გლდანი-უბნის ისტორია
ნინი ტყებუჩავა42 500 ჰექტარზე გაშენებული რაიონის თავდაპირველი სახელწოდება “გარდანი” ყოფილა. რაც ნიშნავდა გარდამავალ რაიონს მთასა და ბარს შორის, მოგვიანებით სახელმა ფორმა შეიცვალა და დღეს მას გლდანის მასივად მოვიხსენიებთ.
გლდანის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო, არქიტექტურა თემურ ბოჭორიშვილს ეკუთვნის. ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია ჯერ კიდევ თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის მიერ. 1975-76 წლებში აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალ ნასოფლარსა და ნასახლარს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ გლდანის რაიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ურბანულ განვითარებასთან ერთად გლდანის ტრანსფორმაციაც მოხდა, 8 მიკრორაიონისაგან შემდგარი უბანი დღეს თანამედროვე ტიპის დასახლებად იქცა. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო თუ გასართობი ცენტრები,
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეს გლდანის რაიონში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილის შეფასებით, გლდანი უნიკალურია სხვა დანარჩენ გარეუბნებთან შედარებით, რადგან აქ უფრო ქალაქის სტრუქტურაა ვიდრე უბნის, რითიც ის ერთგვარი თვითმყოფადი ერთეულია. “რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირი გლდანი შესაძლოა ყოფილიყო ცალკე ქალაქი, ისევე როგორც რუსთავი.”
გლდანის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრია, რომელიც 1979 წელს შეიქმნა, თეატრს 1987 წელს ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.
გლდანის ტბა იგივე “თეთრი ტბა” მიკრორაიონების დასასრულს ზღვის დონიდან 546 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დღეს ტბა კერძო საკუთრებაშია. სამომავლო პერსპექტივა მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა და ტურისტულ ზონად გადაქცევაა.
გლდანის რაიონში დღეს 25-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, ბავშვებისათვის მთავარი დასასვენებელი და გასართობი ზონა გლდანის პარკია, რომელიც მეხუთე და მეექვსე მიკრორაიონებს შორის მდებარეობს.
გლდანიდან გაუსვლელად ადგილობრივი მოსახლეობა იუსტიციის სახლის მომსახურებითაც სარგებლობს. უბნის ცენტრალურ შემოსასვლელში კაზინოებისა და ტოტალიზატორების მთელი რიგი მოგჭრით თვალს.
გლდანის რაიონის გამგებელის ბექა მიქაუტაძის თქმით, გლდანი ეს არის ქალაქი-ქალაქში. “ერთი აეროპორტი არ გვაქვს, დანარჩენი ყველაფერია. არის რამდენიმე მოლი, სხვადასხვა გასართობი ცენტრი, ორი მაკდონალდსი. თუმცა არის პოტენციალი იმის, რომ უფრო მეტი ბიზნესი განვითარდეს’’.
რაიონის გამგეობა დღეს მთავარ გამოწვევად გზებისა და საკანალიზაციე-სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობას მიიჩნევს. ასეთი სამუშაოები კი უკვე მიმდინარეობს. ასევე გამგეობისათვის პრიორიტეტი გლდანში არსებული სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე ზოლების მოწყობაა.
“შარშან 17-18 მილიონი იყო ბიუჯეტი, წელს უკვე 24 მილიონი გვაქვს და კანალიზაციაზე დაახლოებით 1,8 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, გვინდა რომ ორი წლის განმვლობაში სრულად აღმოვფხვრათ კანალიზაციის პრობლემა. ცენტრალური გზების რეაბილიტაცია კი ქალაქის მერიამ უკვე დაიწყო და იცვლება აბსოლუტურად ყველაფერი: საკანალიზაციო სისტემა, წყლის სისტემა, რომელიც 70-იანი წების შემდეგ არ გაკეთებულა”.
რაიონის გამგებელს ყველაზე დიდ პრობლემად გარე სპონტანურად აშენებული ავტოფარეხები მიაჩნია. “ხერგავს საფეხმავლო ბილიკებს, გზებს. ამასთან დაკავშირებით გვგაქვს პროექტი – ვინც აიღებს ავტოფარეხებს იქ მოვუწყობთ მოსასვენებელ პატარა სკვერს.’’
სამომავლო გეგმები მეხუთე მიკრორაიონში დიდი სკვერის/პარკის რეაბილიტაციას უკავშირდება. “ძვირადღირებული პროექტია და სრულად გამოიცვლება ინფრასტრუქტურა, შეიქმნება სივრცეები სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ თამაში, ხანშიშესულებს მოსვენება, ბავშვებს სპორტულ მოედანზე გართობა.’’
გლდანში დამატებითი მწვანე ზოლის შექმნის იდეა გურამ მეგრელიშვილს ეკუთვნის, გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე “ვეფხისტყაოსნის ტყის” გაშენების იდეით მან თბილისის მერიას უკვე მიმართა. მეგრელიშვილის აზრით, მასშტაბურ ხელოვნურ ტყეს გლდანისათვის არამხოლოდ ეკოლოგიური დატვირთვა, არამედ ტურისტული მნიშვნელობაც ექნება.
“ეს იდეა დავარეგისტრირე პლატფორმაზე “შენი იდეა ქალაქის მერს” და გულისხმობს იმას, რომ გაშენდეს ტყე ტერიტორიაზე, რომელიც ახლა უფუნქციოა. მაგალითად ავიღე უცხოური ანალოგები. ამერიკაში ერთ-ერთი დიდი ნაგავსაყრელი გადააქციეს პატარა ტყედ და გოლფის მოედნად. სამართლიანი იქნებოდა, რომ გლდანი, რომელიც წლების განმავლობაში იწამლებოდა ამ ტეტრიტორიაზე დამწვარი ნაგვის სუნით, რომელსაც არაფერი შველოდა, ახლა გახდეს პირველი მომიჯნავე უბანი, რომელიც სუფთა ჰაერს მიიღეს”, – ამბობს იდეის ავტორი.
გლდანი თავისი სოციალური კულტურით დედაქალაქის ახალ სახეს წარმოაჩენს. ის ბოლო პერიოდში არაერთი ავტორის, არქიტექტორის თუ ხელოვანის ყურადღების ობიექტი გახდა, მათ შორის 2017 წელს გამოიცა მწერლისა და რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის რომანი “გლდანი -შეუძლებელი რომანი”. თბილისის ბოლო არქიტექტურული ბიენალეს მასპინძელიც გლდანი გახდა.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022