ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
გიორგი ჟორჟოლიანი
საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ ამ შეკითხვას, რატომ ვეღარ ვიღებთ ქართველები ისეთ გენიალურ ფილმებს, როგორც ადრე? ჩემი მხრიდან ეს დაფიქსირებულ პოზიციადაც შეგიძლიათ ჩათვალოთ. ვცდილობ ამოვხსნა ეს საიდუმლო და ამისთვის დღეს ჩემთან ერთად იმოგზაურებთ წარსულში. დიახ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ქართული კინოს ოქროს ხანა იყო მაშინ, როცა ყველაზე რთული ჩანდა შენი სათქმელის, ნიჭისა და ფანტაზიის თავისუფლად გამოხატვა და ამ ყველაფრის საზოგადოებამდე მიტანა.
როგორც ჩანს, დღესდღეობით ბევრს დაავიწყდა, თუ რა ვალდებულება აქვს ხელოვნებას კაცობრიობის წინაშე — პროტესტის გამოხატვის ყველაზე ეფექტური ფორმა, ადამიანის სულიერი და გონებრივი განვითარება, მარადიულობა... ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, კომუნისტურ წყობაში მხოლოდ მხატვრული ჟანრი თუ შეძლებდა თავისი ადგილის პოვნასა და რეჟიმთან დაპირისპირებას. თუმცა, საბჭოთა ცენზურის პირობებში მუდმივ წნეხში მყოფი დარგი, ხშირად სისტემის მსხვერპლიც გამხდარა.
დღეს რამდენიმე ქართული ფილმის მაგალითით შევეცდები მოგიყვეთ ამბავი, თუ როგორ უპირისპირდებოდა წლების განმავლობაში ქართული კინო კომუნისტურ რეჟიმს.
“გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...”
1967 წელი, 3 თებერვალი. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში შეკრებილი კომისია იღებს ფილმ “გიორგობისთვის” კინოგაქირავებიდან მოხსნის გადაწყვეტილებას. ის ანტისაბჭოთად და ანტიქართულად მონათლეს, რის საფუძველზეც ფილმი აიკრძალა.
60-იანი წლების თბილისი. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის თანამდებობას ლეონიდ ბრეჟნევი იკავებს. საბჭოთა ცენზურა ამ ეპოქაში მწვავედ იგრძნობა და შეუძლებელი იყო გადაგეღო სისტემის მამხილებელი ფილმი. მაშინ იღებდნენ ფილმებს, როგორიცაა: “აბეზარა”, “კეთილი ადამიანები”, “ჯარისკაცის მამა” და ა.შ. ეს ნამუშევრები სოციალისტური რეალიზმის დოგმებს მაქსიმალურად ერგებოდა. და ამ დროს კი თამაშის წესებს ცვლის რეჟისორი ოთარ იოსელიანი — ფილმით “გიორგობისთვე”.
ფილმში მოქმედება ვითარდება ღვინის ქარხანაში, სადაც მთავარი გმირი, ნიკო იწყებს მუშაობას. ის გულწრფელი და არასტანდარტული ადამიანია საბჭოეთის აზროვნებისთვის. Ნიკო არ არის ამბიციური პიროვნება, არ აქვს კარიერისტის ბუნება, განსხვავებით მისი მეგობრისგან, რომელიც ცდილობს “უფროსობას” ასიამოვნოს, რათა ჰქონდეს მომავალში დაწინაურების იმედი. Ნიკო სამსახურში აწყდება დიდ უსამართლობას. პერსონაჟი ხედავს, თუ როგორ გააქვთ ქარხნიდან კერძო პირებს ღვინო უკანონოდ და მიდის ღვინის ფალსიფიცირების პროცესი. სწორედ ამ ფაქტის წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გამოშვების პარალელურად, თბილისში მიმდინარეობს სასამართლო, სადაც საბჭოთა კანონმდებლობა 10 ღვინის ქარხნის 27 პასუხისმგებელ პირს ედავება სახელმწიფო ქონების დატაცებასა და ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირებას. აქედან გამომდინარე, ზოგმა სურათი ამ მოვლენის ილუსტრაციად ჩათვალა. ასევე, ქალაქში ხმა გავარდა, რომ იოსელიანმა ანტისაბჭოთა ფილმი გადაიღო, შესაბამისად, ფილმისადმი ინტერესი ძალიან დიდი იყო.
ფილმმა ეკრანებზე რამდენიმე დღე იარსება. არა მარტო მთავრობა, არამედ ქართველი ხალხის ნაწილიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იოსელიანის ნამუშევრის მიმართ. კინოს საშინლად აკრიტიკებდნენ ქართულ გაზეთებშიც: “გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...”, “განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები?”
მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კასრის სცენა იყო, სადაც ნაჩვენებია, როგორ გადახაზავს ნიკო ცარცით კასრს ნომრით 49. მათი აზრით, რიცხვი 49 პროვოკაციულად გამოიტანა რეჟისორმა, რადგან კინოს გამოსვლის წელი ემთხვეოდა ოქტომბრის რევოლუციის 49-ე წლის თავს. იოსელიანი ამტკიცებდა, რომ რიცხვს არანაირი ქვეტექსტი არ ჰქონდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. Მსგავსი აბსურდული მიზეზების დამსახურებით, რომელიც აშკარად ხელოვნურად გამოძებნლის ჰგავდა, ფილმი ცენზურის მსხვერპლი გახდა.
Რა თქმა უნდა, რიცხვი 49 და “ანტიქართულობა” კომიტეტისთვის მხოლოდ საბაბი იყო ფილმის მოხსნისთვის. Რეალურად, ფილმმა დაანგრია სისტემის მიერ დადგენილი დოგმები, რადგან გვანახა ინდივიდის გულწრფელი პროტესტი საზოგადოებაში მიღებული ნორმების მიმართ. “გიორგობისთვემ" შექმნა პრეცედენტი ქართულ კინემატოგრაფიაში და დაგვანახა, რამდენად დიდი რეზონანსის გამოწვევა შეუძლია კინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოოვრებაში.
“გაიტანეთ მეთქი, გაიტანეთ!”
1977 წელი, ჭიათურა. ელდარ შენგელაია მუშაობს დავით კლდიაშვილის მოთხრობის, “სამანიშვილის დედინაცვლის” ეკრანიზაციაზე. ერთ-ერთ საღამოს, როცა გუნდი სასტუმროში ისვენებდა, სცენარის ავტორმა, რეზო ჭეიშვილმა რეჟისორსა და მსახიობებს მისი ახლად დაწერილი მოთხრობა წაუკითხა, სახელად “ცისფერი მთები”.
“ამას კინოში არავინ არ გადაგაღებინებს, ჩემო რეზო, არა მგონია მოსკოვმა გაუშვას, ეს დაბეჭდე და ყველა სიამოვნებით წაიკითხავს” — უთხრა მსახიობმა იმედა კახიანმა მწერალს.
თუმცა, ელდარ შენგელაიას ძლიერი სურვილითა და მონდომებით, 7 წლის შემდეგ “ცისფერ მთები” ცისფერ ეკრანებზე გამოვიდა.
ფილმი სრულიად აშიშვლებს იმ პერიოდის სახელმწიფო სტრუტურას. ეს არის ნათელი მხილება საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიის, ნეპოტიზმის, უსაქმურობის, ტყუილის, უპასუხისმგებლობის, უმოძრაობის და ა.შ.
მოქმედება რედაქციაში ვითარდება, სადაც მთავარი გმირი ცდილობს, თავისი მოთხრობა წააკითხოს თანამშრომლებს, რომ მომავალში გამოცემის იმედი ჰქონდეს. Როგორც ჩანს, ამ დაწესებულებაში იმდენად “დაკავებულები” არიან, რომ ვერავინ იცლის ტექსტის წასაკითხად.
ფილმის დასაწყისი ნათლად გვიჩვენებს, თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე — ერთ-ერთ კაბინეტში მომუშავე თანამშრომელი, ბატონი ვასო მუდმივად ითხოვს, გაიტანონ მისი ოთახიდან სურათი, რომელიც მალე ჩამოვარდება, თუმცა ერთი ნამუშევრის ოთახიდან ჩამოხსნას რამდენიმე ადამიანის ნებართვა და ხელმოწერა სჭირდება. ეს ბიუროკრატიის ილუსტრაციაა, რომლის გარეშეც იმ ეპოქის საბჭოთა კავშირი ძნელი წარმოსადგენი იყო. საგულისხმოა, რომ კინოში თითქმის ყველა პერსონაჟი რაღაცას აკეთებს და ამ დროს — არაფერს. ზოგი ჭამს, ჭადრაკს თამაშობს, უცხო ენას სწავლობს... თავის საქმეს კი არავინ აკეთებს. ისინი უბრალოდ საქმიანი ხალხის იმიჯს იქმნიან. რედაქციის დირექტორი, ბატონი ვაჟა საქმიანი უსაქმურის ბრწყინვალე მაგალითია. ადამიანების უპასუხისმგებლობა ბევრ მომენტშია ასახული. პირველ რიგში, ისინი ვალდებულები არიან, წაიკითხონ სოსოს ნაშრომი, თუმცა მწერალი მათგან მხოლოდ დაპირებას იღებს.
ასე ატყუებენ მთავარ გმირს, მაგრამ იმავეს უკეთებენ საკუთარ თავებსაც, რადგან ცხოვრობენ რუტინაში. ასევე, აღსანიშნია სცენა, სადაც ბატონი ვაჟა სამსახურში აიყვანს მარკშეიდერს, რომელსაც იგავ-არაკები ჰქონდა მიტანალი. არ იფიქროთთ, რომ ვინმემ მისი ტექსტები წაიკითხა — როგორც პერსონაჟი ამბობს, დირექტორს დაურეკა ვინმე ყუფარაძემ, რომელმაც მას უშუამდგომლა. ცალკე საკითხია, რომ ბატონი ვაჟა ვერც იხსნებს ამ პიროვნებას. აქ ნეპოტიზმის ხარისხია ნაჩვენები. სამთო-ინჟინერი რედაქციაში აიყვანეს ერთი ზარით.
ყველაზე მნიშვნელოვანია ფილმის დასასრული, რომელიც ნათლად ასახავს, თუ რა დაემართება იმ კაბინეტის სურათივით გაყინულ და მოშლილ სისტემას. სარედაქციო დაწესებულება ინგრევა ადამიანების უპასუხისმგებლობის, უსაქმურობისა და პრობლემის არ შემჩნევის გამო.
“ედუარდ, ჩვენ რომ რამე არ ვიღონოთ, როგორც აქ ჩამოვარდა ჭერი, ისე დაგვენგრევა სახელმწიფო”, — უთქვამს მიხეილ გორბაჩოვს ფილმის ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძისთვის. ნამდვილად, ცისფერი მთები გამოდგა წიანასწარმეტყველება, რადგან კინოს გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო ე.წ. “პერესტროიკა”, ანუ გარდაქმნის პერიოდი, ხოლო 1991 წელს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
“ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ. ასე, რომ მიფრთხილდით.”
“პირდაპირ გეტყვი, ეს ეკრანზე არ გავა. ამის პირობას ვერ მოგცემ, არც მოსკოვი მოგვცემს ამის გადაღების უფლებას, მაგრამ შენ ეს ფილმი უნდა შექმნა, დაიდოს თაროზე და მოვა დრო, როცა ის გახდება უნიკალური განძი ქართული ხელოვნებისთვის”, — უთხრა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, თენგიზ აბულაძეს. მართლაც, ნამუშევარი ორი წლის განმავლობაში ცენზურის მსხვერპლი იყო, თუმცა გარდაქმნის პერიოდში სიტუაცია შეიცვალა და სურათი ეკრანებზე გამოვიდა. საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ თავისი ტრილოგია დახურა ფილმით “მონანიება”.
განსხვავებით წინა ორი ფილმისგან, აქ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. არ არსებობს ნამუშევარი ქართული კინოს ისტორიაში, რომელიც ისე ურტყამს საბჭოთა კავშირს და აშიშვლებს ტოტალიტარიზმს, როგორც “მონანიება.”
ფილმი იწყება ქალაქის თავის, ვარლამ არავიძის გასვენებით. საპატივცემულო ადამიანის დაკრძალვაზე ხალხია შეკრებილი, რათა შესაბამისად გააცილონ დიდი პიროვნება. თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა მეორე დილით მისი საფლავი ამოთხრილი ხვდებათ, ხოლო გვამი ხეზე მიყუდებული.
ეს ფაქტი არაერთხელ განმეორდება და როდესაც ამის გამკეთებლის ვინაობა გამოაშკარავდება, მოქმედება სასამართლოს დარბაზში ვითარდება, სადაც ბრალდებული ბარათელი ჰყვება ისტორიას, რატომ არ ასვენებს საფლავში მკვდარს, რა დაუშავა გარდაცვლილმა სიცოცხლეში მის ოჯახს და მოსახლეობას.
აქედან იწყება ვარლამ არავიძის ეპოქის გახსენება. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა, საბჭოთა კავშირის მხილების კუთხით, ღვთისმშობლის ტაძრის საკითხის გადაწყვეტაა. ნაჩვენებია, რა დამოკიდებულება აქვს რელიგიის მიმართ მთავრობას. ისტორიული ქრისტიანული ძეგლი გადააქციეს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებად და დანგრევას უპირებენ. მოგეხსენებათ, იმ წყობაში ათეიზმს ქადაგებდნენ და ადამიანები საკუთარ რწმენას მალავდნენ, ან თავადაც ათეისტები ხდებოდნენ. აქედან გამომდინარე, პირველი დარტყმა რეჟისორმა სისტემას ამ დეტალით მიაყენა. ამავე სცენაში საგულისხმო მომენტია ანტაგონისტის სიტყვები მხატვარი სანდრო ბარათელის მისამართით: “ყველაფერს ვხედავ, ყვეალფერს ვამჩნევ. ასე რომ, მიფრთხილდით”.
ტოტალიტარიზმის მარწუხების ნათელი გამოვლინება, მთავარმა გმირმა დააანონსა ის პროცესები, რომლებიც ქალაქში დაიწყებოდა. ასეც ხდება — იწყება მასიური რეპრესიები, დაჭერები და გადასახლებები. ბარათელების ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დგება და არამარტო მათი. აბსოლუტურად ყველას ცილს სწამებენ ქვეყნის მტრობაში და სჯიან, თან ამას ისე ასაღებენ, როგორც უმრავლესობის მოთხოვნას. შექმნილი აქვთ არარსებული მტრის ხატი, პონტოს სამეფო, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 302-64 წლებში. ამ “ქვეყნის” ჯაშუშობაში სდებენ ბრალს ადამიანებს.
ასევე, საინტერესოა სცენა, რომელშიც დარბაისლების დაჭერაა ასახული. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ქალაქის თავს არ სურდა ამ ადამიანების დაჭერა, თუმცა სისტემის კეთილდღეობისთვის დავალება შეასრულა.
თქვენი აზრით ინტილიგენციასთან ბრძოლა, ვისი და რომელი მმართველობის ხელწერა იყო? შესაბამისად, ფილმის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მთავარი გმირი ლავრენტი ბერიას პროტოტიპია. პერსონაჟის ვიზუალს თუ დავუკვირდებით, ამ აზრს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, თუმცა ეს მაინც მაყურებლის ინტერპრეტაციაა და არა დადასტურებული ვერსია. ერთი რამ ფაქტია — ვარლამ არავიძე განასახიერებს სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ტოტალიტარიზმს ემსახურება თავის ქალაქში. ამის ნათელი მაგალითია ანტოგინისტის ეს ციტირება: “კონფუცი ამბობდა: ძნელია, დაიჭირო კატა ბნელ ოთხაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი იქ არ იმყოფება.”
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ აბელ არავიძეზეც. თითქოს მას იმდენი დანაშაული არ ჩაუდენია, რამდენიც მამას, თუმცა მენტალიტეტი აბსოლუტურად საერთო აქვთ. ყველა იმ საშინელების მიუხედავად, ის ამართლებდა ვარლამის ნაბიჯებს. მას მიაჩნდა, რომ ქალაქის თავი საერთო საქმეს ემსახურებოდა და გარე მტრებს ებრძოდა. ამ დეტალით რეჟისორმა ორი თაობის კომუნიზმი წარმოგვიდგინა — ქმედებებით განსხვავებული, თუმცა ორივე გონებამოწამლული და ემპათიისგან დაცლილი საზოგადოება.
Საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ მონანიებამ დიდი რევოლუცია მოახდინა ქართველი ხალხის ცნობიერების შეცვლის კუთხით. ნამუშევარი აღიარეს საზღვრებს გარეთაც. “Მონანიებას” მოგებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი, ასევე, ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ტრილოგიისთვის აბულაძემ 1988 წელს ლენინური პრემიაც დაიმსახურა.
იმედი მაქვს, საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. რაც შეეხება პასუხს ჩემს კითხვაზე, “რატომ ვეღარ ვიღებთ ქართველები ისეთ გენიალურ ფილმებს, როგორც ადრე?”, საბოლოოდ სისტემასთან ბრძოლამდე მივდივართ. ადამიანი ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაცილებით კარგად აზროვნებს, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი ერთვება, შესაბამისად, სისტემის ძლიერ მარწუხებს პასუხად ხელოვნების პროტესტი მოჰყვება. არტისტები, მწერლები და რეჟისორები შემოქმედებით გამოხატავდნენ თავიანთ სათქმელს. დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით, მიჩნდება განცდა, რომ ქართული კინოს პროტესტის ეპოქა კვლავ დაბრუნდება.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025