DATA149.1.19

Logo

თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

მარიამ ციცქიშვილი

მოსწავლეებთან დაიგეგმა გაკვეთილებისამართლებრივი კულტურა“, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი და არასრულწლოვანთა უბნის ინსპექტორი ერთობლივად ჩაატარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ერთად შეადგინა ინსტრუქციები სკოლებისთვის, ასევე მოხდა ასობით ბავშვის გადამისამართება მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში“.

ეპოქაში, სადაც უამრავ კითხვას გაეცა პასუხი და ბევრი სადავო საკითხი ცალსახა გახდა, ვიდეო თამაშების გავლენა ჯერ კიდევ კამათისა და მსჯელობის საგანია საზოგადოებაში.  მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და არც კომპიუტერული თამაშებია გამონაკლისი, ბევრი დადებითი უნარის შეძენასთან ერთად მას უამრავი პრობლემა მოაქვს.  

ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში კიბერდამოკიდებულება ახალი, მაგრამ სერიოზული პრობლემაა მსოფლიო მასშტაბით, ამერიკის მთავრობა მას განიხილავს, როგორც XXI საუკუნის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას.

საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, UNICEF-მა ამ თემაზე გამოაქვეყნა ანგარიში  „მსოფლიო ბავშვთა მდგომარეობა 2017 - ბავშვები ციფრულ სამყაროში

ანგარიში აანალიზებს, თუ როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბავშვების ცხოვრება და შესაძლებლობები და გვაფიქრებს იმაზე, თუ რას შეიძლება გვიმზადებდეს მომავალი ამ მიმართულებით. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ბავშვები ზიანისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გამარტივებულ კავშირებს მსოფლიოში. უნდა ვეცადოთ, ციფრული ეპოქის შესაძლებლობები თითოეული ბავშვის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ

ფსიქოლოგი  მარინა კაჭარავა მიიჩნევს, რომ კომპიუტერი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე მავნე ზეგავლენა უნდა მოახდინოს. 

„არსებობს ფსიქოლოგების აზრი, რომ ეს საერთოდ არ არის საშიში და ჩვენ ახალ რეალობაში შევდივართ, იქნებიან  ახალი ტიპის ახალგაზრდები, მაგრამ რეალური სურათი არის სხვანაირი. დღეს ბავშვებს კომპიუტერულმა თამაშებმა ცხოვრებაა წაართვა. ბავშვი, იმისათვის რომ განვითარდეს, უნდა დაკავდეს  სპორტით, იურთიერთოს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. დღეს კი ამ ყველაფერს კომპიუტერის დახმარებით აკეთებს.“

ნეგატიური დამოკიდებულება ვიდეო თამაშებზე ძირითადად უკავშირდება ძალადობრივ თამაშებს. ბავშვებს, რომლებიც ეტანებიან ასეთ თამაშებს, აქვთ აგრესიული ქცევები, ფიქრები, გრძნობები და ასეთ ბავშვებში იკლებს სოციალური თანადგომის უნარი. კომპიუტერული თამაშების სიხშირე მოზარდს ხდის სოციუმისგან იზოლირებულს. ამასთან მან შეიძლება უკვე ნაკლები დრო დაუთმოს ისეთ აქტივობებს, როგორებიც არის საშინაო დავალების შესრულება, კითხვა, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.

ხშირმა კომპიუტერულმა თამაშებმა შესაძლოა შეამციროს რეალობის შეგრძნება და ჩაახშოს ფანტაზია, გამოიწვიოს დაბალი აკადემიური მოსწრება.

„ჩემი შვილს ვეღარ ვცნობდი, გარდა იმისა რომ სწავლას გულს აღარ უდებდა, ოჯახის წევრებთანაც აღარ უნდოდა ურთიერთობა, ჩაიკეტა. ფსიქოლოგთან სიარულზე უარი გვითხრა, მაშინ  15 წლის იყო. სულ კომპიუტერთან იჯდა და თუ მას გამოვურთავდი აგრესიული ხდებოდა, ყვიროდა და მეჩხუბებოდა. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად რამდენიმე წელი და უამრავი რესურსი დაგვჭირდა, თუმცა დღესაც მეგობრებთან ერთდ გართობას სახლში ყოფნა  და რამის ყურება ან კომპიუტერთან თამაში ურჩევნია“- ამბობს ერთ-ერთი კიბერდამოკიდებული მოზარდის დედა.

ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას თქმით,  რაც მეტი დრო ზის კომპიუტერთან ბავშვი, მით მეტად ეჯაჭვება მას და მით მეტად აღარ შეუძლია მის გარეშე. კიბერდამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყო ისეთი პიროვნული ფაქტორები, როგორებიცაა დაბალი თვითშეფასება, ინფანტილიზმი, ქცევის კონტროლის მოშლა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

ადაპტაციის უნარის დაქვეითების ერთ-ერთი გამოხატულებაა, როცა მოზარდს უჭირს არსებულ რეალობასთან შეგუება და ანაცვლებს მას წარმოსახვითი რეალობით (კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ..).  აქ თავს მეტად კომფორტულად გრძნობს, რადგან ვირტუალურ სამყაროში მას აქვს იმ სურვილების, მოთხოვნების და ოცნებების რეალიზების საშუალება, რასაც ვერ ახერხებს რეალურ სამყაროში. ეს ყოველივე, არის დროებითი და ასეთირეალიზაციაგარკვეული დროის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ასეთ მომენტში, მნივნელოვანია მშობელმა დროულად შეამჩნიოს არსებული საფრთხე და დაგეგმოს სწორად დროის მენეჯმენტი, დიდი დრო დაუთმოს ბავშვს. მოზარდისათვის თავისუფალი დროის სწორად განკარგვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამომავლოდ მის ჩამოყალიბებაში. იგი უნდა დიდ დროს უნდა ატარებდეს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, იღებდეს განათლებას, კითხულობდეს წიგნებს.

ბავშვი,  როდესაც კომპიუტერზე დამოკიდებული ხდება, ეცვლება ქცევა, რომელიც მარტივი შესამჩნევია. კიბერდამოკიდებულების ნიშნებია :

1.      დროის აღქმის უნარის დაკარგვა კომპიუტერთან ჯდომისას;

2.       ფინანსების უზომო ფლანგვა კომპიუტერული აქსესუარების (ან თამაშების) შესაძენად ან გასაახლებლად;

3.      სწავლის, შეხვედრებისა და დაპირებების დავიწყება თამაშის ან ინტერნეტით სარგებლობის გამო;

4.      ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და ძილის უგულებელყოფა კომპიუტერთან გატარებული დროის გასახანგძლივებლად;

5.      შიმშილის დავიწყება ან ჭამა მონიტორთან;

6.      რეალური ურთიერთობების მიმართ ინტერესის დაკარგვა;

7.      საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის ინტერესის არარსებობა;

8.      მხედველობის დაქვეითება (ან მშრალი თვალის სინდრომი);

9.      თავის ტკივილი;

10.  უძილობა;

11.  ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

12.  კარგი განწყობა ან ეიფორია კომპიუტერთან ჯდომის დროს;

გაღიზიანება და აგრესიულობა კომპიუტერისგან მოწყვეტის შემთხვევაში;