ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
ლიკა ლეჟავათამარ იარაჯულის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი დონე აღმოუჩინეს. თამარმა კვლევის ჩატარე მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სხვა მშობლებთან სოციალურ ქსელში საუბრისას აღმოაჩინა, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე ბავშვების ყველა სიმპტომი მისთვის ნაცნობი იყო. მას შემდეგ რაც გაბრიელს სისხლში ტყვიის მაღალი დონე დაუდგინდა, კვლევა მეორე შვილსაც ჩაუტარა. თამარი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს, რადგან არ იცის რა არის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის წყარო და არ არის ინფორმირებული როგორ უნდა მოიქცეს. ამ პრობლემას თამარ იარაჯულის შვილები წლებია უკვე ებრძვიან, თუმცა უშედეგოდ. გაბრიელისა და მისი ძმის სისხლში ტყვიის შემცველობა 150 მკ/გ-ს აჭარბებს. ოჯახმა ინტოქსიკაციის წყაროს დღემდე ვერ მიაკვლია. სწორედ ამას მიიჩნევს, თამარი მთავარ პრობლემად. “მომაწოდონ ინფორმაცია რა წამალი დავალევინო, სად ვასეირნო, რა სათამაშოები ვუყიდო“.
ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. ის არის რბილი, მკვრივი და დრეკადი ლითონი, რომელიც გარემოს ბუნებრივი დამაბინძურებელია. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვია აღწევს თავის ტვინში, ღვიძლში და თირკმელებში. დროთა განმავლობაში მისი აკუმულირება კბილებსა და ძვლებში ხდება. იმის გამო, რომ ამ დროს პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამლვა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დიდი რაოდენობით ტყვიას იერიში თავის ტვინზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მიაქვს. ტყვია არის ნიადაგში, წყალში, დაბინძურებულ ჰაერში და შესაბამისად, საკვებშიც.
ტყვიით ინტოქსიკაციის შესაძლო გზებია:
1. საღებავი, რომელიც შეიცავს ტყვიას;
2. სახლის მტვერი ან ნიადაგი.
3. ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალა;
4. დაბინძურებული გარემო, საოჯახო მტვერი;
5. ტკბილეული/სანელებლები, თუ მასში გამოყენებულ საღებავში მაღალია ტყვიის შემცველობა;
6. სათამაშოები, პარფიუმერია, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა საღებავ ელემენტებს;
7. წყლის მილები;
8. საწვავი.
ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ, ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ჩვ. წელთაღრიცხვამდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.
ამის შემდგომ, ახ. წ.-ით I საუკუნეში ბერძენმა ფიზიკოსმა პედანიუს დიოსკორიდესმა აღნიშნა: „ტყვია გონებას აფერხებს“.
Occupation Safety and Health Research Institute-ის თანახმად, ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთი უძველესი, დადგენილი და ყველაზე ცნობილი პროფესიული დაავადებაა. მისი მწვავე შედეგები ძველი დროიდანვეა აღმოჩენილი.
ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ ტყვიის მომაკვდინებელ და საგანგაშო ეფექტებზე ადამიანის სხეულში, თუმცა ისინი კვლავ მოიხმარდნენ მას, რადგან იოლად მოსახმარი მეტალია, ჟანგგამძლეა და მკვრივი. რომაელები განსაკუთრებული სიხშირით მოიხმარდნენ ტყვიას წყლის მილებისა და ქვაბების დასამზადებლად. იულიუს კეისარის მთავარმა ინჟინერმა ვირტუვიუსმა როგორც აღნიშნა, წყალი მიწისგან დამზადებულ მილებში უფრო ჯანსაღია, ვიდრე ტყვიის მილებში - როგორც ჩანს, ტყვია აზიანებს.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022