ქართული ხმა მსოფლიო კინო ინდუსტრიაში — POSTRED-ისა და ბესო კაჭარავას ამბავი
ქეთევან მჭედლიშვილი
WARNING: ნაშრომის წაკითხვამდე სავალდებულოა ჯონ ქეიჯის 4’33’’ - ის მოსმენა.
„ხმაურების დარბაზი“ — ასე ჰქვია ადგილს, სადაც შეიქმნა ხმა, რომელიც საქართველოდან ჰოლივუდამდე მივიდა. EUPHORIA, SCREAM, THE PASSENGER — ეს იმ პროექტების მცირე ნაწილია, რომელზეც ქართველმა ხმის დიზაინერებმა, Foley არტისტებმა იმუშავეს და ისეთ გიგანტ კორპორაციებთან ითანამშრომლეს, როგორებიც არიან NETFLIX, HBO, BBC, PARAMAUNT PICTURES, WARNER BROS, UNIVERSAL PICTURES და თითქმის ყველა სხვა მსხვილი კომპანია.
რა არის Foley და რომელია კომპანია, რომლის უკანაც ქართველი ხმის დიზაინერები დგანან? Foley — როგორც ამბობენ, ხმით მოყოლილი ამბავია. ყველა ჩვენგანი ტყუილში ცხოვრობს იმ კუთხით, რომ ყველა ხმა, გარდა ლაპარაკისა, ფილმში გადაწერილია. ხმის დიზაინერების აზრით, ფოლი “მარილია”, რომელიც ფილმს დასრულებულსა და გემრიელს ხდის.
სირბილის, ჭამის, ტანსაცმლის, წერის ხმები, რომელიც, ერთი შეხედვით, ფილმებში ნამდვილია, სინამდვილეში, ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი ხმებია. რა ხმა აქვს ტანსაცმელს? ყველაფერს თავისი ხმა აქვს, სკამსაც კი. ფილმების გადაღებისას ხშირად რეკვიზიტები და სცენები არ გამოსცემს ხმას, რომელიც რეალურად აქვს. ფოლი არტისტები სწორედ ამ ხმის, უმეტესად სხვა ნივთებისგან, შექმნაზე ზრუნავენ.
გადაჭრილი ქოქოსისგან ცხენის სირბილის ხმა, გაბრაზებული ადამიანის სიარულის განსხვავებული ფეხსაცმლით გაკეთებული ხმა და ა.შ. ეს მცირე უცნაურობების სიაა, რომელიც ფილმში გვესმის, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ. კარგად გაკეთებული ფოლი მაყურებლისთვის შეუმჩნეველია. მის გარეშე ფილმი, ვიდეოთამაში, რეკლამა არაბუნებრივი და არაკომფორტულია.
ფოლის ინდუსტრია საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ შემოვიდა.
კანადიდან დაბრუნებულმა ქართველმა ხმის დიზაინერმა, ბესო კაჭარავამ, გადაწყვიტა, საქართველო მსოფლიო კინო რუკაზე მოენიშნა და აუდიო-ვიზუალური ინდუსტრია, როგორც სერვისის მიმწოდებელი და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი, შეექმნა და განევითარებინა. ვანკუვერში სწავლისა და ცხოვრების შემდეგ, ბესომ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ცხადია, კანადაში ხმის ინდუსტრია ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე საქართველოში.
“არიან ადამიანები, რომლებიც იმისთვის სწავლობენ, რომ, უბრალოდ, ისწავლონ. არიან ადამიანები, რომლებიც იმისთვის სწავლობენ, რომ რაღაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვთ. მინდოდა, რომ განვვითარებულიყავი, როგორც ქართველი ხმის დიზაინერი, ქართველი არტისტი. მთავარი გამოწვევა იყო, რომ საქართველოდან ლოს ანჯელესში გავმხდარიყავი TOP”, — ამბობს ბესო.
წასვლისას იქ დარჩენას გეგმავდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა და კომპანია შექმნა. 10 წლის წინ, 2015 წელს, სტუდია „პოსტრედი“ დაარსდა, რომელიც ხმას, მუსიკასა და ვიდეო თამაშებს, ინსტალაციებსა და არტ პროექტებს ქმნის. ისტორიას თუ მივყვებით, სინამდვილეში, ის ბევრად უფრო ადრე - სტუდენტობისას, ჯონ ქეიჯის 4’33’’-ით დაიწყო, რომელიც მხოლოდ სიჩუმეს, მაგრამ ამავდროულად ამ სიჩუმეში გარემოს ხმებს გულისხმობს.
„კულტურულ დონეზე კინო ყოველთვის კარგი იყო საქართველოში“ — 90-იანი წლების საქართველოშიც კი არსებობდა პროექტები, რომლებმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. მაგრამ მაინც, არც ზოგადად კინო და მით უმეტეს, ხმის ინდუსტრია ყვაოდა, გადაწყდა, რომ დრო იყო, რაღაც გზებით, მსოფლიო კინომდე ჩაგვეღწია. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კინო ისევ ძალიან შორსაა თავისი მიზნისგან, პატარ-პატარა მიღწევებს თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ჩვენსა და მას შორის შეიძლება იყოს „პოსტრედის“ გაკეთებული პროექტები, რომელზეც კინოკრიტიკოსები ბევრს საუბრობენ.
დასაწყისიდანვე ასე არ ყოფილა. ბევრი უარიც იყო, მაგრამ ეს უარები სწორედ ის გზაა, რომელმაც არტისტები დღემდე მოიყვანა. საქმეს აძნელებს ისიც, რომ ქართულ კინოს მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ, რაც, თავისთავად, ნდობის საკითხზე მოქმედებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საკმარისი და საჭირო პლატფორმების არარსებობაცაა, რომელზეც უცხოელ მაყურებელს ქართული ფილმის ნახვა, ფილმზე რეცენზიების განთავსება და, უბრალოდ, მსჯელობა შეეძლება. „პოსტრედის“ ერთ-ერთი სურვილი უშუალო პლატფორმის შექმნაა.
„ერთი პატარა ოთახით დავიწყე. ალბათ, პირველი ყველაზე დიდი ინვესტიცია იყო, რომ იმ ოთახში 700 ლარი უნდა მეხადა“, — იხსენებს ბესო.
კომპანიის ისტორია გიგანტებთან ურთიერთობით არ დაწყებულა. ყველაფერი ერთ პატარა ოთახში 3 ადამიანით დაიწყო და ნელ-ნელა გაფართოვდა. ამბიციები თავიდანვე იყო, ადამიანი კი, რომელიც ამას დაიჯერებდა, ძალიან ცოტა. მთავარი მაინც თვითრწმენა გამოდგა.
„მე მჯეროდა და თავიდანვე ვიცოდი, რომ აქ მოვიდოდი“ — ამბობს ბესო და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ხელი მშობლების მხარდაჭერამ შეუწყო. რამდენადაც შეიძლება ამ ინდუსტრიაში ვერ ერკვეოდნენ, იმდენად ბოლომდე გვერდში ედგნენ — განათლება იქნებოდა ეს, უცხოეთში წასვლა თუ სხვა რაიმე.
მუშაობა მეგობრების ნაწილთან ერთად დაიწყო, მეორე ნაწილს კი მისი არ სჯეროდა. ამას ნეგატიურად არასდროს იხსენებს, რადგან ბევრი ვერ ახერხებს იმას, რაც მათ მოახერხეს — „შეუძლებელია გჯეროდეს რაღაცის, რაც ვერც კი წარმოგიდგენია, რომ შესაძლებელია. ეს ის დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი, როცა ლიმიტები არ გაქვს“.
ბესო ამბობს, რომ „პოსტრედის“ კარი ახალგაზრდებისთვის ყოველთვის ღიაა და დასაწყისიდანვე ასე იყო — ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თაობას, რომელსაც შეეძლო, დაეჯერებინა და ენთუზიაზმი ჰქონოდა.
„პირველ რიგში, რაც გავაკეთე, გუნდი აბსოლუტურად ახალგაზრდა კადრებით დავაკომპლექტე. როდესაც გადავხედე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა მომეწონებოდა, უმეტესად იყო Gen Z”.
პირველი გუნდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შეკრიბა. ბევრი ეუბნებოდა, რომ 18-19 წლის ბავშვების აყვანას გამოცდილი კადრი ერჩია. თავად კი ყოველთვის ამბობდა, რომ გამოცდილი ხალხი არ არსებობს. თავიდანვე მიხვდა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების პოვნა ყველგან შეეძლო. ამას დღემდე აგრძელებს.
„მიმაჩნია, რომ ტალანტი ყველგანაა. მივხვდი, რომ საქართველოში შემეძლო, მეპოვა ახალგაზრდები და ნიჭიერ ხალხთან ერთად შემექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ძვირ ბაზრებზე გავყიდდი“.
ბესო გვეუბნება, რომ “პოსტრედი” ძალიან დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს დებს სწორი, ეფექტური და შრომისუნარიანი გუნდის დაკომპლექტებაში. მნიშვნელოვანია სწორი ადამიანების, თანამოაზრეებისა და პროფესიონალების შემოკრება, თუნდაც ამაში დიდი ინვესტიციის ჩადება იყოს საჭირო. სამაგიეროდ, ეს ინვესტიცია მომავალში ძალიან დიდ წარმატებას მოიტანს რიცხვებშიც. ვაკანსიებს ხშირად აცხადებენ დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ ინდუსტრიაში მუშაობა სურთ. კადრები ხშირად იცვლება, სანამ იმ ერთს იპოვიან, როგორიც წარმოდგენილი ჰყავთ. უშუალოდ პროფესიისთვის საჭირო უნარებთან ერთად, როგორც კომპანიაში ამბობენ, აუცილებელია: მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და თავისუფლება. ამასთან, ბესო კაჭარავა პირად თვისებებზე საუბრობს, რომლებიც ყველა სფეროში უნივერსალურია და ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს — „ჩემი აზრით, ორნაირი ადამიანი არსებობს: ერთი, რომელიც ყოველთვის იპოვის ძალიან ლოგიკურ მიზეზს, რატომ ვერ გააკეთა რაიმე, გეტყვის და შეიძლება, ვერც შეედავო. მეორე, ადამიანი, რომელიც, რა დაბრკოლებაც არ უნდა იყოს, აუცილებლად შეძლებს, რომ გააკეთოს საქმე. მე მეორენაირ ადამიანებთან მუშაობა მიყვარს“.
როცა ჰოლივუდში პირველად მოხვდა, სწორედ ეს ასწავლეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემებს ქმნიან და ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემებს აგვარებენ. როგორც ბესო ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს, რომელსაც „პოსტრედში“ მუშაობა სურს, შეეძლოს კარგად დაგეგმვა, ორგანიზება — „ისეთი ამბიციები, როგორიც ჩემს გუნდში გვაქვს, რომ ყველაზე მაგრები ვიყოთ, მარტივად არ მოდის“.
საყვარელი საქმის კეთებასთან ერთად, ბიზნესში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არასდროს უფიქრია. უნდოდა მხოლოდ კომპანიებში მუშაობა და პროექტების კეთება. რაღაც მომენტში მიხვდა, რომ შეეძლო Entrepreneur -ი (მეწარმე) გამხდარიყო.
„ძალიან მიყვარს რაღაც სამყაროების შექმნა და ძალიან სერიოზული კრეატიული პროცესი აღმოვაჩინე მენეჯმენტში. ვიტყოდი, რომ უფრო მეტს თუ არა, დაახლოებით, ნახევარ დროს მაინც მენეჯმენტს ვუთმობ, რასაც ხმის დიზაინს“.
ფიქრობს, რომ საქართველოში სამუშაო ეთიკა ჯერ კიდევ არ გვაქვს და ამ საკითხზეც ძალიან აქტიურად მუშაობს — „საქართველოს ასე ერთ დღეში ვერ შევცვლი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ვიწუწუნო, უნდა ავდგე და თვითონ შევცვალო. შენ უნდა იყო პირველი იმ ცვლილებებში, რაც გინდა, რომ ნახო“.
დღეს გუნდი ჰყავს, რომელსაც კონკრეტულ დავალებებს აძლევს და ისინი თავიანთი კრეატიული გადაწყვეტილებებით პროდუქტს ქმნიან. წინა წლებში, სანამ აქამდე მოვიდოდა, ძალიან ბევრს რამეს თავად აკეთებდა, რადგან შედარებით პატარა გუნდი ჰყავდა, რომელიც ბევრს მუშაობდა. ხუმრობს, რომ მართალია, 10 წელია, რაც არსებობენ, მაგრამ 18 წლის გამოცდილება აქვთ.
ბესოს თქმით, კინო ინდუსტრიის სფეროში თითქმის არ არის კომპანია, რომელთანაც „პოსტრედს“ არ უთანამშრომლია. ბერჯერ უარის თქმის ფუფუნებაც აქვთ, რათა აირჩიონ პროექტი იმის მიხედვით, რაც მათთვის საინტერესო და სასიამოვნო სამუშაოა.
ამ ეტაპზე „პოსტრედმა“ საქმიანობა უფრო დაავიწროვა და პრემიუმ ბრენდი გახდა, ანუ მომსახურებას მხოლოდ მსხვილ ბრენდებს უწევს. ამისი მიზეზი ხარისხზე და არა რაოდენობაზე ორიენტირებაა. არჩიეს, გააკეთონ ცოტა პროდუქტი, მაგრამ ისეთი ხარისხით, რომ შესაბამისი შედეგი დაიდოს.
„პოსტრედი“ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაშიც შეიჭრა, დეპარტამენტი ჩამოაყალიბა და აპირებს, რომ ვიდეოთამაშები ისეთივე მნიშვნელოვანი გახადოს, როგორიც კინოა. ამან კომპანიის პორტფოლიო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა და წარმოება გააორმაგა, ასევე, ადამიანური რესურსი გაზარდა და კომპანია მცირედან საშუალო ბიზნესად იქცა.
დღესდღეობით რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკება აქვთ. კომპანიაში ინვესტორების შემოსვლას არ განიხილავენ. კითხვაზე, როგორ ახერხებდნენ დასაწყისში სრულიად უცხო სფეროში ინვესტორების დარწმუნებას, რომ ბიზნესში ფული ჩაედოთ, პასუხი ციფრებია — „როგორ შეიძლება, ვინმეს ბიზნესზე ისე ელაპარაკო, რომ არ ელაპარაკო ციფრებზე. დარწმუნება ძალიან რთულიც არაა, თუ შენს აზრებს ფაქტებით ციფრები ამყარებს“.
ციფრები ყველა ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როცა საყვარელ, სასიამოვნო საქმეს ვაკეთებთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჰობი იქნება. ხმის დიზაინერის საშუალო ხელფასი უცხოეთში, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეში 400-450$-ია, საქართველოში კი თვიური ხელფასი 4 და 5-ციფრიან შემოსავალს სცდება. დაახლოებით ისეთი ანაზღაურებაა, როგორიც IT ან მსგავს სფეროში მომუშავე სპეციალისტებს აქვთ.
ფოლი არტისტის ხელფასი უამრავ რამეზეა დამოკიდებული. ჩაწერილი და დამუშავებული მასალის 1 წუთის საფასური $10-დან იწყება. მთავარი ის არაა, რამდენი ღირს ფოლი არტისტის მომსახურება, მთავარია არტისტი რას გაიღებს პროდუქტისთვის. თავისთავად, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებასაც უდიდესი როლი აქვს. როცა საქმე სტუდიებს შორის არჩევანის გაკეთებას ეხება, როგორც წესი, მნიშვნელობა შემდეგ ფაქტორებს აქვს: ნდობა, ხარისხი, ფასი და სხვა.
ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის ღირებულებაზე შიდა ეკონომიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საარსებო მინიმუმი, საშუალო ხელფასი, უძრავი ქონების ფასები, ბაზრის მდგომარეობა, კომუნალური გადასახადები — ეს ის ფუნდამენტური ხარჯებია, რომლებიც მომსახურების საექსპორტო ფასის ფორმირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია. საინტერესო ფაქტორია ისიც, თუ რამდენადაა ქვეყანაში კინო ინდუსტრია მთლიანობაში განვითარებული. ფოლის სტუდიამ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომლებშიც საკმარისად განვითარებული შიდა კინო ინდუსტრია არაა, რთულია, უზრუნველყოს პროდუქტის ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები.
რატომ თანამშრომლობენ უცხოური კომპანიები ქართულ კომპანიასთან, როცა მსოფლიოში და ბევრად ამ კუთხით უფრო განვითარებულ ქვეყნებში, უამრავი ხმის დიზაინთან დაკავშირებული სტუდია არსებობს? ხარისხია ამისი განმაპირობებელი თუ ნაკლები თანხა, რომელსაც შესაძლოა პროექტებში იხდიდნენ? ამაზე “პოსტრედის” პასუხია, რომ სერვისის სფეროში კომპანია ყოველთვის უნდა ეცადოს, საუკეთესო იყოს, რადგან უფრო იაფი ყოველთვის გამოჩნდება.
“უცხოურ კომპანიებზე რამდენჯერმე უკეთესები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ აგვირჩიონ“.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „პოსტრედი“ ფასები დაახლოებით ისეთია, როგორიც: ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ა.შ. ბევრ მათგანს, მაგალითად იტალიას, უსწრებს კიდეც. მთავარი კონკურენტი საფრანგეთია, ბრიტანეთის ბაზარი კი უფრო ჰოლივუდის ალტერნატივაა.
ჰოლივუდური კომპანიების მომსახურებით უზრუნველყოფა დიდ პასუხისმგებლობასა და ნდობას უკავშირდება. მხოლოდ საქმის პროფესიონალურად და უნაკლოდ შესრულება არ კმარა. როცა საქმე მრავალმილიონიან პროექტებს ეხება, კონფიდენციალურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ კონკურენტულ სფეროში, როგორიც კინო და ტელევიზიაა.
იშვიათად, მაგრამ მაინც, კომპანია ქართულ პროდუქტებზეც მუშაობს, ძირითადად კი უცხოურ ბაზრებზე ოპერირებს. ქართულ პროექტებზე მხოლოდ მაშინ მუშაობენ, თუ საქმეში მათი მეგობრები არიან. ბოლო დროს კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ელენე ნავერიანის ფილმზე, „შაშვი შაშვი მაყვალი“, „პოსტრედის“ ხმის დიზაინერებმა იმუშავეს. გარდა ამისა, ბიკო გოგალაძემ, გიორგი ლეკიშვილმა, გიორგი მურღულიამ და ზვიად მღებრიმ იმუშავეს ლევან აკინის ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ამასთან, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „პოსტრედს“ ეკუთვნის.
ბესო კაჭარავას პორტფელში 157-მდე ნამუშევარია. ამბობენ, რომ რაოდენობა შრომის პირდაპირპროპორციულია.
„ყველა ფილმის კრედიტებში არ ვეწერები. ზოგ ფილმში, არ ვთვლი, რომ დიდი კონტრიბუცია მაქვს“, — აღნიშნავს ბესო.
ამბობს, რომ საქმის შიში არასდროს ჰქონია. ყოფილა შემთხვევები, როცა არ სცოდნია, როგორ უნდა გაეკეთებინა, დათანხმებულა და შემდეგ უსწავლია. მიზეზი შანსებია:
„მოტივაცია და ამბიცია გაქვს, რომ რაღაც გააკეთო. იცი, რომ არის შანსები, რომლებიც გეძლევა და თუ ხვალისთვის და ზეგისთვის გადადე, ცოტა რთული იქნება. ადამიანს ცხოვრებაში ბევრი შანსი ექნება და ყველაფერი მათ გამოყენებაზეა“.
“პოსტრედში” გვეუბნებიან, რომ მათი ერთადერთი მიზანი არასდროს ყოფილა ისეთი წარმატების მიღწევა, რომელიც მხოლოდ მათია, რომელზეც მხოლოდ ისინი მუშაობენ. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება, რათა აუდიო-ვიზუალურ ინდუსტრიაში ჩაერთონ და თავიანთი თავი იპოვონ. აუცილებელია ისეთი საქმის პოვნა და კეთება, რომელიც, შემოსავალთან ერთად, სიამოვნებას მოგვანიჭებს.
„ადამიანები იმიტომ ვართ, რომ აქ და ახლა საყვარელი საქმე ვაკეთოთ“, — აღნიშნავს ბესო.
ამბობს, რომ “პოსტრედის” აკადემია უფრო კავშირებისა და თანამშრომლობის ჩამომყალიბებელია, ვიდრე უბრალოდ სკოლა. აკადემიაში ორი მთავარი მიმართულებაა: მუსიკის წარმოება და ხმის დიზაინი.
ბესოს თქმით, თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები ხვდებიან, რომ პროფესიული განათლება ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, პროფესიები კი, რომლებსაც „პოსტრედში“ შეისწავლიან ბევრად უფრო გამოსადეგი.
„ჩემი აზრით, კლასიკური განათლება აღარ მუშაობს. მომავალი პროფესიული და ექსპერიმენტული განათლებისაა. ყოველი შემდეგი თაობა უფრო სწრაფად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთავარი მსყიდველუნარიანები მილენიალები ვართ და გვაქვს ის, რომ 4 წელი უნდა ვისწავლოთ, ყოველი შემდეგი თაობა უფრო ნაკლებად დაინტერესდება, რომ ამ სწრაფი ტემპის სამყაროში 4 წელი ზოგად განათლებაზე დახარჯოს“.
ბესო აღნიშნავს, რომ კომპანიაში დიდი ყურადღება ექცევა გენდერულ ბალანსს და ამ სფეროს გოგოებში პოპულარიზაცია აქტიურად მიდის.
„თანამედროვე სამყაროში აღარ იყოფა, რომ ეს ფემინურია და გოგოებს აინტერესებთ. რაღაც სფეროებში არის, მაგრამ ჩვენს სფეროში, რომელიც ინტელექტუალურია, გოგოებსა და ბიჭებს შორის განსხვავება არაა“.
დღეს კომპანიაში 50-მდე დასაქმებულია, დიდი ნაწილი კი სწორედ მათივე სტუდენტები არიან. კომპანია ინვესტირებას ხშირად მათში აკეთებს.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ხელოვნური ინტელექტის როლი ხმისა და ზოგადად შემოქმედებით ინდუსტრიაში. ბევრს საუბრობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მათ შორისაა ბესო კაჭარავაც, რომელიც ამ საკითხს ოპტიმისტურად უყურებს და ხელოვნურ ინტელექტში არა ბარიერებს, არამედ შესაძლებლობებს ხედავს:
„უნდა გვესმოდეს, როგორ მუშაობს ტექნოლოგიები. ყველას უნდა შეეძლოს, რომ ცვლილებებზე ადაპტირებული იყოს“.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025