DATA149.1.19

Logo

ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

ლიკა ლეჟავა

 

 

არსამთავროებოებს შორის არსებული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ორივე ორგანიზაციაში დასავლეთში არსებულ მაღალი მაჩვენებელის ერთ-ერთ მიზეზად ზღვა სახელდება, რადგან დაგროვილი ტყვიის ნარჩენების ევტროფიკაცია ხდება, თუმცა ამ ვარაუდზე ყველაზე ნაკლები კვლევაა  ჩატარებული.

მას შემდეგ რაც ეთილირებული ბენზინი ხმარებიდან ამოიღეს ვარაუდმა, რომ ადამიანის ორგანიზმში ტყვია ჰაერიდან ხვდება უკანა ფლანგზე გადაიწია. სამინისტროები ამას გამორიცხავენ, თუმცა დროდადრო იწერება  სტატიები სადაც ხაზგასმულია საქართველოში ჰაერის  დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. დღეის მდგომარეობით, 7 ავტომატური, მათ შორის 1 მობილური სადგური ფუნქციონირებს. „გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევები. ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომლის თანახმადაც აქტიურად მიმდინარეობს ჰაერში ტყვიის შემცველობის შესწავლა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაზე ზრუნვა. დღეის მდგომარეობით თბილისის მასშტაბით უკვე შემოწმებულია 100-ზე მეტი წერტილი და ჰაერში ტყვიის შემცველობის თვალსაზრისით ნორმაზე გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.“

18 მარტიდან დაიწყო კამპანია „ჩემი ქალაქი მკლავს“ რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები არიან ჩართული. „ჩვენი ქალაქის უდიდესი პრობლემა არის ეკოლოგიური მდგომარეობა. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ ვითარება ქალაქში: გაჩერდეს გაუმართავი ავტომობილები, გაშენდეს ბევრი პარკი, გაკონტროლდეს მშენებლობების ხარისხი, საკვების ხარისხი და მოგვარდეს რიგი სხვა პრობლემები. ჩვენ ვიბრძვით ჩვენივე უფლებისთვის ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“  სოციალურ ქსელში აქტიურად პოსტავენ გამონაბოლქვის ამსახველ ვიდეობს და მოუწოდებენ მთავრობას დროულად ჩაანაცვლონ შავი ბოლის მფრქვეველი ყვითელი ავტობუსები ახლით. კამპანიის ფარგლებში ცნობილი ადამიანები ვიდეორგოლებში საუბრობენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე.გარდა ჰაერისა ტყვიით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი მიზეზია საკვები. მიუხედავად იმისა რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში საგანგაშოსს ვერაფერს ხედავენ და აცხადებენ,რომ ტყვიის შემცველობის საშიში მდგომარეობა არცერთ პროდუქტში ვლინდება, 2018 წლის მონაცემებით, სხვა კვლევებში მკაფიოდ იკვეთება საკვებში ტყვიის არსებობა. „ორბელიანი საქართველო“-ს დაფინანსებით 2019 წლის იანვარ-მარტში არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სურსათში ტყვიის მაჩვენებელი საგანგაშოა. სურსათიდან აღებულ სინჯებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება სუნელებში. ტყვიის კონცენტრაცია განსაკუთრებით საგანგაშოა ყვითელ ყვავილში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმას 246-ჯერ აღემატება. 2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის, დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2%-ს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. 
გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. 
დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში. 2019 წელს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს 1200-მდე ნიმუშის აღებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას თუ ამა თუ იმ შემთხვევაში გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდება.კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ არ ხდება ყველა პროდუქტის შემოწმება ტყვიის შემცველობის მხრივ. “სურსათის გარდა, ჩვენთან სხვა ნივთებზე კონტროლი, პრაქტიკულად, არ ხორციელდება… სათამაშოებში, საღებავებში, სამშენებლო მასალებში, ავეჯსა და სხვა ნივთებში თავისუფლად შეიძლება იყოს ტყვიაც და სხვა მომწამვლავი ნივთიერებებიც,”- განმარტავენ  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.ტყვიის მავნე ზემოქმედების პოტენციალი ბავშვებში უფრო დიდია ვიდრე მოზრდილებში, რადგან ბავშვები ტყვიის შემცველ რის-ჯგუფებში შედიან 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე აშენებულ სახლებში მცხოვრებლები. ტყვიით ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ჰიპერაქტიულობა, სირთულეები კითხვისას, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი დარღვევები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზრდისა და განვითარების შეფერხება. რაც შეეხება კლინიკური სიმპტომებს ეს გამოიხატება მუცლის არეში ტკივილით, ანემიით, ყაბზობით, თავის ტკივილითა და მადის დაქვეითებით.

 

18 June 2026

ფესვები