
„ზაქარას კეთილი მანქანა“
რუსუდან გულაშვილი
„ზაქარას კეთილი მანქანა” ზაქარია დოლიძის პროექტია, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს თავშესაფრითა და საკვებით, ხოლო ინვალიდ ძაღლებს მის მიერვე შექმნილი ეტლებით სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ზაქარია სახლებს, ეტლებსა და რეზერვუარებს საკუთარი ფინანსებით ამზადებს და თავისი მანქანით მიაქვს ადრესატამდე.
„ჩემი მიზანი საზოგადოებისათვის არსებული მდგომარეობის ჩვენება და მათში ცოცხალი არსებების დახმარების სურვილის აღძვრა იყო, რაც, ვფიქრობ, მოხერხდა კიდეც”-აღნიშნავს ზაქარია დოლიძე.
პროექტი უკვე ექვსი წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მიუსაფარი ცხოველებისთვის 1 000-ზე მეტი სახლი აშენდა. დამფუძნებელი სიამაყით აღნიშნავს, რომ მისმა კეთილმა მანქანამ მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 120 000 კმ გაიარა.
ზაქარიას ახალი პროექტის დაწყება მისი ოთხფეხა მეგობრის "რიკის", იგივე "ვალიკოს" ავადმყოფობამ გადააწყვეტინა: „ვალიკოს ვუშველე, ის დღეს სრულიად ჯანმრთელია, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ძალიან კარგად ჩანს, მასშტაბური მზრუნველობითი კამპანია წამოვიწყე“,- აღნიშნავს ზაქარია.
მართალია, კეთილი საქმის კეთება მარტომ დაიწყო, თუმცა თანდათან სხვა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებიც შეუერთდნენ. ახლა უკვე პროექტში არაერთი მოხალისეა ჩართული. ერთ-ერთი მათგანი ნათია სარაჯიშვილია, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ჩართულობისთვის ძალიან ბევრი საშუალებაა - ფიზიკური, მორალური, თუნდაც ფინანსური ან მატერიალური. მთავარი სურვილი და დაკავშირებაა, გვახარებს ყოველი ინიციატივა, მოტივაციას გვაძლევს ყოველი გამოწვდილი დახმარების ხელი. შეიძლება ეს არ იყოს ჩაქუჩის აღება და სახლის აშენება, მაგრამ იყოს სწორი აზროვნების ჩამოყალიბება სულიერი არსებების მიმართ ლოიალური და მზრუნველობითი დამოკიდებულებების შექმნა, მაგალითის ჩვენება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საქმიანობაც“.
საქართველოსთვის მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე. ცხოველების უფლებადამცველი ნათია ჩიქოვანი გვეუბნება, რომ დიდ ქალაქებთან შედარებით რაიონებსა და სოფლებში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევები გაცილებით მეტია: „რეგიონებში საერთოდ ლაპარაკიც არ არის ცხოველებზე ზრუნვაზე, მეტისების არასასურველ ლეკვებს პირდაპირ ნაგავში ყრიან ან ქუჩაში ტოვებენ. პასუხს ვერავის მოსთხოვ. გამოსავალი მხოლოდ ერთიანი სისტემის შექმნაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად იმუშავებს“.
2015 წლის მონაცემებით მხოლოდ თბილისში 43 000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი იყო აღრიცხული. სავარაუდოდ, დღეისთვის ეს რიცხვი გაზრდილია. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ისეთი პროექტები, როგორიც „ზაქარას კეთილი მანქანაა“ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, რადგან ყოველგვარი კომერციულობისა და შემოსავლის გარეშე ზაქარიას კეთილ მანქანას მხოლოდ უანგარო სიკეთე ამოძრავებს.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება

19 March 2025