DATA149.1.19

Logo

ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

ლიკა ლეჟავა

 

 

არსამთავროებოებს შორის არსებული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავადორივე ორგანიზაციაში დასავლეთში არსებულ მაღალი მაჩვენებელის ერთ-ერთ მიზეზად ზღვა სახელდებარადგან დაგროვილი ტყვიის ნარჩენების ევტროფიკაცია ხდებათუმცა ამ ვარაუდზე ყველაზე ნაკლები კვლევაა  ჩატარებული.

მას შემდეგ რაც ეთილირებული ბენზინი ხმარებიდან ამოიღეს ვარაუდმარომ ადამიანის ორგანიზმში ტყვია ჰაერიდან ხვდება უკანა ფლანგზე გადაიწიასამინისტროები ამას გამორიცხავენ, თუმცა დროდადრო იწერება  სტატიები სადაც ხაზგასმულია საქართველოში ჰაერის  დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობაროგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენდღეის მდგომარეობით, 7 ავტომატურიმათ შორის 1 მობილური სადგური ფუნქციონირებს. „გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებიბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩამოყალიბდა ტენდენციარომლის თანახმადაც აქტიურად მიმდინარეობს ჰაერში ტყვიის შემცველობის შესწავლა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაზე ზრუნვადღეის მდგომარეობით თბილისის მასშტაბით უკვე შემოწმებულია 100-ზე მეტი წერტილი და ჰაერში ტყვიის შემცველობის თვალსაზრისით ნორმაზე გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.“

18 მარტიდან დაიწყო კამპანია „ჩემი ქალაქი მკლავს“ რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები არიან ჩართული. „ჩვენი ქალაქის უდიდესი პრობლემა არის ეკოლოგიური მდგომარეობაჩვენი მიზანიაგავაუმჯობესოთ ვითარება ქალაქშიგაჩერდეს გაუმართავი ავტომობილებიგაშენდეს ბევრი პარკიგაკონტროლდეს მშენებლობების ხარისხისაკვების ხარისხი და მოგვარდეს რიგი სხვა პრობლემებიჩვენ ვიბრძვით ჩვენივე უფლებისთვის ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“  სოციალურ ქსელში აქტიურად პოსტავენ გამონაბოლქვის ამსახველ ვიდეობს და მოუწოდებენ მთავრობას დროულად ჩაანაცვლონ შავი ბოლის მფრქვეველი ყვითელი ავტობუსები ახლით. კამპანიის ფარგლებში ცნობილი ადამიანები ვიდეორგოლებში საუბრობენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე.გარდა ჰაერისა ტყვიით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი მიზეზია საკვები. მიუხედავად იმისა რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში საგანგაშოსს ვერაფერს ხედავენ და აცხადებენ,რომ ტყვიის შემცველობის საშიში მდგომარეობა არცერთ პროდუქტში ვლინდება, 2018 წლის მონაცემებით, სხვა კვლევებში მკაფიოდ იკვეთება საკვებში ტყვიის არსებობა. ორბელიანი საქართველო“-ს დაფინანსებით 2019 წლის იანვარ-მარტში არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სურსათში ტყვიის მაჩვენებელი საგანგაშოა. სურსათიდან აღებულ სინჯებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება სუნელებშიტყვიის კონცენტრაცია განსაკუთრებით საგანგაშოა ყვითელ ყვავილშირომელიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმას 246-ჯერ აღემატება2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის, დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2%-ს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. 
გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. 
დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში. 2019 წელს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს 1200-მდე ნიმუშის აღებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას თუ ამა თუ იმ შემთხვევაში გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდება.კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ არ ხდება ყველა პროდუქტის შემოწმება ტყვიის შემცველობის მხრივ. სურსათის გარდაჩვენთან სხვა ნივთებზე კონტროლიპრაქტიკულადარ ხორციელდება… სათამაშოებსაღებავებსამშენებლო მასალებავეჯსა და სხვა ნივთებ თავისუფლად შეიძლება იყოს ტყვიაც და სხვა მომწამვლავი ნივთიერებები,”- განმარტავენ  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.ტყვიის მავნე ზემოქმედების პოტენციალი ბავშვებში უფრო დიდია ვიდრე მოზრდილებშირადგან ბავშვები ტყვიის შემცველ რის-ჯგუფებში შედიან 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე აშენებულ სახლებში მცხოვრებლები. ტყვიით ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ჰიპერაქტიულობა, სირთულეები კითხვისას, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი დარღვევები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზრდისა და განვითარების შეფერხება. რაც შეეხება კლინიკური სიმპტომებს ეს გამოიხატება მუცლის არეში ტკივილით, ანემიით, ყაბზობით, თავის ტკივილითა და მადის დაქვეითებით.