არტანუჯის ციხის არქეოლოგიური გამოცანა. მიმდინარე კვლევები და შედეგები
ანნა კარდენახიშვილი
თბილისი (GBC) – ტაო-კლარჯეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართლის სამეფოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ცენტრს – არტანუჯის ციხეს, რომელიც შუა საუკუნეებში ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. თავდაპირველი არტანუჯის ციხის აგება დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული, „ ქართლის ცხოვრების “ მიხედვით, ციხე სწორედ მისი ბრძანებით აუშენებიათ. VIII საუკუნეში ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია, ხოლო IX საუკუნეში არტანუჯის ციხე ქართლის მეფე აშოტ კურაპალატმა განაახლა. რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის აღმშენებლობას. აშოტმა ციხე ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია.
2025 წელს ტაო-კლარჯეთი კვლავ ექცევა ისტორიულ-სამეცნიერო ყურადღების ქვეშ, მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, არტანუჯის ციხის შიდა ტერიტორიაზე პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ, ისტორიკოს/არქეოლოგ ოსმან აიტეკინის თაოსნობით თურქი არქეოლოგები დღემდე იკვლევენ სამარხს, რომელიც, მათივე თქმით, სავარაუდოდ დიდ ქართველ მეფეს აშოტ კურაპალატს ეკუთვნის. აიტეკინმა მოიხსენია ქართული ისტორიული წიგნი „ ქართლის ცხოვრება“, რომლის მიხედვითაც, აშოტ (დიდი) კურაპალატის საფლავი სწორედ აქ მდებარეობს. მისივე თქმით, გათხრებისას სამწუხაროდ ადამიანის ნეშტი არ აღმოჩენილა, სწორედ ამიტომ საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და დაახლოებით კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება. არქეოლოგიური ექსპედიციის მიხედვით, სამარხი ეკლესიის აღმოსავლეთ აფსიდის პირას მდებარეობს, რაც, როგორც წესი, ტრადიციული ადგილი იყო სამეფო პირების დაკრძალვისთვის. ყველა ფაქტი მიუთითებს მეფის საფლავის არსებობაზე, თუმცა ნეშტის ვერ აღმოჩენის გამო, კვლავაც გრძელდება დამატებითი სამუშაოები. ქართველებისთვის დღემდე იდუმალებით არის მოცული ორი მნიშვნელოვანი მეფის სამუდამო განსასვენებლების მდებარეობა – თამარ მეფისა და აშოტ კურაპალატის. რაც შეეხება აშოტის საფლავს, აიტეკინი აცხადებს, რომ ის თავის გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ამ ფაქტის დასადასტურებლად.
მიმდინარე შედეგებმა საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია.

არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია კულტურული არტეფაქტები: სამზარეულო, სარწყავი სისტემა, XI საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკის ფრაგმენტები და სხვა ნივთები, რომლებიც წლის ბოლოს ართვინის მუზეუმს გადაეცემა. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ციხე-ქალაქი ყოფითი ცხოვრების ცენტრი იყო. აიტეკინის თქმით, მმართველი ფენები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ ციხის შიდა ტერიტორიაზე, ხოლო ვაჭრები და მაღალი ფენა გალავნიანი ქალაქის ნაწილში. ქალაქში კი მდებარეობდა სხვადასხვა ტიპის ნაგებობები, როგორებიცაა საფლავები, აბანოები, შადრევნები, ტაძრები.
აიტეკინი აცხადებს, რომ ეკლესიის ნანგრევებთან ძალიან ახლოს აღმოაჩინეს დიდი სივრცე, თიხის ან ლითონის ღუმელი (ტანდური) ან სამზარეულო, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა როგორც რელიგიურ, ასევე ადმინისტრაციულ დონეზე. თურქი არქეოლოგი თავის გუნდთან ერთად წელს აგრძელებს არამხოლოდ პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების შესწავლას, არამედ ახლომდებარე ეკლესიების ძირფესვიან კვლევასაც. მიმდინარე გათხრები შესაძლებელია პირველი არქეოლოგიური დასტური გახდეს შუა საუკუნეების სახელმწიფოებრივი წარსულის, შედეგად კი ეს ადგილი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული და ტურისტული ცენტრი.
არქეოლოგიურ ექსპედიციასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანიის Diverse Travel-ის გიდს, ისტორიკოს გიორგი ბერიძეს (ბერჯავახს) ვესაუბრეთ.
ისტორიკოს გიორგი ბერიძის თქმით, არტანუჯის მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდია, არტანუჯი იყო ქართველთა სამეფოს დედაქალაქი, სადაც პირველად ითქვა სიტყვა „საქართველო“. მიუხედავად იმისა, რომ არტანუჯს XVI საუკუნემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, ამ დრომდე მაინც არ არის სიღრმისეულად გამოკვლეული ციხე-ქალაქის ტერიტორია. ის სამ ნაწილად იყოფოდა, ციხე-ქალაქად, ციხესიმაგრედ და ციტადელად – იგივე დედა-ციხედ, სადაც ერთიანი საქართველოს აკვანი დაირწა. საინტერესოა, რომ ამაში ბოლო დროს თურქი მეცნიერებიც დარწმუნდნენ, ტურიზმის განვითარებისთვის დაიწყო არტანუჯის არქეოლოგიური და სამეცნიერო შესწავლა. საინტერესო ის არის, რომ არტანუჯს აქვს უამრავი ამოუცნობი და საინტერესო ფაქტორი, განსაკუთრებით ბევრია საიდუმლო გამოქვაბულები, რომელთა უმეტესობა პრაქტიკულად შეუსწავლელია. არტანუჯის სიდიადე არ არის მხოლოდ მის არქიტექტურაში, არამედ მის მნიშვნელობაშია, თუმცა ამავდროულად საინტერესოა, რომ ყველაზე დიდ კანიონს გადაჰყურებს არტანუჯის ციტადელი ანუ დედაციხე, ეს არის არტანუჯის წყლის ხეობა, რომელიც შემდეგ მდინარე ჭოროხს უერთდება.
- შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით აქ აშოტ კურაპალატის საფლავი მდებარეობს, არქეოლოგებმა თუნდაც ერთი არტეფაქტი ხომ არ მოიძიეს კვლევის განმავლობაში, რაც მეფის საფლავის აქ არსებობაზე თუნდაც მიანიშნებდა?
- ბოლო დროს „ბესტსელერი“ გახდა აშოტის საფლავის საკითხი, პირდაპირ მოგვითხრობენ ქართლის ცხოვრებისა და უცხოური წყაროები, რომ როდესაც აშოტი გარდაიცვალა, სასიკვდილოდ როდესაც დაჭრეს, დოლისყანაში გადმოასვენეს და „დაკრძალეს ციხესიმაგრე არტანუჯსაო“, მაგრამ კონკრეტული ადგილი, სადაც აშოტი არის დაკრძალული, უცნობია. ამას ემატება ის, რომ არ აღმოჩენილა ნეშტი, ეს საკითხი ძალიან სადაოა, თუმცა, იმედი მაქვს, მომავალი კვლევები ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს. ზუსტი, კონკრეტული წერტილი, სად იყო აშოტი დაკრძალული, არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ დაიკრძალა არტანუჯის ციხეში.
- როგორც ვიცით, სამარხის გარდა არტანუჯის ციხეში აღმოაჩინეს წყალსაცავების სისტემები, მიუთითებს თუ არა ეს ფაქტი ციხეში მცხოვრებ მოსახლეობაზე?
- დიახ, არტანუჯის ციხე სამ ნაწილად იყოფოდა: ციხე-ქალაქად, ქვედა ნაწილად, სადაც ძირითადად მეიდნები და სავაჭრო ცენტრები იყო, ციხესიმაგრედ და მესამე ნაწილი იყო აკროპოლისი, იგივე ციტადელი, დედაციხე, რომელსაც დღეს ერთადერთი კიბით თუ დავუკავშირდებით, თავის დროზეც ალბათ ასე იქნებოდა, ხის და რკინის კიბე ნამდვილად არა, მაგრამ ალბათ ქვის კიბე იყო, იმიტომ რომ ვხედავთ იქ ასასვლელს. რაც შეეხება წყლის სისტემას, არტანუჯის ციხის ზედა ნაწილს, კლდეზე განლაგებულს, რომელიც თავიდან ბოლომდე კლდეზეა განლაგებული, კაცხის სვეტს ჰგავს, 220-55 მეტრზეა მაქსიმალური ზღვარი სიგრძე-სიგანეში, წყლის პრობლემა აქვს, გვირაბები არის, მაგრამ მეეჭვება ეს ყოფილიყო ციტადელამდე. ციხემ სხვაგვარად გადაჭრა წყალმომარაგების პრობლემა, რეზერვუარების სისტემა შექმნეს, გროვდება დაახლოებით 70 ტონამდე წყალი, ერთი რეზერვუარი თავიდან ბოლომდე გაიწმინდა, მეორეს კვლევა ახლაც მიდის. ამ დაჭრილ-გაპრიალებულ დაძარღვულ კლდეს დღესაც ვნახავთ, თუ არტანუჯის დედა-ციხეზე ავალთ.
- ვისგან შედგება არქეოლოგიური ჯგუფი, მხოლოდ თურქი სპეციალისტებისგან, თუ არიან ქართველი არქეოლოგებიც ჩართული?
- დაახლოებით წელიწად ნახევარია არტანუჯის ციხეზე მიმდინარეობს არქეოლოგიური ექსპედიცია, მას ხელმძღვანელობს ძალიან კარგი პიროვნება და სპეციალისტი, ქართული წარმოშობის თურქი არქეოლოგი ომან აიტეკინი, რომელმაც მანამდე შავშეთის ციხე შეისწავლა. ჩართული არ არიან ქართველი არქეოლოგები ოფიციალურად, მთლიანად თურქეთის არქეოლოგები მუშაობენ მხოლოდ, თუმცა ოსმან აიტეკინი თან კარგი პიროვნებაა და თან არ დაგვავიწყდეს, რომ წარმოშობით ქართველია და მან პირობა დადო, რომ თუ რაღაც ისეთი ართეფაქტი აღმოჩნდა, რომელშიც დასჭირდება ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობა, ის აუცილებლად გააკეთებს ამას.
- არქეოლოგიური ექსპედიციის დადებითი და უარყოფითი მხარეები...
- როგორც უკვე გითხარით, უარყოფითი არქეოლოგიურ ექსპედიციაში არაფერი ხდება, შეიძლება უარყოფითი მხარე იყოს მხოლოდ ის, რომ ტურისტებისთვის მინიმუმ ერთი წელი მიუწვდომელი იქნება დედა-ციხეზე, იგივე მთავარ კლდეზე ასვლა, რათა ექსპედიციას ხელი არ შეუშალონ მუშაობაში. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე ექსპედიცია ბევრს საინტერესო ფაქტს წარმოგვიჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მე გული მწყდება, გარკვეული პერიოდი ვეღარ ავალთ არტანუჯის ციხეზე, მთავარია, რომ მომავალში ეს იქნება ძალიან საინტერესო ადგილი ნებისმიერი მოგზაურისთვის.
არტანუჯის ციხე კვლავ რჩება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ. მიმდინარე კვლევები არ გვაძლევს სრულად დასაბუთებულ/დასრულებულ ინფორმაციას, თუმცა, ბოლო კვლევებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა არსებული ისტორია და ცხადჰყო, რომ ციხე მრავალფუნქციურ ცენტრს წარმოადგენდა, რომლის დანიშნულებაც მრავალმხრივი იყო, როგორც ადმინისტრაციული, ასევე საყოფაცხოვრებო. არსებული მასალა ცალსახად მიუთითებს ძეგლის განსაკუთრებულ არქეოლოგიურ პოტენციალზე. ფაქტი ერთია, ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიის მარგალიტია, რომელიც უამრავ საიდუმლოს ინახავს, მეცნიერები და ისტორიკოსები დღემდე თავდაუზოგავად მუშაობენ ამ საიდუმლოებების ფარდის ასახდელად. იმედი ვიქონიოთ, რომ არტანუჯის ციხის არქეოლოგიური კვლევა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, რაც საქართველოს ძველ სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს, კულტურასა და იდენტობას გააცოცხლებს.
სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია ონლაინ მედია პლატფორმაზე - GEORGIAN BUISNESS CONULTUNG, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025