DATA149.1.19

Logo

მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში

თამარ შიუკაშვილი

 

სამუშაო მაგიდაზე დაწყობილი ფურცლები, რვეულები, ლურჯი და წითელი კალამი, დედას დიდი ჩანთა და ბებიას სათვალე - ასე გამოიყურებოდა ჩემი სათამაშო სივრცე ბავშვობაში, ჩემი და კიდევ ბევრი სხვა ბავშვის საყვარელი თამაში - „მასწავლებლობანა“. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს თამაში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, სულაც არ მინდოდა მომავალში მასწავლებელი ვყოფილიყავი. ალბათ ამ პროფესიის სიმძაფრეს ბავშვობიდან ვგრძნობდი, რადგან თამაშისას, როგორც მასწავლებელი , დადებითად არ ვექცეოდი ჩემს წარმოსახვით მოსწავლეებს. რვეულის წითელი კალმით აჭრელება და მოსწავლისადმი ცუდი დამოკიდებულება იყო ის, რასაც მე გამოვხატავდი. ეს ყველაფერი კი სკოლებში დანახული არსებული რეალობის გავლენით იყო გამოწვეული. „ადამიანობის სახელოსნოში“, იქ , სადაც ყველაზე დიდი ადგილი მოსწავლის ადამიანად ჩამოყალიბებას უნდა დათმობოდა, რეალურად მათში ადამიანობისმოკვლაზეზრუნავდნენ.

თუმცა ეს არ არის ის ერთადერთი პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ სკოლებს აქვთ. თან თუ წარსულსაც გადავხედავთ, აშკარად თვალსაჩინო იქნება ჩვენთვის, რომ განათლების სფეროში და განსაკუთრებით სკოლებში არსებული პრობლემები კვლავ პრობლემებად რჩება. ეს იმის ბრალიცაა, რომ განათლების სისტემაში ისევ და ისევ ძველი თაობის  წარმომადგენლები არიან. ამას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით მომზადებული 2023 წლის კვლევაც ადასტურებს. კვლევის მიხედვით, ბოლო 7 წლის განმავლობაში , ჯამში, 30 წლამდე მასწავლებლების წილი სკოლაში მხოლოდ 4%-ია. ის ფაქტები, რომ სისტემას არ ტოვებენ საპენსიო ასაკის მასწავლებლები, სკოლაში საკადრო პოლიტიკა არაა გამართული, მასწავლებლების შეფასება არ არის ობიექტური , დირექტორები უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილ მასწავლებლებს და ამავდროულად მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობა იზრდება, პირდაპირ აფერხებს კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას. ხშირად ამისა და განათლების სფეროში არსებული სხვა პრობლემების გამო, ახალგაზრდები კერძო სკოლებში საქმდებიან, ან რეპეტიტორები ხდებიან. თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც ახერხებს საჯარო სკოლაში დასაქმებას, მაგრამ ეს მათთვის არც თუ ისე სახარბიელოა , რადგან ბევრ პრობლემას აწყდებიან.

საკითხი, რომელიც სტატიაშია წარმოჩენილი, დღეს ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს განათლების სისტემაში. მიუხედავად ამისა , ამაზე ხმამაღლა ხშირად არავინ საუბრობს. ახალგაზრდა მასწავლებლების პრობლემები და მათი შესაძლებლობები კი გამორჩეულად საინტერესოა. უპირველესად  იმიტომ რომ ეს თემა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ძალიან ახლოსაა, თანაც ის არა მხოლოდ მასწავლებელთა პრობლემებზე საუბრობს, არამედ მათი გადაჭრის გზებსაც ეხება, რაც მკითხველს სიღრმისეული ანალიზისა და პრაქტიკული ხედვის წარმოდგენას გაუადვილებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

წითელი კალმის მიმართ პროტესტის განცდა მაქვს, ყოველთვის მწვანე კალამს ვიყენებ“ - რთული მისახვედრი არაა, რომ ეს სიტყვები ახალგაზრდა მასწავლებელს ეკუთვნის. თამარ ხუციშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მას ორ კერძო სკოლაში აქვს  სამუშაო გამოცდილება და ახლა 174- საჯარო სკოლის მასწავლებელია. ზუსტად შვიდწლიანი სწავლება დასჭირდა მას იმისთვის, რომ სკოლაში შეებიჯებინა. როგორც კი 60 კრედიტიანი პრაქტიკული პროგრამა გაიარა, მაშინვე კერძო სკოლაში დასაქმდა, რადგან , მისი აზრით, „იმ დროს საჯარო სკოლის კარიბჭის კარს ვერ შეაღებდი“. ის აღნიშნავს, რომ ეს ფუფუნება მაშინ იშვიათი იყო და თუ ნაცნობი არ გყავდა, საჯარო სკოლაში ვერ დასაქმდებოდი. შემდეგ ბოდიშს გვიხდის არაეთიკურობისთვის და გვეუბნება, რომ სანამ ასაკიან მასწავლებელს არგამოასვენებენსკოლიდან, ის თავისით არ მოდის. კიდევ ერთხელ გვთხოვს პატიებას პირდაპირობისთვის, მაგრამ, ფიქრობს, რომ ეს რეალური სურათია.

 

2019 წელს მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმების ფარგლებში ხელი შეუწყო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიულ სივრცეში ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას. აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებდა ასაკოვანი მასწავლებლებისთვის წინასწარი კომპენსაციის შეთავაზებას, რაც მათ საშუალებას აძლევდა, ნებაყოფლობით დაეტოვებინათ სამუშაო პოზიციები, რითაც გზას უხსნიდა ახალგაზრდა კადრებს. ამ პროგრამის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 8292 მასწავლებელმა დატოვა სისტემა. სწორედ ამ პროგრამის წყალობით, ბევრმა ახალგაზრდა მასწავლებელმა მოახერხა სისტემაში შესვლა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში სისტემაში შესული 3672 მასწავლებლიდან (ანუ, მასწავლებლები, რომლებმაც პირველად ჩაატარეს გაკვეთილი) მხოლოდ 1602 ახალგაზრდა (30 წლისა და უმცროსი ასაკის) მასწავლებელი შევიდა სისტემაში. თამარმაც სწორედ  ამ დროს შეძლო საჯარო სკოლაში დასაქმება. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არა ეს ცვლილება, შეიძლება დღემდე ვერ მოხვედრილიყო საჯარო სკოლაში.

პირველი დღე მას სკოლაში არ ახსოვს, თუმცა ახსოვს ის ემოცია, რომელიც მაშინ ახლდა თან - შიში და ღელვა. ის, რაც მაშინ გაიფიქრა დღემდე ცოცხლად აქვს გონებაში : „როცა კლასში პირველად შევედი მივხვდი, რომ თამაშ აზრი არ ჰქონდა. უნდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ“. შვიდი წელია უკვე თამარის მთავარი პრინციპი გულწრფელობაა და ეს მუშაობს კიდეც მოსწავლეებთან ურთიერთობაში.

თუმცა, მასწავლებლების კარიერა მხოლოდ დადებითი ემოციებით სავსე არ არის. ამას თამარის პირადი ისტორიებიც გვაჩვენებს. აღსანიშნავია, რომ მას, როგორც ახალბედა მასწავლებელს, ბევრი გამოწვევა ჰქონდა, როგორც კერძო , ისე საჯარო სკოლაში. დაწყებული სკოლაში ფურცლის არ ქონიდან, მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგომარეობით დამთავრებული, ის ყველაფერს მარტო უმკლავდება. მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს არც კოლეგებისგან და ხშირად, არც მშობლებისგან. მასწავლებლებისგან გვერდში დგომას რომ ვერ გრძნობს, ეს მისთვის ახლა გასაკვირი აღარაა. თუმცა ის მაინც ხაზს უსვამს იმას, რომ თავდაპირველად მას ყველაზე მეტად იმედი თანამშრომლობამ გაუცრუა. დღეს იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლების ამოსავალი წერტილი მოსწავლე იყოს, ისინი ერთმანეთს მარტო ტოვებენ პრობლემების წინაშე. უფრო სწორედ რომ ვთქვა, ახალგაზრდა, სიახლეების დანერგვის, პრობლემის გადაჭრის გზების მაძიებელ და მოსწავლეებისთვის საყვარელ მასწავლებლებს ებრძვიან დუმილით ან პირდაპირ ქმედებით.

სწორედ ამის გამო თამარის გადმოსახედიდან ახალგაზრდა მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსამართლობის წინაშე მარტო დარჩენაა. მხარდაჭერას ვერავისგან იღებენ, ამიტომ მთავარ გამწევ ძალად ისევ თვითონ რჩებიან. და როცა მოკავშირეებს ვერ ნახულობს ადამიანი, მარტო იბრძვის და მარტო რამის მიღწევა ძალიან რთულია - გვეუბნება ის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ჯერაც არ ყრის ფარ-ხმალს. ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სკოლებში არსებული სიტუაცია შეცვალოს და მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება მისცეს, თან არა მარტო მის საგანში, არამედ ზოგადად. ცდილობს თავისუფალ ადამიანებად გაზარდოს ისინი, ასწავლოს მათი უფლებები, ასწავლოს ის, რაც სკოლის გარეთ, ცხოვრებაში გამოადგებათ. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თამარი მოსწავლეებს ძალიან შეუყვარდათ. სიმართლე გითხრათ, როცა გავიგე, რომ მისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი , რაც კი უთქვამს მოსწავლეს :

ვა, მას, თქვენ მართლა არ გკიდივართ

- ეს ფრაზა იყო, მაშინვე დავრწმუნდი იმაში, რომ ის მართლაც განსხვავებული მასწავლებელია, რომელსაც მოსწავლეები რეალურად აღელვებს.

ჩემთვის სამწუხარო ფაქტად რჩება ის, რომ თამარი ერთ-ერთი იმ მასწავლებელთაგანია, რომელსაც მარტო უწევს ყველაფრის კეთება. „როდემდე?“ - სწორედ ამას ეკითხება ის საკუთარ თავსამ კითხვას კი, ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდა მასწავლებელი უსვამს თავის თავს, რაც რეალურად გვაფიქრებინებს იმას, რომ იმის საშიშროება არსებობსმათ ოდესმე შეწყვიტონ ეს საქმიანობა. გარდა ამისა, მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს პირობებშიც კი, რამაც ახალგაზრდა მასწავლებლებს სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მისცა, ბოლო 7 წლის განმავლობაში სკოლაში დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა 2000- არ აღემატება და ჯამში. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი მასწავლებლად ვერ დასაქმდება, საშუალოდ, მომავალი 10 წლის განმავლობაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ვითარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს განათლების პროფესიისადმი ინტერესის კლება, განსაკუთრებით კი - შედარებით მაღალუნარიან ახალგაზრდებში. რაც თავის მხრივ გააუარესებს განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანიც გვესაუბრა. პირველ რიგში , მან ხაზი გაუსვა იმ მიზეზებს, რის გამოც ახალგაზრდები ვერ საქმდებიან სკოლაში. ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი შეიძლება გამოვყო, მაგალითად, ის, რომ სკოლებში ფიზიკურად არაა ვაკანსიები, თუმცა ხშირად არსებული ვაკანსიების მიუხედავად, მაინც ვერ საქმდებიან ახალგაზრდები, რადგან ასაკოვანი მასწავლებლები სკოლებს არ ტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით დაუსაქმებელი მასწავლებლების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე არსებული ვაკანსიები, მასწავლებლობა მაინც არ არის სასურველი პოზიცია. სალომე აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა დააინტერესოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს. მისი სამუშაო გამოცდილებიდან ვიგებთ, რომ ეს არ ხდებასაქართველოში არანაირი შეღავათი, პირიქით მასწავლებლებს უწევთ თავიანთი მწირი შემოსავლით სხვადასხვა რესურსის შექმნა თავისი მოსწავლეებისთვის, შესაბამისად, ეს პროფესია არ არის პრივილეგირებული“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2023 წელს მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ სწორედ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც საჭიროა ახალგაზრდების პროფესიაში შესვლისთვის. პროფესიაში შესვლის რეგულაციის თვალსაზრისით, ზოგიერთი სისტემა ძლიერ ცენტრალიზებულია. მაგრამ, ზოგიერთ სისტემაში ცენტრალიზებული მექანიზმები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ მოთხოვნა-მიწოდებაში წარმოქმნილი დისბალანსი სახელმწიფო მექანიზმების საშუალებით დარეგულირდეს. პროფესიაში შესვლის რეგულირების თვალსაზრისით კი  სამი ძირითადი მოდელია გამოყოფილი : კანდიდატების სელექცია მოსამზადებელ პროგრამაზე შესვლისას - ამ მოდელის სიძლიერეს მხოლოდ შერჩევა არ განაპირობებს. მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესიაა და, შესაბამისად, ბევრი მაღალი მიღწევების მქონე მასწავლებლობის მსურველი აბიტურიენტი ცდილობს ამ პროგრამებზე მოხვედრას. მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამები არის მაღალი ხარისხის, მოიცავს როგორც საუნივერსიტეტო მომზადებას, ასევე ინტენსიურ სასწავლო პრაქტიკას. პროგრამის დასრულების შემდეგ კანდიდატებს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვთ დასაქმება ; კანდიდატების სელექცია მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ და პროფესიაში შესვლამდედამატებითი ზომების სახით, პროფესიის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, იყენებენ საუნივერსიტეტო პროგრამებში მოზიდვის წამახალისებელ ფინანსურ შეღავათებს  და სხვა ფინანსური წახალისების მექანიზმებს ; მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემდეგ მასწავლებლის უფლების მინიჭება - ეს მიდგომა ითვალისწინებს მასწავლებლობის უფლების მინიჭებას სკოლაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობის შემდეგ. როგორც წესი, კანდიდატებს არ აქვთ წინარე პედაგოგიური განათლება და სწავლების დაწყებამდე ან სწავლების პარალელურად გადიან მოკლევადიან მოსამზადებელ პროგრამას. კანდიდატები ფასდებიან დროებითი მასწავლებლობის კონტრაქტის პერიოდში და კონტრაქტის დასრულების შემდეგ ენიჭებათ მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ეს მოდელები გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამები ვერ იზიდავს მსურველების საკმარის რაოდენობას და სკოლების ნაწილი ახალგაზრდა მასწავლებლების ნაკლებობას განიცდის. ამ პროგრამების საშუალებით, სკოლაში ბევრი ახალგაზრდა შედის სკოლის შეცვლის, არსებითი ცვლილებების შეტანის სულისკვეთებით, მათ შორის, „ალტრუისტებიდააქტიური მოქალაქემასწავლებლები.

სალომე ჩარკვიანის თქმით, ამ რეკომენდაციებს არავინ ითვალისწინებს, თვითმასწავლებელთა სახლიცკი. ერთადერთი პროგრამა, რომელსაც ის იხსენებსმაძიებელთა პროგრამაა“, რომელიც საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს, რომ ისინი დასაქმებულიყვნენ სკოლაში და პარალელურად გაევლოთ პედაგოგიკა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ვერც ამ პროექტმა მოიკიდა ფეხი და გააჩერეს მალევე, სხვა პროექტებიც, რომლებიც არსებობდა და ხელს უწყობდა ახალგაზრდა მასწავლებლების ჩართულობას, მაგრამ გაჩერდა ყველაფერიამის გამო კი წელს  რეალურად პირველად დადგა შედეგი, როცა ახალგაზრდა პედაგოგების რაოდენობა სკოლებში არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.

დღეის მოცემულობით, სკოლებში არ არსებობს მხარდაჭერის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებლებს სპეციალურად ეხმარება პირველი სამუშაო წლის განმავლობაში. სალომე ფიქრობს, რომ ასეთ დროს ერთადერთი , რისი გაკეთებაც სკოლას შეუძლია , არის ახალგაზრდების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება. სხვადასხვა მასწავლებლის გამოცდილების შესახებ სალომემ აღნიშნა, რომ როგორც კი ახალგაზრდა მასწავლებელი მივა სკოლაში, თავის ადგილსმიუჩენენ“, როგორც გამოუცდელს , როგორც არაფრის მცოდნეს და მაშინვე ერთი საფეხურით ქვემოთ აყენებენ. ეს მიმღებლობა, თავის მხრივდამოკიდებულია სკოლის დირექტორებზეც, როგორ მიიღებენ თავის საგანმანათლებლო კულტურაში ახალგაზრდებს. სხვადასხვა სკოლაში მუშაობამ კი აჩვენა, რომ სკოლებს დამოუკიდებელი დირექტორები არ ჰყავთ, რაც ავტომატურად იწვევს სკოლების ჩაკეტილობას და ახალი , თავისუფალი, ახალგაზრდა მასწავლებლების მიუღებლობას.

სალომე ჩარკვიანი ერთ-ერთ საინტერესო დასკვნას გვთავაზობს - „მასწავლებლის სახლისპროექტები გაჩერდა იმიტომ, რომ დღეს სახელმწიფოს არ სჭირდება ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანები. ის გამოსავალს ხედავს სკოლების პოლიტიკის შეცვლაში. მისი აზრით, როცა სკოლებს ეყოლებათ დამოუკიდებელი საგანმანათლებლო მენეჯერები და არა - „პარტაქტივისტები“ , მერე შეძლებენ სკოლები იყვნენ დეცენტრალიზებულები და დამოუკიდებლები, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმების გაზრდას და ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, კარგად ჩანს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ახალგაზრდებისთვის რთული გარემოა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად რამდენიმე რეფორმისა, ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობა საჯარო სკოლებში მაინც კრიტიკულად დაბალია.

პრობლემების ძირითადი წყაროებია: ვაკანსიების დეფიციტი, სასკოლო მენეჯმენტის ჩაკეტილი და არასამართლიანი პოლიტიკა, ახალგაზრდების მიმართ მხარდაჭერის მექანიზმების ნაკლებობა და, ზოგადად, მასწავლებლის პროფესიაში ინტერესის ვარდნა.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სტატიაში გამოკვეთილი თამარის მსგავსი მასწავლებლები ინარჩუნებენ ენთუზიაზმს და ახორციელებენ ცვლილებებს, რაც მოწმობს, რომ სწორი პოლიტიკის პირობებში ახალგაზრდა მასწავლებლები საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

თუმცა, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სრულად გამოვლინდეს, აუცილებელია, განათლების სამინისტრომ და სკოლებმა განახორციელონ სისტემური რეფორმები, გააუმჯობესონ მენეჯმენტი, შექმნან მხარდაჭერის მექანიზმები და გაზარდონ მასწავლებლობის პრესტიჟი, რათა ახალგაზრდა კადრებმა თავი პროფესიულად დაცულად და სტაბილურად იგრძნონ.