, საქართველოში მსგავსი ინიციატივები ხშირად სკეპტიციზმს აჩენს. როგორც გელავა ამბობს, მედიაწიგნიერებაზე ცენტრალიზებულად და „დამოუკიდებლად“ მუშაობა ბევრისთვის ცენზურის შიშს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ეფექტიანი მედიაწიგნიერების პოლიტიკა შეუძლებელია საზოგადოების ნდობის გარეშე. მედია და დემოკრატია
ამ კონტექსტში ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: რატომ ვერ ახერხებს საზოგადოება, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პირობებშიც კი, საკუთარი თავის დაცვას? რატომ არ ხდება ინფორმაციის სისტემური გადამოწმება? მიზეზი დროისა და რესურსის დეფიციტია? შესაბამისი უნარების არქონა? თუ არსებული მედიისადმი გადაჭარბებული ნდობა, რომელიც ეჭვის შეტანას თავიდანვე გამორიცხავს?
რეალობა, როგორც Formula TV-ის ჟურნალისტი სალომე უგულავა მიუთითებს, ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი — ადამიანის წინასწარი განწყობები და ემოციური მდგომარეობა. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ემოციები და იდეოლოგიური თანხვედრა ხშირად უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანზე, ვიდრე ფაქტების ობიექტური სიზუსტე. ამასთან ერთად, სალომე უგულავა ხაზგასმით საუბრობს პრაქტიკულ უნარებზე, რომლებიც მედიაწიგნიერების ფუნდამენტს წარმოადგენს.
როგორც ფრედერიკ მარენი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად პედაგოგებს. ზედმეტი ცინიზმისა და ნიჰილიზმის ნაცვლად აუცილებელია ახალი მეთოდების, მიდგომებისა და სტრატეგიების ძიება, რათა ახალგაზრდებმა დაინახონ ზოგადი ცოდნის, კითხვის, მედია და საინფორმაციო წიგნიერების მნიშვნელობა.
ვინაიდან, სანამ კითხვის კულტურა, კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის გააზრება არ გახდება განათლების სისტემის ბირთვი, მედიაწიგნიერების პრობლემა შესაძლებელია უხილავი დარჩეს — მაგრამ მისი შედეგები ყველაფერზე იქონიებს გავლენას, მათ შორის დემოკრატიაზეც.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოქალაქე ამ რთულ პირობებში მარტო არ მოქმედებს. პირიქით — ის მუდმივად არის მიზანში ამოღებული. თანამედროვე პროპაგანდა სწორედ იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაციის გაანალიზების დრო, რესურსი ან უნარები.
დღეს პოლიტიკური მესიჯები სულ უფრო მარტივი, მოკლე და ემოციური ხდება. რთული საკითხები გადადის შავ-თეთრ დაპირისპირებაში: „ჩვენ“ და „ისინი“, „კარგი“ და „ცუდი“. ასეთ გარემოში მოქალაქეს აღარ სჭირდება ფიქრი — მისგან მხოლოდ რეაქციას მოითხოვენ.
ამ პროცესს მნიშვნელოვნად აძლიერებს სოციალური მედია, სადაც ალგორითმები მომხმარებელს აჩვენებს არა ყველაზე სანდო ინფორმაციას, არამედ იმას, რაც ყველაზე მეტ ემოციას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე სულ უფრო იშვიათად ხვდება სიღრმისეულ ანალიტიკურ კონტენტს და სულ უფრო ხშირად — მარტივ, მაგრამ მანიპულაციურ მესიჯებს.
„ღმერთმა გიშველოთ, თუ თქვენ სიახლეებისა და ინფორმაციისთვის მხოლოდ Facebook-ს ეყრდნობით… ინფორმაციის მოპოვებისთვის ისეთივე ინტელექტუალური ძალისხმევაა საჭირო, როგორც ყოველდღიური ცხოვრების სხვა საბაზისო პროცესებისთვის“ ამბობს გრეგორი პიტსი.
ამ ყველაფერს ემატება მედიის პოლარიზაცია და პოლიტიზაცია. კვლევა ცხადყოფს, რომ ქართულ საინფორმაციო ეკოსისტემაში არსებული მდგომარეობა რთული და მრავალშრიანია. პოლარიზაცია ხელს უშლის მედიის დამოუკიდებელ საქმიანობას, ზრდის თვითცენზურას და ამცირებს საზოგადოების ნდობას როგორც მედიის, ისე პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წამყვანი ტელემედიები კერძო საკუთრებაშია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს დამოუკიდებლობას. კვლევის მიხედვით, საზოგადოების 32% თანხმდება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა საგრძნობლად გაიზარდა. ეს აღქმა უკვე რეალობის ნაწილია — მედია აღარ აღიქმება ნეიტრალურ ინფორმაციის წყაროდ.
ამ გარემოში მოქალაქე იღებს არა ინფორმაციას, არამედ პოლიტიკურად გაფილტრულ რეალობას. ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა მედიაში სრულიად განსხვავებულად არის წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაბნეულობას და ნიჰილიზმს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ მედიის პარტიულობა ისტორიულად სულაც არ იყო უარყოფითი ფენომენი. ამერიკულმა გაზეთებმა თავისი არსებობის პირველივე წლებში ღიად წარმოადგინეს პარტიები, იდეოლოგიები და კონკრეტული ლიდერები. მაშინ მკითხველისთვის ყველაფერი ნათელი იყო: ვიცოდით, რომ გაზეთი კონკრეტულ ღირებულებებს იცავდა. მიუხედავად ღიად პარტიული ხასიათისა, მედია იმართებოდა მაღალი ნდობით, ასრულებდა საზოგადოებრივ ფუნქციებს და ხელს უწყობდა დემოკრატიულ დებატებს.ობიექტური, ნეიტრალური ჟურნალისტიკის პრინციპები მედია და დემოკრატიამხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა, კომერციული მედიის განვითარების პარალელურად.
დღევანდელ მსოფლიოში სიტუაცია რთულია. სოციალური ქსელები, ციფრული პლატფორმები და სწრაფი ინფორმაციის ნაკადი ზრდის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ამცირებს სარედაქციო ზედამხედველობას, ანგარიშვალდებულებას და პროფესიულ სტანდარტებს. თანამედროვე მედიის პარტიულობა ხშირად იდეოლოგიური პოზიციის ნაცვლად ემოციური მანიპულაციისა და პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იქცევა.
საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო მტკივნეულია. როგორც ჟურნალისტი სალომე უგულავა აღნიშნავს, დამოუკიდებელი მედია მუდმივად „თავდაცვით რეჟიმშია“: ფინანსური შეზღუდვები და დონორების გავლენა აიძულებს მედიას პოლიტიკურ აქტორებთან თანამშრომლობას, რაც ნეიტრალობის დაკარგვას და მაყურებლის ნდობის შემცირებას იწვევს.
მედიისა და პოლიტიკის კავშირზე საუბრობს იურისტი და საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი თამარ კორძაიაც, რომელიც აღნიშნავს: „მედია გახდა მხარე, არ შეასრულა თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია ნეიტრალურობისა. როცა მედია ხდება მხარე, ნდობა ეცემა...,,მედია ხდება მხარე ძირითადად იმიტომ, რომ მასში პოლიტიკური ფული შედის. ეს აფუჭებს პირველ რიგში მედიას, როგორც მაკონტროლებელ ინსტიტუტს, და ხელისუფლება იოლად ამბობს, რომ ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. უმეტეს შემთხვევაში, როცა მედია აქციებს აშუქებდა, ის დაკვეთას არ ასრულებდა, მაგრამ ნეიტრალური და მიუკერძოებელი სტატუსის დაკარგვის შემდეგ, მედიაზე ტალახის სროლა გაცილებით უფრო მარტივია.“
ამ ვითარებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალური შედეგიც. Mediavoice-ის 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი – 49% – მიზანმიმართულად არ ეცნობა პოლიტიკურ ინფორმაციას. ანუ ადამიანები ირჩევენ, რომ დაიცვან თავი კონფლიქტური, პოლარიზებული და ემოციურად დატვირთული მედიისგან.
მაგრამ აქ ვქმნით ჯაჭვს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს დემოკრატიაზე: ეს ადამიანები ინფორმაციის მიღებისგან შეიძლება თავს იკავებდნენ, მაგრამ ისინი მაინც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, დისკუსიებში, საჯარო პროცესებში. ანუ პოლიტიკური მედია და დემოკრატია გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი აკეთებენ არჩევანს „ნახევრად ინფორმირებულ“ პირობებში. აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ შეუძლია საზოგადოებას მიიღოს სწორი ან სასიკეთო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა მისი უმეტესობა პოლიტიკურ ინფორმაციას აღარ ეცნობა?
შედეგად, მედიის პოლიტიზება აღარ არის მხოლოდ პროფესიული პრობლემა. ეს სოციალური ფენომენია: ადამიანები თავს ანებებენ კრიტიკულად ინფორმაციის მიღებას, და მზარდი პოლარიზაცია აძლიერებს უნდობლობას. ჟურნალისტებსაც ხშირად სურთ დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, როცა პროფესია არ იყო პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, მაგრამ ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლა ამის საშუალებას არ იძლევა.
დღევანდელი სიტუაცია ჰგავს მდგომარეობას, სადაც მოქალაქეები დიდ პოლიტიკურ და საინფორმაციო ველის ლაბირინთში არიან, და არ არსებობს არავინ, ვინც მათ გაკვლევაში დაეხმარება. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება თითოეული ახალი ინფორმაცია კი უფრო აბნევს მოსახლეობას.
ზემოთ განხილული პრობლემები ნათლად აჩვენებს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არასაკმარისად ან არასწორად არის ინფორმირებული, ხოლო მეორე ნაწილი — სრულიად გასაგები მიზეზების გამო — მიზანმიმართულად დისტანცირდება ახალი ამბებისგან. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ადამიანები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
ამ კონტექსტში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა როლი აკისრიათ ჟურნალისტებს და როგორ შეუძლიათ მათ საზოგადოების დახმარება მაშინ, როდესაც წარმოებული კონტენტი ან ვერ აღწევს აუდიტორიამდე, ან აუდიტორიისთვის გაუგებარი რჩება — იქნება ეს ციფრული გაუთვითცნობიერებლობის, თუ სიღრმისეული ანალიტიკური ტექსტების სირთულის გამო. ჟურნალისტიკის სწავლების პროცესში ხშირად აქცენტი კეთდება ინფორმაციის გამარტივებაზე და ტექსტის კითხვადობაზე, თუმცა პრაქტიკაში ეს მიდგომა ზოგჯერ თავად ნაშრომის ხარისხზეც აისახება.
როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, ჟურნალისტის პროფესიული კმაყოფილება ხშირად ტექნიკურად გამართულ, კომპლექსურ და კვლევაზე დაფუძნებულ მასალებს უკავშირდება, თუმცა პარალელურად ჩნდება არსებითი კითხვა — ვისთვის იქმნება ეს კონტენტი და ვინ არის მისი რეალური მკითხველი. ერთის აზრით, მედია და დემოკრატიაჟურნალისტური მასალა მაქსიმალურად კითხვადი უნდა იყოს, რათა ნაკლებად ერუდირებულ მოქალაქეებსაც შეეძლოთ მასზე მსჯელობა, ხოლო მეორისთვის ჟურნალისტის მთავარი მოვალეობა ხარისხიანი და პროფესიონალური სტატიების შექმნაა, მკითხველის წრის მიუხედავად.
საქართველოში ეს დილემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. პრაქტიკაში ირკვევა, რომ სიღრმისეული ჟურნალისტური ნაშრომების ძირითადი მკითხველები ხშირად თავად ჟურნალისტების პროფესიული წრეები, კონკრეტული სფეროს სპეციალისტები ან დამკვეთები არიან. შედეგად ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: აღწევს თუ არა ჟურნალისტური პროდუქტი იმ აუდიტორიამდე, რომლის ინფორმირებაც დემოკრატიული პროცესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია — იმ მოქალაქეებამდე, რომლებიც ასეთ სტატიებს საკუთარი ინიციატივით არასდროს წაიკითხავდნენ.
ამავე დროს, საზოგადოებაში შეინიშნება პარადოქსი: მოქალაქეები ერთის მხრივ ითხოვენ შემეცნებით და ანალიტიკურ გადაცემებს, თუმცა რეიტინგები აჩვენებს, რომ არსებული ასეთი კონტენტი ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადია. მედია ორგანიზაციები კი საკუთარ გადაწყვეტილებებს ხშირად სწორედ ამ მაჩვენებლებით ამართლებენ. აყალიბებს თუ არა მედია მომხმარებელს, თუ მომხმარებელი განსაზღვრავს მედიის შინაარსს? რეალობა, სავარაუდოდ, ორმხრივია, თუმცა პასუხისმგებლობის უფრო დიდი წილი მაინც მედიას ეკისრება.
ბოლო წლების ტენდენციებმა აჩვენა ინფორმაციის უკიდურესი გამარტივების პროცესი — სიღრმისეული ანალიტიკური სტატიებიდან მოკლე ვიზუალურ ბარათებსა და ნახევარწუთიან სოციალურ ვიდეოებამდე. დღეს ინფორმაციის დიდი ნაწილი ერთი წინადადებით გადმოცემულ მესიჯზეა დაყვანილი. თუმცა ეს პროცესი ყოველთვის არ ნიშნავს ინფორმაციის უკეთ გაგებას; ხშირად ის მომხმარებლის შესაძლებლობების დაკნინებას და პასუხისმგებლობის გადაბარებასაც გულისხმობს. ინფორმაციის მუდმივი „დაღეჭვა“ ვერ იქნება გამოსავალი მაშინ, როდესაც პრობლემა არა მხოლოდ შინაარსში, არამედ მის აღქმაშია.
.png)
ამ ეტაპზე აშკარა ხდება, რომ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ჟურნალისტების პასუხისმგებლობა ვერ იქნება. სწორედ აქ იკვეთება მედიაწიგნიერების მნიშვნელობა. პროფესიონალი და ეთიკური ჟურნალისტიკის ნაკლებობაზე საუბრის პარალელურად აუცილებელია იმის აღიარებაც, რომ ქვეყანაში ერუდირებული მკითხველის დეფიციტიც არსებობს და ეს ორი პრობლემა ერთმანეთზე პირდაპირ ზემოქმედებს. მედია, სამოქალაქო საზოგადოება და საგანმანათლებლო სისტემა ერთობლივად უნდა მედია და დემოკრატია მუშაობდნენ საზოგადოების ინფორმაციული შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვა.
მედია ერთმხრივი ინფორმაციის გადაცემის სივრცე კი არა, ორმხრივი საკომუნიკაციო ველია, სადაც უკუკავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერუდირებული მკითხველი ნიშნავს ერუდირებულ ელექტორატს, ხოლო პასუხისმგებლიანი მოქალაქე — უფრო გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს.
და თუ თქვენ ეს სტატია წაიკითხეთ, მაშინ ის ალბათ თქვენთვის არ იყო — რჩება კითხვა: როგორ მივწვდეთ მათ, ვისთვისაც ეს სტატია დაიწერა, მაგრამ არასდროს წაიკითხავენ მას?
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026
კოვიდგაკვეთილი კლინიკებს
18 March 2026
საქართველოში რუსული იმპორტი გაორმაგდა
19 May 2026