აბრეშუმის მუზეუმი რესტავრაციის მოლოდინში – კულტურა, რომელსაც არ ივიწყებენ
მარიამ ჭედიათბილისი (BPI) – 130 წლის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს რესტავრაცია სჭირდება, მუზეუმს და ბიბლიოთეკას არ გააჩნია ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის მარეგულირებელი სისტემა. მისი შენარჩუნება კი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში მეაბრეშუმეობის ისტორიისა და კულტურის უკვდავსაყოფად.
აბრეშუმის მუზეუმი გამორჩეულია უნიკალური ექსპონატების მრავალფეროვნებით, რომელთა უმეტესობა მუზეუმის დაარსების დროინდელია, რაც კიდევ უფრო მეტ ღირებულებას მატებს მას.
მუზეუმში დაცულია ექსპონატები მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. აქ წარმოდგენილია ყველაფერი აბრეშუმისა და მეაბრეშუმეობის შესახებ: აბრეშუმის პარკის უნიკალური კოლექცია, რომლიც 5000-მდე სხვადასხვა ჯიშისა და ვარიაციის პარკს მოიცავს, ჭიის ბიოლოგია, გრენის კონტეინერების კოლექცია- დაახლოებით 200-მდე ეგზემპლარი, პეპლების კოლექცია, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა შექმნილი და 161 სახეობის 314 პეპელას მოიცავს, XIX-XX სს-ის სხვადასხვა ქვეყნის: ფრანგული ჯაკარდული, გერმანული მაქმანების, კავკასიაში დამზადებული კუსტარული ქსოვილების კოლექციები. თუთის ხესთან დაკავშირებული კოლექციები, მაკეტები, ხელსაწყოები და იარაღები. მუზეუმის კიდევ ერთი სიმდიდრე დიდებული ბიბლიოთეკაა, რომელიც 20 000-მდე XVIII – XX სს წიგნს მოიცავს მსოფლიოს 20 ენაზე.
კოლექციების უმრავლესობა უძველესია, ზოგიერთი 120-ზე მეტი წლისაა და ადვილად დაზიანებად მასალას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სჭირდება მუზეუმსა და ბიბლიოთეკას დროული და საფუძვლიანი რესტავრაცია.
“თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წელს გამოაცხადა კონკურსი, რის შედეგადაც შეირჩა აბრეშუმის მუზეუმი და შეიქმნა მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც აღსრულებას ელოდება. თბილისის მერია ეძებს პარტნიორს, რომელიც ამ პროექტის თანადამფინანსებელი გახდება”, – ამბობს მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა.
მისივე თქმით, პროექტით პოლონეთი დაინტერესდა, რაც თავის მხრივ ლოგიკურიცაა, რადგან მუზეუმის შენობის ისევე როგორც აქ განთავსებული ავეჯის არქიტექტურა, პოლონელ არქიტექტორს ალექსანდრე შიმკევიჩს ეკუთვნის. XIX საუკუნის მოღვაწის უნიკალური საპროექტო გეგმის გამო დღეს მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
არქიტექტორ ნინო ჩაჩხიანთან და მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნა გეგმა, რომელიც შენობას სრულად შეუნარჩუნებს პირვანდელ სახეს და მაქსიმალურად იქნება დაცული ძეგლის ავთენტურობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფანჯრებს, მისი უნიკალურობის გამო მოხსნა შეუძლებელია, ამიტომ რესტავრაცია ადგილზე უნდა ჩაუტარდეს. რესტავრაცია ასევე უნდა ჩაუტარდეს მუზეუმის უნიკალურ ავეჯს, რომელიც ალექსანდრე შიმკევიჩის ნახაზების მიხედვით არის შექმნილი. როგორც წყაროები გვამცნობს, ავეჯი მუზეუმის სახელოსნოშია დამზადებული და XIX საუკუნის კოლექციას წარმოადგენს.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი, მსოფლიოში არსებული უიშვიათეს და უძველეს აბრეშუმის მუზეუმებს შორის ერთ-ერთია. ის 1887 წელს დაარსდა, რომელსაც სათავეში რუსი მეცნიერი ნიკოლაი შავროვი ედგა.
“აბრეშუმის მუზეუმის მნიშვნელობას განსაკუთრებულს ხდის მისი არქიტექტურა. იგი თბილისის ეკლექტიკური სტილის შენობებს შორის საუკეთესო მაგალითია, ვფიქრობ, რომ ექსტერიერში მავრიტანული და გოთური სტილის სინთეზი მისტიურ განწყობას ქმნის, ინტერიერში გამოყენებული დეტალები კი მის ფუნქციას უსვამს ხაზს (ნაძერწი პეპელა, აბრეშუმის ჭია, თუთის ფოთოლი…) შესაბამისად, ადამიანებზე უსიტყვოდ მოქმედი “არქიტექტურა’’ ასრულებს თავის ფუნქციას და ჩნდება ინტერესი გავიგოთ მეტი შენობის დანიშნულებაზე”, – ამბობს არქიტექტორი შორენა კირთაძე.
მუზეუმში უკვე მეშვიდე წელია მოჰყავთ აბრეშუმი. ეზოში დარგულია თუთის ხეები, რომლებსაც მუზეუმის თანამშრომლები თავისივე ძალებით უვლიან და აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად იყენებენ.
მალევე გაჩნდა იდეა შექმნილიყო ზრდასრულთა პროგრამა – რომელმაც ჯგუფში ძალიან ბევრი მსურველი გააერთიანა. მათ საშულება ჰქონდათ მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეაბრეშმეობასთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა: ჭიის ბიოლოგიის შესწავლას, მოვლის პირობებს, ჭიის გამოკვებას, მიღებული აბრეშუმის პარკისგან ძაფის დართვას, ბუნებრივ და ქიმიურ ღებვას და ქსოვის სპეციფიკას.
მარიამ ჭედია
მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022