DATA149.1.19

Logo

ციფრული ტრანსაქციების საუკუნე - კიბერუსაფრთხოების მრავალმხრივი გამოწვევები და მათი გავლენა ბიზნესზე

მარიამ ჯანიაშვილი

 

თანამედროვე სამყაროში ციფრული ტრანსაქციები ისე გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, რომ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად მარტივად ვანდობთ ფინანსურ ინფორმაციას ტექნოლოგიურ სისტემებს. ერთი დაწკაპუნებით ვრიცხავთ თანხას, ვაკეთებთ ონლაინ შესყიდვებს და ვმართავთ ბანკის ანგარიშებს. თუმცა, სწორედ ეს სიმარტივე ქმნის ყველაზე დიდ საფრთხესკიბერშეტევებს, რომლებიც არა მხოლოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს, არამედ მთელ ბიზნეს სექტორს აზარალებს.

ბოლო ათწლეულში კიბერუსაფრთხოება გადაიქცა ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად. მსოფლიოში ყოველდღიურად ათასობით შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც თაღლითები ელექტრონული შეტყობინებებით ან ყალბი ვებსაიტებით მომხმარებლებს პირად მონაცემებს იღებენ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო SMS ან ელ. ფოსტა შეიძლება ფინანსური კატასტროფის მიზეზად იქცეს, მაგალითად:
ფიშინგ შეტევებიროდესაც თაღლითები ბანკის სახელით გზავნიან შეტყობინებებს და მომხმარებლები პირად კოდებსა და მონაცემებს გასცემენ  უკვე კლასიკად იქცა. საქართველოში ბოლო წლებში არაერთმა მოქალაქემ დაკარგა თანხა სწორედ იმ მიზეზით, რომდაკლიკა“ „ნაცნობ“ ან ახლობლისგან მოსულ  ბმულზე, რომელსაც რეალურად თაღლითურ ვებსაიტზე გადაჰყავდა.

ბიზნესისთვის საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულია. კომპანიების მონაცემთა ბაზებში თავმოყრილია ფინანსური ინფორმაცია, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები და კომერციული საიდუმლოებები. სწორედ ამიტომ, კიბერშეტევა კომპანიაზე შეიძლება არა მხოლოდ ფინანსური დანაკარგის, არამედ რეპუტაციის კრიზისის მიზეზადაც იქცეს.  მომხმარებლის ნდობა ისეთივე ფასეული აქტივია, როგორც ნებისმიერი პროდუქტი ან სერვისი.

მიუხედავად ამისა, ბევრ კომპანიაში ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა. ბევრი მათგანი უსაფრთხოებას მხოლოდ ტექნიკურ საკითხად მიიჩნევს და მას IT დეპარტამენტის კომპეტენციად ტოვებს. რეალურად კი ეს საკითხი უნდა იყოს ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტი. ინფორმაციის დაცვა, ფინანსების უსაფრთხოება და მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება ბიზნესის თითოეული რგოლის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ დასავლურ ქვეყნებში კომპანიებს მოეთხოვებათ ისეთი რეგულაციების დაცვა, როგორიცაა GDPR — მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია, რომელიც მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გადამუშავების მკაცრ წესებს აწესებს.

მსოფლიო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუცველ სისტემებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო Equifax-ის მონაცემთა გაჟონვა 2017 წელს, როდესაც ამერიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საკრედიტო კომპანიამ დაკარგა 147 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. შედეგად, კომპანიას მილიარდობით დოლარის ზარალი მიადგა და მისი რეპუტაცია სერიოზულად შეილახა. მსგავსი შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა სხვა საერთაშორისო ბრენდებშიც — „Yahoo“, „Target“, „Sony“ და სხვები, რომლებმაც შემდეგ გაცილებით მეტ რესურსი დახარჯეს იმ სისტემების აღდგენაზე, რომლის გაძლიერებაც თავდაპირველად ბევრად იაფი დაჯდებოდათ.

კიბერშეტევების დიდი ნაწილი გამოწვეულია არა ტექნიკური ხარვეზით, არამედ ადამიანური შეცდომით. სწორედ ამიტომ, ექსპერტები ხშირად საუბრობენ სოციალური ინჟინერიის რისკებზეეს არის მეთოდი, whereby თაღლითები ფსიქოლოგიურად მანიპულირებენ ადამიანებზე, რათა მათგან საიდუმლო ინფორმაცია მიიღონ.

„ფიშინგი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევა, ხშირად მიზნად ისახავს მომხმარებლების ფინანსურ გაძარცვას და თუ ადამიანი დაუფიქრებლად დააჭერს ამ ბმულს, მან შეიძლება დაკარგოს კონტროლი თავის პირად მონაცემებზე,“- განმარტავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე და ასევე აღნიშნავს, რომ ეს შეტევა საკმაოდ სახიფათოა, რადგან თავდამსხმელები ხშირად იყენებენ  ელ.წერილებსა და ბმულებს, რომლებიც ოფიციალური წყაროების იდენტურია. მისი აზრით, მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ ბმულის URL ნაწილი და არ ისარგებლონ არასანდო ბმულებით, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტები.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომხმარებლის მონაცემების დაცვა, ანდრო გოცირიძე ურჩევს, რომ მათი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა იყოს მყარი და მუდმივად განახლებული - კომპანიები, რომლებიც ვერ ახდენენ გავითარებას, ადაპტირებას  განახლებას, დიდი რისკის ქვეშ არიან. უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვა არამარტო კონფიდენციალურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ მათ საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ფინანსური და რეპუტაციული დანაკარგები,“ . ის ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია კომპანიებმა ინვესტიცია ჩადონ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის მუდმივ განახლებაში და არ შეჩერდნენ მხოლოდ რეგულაციების მინიმუმზე.

კიბერშეტევებმა, ექსპერტის თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კომპანიების რეპუტაციული და ფინანსური პრობლემები. „გაყიდვების და მომხმარებლის ნდობის დაკარგვამ შეიძლება დააზარალოს ბიზნესი. მას შემდეგ, რაც კლიენტები ეჭვობენ ორგანიზაციის უსაფრთხოების სისტემებში, მათ შესაძლოა აღარ მოინდომონ მათი მომსახურების გამოყენება . ბიზნესის წარმატება, მისი თქმით, არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხზე, არამედ ასევე მომხმარებლის უსაფრთხოებასა და მის ნდობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობას, ანდრო გოცირიძე თვლის, რომ ასეთი თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების უსაფრთხო სტრატეგიების შესაქმნელად. ის განმარტავს, რომ თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთადმუშავებენ, ისინი ადვილად მიიღებენ და გაზიარებენ კიბერშეტევების შესახებ ინფორმაციას, რაც დაეხმარება სწრაფად რეაგირებას. კიბერუსაფრთხოება უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. როცა სახელმწიფო და კერძო სექტორი ურთიერთდახმარებით მუშაობენ, ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ციფრულ გარემოს,“ - ამბობს ანდრო გოცირიძე.

მას ასევე მიაჩნია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (რომელსაც დღეს უფრო და უფრო მეტად გამოიყენება როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მხარის მიერ) შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კიბერუსაფრთხოების სფეროში. რესპოდენტი განმარტავს, რომ AI-ის გამოყენება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ ის სწორად არის კონფიგურირებული და უსაფრთხოების სისტემებიც სწორად გაწერილია: „AI- შეუძლია მონაცემების დამუშავება და ანომალიების სწრაფი აღმოჩენა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თავდაცვის შესაძლებლობებს. თუმცა, თუ ის გამოიყენება მავნე მიზნებისთვის, შესაძლოა საკმაოდ სახიფათო გახდეს, AI- გამოყენებისას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ის მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაზე იყოს მომართული. თუ არ დავიცავთ უსაფრთხოების პრინციპებს, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი თავადაც გადაიქცეს საფრთხედ.

თანამედროვე რეალობაში ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება ერთდროულად ნამდვილად  იძლევა როგორც თავდაცვით, ისე თავდასხმით შესაძლებლობებს. ერთი მხრივ, AI- შეუძლია დროულად გამოავლინოს საეჭვო ქცევა სისტემაში და თავიდან აიცილოს საფრთხე, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონაც შეიძლება გახდეს იარაღიმაგალითად, ჰაკერებმა შეიძლება გამოიყენონ გენერაციული ალგორითმები ფიშინგ შეტევების გასაუმჯობესებლად ან მომხმარებელთა მოტყუების რეალისტური გზების შესაქმნელად. შესაბამისად, ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ავტომატურად არ ნიშნავს დაცულობასის მოითხოვს მუდმივ ადაპტაციასა და ცოდნის განახლებას.

გარდა ტექნიკური დაცვისა, ბოლო წლებში გაიზარდა კიბერ დაზღვევის მნიშვნელობაც. მრავალი კომპანია დღეს იღებს სპეციალურ პოლისებს, რომლებიც ზარალს უნაზღაურებს იმ შემთხვევაში, თუ კიბერშეტევა გამოიწვევს მონაცემთა დაკარგვას ან ფინანსურ ზარალს. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში, სადაც კომპანიები ჯერ კიდევ სწავლობენ, როგორ მართონ მსგავსი კრიზისები.

მთავრობებიც სულ უფრო მეტად ერთვებიან კიბერუსაფრთხოების განვითარებაში. სახელმწიფო სუბსიდიები და ინვესტიციები აუცილებელია, რადგან კერძო სექტორი მარტო ვერ გაუმკლავდება მზარდ საფრთხეებს. ამ მიმართულებით საქართველოშიც მზარდი ინტერესი შეინიშნება: ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში უკვე გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, ხოლო ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა ეტაპობრივად ძლიერდება.

გლობალურად კიბერთაღლითობა  ტრილიონობით დოლარის ზარალს იწვევს. Cybersecurity Ventures-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის კიბერდანაშაულით გამოწვეული გლობალური ზარალი წელიწადში 10.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც 2015 წელთან შედარებით 300%-იან ზრდას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოება უკვე ისეთივე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებაა, როგორც ენერგეტიკა ან ფინანსური სტაბილურობა.

კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ IT დეპარტამენტის კომპეტენციაის ბიზნესის საერთო სტრატეგიის ნაწილია. უსაფრთხოების კულტურის განვითარება, თანამშრომელთა განათლება, ტექნიკური სისტემების რეგულარული განახლება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვაეს ყველაფერი დღეს კომპანიების გადარჩენის საფუძველია.

მომხმარებლების ნდობა, ფინანსური სტაბილურობა და ბიზნესის რეპუტაცია ახლა ერთ ხაზზეა დამოკიდებული, იმ ხაზზე, რომელსაცკიბერუსაფრთხოებაჰქვია. ვინც ვერ დაიცავს მას, დაკარგავს არა მხოლოდ მონაცემებს, არამედ მომავალსაც.