დისტანციური სწავლება
მედეა პეტრიაშვილისაქართველოში, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლებაზე იძულებით გადასვლა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
დისტანციური სწავლების ფორმა თავდაპირველად შეიქმნა სპეციალურად სტუდენტებისათვის, რომლებიც აუდიტორიაში ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ. სწავლება მიზნად ისახავდა, ინფორმაციის მიღება და რაიმე ახლის შემეცნება, ხელმისაწვდომი გაეხადა იმ სტუტენტთათვის, რომლების დაშორებულნი იყვნენ წყაროს მიმღები პირისგან. დისტანციური სწავლების მეთოდი 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემი დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, 1840-იან წლები. ისააკ პიტმანი ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს, ლონდონის უნივერსიტეტი ადასტურებს ფაქტს, რომ ოფიციალურად სწორედ მან დანერგა დისტანციური სწავლების მეთოდი 1958 წელს.
20-ე საუკუნის ბოლომდე სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა, მაგრამ აღსანიშნავია კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარებამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი სწავლების ახალ, ონლაინ მეთოდს. თავდაპირველად სწავლების ონლაინ მეთოდს უნივერსიტეტები მიმართავდნენ. სწორედ საქართველოშიც ონლაინ სწავლების კანონი 2011 წლელს შემოიღეს და პირველი ონლაინ კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა.
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კოვიდ პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება უალტერნატივო გზა აღმოჩნდა საგანმანათლებლო პროცესის გასაგრძელებლად. საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწალვეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში. ამ ყოველივემ გამოიწვია, პრობლემები დისკომფორტი და ყველა ის შეზღუდვა რაც აქამდე არ ქონდათ მოსაწავლეებსა თუ სტუდენტებს.
კოვიდ 19-ის პანდემიის გამო 2020 წლის 8 მარტს, საქართველოში სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არ განახლებულა. 2081 საჯარო და 221 კერძო სკოლების მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელეს. სწორედ ამ გამოწვევების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ სხვადასხვა კლასისა თუ სკოლის მოსწავლეთა მშობლები. რასაკვირველია, დისტანციური სწავლება ფართო შესაძლებლობებს იძლევა,მაგრამ არა მაშინ როდესაც ტექნიკური კუთხით არ ხარ მზად.
ზემოაღნიშნული პრობლემები სოფლებში უფრო არის თავმოყრილი, ინტერნეტის, ტელეფონის კომპიუტერის ან პლანშეტის უქონლობა. სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ სოფლებში მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. GeoWel Research-ის მკვლევარის სტატისს მიხედვით ვიგებთ,რომ პანდემიის დროს დაახლოებით 90,000 მოსწავლეს, საქართველოს სკოლის ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა. ოჯახებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა გააჩნდათ, ბევრს კავშირის სიმყარისა და სიჩქარის პრობლემებთან უწევდათ გამკლავება. დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ოჯახები, რა თქმა უნდა, ნაკლებად ფლობენ ონლაინ გაკვეთილებზე წვდომისთვის საჭირო მოწყობილობებს. ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოში არსებული მწირი სოციალური დახმარების საშუალებით ცდილობენ თავის გატანას, კომპიუტერის ან მსგავსი მოწყობილობის ქონა ნაკლებ სარეიტინგო ქულას და შესაბამისად, სოციალური დახმარების დაკარგვას ნიშნავს. (ბურდული თათა 31/05/2021 - 13:24)1
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევბის მიხედვით ვიგებთ ,რომ საქართველო 70-ე ადგილზეა 78 ქვეყნიდან განათლების სექტორის მხრივ. მათი კვლევის მიხედვით კიდევ ერთხელ ვრმწმუნდებით ,რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს დისტანციური სწავლება და რამდენად პრობლემურია სოფელში მცხოვრებთათვის. 2 (29 ივლისი, 2021)
ასევე საინტერესოა მასწავლებლების პოზიცია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. მეტრომანის სტატიაში ვხვდებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინტერვიუს, რომლის თქმითაც 25 მოსწავლიდან 10-15 ესწრება გაკვეთილს, „ჩვენს პირად ინიციატივაზე, ვურეკავთ მშობლებს, ვარკვევთ მიზეზს, ზოგჯერ იტერნეტის პრობლემაა, ზოგჯერ ბავშვს არ ჰყავს გვერდით ადამიანი, ვინც დაეხმარება და ეს პრობლემა რჩება პრობლემად“ . ინტერვიუში ვკითხულობთ,ბავშვების დამოკიდებულებას ამ პროცესების მიმართ, „არ შეხვდნენ კმაყოფილებით, ყველას მოენატრა სკოლა და ერთმანეთი. ჩემმა შვილებმა ლამის იტირეს და ამბობენ, რომ თავს ცუდად გრძნობენ“ . 3 (ქარქაშაძე თამარი 18/09/2020 )
ასევე საინტერესოა, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, დადებითი პოზიციის მოსმენა. სტატიაში ვკითხულობთ ერთ-ერთი მშობლის მოსაზრებას, რომელიც კმაყოფილია იმ ფაქტით,რომ ისმენს როგორ უხსნის მასწავლებელი გაკვეთილს ბავშვებს და როგორ არის თავისი შვილი გაკვეთილის პროცესში ჩართული. „თუ თქვენც სახლში ხართ და გესმით გაკვეთილის ხმა, შესაძლებლობა გაქვთ მასწავლებლის ახსნის მეთოდს დააკვირდეთ. არა გადმოცემით, არამედ პირდაპირთქვენ შეაფასოთ მისი ავკარგიანობა „-განაცხადა ნატო ცისკარიშვილმა.4 მაგრამ საინტერესოა, კმაყოფილი იქნებოდა თუ არა ეს მშობელი მაშინ თუ მის შვილს არ ექნებოდა გაკვეთილზე დასწრებისათვის შესაფერისი ტექნიკური მზაობა. (26 ნოემბერი , 2020)
ჩვენს მიერ წარმოდგენილ სტატიაში, კარგად არის ახსნილი და წარმოდგენილი ის პრობლემები რაც ყოველდღიურობაში ხვდებათ სოფელში მაცხოვრებელ მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებს, რამდენად გაურთულა კოვიდ პანდემიამ და გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა და სურვილი. ასევე ვიგებთ, თუ ოჯახი შეიძენს რაიმე ტექნიკას, სოციალური დახმარების სტატუსი მოეხსნებათ, შესაბამისად ოჯახმა ,შვილის განათლებასა და სახელმწიფო დახმარებას შორის უნდა გააკეთონ არჩევანი, „ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოში არსებული მწირი სოციალური დახმარების საშუალებით ცდილობენ თავის გატანას, კომპიუტერის ან მსგავსი მოწყობილობის ქონა ნაკლებ სარეიტინგო ქულას და შესაბამისად, სოციალური დახმარების დაკარგვას ნიშნავს”
ასევე, სტატიაში ვხვდებით, სტატისტიკურ მონაცემებს იმისა თუ რა უფრო უქმნით პრობლემას სასწავლო ფროცესში ჩართვისთვის, როგორც ირკვევა 68%-ს კომპიუტერის ან ტელეფონის არ ქონის პრობლემა აქვთ, ხოლო დარჩენილ გამოკითხულთა 26% ინტერნეტის. მოგეხსენებათ მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტ და სატელეფონი კავშირის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ბევრი წელია დგას.
სტატიაში ვხვდებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც ამბობს, მისთვისაც არ არის მოსახერხებელი ონლაინ სწავლება, რთულია შეძლო ყველა მოსწავლეს ერთნაირი ყურადღება მიაქციო, მაშინ როდესაც შემცირებუია ერთი გაკვეთილის მსვლელობის დრო, ასევე რთულია ყველა მოსწავლეს მიაწვდინო ხმა, მაშინ როდესაც ზოგს მიკროფოინის ზოგს კი ინტერნეტ კავშირის პრობლემა აქვთ. მასწავლებელი ასევე აღნიშნავს,რომ 25 მოსწავლიდან 10-15 ეწრება ყოველდღიურად გაკივეთილს, ეს კი ძალიან ცუდი მაჩვენებელია.
სტატიაში კი ვკითხულობთ, იმ მშობლის დამოკიდებულებას ,რომელსაც მოსწონს ონლაინ სწავლება,რადგან აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს როგორც მასწავლებელს, ასევე თავის შვილს და შეაფასოს რამდენად არის ჩართული გაკვეთილში, რამდენად კარგად უხსნის და ასწავლის მასწავლებელი. საინტერესოა სკოლის ამ სახით დამთავრება თუ იქნება, მშობლისთვის მისაღები მხოლოდ იმიტომ, რომ უსმინოს თავის შვილს რამდენად ჩართულია სასწავლო პროცესში და რამდენად კარგი მასწავლებელი ყავს.
რომ შევაჯამოთ, ვისაუბრეთ ონლაინ სწავლების მეთოდების დანერგვასა და წარმომავლობაზე, ვიგებთ, რომ დღემდე აქტიუალურია და დიდ შესაძლებლობებს იძლევა დისტანციური სწავლებაში მაშინ, როდესაც ამის მზაობა აქვს როგორც მოსწავლეს ასევე მასწავლებელსა თუ ლექტორს.
თათა ბურდულის, GeoWel Research-ის უფროსი მკვლევარის მიერ წარმოდგენილ სტატაში ვიგებთ,რომ პანდემიის დროს დაახლოებით 90,000 მოსწავლეს, საქართველოს სკოლის ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა. ოჯახებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა გააჩნდათ, ბევრს კავშირის სიმყარისა და სიჩქარის პრობლემებთან უწევდათ გამკლავება. მესამე სტატიაში მასწავლებლის პოზიციაც ძალიან საინტერესოა და საყურადღებოა, რადგან მას როგორც მასწავლებელს არ აქვს იმის შეგრძნება, რომ ბავშვებისთვის რაიმე სასარგებლოს და რაიმეს მომცემს აკეთებს, რადგან თავად ასახელებს ბავშვების გაკვეთილზე დასწრების რაოდენობასა და სწავლის მეთოდებს, რითიც არ არის კმაყოფილი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირველი სამი სტატია წარმოადგენს იმ აურყოფით მხარებესა თუ მოვლენებს, რაც დისტანციურმა სწავლებას გამოიწვია. სტატიტიკური მონაცემები კიდევ უფრო კარგად მეტყველებს ამ ყოველივეზე.
იმ მშობელს, რომლის შვილსაც ყველანაირი მზაობა აქვს, იმისათვის რომ სრულფასოვნად დაესწროს გაკვეთილს და ცოდნის მიღებაში ხელი არ შეეშალოს, მოსწონს ის, რომ აკონტროლებს როგორც მასწავლებელს, ასევე შვილს.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ მაშინ როდესაც, ტექნიკური (კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი, ინტერნეტი) კუთხით ხარ მზად დისტანციური სწავლება იძლევა დიდ შესაძლებლობებს. დისტანციის და დროის განსხვავების მიუხედავად, შეგიძლია შეიძინო ისეთი ცოდნა, რასაც ვერ მიაგენი შენს ახლო მანძილზე. ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა იმისა თუ როგორ შეიძლება ონლაინ კურსით მიიღო განათლება, შენთვის საინტერესო ინფორმაცია თუ გამოცდილება. მაშინ როდესაც არ არის მზაობა და შესაბამისი აღჭურვილობა იმისათვის, რომ მიიღო განათლება ონლაინ მეცადინეობით, შეუძლებელია ისაუბრო დადებით მხარეებზე. კოვიდ პანდემიამ გაართულა ყველა ჩვენგანის ყოველდრიურობა, სწორედ ამიტომ აუცილებლად საყურადღებოა არა მხოლოდ ოჯახის არამედ სახელმწიფოს მხრიდან, ინტერნეტის მიღების გაძლიერება, ოჯახების დახმარება, ტექნიკით იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შეძლებისდაგვარად მიიღოს ის განათლება, რაც მათი მომავლისთვის იქნება წარმატების მომტანი.