DATA149.1.19

ჩვენ შესახებ

სოციალურ მეცნიერებათ სკოლის ჟურნალისტიკის პროგრამა ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას დღეს თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა. იგი  მთლიანად მორგებულია იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნის მაღალკვალიფიციური ჟურნალისტისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალი, თამამი, სამართლიანი და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება ქმნის დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან და მიუკერძოებელ ჟურნალისტურ პროდუქტს. ამგვარი კადრების გამოშვებაა ჩვენი მიზანი.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ თეორიული მეცნიერება და ამიტომ, ჩვენი მუშაობის უდიდესი ნაწილი ეთმობა შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებას.

თითოეული  სტუდენტი  შეუზღუდავად სარგებლობს თანამედროვე, სრულად აღჭურვილი ტექნიკური ბაზით. ქმნის რეალურ პროდუქტს, ჭრის მუშაობის პროცესში წარმოქმნილ ყველა პრობლემას და   სტუდენტობიდანვე ერთვება პროფესიის მთლიან, ფართო  სპექტრში. 

წარმოდგენილი საიტი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ სტუდენტთა ნამუშევრებს და შეაფასოთ  ჩვენი მუშაობა.