DATA149.1.19

Logo

სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება

თინათინ ჭანიძე

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის სოციალური სახლის მშენებლობა თებერვალში სრულდებაპროექტი, რომელიც ასობით ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ 11-სართულიან კორპუსს 121 ბინით, ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით. სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა ერგეში ეკომიგრანტი ოჯახების მრავალწლიანი საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო, თუმცა გადამწვეტი როლი იქონია 2020 წლის ოქტომბერში მომხდარმა მეწყერმა, რომელმაც ერთი ოჯახის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოსახლეობა წლების განმავლობაში ცხოვრობდა არასტაბილურ გარემოში, სტიქიისგან დაზიანებულ ან რისკის ზონად მიჩნეულ დასახლებებში.

პროექტი სრულდება სახელმწიფო საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში,რომლის მიზანია შესაბამისი პირობების შექმნა იმ ჯახებისთვის,რომლებიც სტიქიური უბედურებების გამო იძულებული გახდნენ საკუთარი სახლები დატოვებინათ

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალიმონაწილეობდა, რომელთანაც სამმართველომ ხელშეკრულება 15 361 231 ლარზე გააფორმა 2024 წლის 22 თებერვალს.

ერგეში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა 2026 წლის 22 თებერვლამდე უნდა დასრულდეს და უზრუნველყოს 121 ოჯახის საცხოვრებელი.

https://khelvachauri.gov.ge

 მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული იყო ადგილობრივი რელიეფისა და ბუნებრივი პირობების რისკები, რის გამოც პარალელურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტთან დამცავი კედლის მოწყობაც. ხელისუფლების ინფორმაციით, დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები, კეთილმოწყობილი იქნება ეზო და გამწვანებული სივრცეები. ადგილობრივი ოჯახები აცხადებენ, რომ ამ პროექტს დიდი ხანია ელოდნენ. ნაწილს უკვე დაუმტკიცდა ბინის გადანაწილების პირველადი სია, ნაწილი კი ჯერ კიდევ ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სოციალური სახლი რეალური შანსია სტაბილური ცხოვრებისთვის.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა ოთხი სოციალური სახლი, მათ შორის სამი - სოფელ კაპრეშუმში და ერთი - ურეხის დასახლებაში.  საერთო ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 112 ეკომიგრანტი ოჯახი.

უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ სალიბაურში კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ფართით ჯამში 350-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება

ეკომიგრაცია საქართველოსთვის უკვე ათწლეულებია გამოწვევად რჩება. ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება სტიქიური მოვლენები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელს კარგავს. სახელმწიფო მუშაობს სტიქიის პრევენციაზე და ახალი საცხოვრებლების მშენებლობაზე. ბოლო წლებში აშენდა რამდენიმე სოციალური სახლი აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში და ქვემო ქართლში, თუმცა მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია, ეკომიგრანტ ოჯახთა დიდი ნაწილი კვლავ ელოდება მუდმივ საცხოვრებელს.

 

 

ფოტოები: https://khelvachauri.gov.ge