დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
თეონა მესხიგამოყენებულია ნამდვილი პერსონაჟები — მათი მეორე სახელებით.
რიტა რუსაკოვას სახელი და გვარი საქართველოში ჩამოსვლისა და შვილად აყვანის შემდეგ შეუცვალეს.
მარიამ გვენეტაძესთვის ვარჩიე ის სახელი გამომეყენებინა, რომელიც დედას მშობიარობის შემდეგ სურდა, რომ მისთვის დაერქვა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ცხოვრება მარტივია, როდესაც ბავშვი ხარ, რადგან შენს ცხოვრებას სხვა უზრუნველყოფს და არაფერზე ღელავ. თუმცა ეს არ იყო პატარა რიტას შემთხვევა — მისთვის ცხოვრება რთული იყო მაშინაც, როდესაც 8 წლის ასაკში გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში, ყინვასა და სიცივეში ფეხშიშველი დარბოდა. ყოველდღიური შეუსაბამო პირობების მიუხედავად, არ ფიქრობდა იმაზე, რომ ცუდი ცხოვრება ჰქონდა, რადგან უკეთესი არც არასდროს უგემია, მაგრამ როცა მის ცხოვრებაში ერთი 37 წლის ქალი გამოჩნდა, მისი სამყარო ერთიანად შეიცვალა. ქალმა პირველი თბილი ფეხსაცმელი სიბრალულით აჩუქა მისთვის უცნობ ბავშვს — პატარა გოგონას, რომელსაც დახეული ტანსაცმელი ეცვა, ხოლო შიმშილისგან პატარა და გამოკვეთილი ძვლები ეტყობოდა.
ასე დაიწყო მარიამისა და რიტას დედა-შვილობა.
“ვერასდროს ვიფიქრებდი იმას, თუ როგორ შემიყვარდებოდა ეს პატარა გოგონა. მას შვილივით ვიკრავდი გულში. ვცილობდი, როგორც საკუთარი შვილი, ისე გამეზარდა და თავს ვევლებოდი. ხან მუსიკის, ხან უცხოური ენების გაკვეთილებზე, ხანაც კი ქალაქიდან ქალაქში დამყავდა. მინდოდა გერმანიიდან წამოსულს საქართველოს კუთხეები ენახა, ამიტომაც ყველაფერს ვათვალიერებინებდი”.
მარიამი ახლა 90 წლისაა. ერთ დროს იალბუზის მწვერვალზე ავიდა. მრავალ ქვეყანაში უმოგზაურია, რომლითაც ძლიერ ამაყობს, თუმცა ასევე ამბობს: „ფულის ხარჯვაა, თავს ნუ მოიკლავ მოგზაურობითო”.
მასწავლებელიც იყო — ქართულ ენას ასწავლიდა ერთ–ერთ საჯარო სკოლაში. წერილები, რომლებიც სკოლის დასრულებამდე მოსწავლეებმა დაუწერეს და აჩუქეს, დღემდე შენახული აქვს და ხშირად ათვალიერებს.
თუმცა ეტყობა, რომ არ მისტირის წარსულს და პირიქით — ძალიან ამაყობს, რომ კარგი ცხოვრებით იცხოვრა, თუმცა ყოველთვის ნაღვლიანად იხსენებს ახალგაზრდობას და თავისუფლებას, უპირობო ბავშვურ სილაღეს.
რიტა რუსაკოვა, რომელიც ათეული წლის წინ იშვილა, ბავშვობიდანვე ხისტი და მებრძოლი იყო. როგორც მარიამი ამბობს, საქართველოში ჩამოსული რიტა ხალხს მალევე შეუყვარდა. მისი გამოკვეთილი თვალის ჭრილი, ღია ცისფერი თვალები და ღია ყავისფერი თმა გამვლელების ყურადღებას იქცევდა. მისი გარეგნობა 90–იანი წლების თბილისის ქუჩებისთვის უჩვეულო და თვალშისაცემი.
როგორც მარიამი ყვება, რიტამ სწრაფად აითვისა ქართული ენა, თუმცა მშობლიური საერთოდ დაავიწყდა. კარგად ისწავლა ინგლისური და რუსული ენებიც — ინგლისური ენის გაკვეთილებზე მარიამმა შეიყვანა, ხოლო ქართული და რუსული თავად ასწავლა. დიდ დროს უთმობდნენ პიროვნული განვითრების აქტივობებს, ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა და შემდგომ დიდი პიანინო უყიდა საჩუქრად.
ეს ყოველივე კი იმ გოგოსთვის, რომელიც მარიამმა თვითონ არ შობა, მაგრამ მაინც უპირობო სიყვარულით გაზარდა. მან დედის როლი ისე მოირგო, რომ არც წინასწარი გამოცდილება ჰქოდა და არც რაიმე ახლო კავშირი მასთან. სამაგიეროდ მათ ერთმანეთთან დაამყარეს ისეთი ემოციური კავშირი, რომელსაც როგორც თვითონ ამბობენ – ვერც კამათს, ვერც არგუმენტებს და ვერც შეძენილ ოჯახური პრობლემებს ვერ გაებზარა. ნუთუ მართლა ასე იყო?
ბინა, სადაც ახლა ცხოვრობენ, ერთად ააშენეს — მარიამი, გარდა მასწავლებლისა, არქიტექტორიც იყო და პროექტებს წერდა და მშენებლობაშიც იღებდა მონაწილეობას. იხსენებს, საკუთარი ბინის კედლების ასაშენებლად როგორ აჰქონდათ კიბეებზე აგურები.
მრჩება განცდა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რიტა მაინც ღრმა ტკივილს განიცდიდა — ტკივილი, რომ ის ნაშვილები იყო, ისე დაჰყვებოდა თან, როგორც ღრმა შეუხორცებელი ნაიარევი. შესაძლოა, ამას თვითონ ვერ იაზრებდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მუდმივად დედობრივი ფიგურის ძიებაში იყო, იმის მიუხედავად, რომ მის გვერდით მყოფი მარიამი მისთვის ყველაფერს აკეთებდა. დედობრივი ფიგურა ჰპოვა ინგლისურის მასწავლებელში, ძმაკაცის დედაში და ა.შ., მაგრამ ესეც მხოლოდ დროებითი იყო და გულისტკივილს მხოლოდ მოკლე დროით ანელებდა.
რიტა 17 წლის ასაკში დაოჯახდა. უფრო სწორი იქნება, თუ გამოვიყენებთ საზოგადოებაში გავრცელებულ ტერმინს — “გაიპარა”. მარიამი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო, რიტამ კი გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა მას.
“არ მომწონდა, როდესაც მეუბნებოდა, ის არ გააკეთო, ეს არ გააკეთო. როცა რამეს მიკრძალავდა, სპეციალურად ჯიბრში ვუდგებოდი და მაინც ვაკეთებდი”, – სიცილით იხსენებს რიტა.
იმავე წელს რიტა დედა გახდა, ხოლო მარიამი— ბებია. 4 წლის შემდეგ კი კიდევ ერთი ბავშვი დაიბადა. შვილიშვილებს, ფაქტობრივად, მარიამი ზრდიდა. იხსენებს, რომ მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, გართობა უნდოდათ, და “დიდად არც იცოდნენ, რას ნიშნავს იყო მშობელი”.
დრო გადიოდა და ოჯახური სიტუაცია იძაბებოდა. რიტას ცხოვრებაში ყველაფერი ერთიანად ხდებოდა — კამათი, ჩხუბი, დაშორება და გაყრა, მაგრამ მარიამის დახმარებით მედგრად იდგა ფეხზე.
2010 წლისთვის რიტამ თავისი სანუკვარი დედობრივი ფიგურა იპოვა. ქალი სახელად მაია, რომელიც მასზე სულ რაღაც ათი წლით იყო უფროსი. მას მარიამიც მარტივად დაუახლოვდა. არა იმიტომ, რომ ის მათი მეზობელი იყო, არამედ იმიტომ, რომ ერთ გამოცდილებას იზიარებდნენ — მაიას ნაშვილები ბიჭი ჰყავდა, რომელიც ერთი წლით უმცროსი იყო რიტას უფროს შვილზე.
წლების განმავლობაში ეს ორი ოჯახი ერთად იზრდებოდა. მაიამ და მისმა ქმარმა, ფაქტობრივად, რიტაც გაზარდეს.
“როდესაც მე არ ვმუშაობდი, ჩემს ბავშვებთნ ერთად მათთან ვიყავი. ხან რაღაც ახალს მასწავლიდა, ხან უბრალოდ ვჭორაობდით. ჩვენი ბავშვებიც სულ ერთად დადიოდნენ ეზოში, ერთმანეთს უგებდნენ და მეგობრობდნენ, ამიტომ არ გაგვიჭირდა ოჯახური სითბოს მოპოვება და დაახლოება. თითქმის ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავდით“ – ამბობს რიტა და სევდიანად იღიმის — ალბათ იმიტომ, რომ მაია 2020 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
რიტამ დედობრივი ფიგურა დაკარგა და ნაიარევი, რომლის შეხორცებასაც მაია ახერხებდა, კვლავ გაუღრმავდა.
მარიამი ამას ხმამაღლა არასდროს იტყოდა და არც კი აგრძნობინებდა შვილობილს, რომ ისიც ტკივილს განიცდიდა. ესმოდა რიტას ტკივილი, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა.
როგორც ცეცხლი ეკიდება ტოტიდან ტოტს, ისე გადადის ტკივლი ადამიანიდან ადამიანზე, ამ შემთხვევაში კი — თაობიდან თაობაზე. დედობრივი წყენა თითქოს მემკვიდრეობად იქცა, ხოლო შვილობრივი ბრაზი ღრმად გულში დაილექა და თაობიდან თაობას გადაეცა.
რიტას შვილისთვის არასდროს იყო მარტივი, ის გაეკეთებინა, რასაც დედა მოუწოდებდა. სულ უძალიანდებოდა, კამათობდა. თითქოს რიტას ბრაზი გაორმაგდა და ორჯერ ხისტი, ორჯერ უფრო ბრაზიანი გოგო შობა. 4 წლის იყო, როცა მამა წავიდა.
“არა, მამაჩემი მიყვარს. არც თუ ისე ხშირად მკითხულობდა და მნახულობდა ხოლმე, მაგრამ ჩემ გვერდით მი ყოფნას ვგრძნობდი. სამწუხაროდ, იგივე არ მეთქმის დედაჩემზე, რომელიც ფიზიკურად ჩემ გვერდით იყო, მაგრამ ემოციურად არასდროს ეცალა ჩემთვის. დედაჩემი ვერ იტანდა მამაჩემს და რა გასაკვირია, რომ მამაჩემიც იმავეს გრძნობდა მის მიმართ. ამიტომ ყველა ბრაზს, რომელიც მათ ერთმანეთისადმი ჰქონდათ, მე ვიგროვებდი გულში”, — ამბობს შვილი.
ის ძალიან ჰგავს მამას. ამას რიტაც ხედავდა და, ალბათ, აქიდან დაიწყო შვილისადმი ზიზღის გაჩენა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თავისი შვილი ძლიერ უყვარდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მისი შვილი იყო და არა როგორც ცალკეული პიროვნება. ეტყობოდა, რომ როგორც ადამიანი ისე არ მოსწონდა.
მარიამის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებული იყო — მას უყვარდა რიტა და პიროვნულადაც მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ბიოლოგიური შვილი არ იყო.
“დედის ჩახუტება მაწუხებს, თბილ სიტყვებს ვერ ვეუბნები, ტყუილი არ მიყვარს. საუბარი არაკომფორტულია, თითქოს ჩემთვის ის უცხო ადამიანია”, — ამბობს რიტას შვილი.
მან არ იცის, როგორ სტკივა დედას მაშინ, როცა უარს ეუბნება ჩახუტებაზე ან მაშინ, როცა ლოყაზე დედის ამბორისას სახეს მანჭავს. დედები შვილებთან ერთად ყველგან დადიან — საზღვარგარეთ, კინოებში, კაფეებსა და პარკებში. რატომ არ სურს რიტას შვილს მასთან ერთად დროის გატარება?
“ის, როგორც პიროვნება, ძალიან კარგია, მაგრამ ის არაა კარგი დედა. ყველა ქალი, ვინც შვილს აჩენს, დედა არ არის. ჩემთვის დედობა არაა მხოლოდ 9 თვით ნაყოფის მუცლით ტარება, საჭმლითა და სახლით ჩემი უზრუნველყოფა ან თუნდაც თავზე ხელის გადასმა“.
რიტა კი ახლა აანალიზებს, რომ ზუსტად იმავეს გრძნობს, რასაც მარიამი ერთ დროს — ისიც ისეთივე უხმო და უძლური გახდა თავისი შვილის მიმართ, როგორც მარიამი იყო მასთან მიმართებაში. შვილმა დედას გაუცნობიერებლად მიაყენა ღრმა ტკივილი, თუმცა როცა რიტა ამას მიხვდა, უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა — ვერც მარიამის თვალებში აანთებდა ჩამქრალ ნაპერწკალს და ვეღარც სიყვარულით ეამბორებოდა მას.
„რაც ეკუთნის ყველაფერს უკან დავუბრუნებ და მისი ცხოვრებიდან გავქრები, არ მინდა მასთან ერთად სიკვდილი...“, — ამბობს რიტას შვილი.
ტკვილი ისევე გადადის მემკვიდრეობით, როგორც სიყვარული. ხოლო დედები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშავთ საკუთარი ნაიარევი და ჭრილობები, ახლებს ტოვებენ თავიანთ შვილებზე
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025