
სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ სკოლებში ეკოცნობიერებას ამაღლებს
თამარ შიუკაშვილი
სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ , რომელიც შექმნილია საქართველოში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სკოლებში შეხვედრებს ატარებს. გუნდის წევრები წარადგენენ ეკო წიგნის პრეზენტაციას. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს უტარებენ ტესტირებას და გამარჯვებული გუნდის წევრებს სერტიფიკატებითა და ეკო წიგნებით ასაჩუქრებენ.
„ამ პროექტის მიზანია ეკო ცნობიერების ამაღლება სკოლებში. ეს საქმიანობა 2021 წელს დავიწყეთ. მანამდე ეკოლოგიასთან დაკავშირებით პოსტებს მხოლოდ სოციალურ ქსელში ვათავსებდით, შემდეგ ვიფიქრეთ, რომ რაიმე სხვაც გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ წიგნი შეგვექმნა, რომელსაც სკოლებში წარვადგენდით. წიგნი გათვლილია მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებზე. ეს სეგმენტი შევარჩიეთ, რადგან გვსურს მოსწავლეებს პატარა ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია გარემოს დაცვის საკითხებზე“ - გვითხრა სამოქალაქო მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ.
გიორგის შეფასებით, მოსწავლეების ჩართულობა პროექტში საკმაოდ მაღალია. მათი პროექტით ძალიან ბევრი მოსწავლე ინტერესდება - ჯგუფის წევრებს ხშირად მიმართავენ და სთხოვენ, რომ მათ სკოლაშიც მივიდნენ. მისი თქმით, სკოლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ ეკო ცნობიერების ამაღლებაში, რადგან საკმაოდ ბევრმა სკოლამ გამოიჩინა ინიციატივა და დაუკავშირდა ორგანიზაციას. ეკო წიგნი შედგება 20 ეკოლოგიური რჩევისგან. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან ეკო და ფლორა, რომლებიც მოსწავლეებს ეკოლოგიურ რჩევებს აძლევენ. სამოქალაქო მოძრაობის წევრები ცდილობენ მინიმალური რაოდენობის ქაღალდი გამოიყენონ და მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია გადმოსცენ. მოძრაობის დამფუძნებლის თქმით, ამჟამად ოთხი ტიპის წიგნი და ეკო სამაგიდო თამაში აქვთ გამოშვებული.
გიორგი ჯაფარიძე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ გეგმავენ გამოშვებული ეკო წიგნების გაერთიანებასა და უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის გადმოცემას. ასევე, ეკო სამაგიდო თამაშებთან ერთად, სურთ გამოუშვან ეკო ანბანი. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის ხმის მიწვდენაა.
სამოქალაქო მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებით „ახალი ქართული სკოლის“ დირექტორი ნანა მონიავა გვესაუბრა: „მსგავსი შეხვედრები ჩვენი და არამარტო ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მოსწავლეებს პატარა ასაკიდანვე უნდა ჰქონდეთ. მიმაჩნია, რომ ამაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სკოლა და ასევე ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „ჩემი ქალაქი მკლავს“. გიორგი ჯაფარიძემ ეკო წიგნის პრეზენტაცია ჩვენს სკოლაშიც ჩაატარა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხის რეჟიმში და ტესტირებაც წარმატებით გაიარეს, რის გამოც მათ სერტიფიკატები გადაეცათ. ვაფასებ გიორგი ჯაფარიძისა და მისი გუნდის საქმიანობას, რადგან საჭირო ნაბიჯებს დგამენ ქვეყნის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და ეკო ცნობიერების ასამაღლებლად“.
სამოქალაქო მოძრაობამ უკვე 68 საგანმანათლებო დაწესებულებასა და 1967 მოსწავლესთან დაამყარა კომუნიკაცია.
2023 წლის იანვრიდან მოძრაობა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის მხარდაჭერით, ჩაერთო საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამოქალაქო ქსელის შექმნის სამუშაოებში. მათი მიზანია ხელი შეუწყონ ჰაერის ხარისხის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მონიტორინგის ქსელით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აღრიცხონ საქართველოს დაბინძურებული მუნიციპალიტეტები და დასახლებები, რაც მათ საშუალებას მისცემს, განსაზღვრონ სხვადასხვა რეგიონში მუშაობის პრიორიტეტები.
ამჟამად აპარატები დაყენებულია თბილისის 32 უბანსა და საქართველოს შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, კასპი და ჭიათურა. მოქალაქეებს ჰაერის ხარისხის შემოწმება შეუძლიათ ჰაერის ხარისხის რუკაზე, რომელიც „მწვანე პოლუსის“ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება

19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”

19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“

7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა

8 April 2025