
საქართველოს კუთხეების კულტურული იდენტობა გლობალიზაციის პირისპირ
მარი ჩინჩილაკაშვილი
გლობალიზაცია 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველა მხრივ ახდენს გავლენას მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კულტურებზე. ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაცია უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ინერგება ეკონომიკური და პოლიტიკური ახალი მოდელები. ეს ყოველივე კი გვამოგზაურებს სრულიად ახალ რეალობაში, სადაც ქვეყნები და ხალხები თავიანთი კულტურებით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენები ქვეყნის კულტურული იდენტობის შენარჩუნების ასპექტში. გლობალიზაცია რამდენადაც გვაძლევს ახალ შანსებსა და შესაძლებლობებს, იმდენადვე გარკვეული საფრთხეების წინაშე გვაყენებს. კულტურული იდენტობა წარმოაჩენს იმ ღირებულებებს, ტრადიციებს და რიტუალებს, რომლებიც ერთ კონკრეტულ ჯგუფს, რეგიონს ან საზოგადოებას გააჩნია და რაც საშუალებას იძლევა გამოირჩეოდნენ ისინი სხვა ჯგუფებისაგან. ეს იდენტობა ხშირად უკავშირდება ენობრივ, რელიგიურ, კულტურულ და ისტორიულ ელემენტებს, რომლებიც ერთიანად ქმნიან კონკრეტულ საზოგადოების თავისებურებებს. გლობალიზაციის პირობებში კულტურული იდენტობა, ხშირ შემთხვევაში განიცდის ცვლილებებს. მასზე ზეწოლას ახდენენ მსოფლიოში გავრცელებული კულტურული ნორმები, ტრადიციები და სოციალური მიდგომები, რომელთა მიღება ან ადაპტირება ხშირად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული იდენტობა ბევრ ქვეყანაში და რეგიონში ძალიან ძლიერად არის ფესვგადგმული, გლობალიზაცია მაინც იწვევს მისი სახის ცვლილებას, რადგან ხალხი უფრო მეტად ურთიერთობს სხვა კულტურებთან და მოიხმარს გლობალურ პროდუქტებს და ეზიარება გლობალურად გავრცელებულ იდეებს.
საქართველოში, სადაც თითოეული რეგიონი საკუთარ კულტურულ ნიშან-თვისებებით გამოირჩევა, გლობალიზაციის გავლენა განსაკუთრებით თვალშისაცემია. თუ ადრე თითოეული კუთხე – კახეთი, აჭარა, სამეგრელო – გამოირჩეოდა ადგილობრივი ტრადიციებით, რიტუალებით და ცხოვრების წესით, დღეს ამ ტრადიციების მიმართ ნაკლები ინტერესია საზოგადოებაში. მაგალითად, გლობალიზაციის პირობებში შეიძლება შეიცვალოს არაერთი ასპექტი, როგორიცაა ტრადიციული ქორწილები, პანაშვიდები, სუფრა, სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ის უფრო მოდერნიზებული გახდეს, უფრო ინტეგრირებულ გლობალურ სამყაროში – მისი ძირითადი არსი მაინც რჩება.
შეიძლება თუ არა კულტურული იდენტობის სახე შეიცვალოს? დიახ, ეს შესაძლებელია, თუმცა ძველი და ახალი ფორმები შესაძლოა ერთმანეთში შეირწყას და ამან ახალი იდენტობის ფორმები შექმნას, რომლებიც მთლიანად ასახავენ ამ ერის და მისი რეგიონების ღირებულებებს, მაგრამ უფრო ადაპტირებულს გლობალურ კონტექსტში. მიუხედავად ყველაფრისა, ქართული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ის განიცდის ცვლილებებს, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ერი, რომელიც ეყრდნობა თავისი ისტორიას და ტრადიციებს პატივსაც სცემს, ყოველთვის მოახერხებს მათ გადარჩენას და შენარჩუნებას, მიუხედავად გლობალიზაციის გამოწვევებისა.
საქართველო, წლების მანძილზე იყო სხვადასხვა კულტურული და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, თუმცა ის დღემდე უჭერს მხარს სიახლეებს და მრავალფეროვნებას. მის ყველა კუთხეში არსებულ ტრადიციებს გააჩნია ისტორია და თავისებურებანი. ამ ტრადიციებსა და კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ისინი აერთიანებენ საქართველოს. რა იგულისხმება როდესაც ვამბობთ, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურა, წესები, ტრადიციები? არ მივცეთ გლობალიზაციას საშუალება გადღაბნოს ისინი და გააფერმკრთალოს? პირველ რიგში, ეს არ მოიაზრებს გარესამყაროსთან ბარიერების შექმნას, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას, მხოლოდ იმის დატოვებას რაც საუკუნეების წინ იყო. აქ საჭიროა შევქმნათ ბალანსი, თუ როგორ მივიღოთ სიახლეები და დავიცვათ არსებული. ეს დინამიკური პროცესია, რომელშიც წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ. საჭიროა, ვისწავლოთ როგორ მივიღოთ სიახლეები ისე, რომ არ დაიკარგოს საკუთარი კულტურული ფასეულობები. ამ ნაწილში, წარმოვაჩენ გლობალიზაციის გავლენას ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე, ავხსნი როგორ შეიძლება ერწყმოდეს ძველი ტრადიციები თანამედროვე კულტურებს, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ქართული კულტურა გლობალიზაციის უკიდეგანო სივრცეში.
გლობალიზაციის გავლენა ქართულ კულტურაზე
გლობალიზაცია ძირითადად მოიცავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს, თუმცა მას ასევე ძალიან დიდი და ძლიერი გავლენა აქვს კულტურაზეც. რადგანაც საქართველოს აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა, მისი განხილვა გლობალიზაციის ჭრილში ძალიან საინტერესოა. ქვეყანაში ვხვდებით განსხვავებულ და განსაკუთრებულ კულტურულ თავისებურებებს, რომლების წლების მანძილზე ყალიბდებოდა. ეს ყოველივე საქართველოში არსებულ კუთხეებზე ასახავს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს და სხვა ქვეყნების გავლენებს წარსულში. სულ უფრო რთულდება ამ ყოველივეს შენარჩუნება, რადგან ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა. რასაკვირველია, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში გლობალიზაციის გავლენა უფრო მეტად დიდ ქალაქებში იგრძნობა, რადგან აქ ხშირად ცხოვრება დასავლური კულტურების გავლენით ვითარდება. ასეთ დროს საზოგადოება საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს თითქოს უთანაბრებს სხვა ქვეყნებისას. მაგალითად დიდ ქალაქებში იკვებებიან ბურგერებით, პიცით, სხვადასხვა სწრაფი კვებით, აქ შევხვდებით მოლებს რომლებიც სავსეა დასავლური ბრენდებით და ძალიან იშვიათად ვნახავთ ქართული ბრენდის მაღაზიებს. ქართულ კერძებს კი თანამედროვე რესტორნებში ვხვდებით განსხვავებული ინტერპრეტაციით, მაგალითად ხინკალი რომელიც ძალიან ავთენტური ტრადიციული კერძია უკვე ძალიან ბევრ რესტორანში მხოლოდ სუპის სახითაა, ან შეცვლილია მისი ინგრედიენტები სრულად, მას შევხვდებით როგორც შოკოლადის შიგთავსით, ასევე ჩაბუჟბუჟებულს. ამგვარი ცვლილებები განიხილება თანამედროვე კრეატიულ გამოწვევად, რადგან ძველი ტრადიციული საკვები ახლდება და ადაპტირდება თანამედროვე მომხმარებლის სურვილების მიხედვით. ეს ვარიაციები ნათლად ასახავს გლობალიზაციის პრობლემას, რა თქმა უნდა არსებობს საფრთხე, რომ მსგავსად განახლებული ტრადიციული კერძები საკუთარ სულს და ავთენტურობას დაკარგავენ. შესაძლოა ითქვას, რომ გლობალიზაცია და მისი გავლენა ქართულ კულტურაზე არის ერთგვარი ბალანსი საფრთხეებსა და შესაძლებლობებს შორის.
ინტერვიუ ეთნოგრაფ თეონა აბდუშელიშვილთან
საქართველოს კულტურასა და ტრადიციებზე გლობალიზაციის გავლენა მუდმივად განიხილება როგორც ასოცირებული კულტურული და სოციალური ცვლილებების ასპექტი. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიული კუთხით, რადგან ეთნოგრაფი არის ის სპეციალისტი, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი პრიზმით ასახავს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტრადიციებს და ცვლილებებს მათ გარემოში. თეონა აბდუშელიშვილი, როგორც გამოცდილი ეთნოგრაფი, გვიამბობს, როგორ აღიქვამს გლობალიზაციას და როგორ ზეგავლენას ახდენს ის საქართველოს კულტურასა და ტრადიციებზე.
- ქალბატონო თეონა, გლობალიზაცია რამდენად ახდენს გავლენას ქართული კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებაზე?
- გლობალიზაცია, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების გადარჩენაზე, თუმცა ეს გავლენა ყოველთვის არ არის უარყოფითი. ერთის მხრივ, გლობალიზაცია ქმნის სიახლეებსა და მრავალფეროვნებას, რაც ახალი იდეების, სტილის და ტექნოლოგიების შემოყვანას ნიშნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ხშირად არ ქმნის ძველი ტრადიციების შესანარჩუნებლად საჭირო გარემოს. მაგალითად, საერო კულტურაში თანამედროვე ცხოვრებისეული სტანდარტები ხშირად ეწინააღმდეგება ტრადიციული ყოფის სიმდიდრესა და სილამაზეს.
- თუ შეიძლება, გვითხარით, რომელ სფეროებში შეიმჩნევა ამ ცვლილებების ყველაზე მეტი გამოვლენა?
- მთავარი ცვლილებები, რომლებიც მე პირადად ვნახე, დაკავშირებულია სოციალურ ცხოვრებასთან. მაგალითად, საქართველოში სოფლად ჯერ კიდევ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც სახლის ტრადიციული დამამშვენებელ ნივთებზე უძველეს ტექნიკით მუშაობენ, თუმცა, ახალი თაობა უფრო მეტად ინტერნეტით და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული. ეს ახდენს ახალგაზრდების გარკვეულ ინტეგრაციას გლობალურ კულტურულ სივრცეში, ხანდახან ამ ყველაფერს ვერ ერგება ადგილობრივი ტრადიციები.
- გლობალიზაციის პროცესში, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოების როლი ტრადიციების შესანარჩუნებლად ?
- ჩემი აზრით, ადგილობრივი საზოგადოების როლი უდიდესია, რადგან თუ ადამიანები ვერ იმეორებენ და არ გადმოსცემენ თავიანთი წინაპრების გამოცდილებას, ტრადიციებმა შეიძლება უბრალოდ დაკარგონ მნიშვნელობა. თუმცა, ზოგჯერ, გლობალიზაციის გავლენით, სწორედ ადგილობრივი ხალხის ინიციატივები და სოციალური ქსელები ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ტრადიციების მოზიდვისა და მათი უფრო მეტად გამრავალფეროვნებისათვის. ჩვენ ვხედავთ, როგორ ყალიბდება ახალი კულტურული ფორმები, რომლებიც აერთიანებს როგორც ძველ, ისე ახალ ელემენტებს.
- როგორ აღიქვამენ ახალგაზრდები გლობალიზაციას? აქვთ მათ ინტერესი ტრადიციების მიმართ?
- როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე, გლობალიზაცია მათთვის გთავაზობს უფრო მეტ შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მისაღებია მათთვის, ვინც ინტერნეტის და სოციალური მედიასაშუალებების დახმარებით ეძებს ახალ მიმართულებებსა და ინფორმაციას. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთ მათგანს, მიუხედავად მიუხედავად იმისა, რომ აინტერესებს თანამედროვე კულტურა და ცხოვრების წესი ასევე დიდი სიყვარული და ინტერესი აქვს ტრადიციულ საკითხებზე, როგორიცაა ხალხური სიმღერები, ხალხური ხელოვნება და ხელნაკეთი ნამუშევრები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ დააბალანსონ თანამედროვე მოთხოვნილებები და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების სურვილი.
- როგორ ხედავთ, რა ფორმაში შეიძლება განვითარდეს ქართული კულტურა მომავალში გლობალიზაციის პირობებში?
- ქართული კულტურა, რა თქმა უნდა, განაგრძობს ევოლუციას. ჩემი აზრით, მომავალში უნდა მოხდეს ისეთ კულტურულ ფორმატებში განვითარება, რაც შეინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და შეძლებს მათ შემდგომ გაფართოებას გლობალური სივრცეში. ე.ი. ვსაუბრობთ ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა ქართული ტრადიციული მუსიკის გაცნობა მსოფლიოსათვის, ქართული ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაცია.
- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა თაობას, რომელიც დაინტერესებულია როგორც ტრადიციების შენარჩუნებით, ასევე გლობალურ სამყაროში აქტიური მონაწილეობით?
-მთავარია შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და ტრადიციები, მაგრამ არ შეშინდნენ იყონ გახსნილები ახალი იდეების, ტექნოლოგიებისა და კულტურული გაცნობის მიმართ. არ არსებობენ მხოლოდ ერთპიროვნული გზები და არჩევანი. მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში მნიშვნელოვანია, ამ პროცესში შეიქმნას ინტეგრირებული ხედვა, რომელიც მოიცავს ძველს და ახალს.
ქართული ტრადიციები და მათი წარსული ტრანსფორმაცია
საქართველოში არსებული ტრადიციები მუდმივად იყო ქვეყნის იდენტობის ამსახველი მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი ატარებენ არა მხოლოდ ხალხის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელობას, არამედ ქვეყნის ისტორიას. ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს აქვს საკუთარი უნიკალური ტრადიციები, ისინი მკაფიოდ ასახავენ მათ გეოგრაფიულ, სოციალურ და ისტორიულ თავისებურებებსა და განსხვავებულ გზებს. დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი იმერეთსა და აჭარაში ყოველთვის იგრძნობოდა თურქული და ბერძნული კულტურების გავლენა და სინთეზი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში სპარსული და რუსული ტრადიციები უფრო მეტად იკვეთებოდა. მიუხედავად ამ გავლენებისა და ისტორიული ფაქტორებისა, ქართულმა ტრადიციებმა უმეტესწილად შეძლეს შეენარჩუნებინათ თავიანთი განუმეორებლობა. ქართული ხალხური მუსიკა, საცეკვაო ხელოვნება, კალიგრაფია, მუზეუმები, არქიტექტურა და მრავალი სხვა დარგი წარმოადგენს კულტურულ საგანძურს, რომელიც არა მხოლოდ გასული დროის სიმბოლოა, არამედ ასახავს ეროვნული სულისკვეთების არსს.
XX საუკუნის მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის დროს მკაცრად კონტროლდებოდა კულტურა და ტრადიციები და მათზე გავლენა იქონია ბევრმა სახელმწიფო პოლიტიკურმა ძალამ გლობალური და დასავლური იდეებით. ამ პერიოდში იყო გავრცელებული აზრი , რომ ქართული კულტურა ემსახურებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ იდეალებს. ამ დროს ძალიან ბევრმა ტრადიციამ დაკარგა თავისი პირვანდელი სახე, რადგან ის უფრო მეტად სტანდარტიზებული ხდებოდა. ქორწინებები, გასვენებები, სოფლის დღესასწაულები გახდა ისეთი ცერემონიები, რომლებიც კოლექტივიზაციის პროპაგანდას ემსახურებოდა, ამასთანავე სხვადასხვა პარტიული ინიციატივების პოპულარიზაციისთვისაც იყო გამოყენებული. გადაკეთდა უამრავი რიტუალი, რომელიც მანამდე სულიერი და უფრო მეტად სიღრმისეული მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. შეიცვალა ტრადიციული ცეკვა, სიმღერა, ისინი მეტად სტანდარტიზებული ხდებოდა და ატარებდა საბჭოთა იდეოლოგიისათვის მისაღებ შინაარსს. ამ ყველაფრის შედეგად, საქართველომ დაკარგა ბევრი იმ ტრადიციის ხასიათი და მნიშვნელობა, რომელიც ადრე მის კულტურულ იდენტობას ქმნიდა. როდესაც ნაციონალიზმი გაძლიერდა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ამან განაპირობა ტრადიციული ქართული კულტურის ახლიდან აღორძინება. 1990-იან წლებში, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და დაიწყო ეროვნული იდენტობის აღდგენა და ქართული ტრადიციების გაძლიერება. იმ პერიოდმა, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ განიმტკიცა, ბევრმა სფერომ იპოვა ახალი მიმართულება: ტრადიციები აღარ იყო მხოლოდ წარსულის რეპროდუქცია, არამედ ისინი განახლდნენ და ტრანსფორმირდნენ თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებებთან ერთად.
გლობალიზაციის პროცესის ამჟამინდელი ხასიათი და მისი გავლენა მრავალფეროვანია, თუმცა თუ მას უფრო სიღრმისეულად შევადარებთ საბჭოთა კავშირის დროს არსებულ რეალობას, შევნიშნავთ უამრავ საინტერესო პარალელს. დავინახავთ როგორ ეწინააღმდეგებოდა პატარა კულტურა გლობალურ გავლენებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც აღმოჩნდა მისი ზეგავლენის ქვეშ. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ქვეყანა დასავლეთისაგან იზოლირებული იყო, იქმნებოდა ილუზია რომ დასავლეთისაგან დაცული იყო საბჭოთა ხალხი, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მოსახლეობაც. თუმცა, გლობალიზაციის გავლენები მაშინაც იგრძნობოდა, რადგან დასავლეთის კულტურა მაინც აღწევდა კერძოდ კი ტანსაცმლის, მუსიკის, ფილმების, წიგნებისა და იდეების სახით.
ჯინსების თაობა და დასავლური ტენდენციები
1980-90-იან წლებში ახალგაზრდებს სურდათ დასავლური მოდის მიღება, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, როგორ ვრცელდებოდა გლობალიზაციის გავლენები საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილ ჩარჩოებში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა კონტროლს, რათა თავიდან აერიდებინა დასავლური ტენდენციების გავლენა, ეს ტენდენციები მაინც ჟონავდა საქართველოში. მაგალითად, ნელ-ნელა ცნობილი გახდა ევროპული და ამერიკული მოდა, მათ შორის ჯინსები, ტოპები და სხვა თანამედროვე ტანსაცმელი. მიუხედავად იმისა, რომ იკრძალებოდა დასავლური არხების ყურება, ახალგააზრდები მაინც უყურებდნენ აკრძალულ ტელეშოუებსა და ფილმებს, რომლებიც მათზე ახდენდა მყისიერ გავლენას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო „რადიო თავისუფლების“ სიხშირეებით ჩართული რადიოების მოსმენა, რომელიც უმეტესწილად ასახავდა დასავლური კულტურის და სოციალური რევოლუციების ტრენდებს. სწორედ ამიტომ “თვითმფრინავის ბიჭების“ საქმე კარგი მაგალითია. იმ დროინდელ ახალგაზრდებს ჰქონდათ დაუცხრომელი სურვილი არ ეცხოვრათ იზოლირებულ და შეზღუდულ გარემოში და ამისაგან თავის დაღწევა სურდათ. ისინი იყვნენ დაუმორჩილებლები და იყვნენ სიახლეების მიმართ ძალიან ღია.
დასავლური კულტურის სუნთქვა საბჭოთა კავშირში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაგალითი იყო საბჭოთა კავშირში დასავლური მუსიკის – როკის, პოპის და ჯაზის პოპულარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა დასავლური კულტურის „დამალვას“ და მის წინააღმდეგ პროპაგანდას, მუსიკა მაინც გავრცელდა და უამრავ ადამიანზე იქონია ძალიან მნიშნელოვანი გავლენა. „ბიტლზის“ და „როლინგ სტოუნსის“ სიმღერები საბჭოთა ახალგაზრდებში ისეთივე პოპულარული იყო, როგორც დასავლეთში.
საბჭოთა კავშირის კულტურული წინააღმდეგობები და პოპულარული მედიასაშუალებები
საბჭოთა კავშირში ახალგაზრდებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ძალდატანებითი შეზღუდვები ყველაფერზე, რაც უკავშირდებოდა დასავლურ კულტურას – ჰოლივუდის ფილმებს, მოდას, მუსიკას და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფრის გარშემო ატეხილი სკანდალები და აკრძალვები ხშირად ქმნიდა კიდევ უფრო დიდ ინტერესს და მუდმივ სურვილს. ახლა უფრო ღია და თავისუფალი, მაგრამ მაინც ერთგვარი მედია კონტროლირებული სამყაროა, სადაც ფილმები და სერიალები სრულიად ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმებში. პოპულარული კულტურა, რომელიც დამყარებულია დასავლურ მოდელზე, კვლავ აქტუალურია.
საბჭოთა კავშირის გლობალიზაციისა და კულტურული მძლავრობის მიმართ წინააღმდეგობები
საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენდა კულტურული იდენტობის გაუფასურებისა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდა დასავლური გავლენის წინააღმდეგ ებრძოლა, გლობალიზაციის უგულებელყოფა შეუძლებელი იყო. დღესაც ვხვდებით პოპულარული კულტურების ეფექტს თანამედროვე საზოგადოებებში, რომელიც წინ მიიწევს და ჩრდილავს პატარა კულტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი კულტურული იდენტობა, სოციალური მედია, კინოთეატრები, ხელოვნება და ონლაინ პლატფორმები კიდევ უფრო მეტად ახდენს მასზე ზეგავლენას. უკვე ნათელია, რომ ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის მისი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სინთეზი არის აუცილებელი, რადგან სამყაროსთან ურთიერთობისა და სხვა ქვეყნებთან ინფორმაციების გაცვლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ქვეყნები, რომლებიც ჩაკეტილ საზღვრებში დარჩებიან და გარესამყაროსგან იზოლირებულები არიან, არიან იმ დიდი რისკის წინაშე, რომ მათი განვითარება შეფერხდება. უფრო მეტიც, როდესაც ქვეყნის პოლიტიკა და ეკონომიკა მხოლოდ ამავე ქვეყნის რესურსების იმედად არსებობს, ის, როგორც წესი, არ ხდება მდგრადი. სამწუხაროდ, მსგავსი მაგალითები არსებობდა და არსებობს ისტორიაში, და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია დღეს არსებული სიტუაცია ჩრდილოეთ კორეაში.
ჩრდილოეთ კორეა ის ქვეყანაა, რომელიც ანტაგონისტურ ურთიერთობებში იმყოფება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან, მათ შორის მეზობელ სამხრეთ კორეასთანაც. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ურთიერთობა დაძაბული და კონფლიქტურია. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას აქვს მუდმივი დაპირისპირება, რომელიც გამოხატულია როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კუთხით. მისი დახურული რეჟიმი და მკაცრი კონტროლი ყველა სფეროზე, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა თუ საერთაშორისო ურთიერთობები, მას სრულად იზოლირებულს აქცევს მსოფლიოსაგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შექმნა თავისებური დახურული სისტემა, სადაც ოფიციალური ე.წ. "სამხრეთ კორეასთან ბრძოლა" და საკუთარი სოციალისტური იდეოლოგია განიხილება როგორც მთავარი მისია, ამ სისტემის შედეგად ქვეყანაში არ არსებობს ადეკვატური ეკონომიკური განვითარების საშუალებები. ამავე დროს, მოსახლეობა მაქსიმალურად იზოლირებულია სამყაროსგან, მას აკრძალული აქვს ვაჭრობა უცხოეთთან, ხოლო მისი კულტურული და ტექნოლოგიური განვითარების დონე სტაგნაციაშია.
გავავლოთ საქართველოსთან პარალელი, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მთელი ქვეყანა მკაცრად კონტროლდებოდა, ხშირად იგრძნობოდა, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტი თითქმის მიუწვდომელი იყო. საქართველო ვეღარ ახერხებდა თავისი კულტურული და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციას, რადგან არ არსებობდა შესაბამისი გაცვლა და ინტერაქცია მსოფლიოსთან. ქართველებმა, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეელებმა, ფაქტიურად ვერ მიიღეს სრულყოფილი ინოვაციები და ქვეყნის თანამედროვე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მექანიზმებიც ვერ აამოქმედეს. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველო გაიხსნა მსოფლიო ბაზრისთვის დაიწყო ახალი ეტაპი.
სინთეზი, როგორც აუცილებლობა
საქართველოსთვის, გლობალიზაციასთან სინთეზი არ არის მხოლოდ ერთგვარი არჩევანი. ეს არის აუცილებლობა, რადგან გარე სამყაროსთან ურთიერთობის საშუალებით ხდება ახალი იდეების, ტექნოლოგიების და ეკონომიკური შესაძლებლობების მიღება. ეს სჭირდება ქვეყანას, რათა ის სერიოზულად განვითარდეს და არ იყოს გაყინული ერთ ადგილას საუკუნეების მანძილზე. თავისუფალი და ღია ურთიერთობები სამყაროსთან გახსნიან განვითარების ახალ გზებს, მისცემენ ქვეყანას შესაძლებლობას იყოს უკეთესი კონკურენტი მსოფლიო ბაზარზე. გლობალიზაციის გავლენა საბჭოთა კავშირზე ცხადად აჩვენებს, რომ კულტურებს შეუძლიათ გადალახონ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლები და გაარღვიონ საზღვრები.
დღეს, როცა საქართველოში გლობალიზაციის გავლენა უფრო ნათელია და სხვადასხვა საერთაშორისო შესაძლებლობები ხელმისაწვდომია, აუცილებელია დავაფასოთ ის გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ დრომდე განვლო. იყო დრო, როდესაც სამყაროსთან სინთეზი აკრძალულიც კი იყო და ნებისმიერი კავშირი უცხოეთთან მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური მკაცრად კონტროლდებოდა და ისჯებოდა. საბჭოთა კავშირისთვის იზოლაცია და უცხოეთთან შეზღუდული კონტაქტი ძალზე ხელსაყრელი იყო, რადგან ის ამარტივებდა სისტემის კონტროლის შენარჩუნებას. როდესაც ქვეყანა გარესამყაროსგან იზოლირებული იყო, მისი მოქალაქეები ბევრად მარტივად სამართავებიც იყვნენ. საქართველოსთვის, რომელიც ისტორიულად მეტად ღია იყო, როგორც კულტურულად, ისე პოლიტიკურად, საზღვრების დახურვა და ცხოვრების წესის მკაცრი კონტროლი წესრიგის შენარჩუნების მექანიზმები გახლდათ. რასაკვირველია, როცა საზოგადოება იზოლირებული და დახურულია, ის უფრო მარტივად მართვადი ხდება, რადგან დაკარგულია ინდივიდუალური თავისუფლებისა და გარე გავლენების ინტერაქციის შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტრადიციები კარგადაა შემონახული და გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მათი ფორმები დროთა განმავლობაში მოერგო ახალი რეალობის განსხვავებულ მოთხოვნებს. დღესდღეობით, ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულებსა და ცერემონიებზე ხშირად ვხვდებით ახალ ელემენტებს, რომლებიც წარსულისაგან განსხვავდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციები დაკარგულია. პირიქით, მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია გვაჩვენებს, რომ ტრადიციები ცოცხალი პროცესია, რომელიც მუდმივად ეხმიანება არა მხოლოდ წარსულს, არამედ აწმყოსაც. ამ ტრანსფორმაციაში, კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციები ისე შევინარჩუნოთ, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ტრადიციები არ უნდა ცოცხლობდნენ მხოლოდ მუზეუმებში, ისინი უნდა არსებობდნენ ჩვენს გვერდით და ადაპტირდნენ ახალ რეალობაში.
ინტერვიუ ნატო წულუკიძესთან – კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და გლობალიზაციის გავლენა
ნატო წულუკიძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია და აქტიურად მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს, ინტერვიუში საუბრობს ქართული ტრადიციების და კულტურის მდგომარეობაზე გლობალიზაციის პირობებში. მისი აზრით, ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება გლობალიზაციის ფონზე არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართულ კულტურას ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურაში. მიუხედავად გლობალიზაციის და თანამედროვე ცივილიზაციის ტენდენციების გავლენისა, მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტრადიციები დარჩეს ისეთივე მყარად, როგორც წარსულში. ნატო აღნიშნავს, რომ დღესდღეობით აუცილებელია ყველამ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, იცოდნენ ტრადიციების ისტორია და მნიშვნელობა.
- ნატო, დიდი მადლობა, რომ დრო გამოგვყავით ინტერვიუზე. როგორ შეაფასებდი დღესდღეობით ქართული ტრადიციების მდგომარეობას?
- მე ვფიქრობ, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი ერისთვის, არამედ მსოფლიო კულტურისთვისაც. მიუხედავად გლობალიზაციის და თანამედროვე ცივილიზაციის ტენდენციების გავლენისა, ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენი ტრადიციები დარჩეს ისეთივე მყარად, როგორც ადრე. დღესდღეობით, უფრო მეტ გამოწვევას ვაწყდები, რადგან ახალი კულტურული გავლენები, ახალი იდეები და ტენდენციები სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ღირებულებები.
- რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას რომ ქართულმა ტრადიციებმა არ დაკარგონ არსი და მნიშვნელობა?
-მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერაა. ჩემი აზრით ეს ღონისძიებები არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ქალაქებში უნდა იმართებოდეს. რათა ტრადიციები ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო იყოს.
- როგორ ფიქრობთ, ქართული ტრადიციები როგორ იცვლებოდა წარსულში და რა გავლენა მოახდინა საბჭოთა პერიოდმა მათზე?
- ისტორიულ კონტექსტში, ვფიქრობ, რომ ქართული ტრადიციები წარსულში უფრო ბუნებრივად არსებობდა. ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. საბჭოთა პერიოდში კი, ტრადიციები დიდწილად სტანდარტიზებული გახდა და ხშირად მათი ძირითადი არსი დაკარგული იყო. მაშინ ამ ტრადიციებს უფრო პოლიტიკურ კონტექსტში იყენებდნენ. მათი ფორმაც შეიცვალა.
- როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ტრადიციები ?
- მე ვფიქრობ, რომ ტრადიციები და კულტურა აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ თანამედროვე სამყაროსთან. არ შეიძლება ვთვლიდეთ, რომ ტრადიციები მხოლოდ წარსულში დარჩება. გლობალიზაციამ შეიძლება გააძლიეროს ჩვენი კულტურა, თუ სწორად ვმართავთ მას. ტრადიციები არ უნდა გადავიდეს მხოლოდ კონსერვატიულ აზროვნებაში. აუცილებელია მათი მუდმივი განვითარების გზების ძიება.
- გლობალიზაციის და თანამედროვე სამყაროს გავლენის ფონზე, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ქართული ტრადიციების განვითარება მომავალში?
მე ვფიქრობ, რომ ქართული ტრადიციები მომავალშიც განვითარდება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენი კულტურის არსის შენარჩუნებით. გლობალიზაცია, თუ მას სწორად მოვეპყრობით, შეიძლება ჩვენი კულტურის გამყარების და გაფართოების საშუალებაც კი გახდეს...
როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები?
ქართული ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში ფორმირებული და გადმოცემული კულტურული ფასეულობებია, რომლებიც იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი შემონახვა და დაცვა, რადგან ეს ტრადიციები არა მხოლოდ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, არამედ ხალხის სულიერების და ცხოვრების წესის გამოხატულებაცაა. როგორც ედვარდ თოპელი აღნიშნავს, „კულტურა არის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ აზროვნებენ ადამიანები და როგორ მოქმედებენ ისინი“ (Hall, 1976). თუმცა, თანამედროვე სამყაროში, სადაც გლობალიზაცია და ტექნოლოგიების განვითარება იწვევს კულტურული განსხვავებების გაქრობას, ქართული ტრადიციების შენარჩუნება სულ უფრო რთულდება. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების დაცვას და მათ გადასცემს მომავალ თაობებს. მაგალითად ახალი თაობისათვის კულტურის სრულყოფილი გაცნობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ტრადიციების შენარჩუნებაში არის მათი სათანადო და სრულყოფილი გაცნობა და გადმოცემა მომავალი თაობებისთვის. სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური პროგრამები უნდა იქმნებოდეს, რომელიც კულტურული ელემენტების შესწავლას მოიცავს, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარი ტრადიციების სიყვარულს, მათ ექნებათ სურვილი დაიცვან საკუთარი კულტურა. ქართული ტრადიციული ხელოვნება და ხელსაქმე, როგორიცაა კერამიკა, ტექსტილი, ხეზე კვეთის ხელოვნება, ხალიჩების ქსოვა, და სხვა მრავალი საქმიანობა, წარმოადგენს კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს. აუცილებელია, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ხელს შევუწყობთ ამ ხელსაქმეების აღდგენასა და პოპულარიზაციას. სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები უნდა ზრუნავდნენ, რომ ხელოსნებს შეეძლოთ საკუთარი ხელოვნება გაავრცელონ და გაათანამედროვონ. გლობალიზაციის პროცესში, როდესაც ახალი იდეები და ტექნოლოგიები ვრცელდება, ქართული ტრადიციების შენარჩუნება შესაძლებელი გახდება მათი თანამედროვე გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანით. ტრადიციული საკვები, ღვინო და მუსიკა შეიძლება ისეთ ფორმებში წარსდგეს, რომ გაერთიანდეს ძველი და ახალი. მაგალითად, ტრადიციული ქართული რეცეპტების გლობალურ ბაზარზე პოპულარიზაცია, ქართულ კინოსა და მუსიკის თანამედროვე საერთაშორისო სცენაზე გამოტანა, ეს ყოველივე შეიძლება იყოს საუკეთესო გზა, რომ ქართულმა ტრადიციებმა არ დაკარგონ აქტუალობა.
ტრადიციებისადმი პატივისცემა შეიძლება ამაღლდეს კულტურული ღონისძიებების ჩატარებით, რომლებიც გამოხატავს მათ მნიშვნელობას. ყოველწლიური ფესტივალები, რომლებიც დამყარებული იქნება ქართულ ტრადიციებზე. მსგავსი კულტურული ღონისძიებები, ხელს შეუწყობს ხალხს, რომ გაეცნოს და დაიცვას ტრადიციები.
სახელმწიფო დონეზე, საჭიროა სერიოზული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციების დაცვას. ეს შეიძლება მოიცავდეს სპეციალურ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, სხვადასხვა ხელოვნების სფეროს ფინანსურ მხარდაჭერას და ასევე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას. სახელმწიფო თუ აქტიურად ჩაერთვება, ამას შეეძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს ტრადიციების შენარჩუნების მიმართულებით არსებული მუშაობა.
ტრადიციების დაცვის გზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კულტურული სინთეზი. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაცია უქმნის საქართველოს ახალ გამოწვევებს, ის ასევე ქმნის შესაძლებლობებს. თუ შევძლებთ გავაერთიანოთ ქართული ტრადიციები თანამედროვე სამყაროში არსებულ კულტურულ ფორმებთან ისე, რომ დავიცვათ მათი ბუნება და სული, ამის შედეგად ორივე კულტურა – ქართული და მსოფლიო – გამდიდრდება. კულტურული სინთეზი არა მხოლოდ ტრადიციების გამოკვეთაა, არამედ მათი თანამედროვე ცხოვრებასთან სინტეზიც. საქართველოში ტრადიციების დაცვა დაკავშირებულია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან. ადგილობრივი მთავრობები უნდა იყვნენ ჩართულნი ტრადიციების დაცვის საკითხებში და მათი დაცვა სამართლებრივი დონითაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც საზოგადოება იგრძნობს, რომ ტრადიციები მისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ისინი უფრო მეტად დაფასებემ მას და შეძლებენ დაიცვან და შეინარჩუნონ ის.
ქართული ტრადიციების შენარჩუნება გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში შესაძლებელია, მთავარია მოვახერხოთ მათი მნიშვნელობის აღდგენა. ეს არის ურთიერთშეთანხმების პროცესი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, არამედ მისი ინტეგრაციას თანამედროვე რეალობაში ისე, რომ მან არ დაკარგოს თავისი უნიკალურობა.
ბალანსის პოვნა ტრადიციულ და თანამედროვე კულტურებს შორის
გლობალიზაციის და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენით, კულტურული სივრცეები და საზღვრები დიდად შეიცვალა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უფრო მარტივად და ხშირად შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება ერთმანეთთან და აზროვნებაც უფრო გლობალურია. თუმცა, როგორც ქართული, ისე სხვა მრავალი კულტურა სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან, როდესაც ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ისტორიული მემკვიდრეობა, ჩაერთონ თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებსა და ტენდენციებში.
პირველი პრობლემა, რომელიც ამ ბალანსის პოვნისას იჩენს თავს, არის „კულტურული ჰომოგენიზაციის“ საფრთხე, როდესაც გლობალიზაციის წნეხი აწვება ადგილობრივ კულტურებს, რის შედეგადაც მათი უნიკალურობა და თავისებურებები ილახება. ტრადიციული კულტურები, ხშირად, ექცევიან თანამედროვე გავლენის ქვეშ და შესაძლოა დაკარგონ მათი მთავარი ნიშნები და ღირებულებები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში არის სერიოზული შესაძლებლობები, რომლებიც წარსულისა და აწმყოს სინთეზს ითვალისწინებს. თუ შევეცდებით ტრადიციულ და თანამედროვე კულტურებს შორის ბალანსი ვიპოვოთ, გავიგებთ, რომ ეს არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ შეუძლებელია მათი ცალ-ცალკე არსებობა თანამედროვე სამყაროში. ორი კულტურის, ტრადიციული და თანამედროვე, ურთიერთშესაძლებლობების გაცნობა და შერწყმა, საშუალებას აძლევს საზოგადოებას შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და, ამავე დროს, მიიღოს ის ახალი ელემენტები, რომლებიც დაეხმარება მის განვითარებას.
ტრადიციული ღირებულებების დაცვა და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია
ტრადიციული კულტურის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ მას ზუსტად ისე ვასრულებთ, როგორც ამას წინაპრები წლების წინ აკეთებდნენ. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და კომუნიკაციის საშუალებები ვითარდება, ტრადიციები შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული და ადაპტირებული. მაგალითად, განვიხილოთ ქართულ ხალხურ მუსიკა, რომლის ტრადიციული ფორმა საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა სრულიად უცვლელ სტანდარტად, დღესდღეობით ის ერწყმის თანამედროვე ჟანრებს, როგორიცაა ჯაზი, როკი ან ელექტრონული მუსიკა. ამგვარი სინთეზი არა მხოლოდ ახალ სიცოცხლეს სძენს ტრადიციულ ფორმებს, არამედ გლობალური აუდიტორიის ყურადღებასაც იპყრობს.
როგორ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით
თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა სოციალური მედია, ვებგვერდები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციული კულტურის პრომოციისა და გავრცელებისთვის. ადგილობრივი ტრადიციები, ხელოვნება, ეს შეიძლება გაცილებით უფრო ფართოდ გავრცელდეს, რადგან ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ციფრული არქივები, რომელიც აჩვენებს მთელს მსოფლიოში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობას.
საზოგადოება და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა
საქართველოს დღევანდელობაში გვხვდება ანტაგონისტური ურთიერთობები, რომლებიც ხშირად გამოხატავს საზოგადოებრივი აზრის და პოლიტიკური ძალების დაპირისპირებას. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი არის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ამასთან დაკავშირებული პროტესტები. როცა 2024 წლის გაზაფხულზე საქართველოში ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესს არ შეუწყობდა ხელს, ადამიანებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ქუჩაში გამოსვლა და აქციების გამართვა, თბილისში ისინი იკრიბებოდნენ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უამრავი ცვლილება დაწყებულა წარსულში.
ეს პროტესტები არა მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გამომხატველია, არამედ უფრო ღრმა სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების გამოვლენაცაა. ქართველმა მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელს უშლიან ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას. მათი თქმით, საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ინტეგრაციაშია.
გლობალიზაციის პირისპირ
საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ არ სურთ დარჩნენ იზოლირებულები, როგორც ეს იყო საბჭოთა პერიოდში მათ ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, სურთ ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ევროკავშირი, ნატო და სხვა საერთაშორისო ინსტიტუციები სთავაზობენ. განვითარებული ეკონომიკა, მეტი თავისუფლება, კულტურული გაცვლა და სამართლიანობა, ამ პროცესში, სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური დაპირისპირებებიც, რომლებიც ნათლად ჩანს. ევროკავშირის დროშა, და პლაკატები, ადასტურებს, რომ ეს აქციები არა მხოლოდ პოლიტიკური უპირატესობებს ეხმიანება, არამედ შესაძლებლობების ქონის უსაზღვრო სურვილებს. ადამიანებს სურთ საკუთარ შვილებს შეუქმნან უზრუნველყოფილი მომავალი, რაშიც მოიაზრება ის, რომ იყოს საქართველოსთვის ღია მსოფლიო, შეგვეძლოს მივიღოთ განათლება საზღვარგარეთ და მოვიპოვოთ დაფინანსებები, ვიყოთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალიზაცია საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება. როგორც ჩანს, ბევრ ადამიანში იმის შიში არსებობს, რომ დასავლური გავლენა, ეროვნული იდენტობის დაკარგვის მიზეზი შესაძლოა გახდეს. თუმცა, ამავე დროს, გლობალიზაცია არის შესაძლებლობების მატარებელი, ის საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს ნაწილი იმ სამყაროსი, სადაც შესაძლებლობები დიდია საზოგადოების განათლება, მეცნიერება, კულტურა და ეკონომიკა, ეს ყველაფერი მოიცავს ახალ ღირებულებებს და მდგრად სისტემებს. ამრიგად, თუ საქართველო არჩევს დასავლური ორიენტაციის შენარჩუნებას და ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს, ის უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე დადგება, თუმცა ამავე დროს შეძლებს ისარგებლოს გლობალიზაციის გაშლილი ჰორიზონტებით და გახდეს უფრო განვითარებული, ღია და კონკურენტუნარიანი ქვეყანა.
გლობალიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია. როცა საქმე ჩვენს კულტურას ეხება, ვხვდებით, რომ ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებს შორის ბალანსის პოვნა არ არის მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციები ჩვენი იდენტობის ნაწილია, და ამ ფასეულობების შენარჩუნება არ ნიშნავს მხოლოდ წარსულში დარჩენას. საჭიროა, რომ ტრადიციები თანამედროვე რეალობაში შემოვიტანოთ, მივცეთ მათ ახალი ფორმა.
გლობალიზაციის გავლენა, რა თქმა უნდა, არ არის ერთმნიშვნელოვანი. როგორც უკვე ვახსენე, მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ კულტურების სინთეზს, სიახლეების მიღებას, ახალი იდეების გავრცელებას, მეორეს მხრივ, ეს პროცესები ზოგჯერ კულტურის, ტრადიციების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. მაგრამ თუ სწორად განვავითარებთ ამ პროცესებს, შევძლებთ გავაძლიეროთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევქმნათ საუკეთესო მომავალი ორივე კულტურისგან — როგორც ტრადიციულისგან, ისე თანამედროვე მსოფლიოსგან. თუ შევძლებთ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციების გასავრცელებლად და მათი შეცვლის გარეშე ახალი ცხოვრებისთვის, მაშინ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული სული და ვიყოთ ამავდროულად ნაწილობრივ გლობალურ, მაგრამ ყოველთვის პატივისცემით მიმართული ჩვენს ტრადიციებსა და ფესვების მიმართ. ბალანსის პოვნა ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციების დაცვას, არამედ მათ ინტეგრაციას თანამედროვე ცხოვრებაში ისე, რომ ისინი გახდნენ უფრო აქტუალურები მომავალ თაობებისთვის. ეს პროცესი მუდმივი და გრძელვადიანი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ტრადიციებს ხელი შევუწყოთ და მათი დაცვა გლობალიზაციის პირობებში ისევ აქტუალური იყოს.
გლობალიზაციის გავლენა არ არის ცალსახად დადებითი ან უარყოფითი – ეს კომპლექსური საკითხია. მისი ეფექტი სხვადასხვაგვარად შეიძლება აისახოს სხვადასხვა საზოგადოებაზე თუ კულტურაზე. საქართველოს მაგალითზე თუ ვისაუბრებ, გლობალიზაცია ახდენს როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენას. დადებითი მხარეები აისახება კულტურული მრავალფეროვნების გაძლიერებაში, ახალ ტექნოლოგიებთან და იდეებთან დაკავშირებაში. მაგალითად, ახალი ტექნოლოგიები და დასავლური კულტურის ელემენტები უზრუნველყოფენ ახალ შესაძლებლობებს ქართველ ახალგაზრდებისთვის. თუმცა, უარყოფითი მხარეებიც არსებობს, რადგან გლობალიზაციის ზეწოლის შედეგად ზოგჯერ ეჭვქვეშ დგება ადგილობრივი ტრადიციები და ფასეულობები. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ თანამედროვე ტენდენციები და მსოფლიო კულტურის გავლენა იწვევს ადგილობრივი იდენტობის დაკარგვას. მაგალითად, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ირჩევენ დასავლური მოდას და ცხოვრების სტილს.
შესაძლოა დავასკვნათ, რომ გლობალიზაციის გავლენა საქართველოს კუთხეების კულტურასა და ტრადიციებზე საკმაოდ მრავალმხრივია. ის იძლევა ახალ შესაძლებლობებს და ასევე გვაყენებს უამრავი გამოწვევის წინაშე. დადებით ასპექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ შეგვიძლია ჩვენი კულტურა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს დავანახოთ, გავაცნოთ და შევაყვაროთ. ფესტივალები, საერთაშორისო ღონისძიებები, მაგალითად როგორიცაა „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ ან „ჯაზფესტივალი“ უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს ხელოვან ადამიანებს. სწორედ ამ კინოფესტივალიდან მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის ვახტანგ კუნცევ გაბაშვილის ძალიან ბევრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც ბევრ ნომინაციაში გაიმარჯვა კიდეც. ეს ნათელი მაგალითია თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ფართო სივრცე ჩვენს სასარგებლოდ.
გლობალიზაციის თანმდევია მისი უარყოფითი გავლენები, საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს უჭირთ შეინარჩუნონ საკუთარი უნიკალურობა გლობალური ტენდენციების წინაშე, რომელიც ძალიან ფართო და მასიურია. ამ პროცესის გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალგაზრდებში, რადგან ისინი ინტერნეტიზაციის გავლენის ქვეშ ექცევიან და ნაკლებად აინტერესებთ საკუთარი ქვეყნის კულტურა, ცდილობენ სტანდარტიზებას და ახალი დროისათვის ფეხის აწყობას. ხშირად სოფლის მეურნეობაც ირჩევს თანამედროვე სტანდარტებს, სწორედ იმას რომელსაც გლობალიზაცია გვთავაზობს. ეს ყოველივე კი სოფლის ტრადიციულ ყოფას ცვლის და დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამ უარყოფით გვერდით მოვლენებზე საუბრისას შეუძლებელია უგულებელვყოთ გლობალიზაციის თანმდევი შესაძლებლობები, ის დიდ ოკეანეს ჰგავს რომელიც თან ითრევს პატარა შენაკადებს. გლობალიზაცია არსებობს და ამას ვერსად გაექცევა ვერცერთი ქვეყანა, ვერცერთი საზოგადოება. ყველაზე ჭკვიანურია ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და ამ უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენება. საქართველოც არ გაქცეულა გლობალიზაციის გავლენებს, ის ამ პროცესების მართვას და მათთან ერთად ცხოვრებას სწავლობს. ზრდის საკუთრ კულტურას, ავითარებს და კონკურენტუნარიანსაც ხდის.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება

19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”

19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“

7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა

8 April 2025