ძალადობა - ბრძოლა, რომელსაც საქართველოში მოძალადეები იგებენ
გიორგი პატარაია
პრობლემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვერ გადაიჭრა. საკითხი, რომელზეც სისტემატიური ტრეინინგები და სემინარები ტარდება. ძალადობა, XXI საუკუნის მთავარი თემა.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, აყენებს მორალურ თუ ფიზიკურ ზიანს და არღვევს მის უფლებებს იწოდება ძალადობად. სიტყვა ძალადობა პირველად XIV საუკუნეში გამოიყენეს და განმარტეს, როგორც ქმედება, რომელიც ადამიანის დაბადებისთანავე მინიჭებული უფლებებს შეურაცხყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ 7 საუკუნის უკან ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პრობლემა იყო და ამ ქმედებაზე თვალი არ უნდა დაეხუჭათ. რა არის ძალადობა და რამდენ ტიპს მოიცავს იგი? ამ საკითხზე საუბრობს ფსიქოლოგი, თინათინ ასათიანი. „ძალადობის ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ საზოგადოდ, ეს არის ძალის გამოყენება ადამიანისათვის ზიანის მიყენების, მისი განადგურების, ტანჯვის მიზნით. განხორციელებული ძალადობა საზოგადოებასა და ადამიანებს ძვირი უჯდება, ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ ძალადობა და საკითხის გადასაჭრელად, არაძალადობრივი გზები მონახონ. თუკი, მშვიდობიანი ძალისხმევის მიუხედავად, დაპირისპირება მწვავდება და ძალადობა მაინც ხდება, მისი მართვაც უფრო მძიმეა და შედეგებიც.“
იოჰან გალტუნგი, თავის ნაშრომში „კონფლიქტის ტრანსფორმაცია მშვიდობიანი გზით“ აღნიშნავს, რომ ადამიანისათვის ზიანის მიყენების სხვადასხვა გზები არსებობს. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო – შეიარაღებული, ფიზიკური ძალადობა, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს, შეაჩეროს, ფიზიკურად დააზიანოს, ან გაანადგუროს ადამიანი. ფსიქოლოგიური ძალადობაც ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ადამიანების ურთიერთობაში, რომელიც უფრო დაფარულია, მაგრამ არანაკლებ მძლავრი. იგი მიზნად ისახავს ადამიანის გონებასა და გულზე ზემოქმედებას და ხშირად, ადამიანის გონებრივ და სულიერ ტანჯვას, შიშსა და სიძულვილს იწვევს.
სტრუქტურული ძალადობა განსხვავდება ზემოთ აღწერილი ორი ტიპის ძალადობისაგან. ეს არის არაპირდაპირი ძალადობა, რადგან არსებულ სოციალურ სტრუქტურაშია ჩაშენებული და მისგან მომდინარეობს. სტრუქტურული ძალადობა ნაკლებად თვალსაჩინოა, ვიდრე ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძალადობის კიდევ ერთი ტიპი და ამავდროულად, ინსტრუმენტი კულტურული ძალადობაა. იგი კულტურის იმ ასპექტებს ეფუძნება, რომელიც ზემოთ ნახსენები ინსტრუმენტების ლეგიტიმაციას ახდენს. ძალადობა დადასტურებულია ისეთ დასახელებებში, როგორიცაა – რევოლუცია, რელიგიური ფანატიზმი, პოლიტიკური იდეოლოგიები (ნაციონალიზმი, კომუნიზმი).
-თქვენი აზრით, ძალადობის რომელი ტიპი არის ყველაზე ხშირი და პრობლემური საქართველოში?
- ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ოთხივე ტიპის ძალადობა უნდა განიხილებოდეს და ვფიქრობ, რომ ეს განხილვა დაგვანახებს ერთი მხრივ, საკითხის კომპლექსურობას და მეორე მხრივ, სინათლეს გვირაბის ბოლოს. ანალოგიას მედიცინასთან გავაკეთებ და შეგახსენებთ, რომ კარგი ექიმი დაავადების სამართავად გარკვეულ ეტაპებს გადის. ჯერ სიმპტომები აინტერესებს, შემდეგ ანალიზის შედეგები, სტრატეგიას ირჩევს და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებს, ეს ასე ვერ ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორსაც დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. და მგონია, რომ პრობლემა უფრო ფართოდ უნდა განიხილებოდეს. სამყარო მრავალგანზომილებიანია და აქედან გამომდინარე ჩვენ არ განვიხილავთ მხოლოდ „კარგსა და ცუდს“. სოციალურ გარემოს ქმნიან ადამიანები, და მთლიან სოციუმზე არის დამოკიდებული. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ცუდი ექიმებისა არ იყოს, თავიდანვე არ ვრეაგირებთ და შემდეგ ვებრძვით შედეგებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი. ძალადობის მართვა შესაძლებელია და უნდა ვიცოდეთ, პირველ რიგში პრობლემის იდენტიფიცირება, სიმპტომების დადგენა, სიტუაციის ანალიზი, სტრატეგია და რაც მთავარია, მოქმედება. რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, აქ ჩვენ გვაქვს საქმე გალტუნგის „ძალადობის ტიპების“ ოთხივე ტიპის ძალადობასთან. გამოვარჩევდი ქალთა მიმართ ძალადობას.
ქალთა მიმართ ძალადობა, მართლაც რომ ყველაზე პრობლემური და გადაუჭრელი საკითხია საქართველოში. ოდითგანვე მამაკაცი იზრდებოდა, როგორც მამაც ადამიანად, რომელიც იქნებოდა ოჯახის უფროსი, უზრუნველყოფდა და დაიცავდა ოჯახს. როგორც ჩანს, სოციუმის გარკვეულ ნაწილში მამაცაკის როლმა მუტაცია განიცადა და გარდაიქმნა ძალადობის ფორმაში, რომელსაც ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობას ვუწოდებთ. რაიმე თემა აქტუალურია, როდესაც საზოგადოებას აქვს მოთხოვნილება კონკრეტული თემის მიმართ. ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად ხდება ტელეგადაცემების მთავარი თემა. ეს გამოწვეულია ძალადობის რიცხვის მომატებით. როგორც ჟურნალისტი მარიამ ბერიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს „ძალიან ბევრ წერილს ვიღებთ, სადაც ქალბატონები გვთხოვენ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ხმა. უმეტეს შემთხვევაში ისინი არ ამხელენ სახელსა და გვარს, რადგან ეშინიათ, რომ მათი ეს ქმედება უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ბევრია ქალბატონების რიცხვი, რომლებზეც სექსუალურად ძალადობენ სამსახურშიც. ჩვენ გვინდა მათი დახმარება, მაგრამ ისინი გაჩუმებას არჩევენ.
ჩვენ ჩავწერეთ რესპოდენტი, რომელიც ასევე იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. რესპოდენტმა თავისი სახელის და გვარის ფარულად დატოვება არჩია.
- მოგვიყევით თქვენი ისტორიის შესახებ
- 4 წლის წინ, როდესაც მე-12 კლასში გადავედი, მშობლემა შემიყვანეს უნარების პედაგოგთან. მოგეხსენებათ ვემზადებოდი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. მასწავლებელი ცხოვრობდა ჩვენს კორპუსთან ძალიან ახლოს. მას ნაქირავები ჰქონდა ფართი და იქ ამზადებდა მოსწავლეებს. ზუსტად მახსოვს საღამოს 9 საათზე დამიბარა მეცადინეობაზე. თავიდან ჯგუფში ვიყავით ორნი, მაგრამ მომდევნო მეცადინეობაზე დავრჩი მარტო ჯგუფში. ერთ დღეს შემომთავაზე ყავის დალევა და მხარზე მოფერება და ჩახუტება დამიწყო. თავიდან უბრალოდ ვიფიქრე, რომ ალბათ სითბოს გამოხატავს თქო. მისი ეს ქმედება ნელნელა საეჭვო გახდა, ერთხელ მაისური ჩამიწია და დამიწყო მოფერება და ზურგს უკან ჩამიცურა ხელი. მეშინოდა, ისიც ვიფიქრე რაიმეს ჩავარტყამ და გავიქცევი თქო, მაგრამ მეშინოდა რომ დამეწეოდა. ძალიან მეშინოდა...
- რამდენ ხანს გრძელდებოდა რეპეტიტორის მსგავსი ქმედებები?
- დაახლოებით 10 დღე. შემდეგ წამოვედი და აღარც მივსულვარ
- რა მიზეზი თქვით ოჯახში, რატომ გინდოდათ რეპეტიტორის შეცვლა?
- უბრალოდ ვთქვი, რომ ვერ მიხსნიდა საგანს კარგად... ოჯახს ვერ ვეტყოდი რეალურ მიზეზს.
- უბრალოდ გაუფრთხილდით საკუთარ თავს თუ შეგეშინდათ მოვლენების განვითრების?
- უბრალოდ არ მინდოდა ჩემს მშობლებს ენერვიულა. თან იცით, რომ საზოგადობას შეიძლება არ დაეჯერებინა ჩემთვის და ისიც ეთქვა, რომ ჩემი ბრალი იყო.
- არ გგონიათ, რომ კანონი თქვენს გვერდით დგას?
- არ ვიცი საერთოდ აინტერესებს თუ არა მსგავსი საკითხები პოლიციას. რამდენჯერ მსმენია, რომ ქალი გაუუპატიურებით, მისულან და პირიქით ქალის მიმართ ჰქონიათ ეჭვები, რომ მისი გარეგნობა ან ქცევები გახდა მაპროვოცირებელი მამაკაცის ქმედებებისა.
- თუ გქონიათ სხვა მოსწავლეებთან შეხება და თუ ფიქსირდებოდა მსგავსი ფაქტები მათთან?
- იყო რამდენიმე გოგონა, რომლებმაც ჩემს მსგავსად მასწავლებლის გამოცვლა არჩიეს. ერთ-ერთმა მირჩია კიდევაც რომ წამოვსულიყავი და აღარ დავბრუნებულიყავი.
- დღეს შეცვლიდით რაიმეს?
- დღეს აუცილებლად ვიტყოდი. ამ დროს ადამიანებს გვერთვება ინსტიქტი, რომ დავმალოთ ყველაფერი, რათა ავირიდოთ ზედმეტი პრობლემები თავიდან. დღეს ბევრად ძლიერი ვარ, დღეს ვიტყოდი და აუცილებლად დავსჯიდი ამ ადამიანს. მაშინ პატარა ვიყავი, არ ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა ან ვინ დამიცავდა.... 22 წლის გოგონა დღეს ყველაფერს იტყოდა და გადაარჩენდა სხვა გოგონებს...
ინტერვიუს შემდეგ ფსიქოლოგს, თინათინ ასათიან დავუსვით კითხვა
- რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?
- პირველ რიგში ფიზიკურ და კულტურულ ძალადობასთან. სხვა გოგონებისგან განსხვავებით მან მალევე მოახერხა პრობლემის იდენტიფიცირება და შეძლო თავის დაღწევა. თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა. კიდევ ერთ მოძალადეს შერჩა დანაშაული. კულტურული ძალადობა არის სახეზე, როდესაც ის აღნიშნავს, რომ საზოგადოება მას არ დაუჭერდა მხარს და საკითხში მის ბრალეულობას მოძებნიდნენ.
- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლემიც იტანჯებიან და წლების განმავლობაში მალავენ, რომ მასზე ძალადობენ?
- რჩევის მიცემა არ მინდა, რადგან მჯერა, რომ ყველას თავისი ისტორია, დამოკიდებულება და ხედვა აქვს ნებისმიერი საკითხის მიმართ... ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს და მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომ გადაწყვიტოს თუ რასთან აქვს საქმე. ჩვენ, ფსიქოლოგები ადამიანს პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებით. წარმოიდგინეთ, თუ ისინი ვერ მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, ისინი ვერ მიხვდებიან, რომ აქვთ საქმე ძალადობასთან და შესაბამისად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას მიმართონ ფსიქოლოგს. მე ვურჩევდი, რომ „პრობლემა სხვა სიბრტყეზე გადანერგონ“ - ადამიანების, ჩვენი ფსიქიკის, აზრის, ემოციის, ურთიერთობების ძალები უსაზღვროა. ისინი ყოველგვარი სტერეოტიბებისგან და ცრურწმენებისგან უნდა განთავისუფლდნენ და რა თქმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი შეგონებით-„რაც არ გკლავს ის გაძლიერებს“ ან როგორც საქართველოში იტყოდნენ „ შარი ხეირად აქციოსო“.
- და ბოლოს, ჩვენი სტატიის სათაურია „ძალადობა - ბრძოლა, რომელსაც საქართველოში მოძალადეები იგებენ“. რა მნიშვნელობას ატარებს ეს სიტყვები თქვენთვის და ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
- ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს პირდაპირ ნისნავს, რომ ბოროტება იმარჯვებს სიკეთეზე. ჩვენ, სოციუმმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მალე საქართველოში ამ საკითხმა დაკარგოს აქტუალურობა, ანუ შემცირდეს ძალადობების რიცხვი
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022