DATA149.1.19

Logo

ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

ლიკა ბოჭორიშვილი

ტექნოლოგიური რევოლუციის ფონზე თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების შესაძლებლობა ძალიან მარტივია. თითოეულ ჩვენგანს, ვისაც აქვს ინტერნეტ სივრცესთან წვდომა შეუძლია ჟურნალისტის როლი მოირგოს . სოციალური მედიის საშუალებით შეუძლია გადამოწმების გარეშე გაავრცელოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ამისთვის კი ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარდის ფლობა სულაც არაა საჭირო. სოციალურ მედიაში რთულია გაარჩიო, რომელი ინფორმაციაა ნამდვილი და რომელი ე.წ. ფეიქნიუსი.

ფეიქ-ნიუსებს კიდევ უფრო დიდ გასაქანს აძლევს სოციალური პლატფორმები: ტვიტერი და საქართველოში უზომოდ პოპულარული ფეისბუქი. მიუხედავად ბევრი მომხმარებლის აღშფოთებისა სოციალური ქსელებზე გავრცელებული ფეიქების გამო, რაც საკმაოდ ხშირია, ფეისბუქი და ტვიტერი ემიჯნებიან გამომცემლის როლს და რჩებიან პლატფორმად, სადაც თვით მკითხველის პასუხისმგებლობაა სიმართლისა და სიცრუის გარჩევა. 

ჯანდაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ მედიაში პოტენციურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. 2012-2017 წლის მონაცემებით ლინკები , რომლებიც გავრცელებულ დაავადებებს უკავშირდება შეიცავს 40% ცრუ ინფორმაციას და გაზიარებულ იქნა 451 272 ჯერ.სოციალური მედიის შესწავლამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იდენტიფიცირებასა და წამყვანი ვებ გვერდების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების აღძვრას.

 

მედია განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელავას თქმით ფეიქნიუსების გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს ანტივაქსორული მოძრაობა ,სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაცია კი ძირითადად ეკონომიკურ მოგებას ემსახურება.

“დეზინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს ირგვლივ ძირითადად “clickbait” საიტების საშუალებით ვრცელდება, ემოციური, არანეიტრალური სათაურების საფუძველზე ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას , რაც მეტი ვიზიტორი ჰყავს საიტს მეტ ფულს გამოიმუშავებენ. ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტუალურ საკითხებზე, სამკურნალო საშუალებებზე, სოკოზე , ნაყენზე ,რომელიც დაგვეხმარება დავძლიოთ დაავადება. ხალხის უმეტეს ნაწილს კი სჯერა ამ ყველაფრის და ასეთ საიტებსაც ხშირად სტუმრობს. 

მეორე მხრივ გვაქვს კრემლის მიერ დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანია ჯანდაცვის და ბიოუსაფრთოების მიმართულებით, როგორიცაა ლუგარის წინააღმდეგ. ეს კამპანია სტრუქტურულად და მიზნიდანაც გამომდინარე ძალიან განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი ფეიქ ნიუსებისგან. აქ ბევრად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, საქმე გვაქვს ლაბორატორიასთან , ვაქცინებთან. წინასწარ არის შემუშავებული გზავნილი , სამიზნე აუდიტორია. 

საზოგადოებას ძალიან დიდ ზიანს აყენებს ანტივაქსორული მოძრაობა, დღითიდღე იზრდება ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვაქცინა იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს, საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც არსებობს ინფექციური დაავადებების მიმართ დგება საფრთხის წინაშე. 

საქართველოში ძირითადად ფეიქ ნიუსები გვხვდება ვაქცინებზე , აცრებზე, სეზონურ გრიპზე, თითქოს ვირუსს დასავლეთი ავრცელებს ლუგარის ლაბორატორიიდან , ვაქცინებით ხალხზე ატარებენ ცდებს, ვაქცინები იწვევს აუტიზმს, ყალბი სამკურნალო საშუალებები. 

ჯანდაცვის სფეროში გავრცელებული ფეიქ ნიუსები იმით განსხვავდება სხვა სახის ფეიქ ნიუსებისგან, რომ იგი ფიზიკურ ზიანს აყენებს ინდივიდებს , საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. 

საქმე გვაქვს ადამიანების სიცოცხლესთან ამიტომაც სამედიცინო სფეროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება , უწყინარმა ფეიქნიუსმაც კი ,რომელიც ეკონომიკურ მოგებაზეა ორიენტირებული შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ადამიანის ჯანმრთელობა. ამის თავიდან ასაცილებლად  საჭიროა სწორი კომუნიკაციის სტრატეგია, მნიშვნელოვანია სანდო ექიმებისა და კომუნიკატორების ჩართულობა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს , სადაც ფეიქ ნიუსის პირველ წყაროს ვხედავთ იმავე არხებით უნდა ვეცადოთ სწორი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში. “ 

 

პიროვნების ჯანმრთელობა ადამიანის კეთილდღეობისა და ღირსების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. ზოგადი მოსაზრებით, სახელმწიფოს, ამ თვალსაზრისით, გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება.

გავრცელებული ინფორმაციით ქლორის დიოქსიდი სახელწოდებით “miracle mineral solution “ კურნავს კორონა ვირუსს. FDA -მ გააფრთხილა საზოგადოება არ შეეძინათ და დაელიათ ონლაინ გაყიდვადი სამედიცინო პროდუქტი , რადგან დაზუსტებით არ იცოდნენ რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იყო იგი ჯანმრთელობისთვის. 

მოგვიანებით კი გაფრთხილების წერილი გამოსცა გამყიდველებისთვის.

FDA -სგან განსხვავებით, არც ერთ ქართული მარეგულირებელი ვებგვერდი , როგორიცაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მონიტორინგს არ აწარმოებს. მათ საიტებზე არაფერია მოცემული იმ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ,რომლებიც ვირუსის განკურნებად წამლებსა და ნივთიერებებს უკავშირდება, არც გაფრთხილების წერილია გაცემული მატყუარა,თაღლითი გამყიდველების წინააღმდეგ , რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და არასათანადო მედიკამენტებს ყიდიან , არც ადამიანების ინფორმულობას უზრუნველყოფს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინო მამუკაშვილის განცხადებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფეიქნიუსებზე არაა პასუხისმგებელი და შესაბამისად არ აქცევს ყურადღებას , არც ფეიქებისა და რეგულაციების განთავსებას მიიჩნევს საჭიროდ ვებსაიტზე. 

 

დღესდღეობით ყველა ეროვნული , ევროპული თუ საერთაშორისო რესურსი მიმართულია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.

კორონავირუსის შესახებ პირველი დეზინფორმაციული მასალა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკზე“ აღმოაჩინა 22 იანვარს, ანუ ეს ნარატივი თავიდანვე გაჩნდა, რომ ვირუსი ადამიანის მიერაა შექმნილი, ის ნატოს მიერ შექმნილი იარაღია. მცირე ვარიაციებით, მსგავსი განაცხადებები მას შემდეგ უწყვეტი ნაკადით მოდის: ვირუსი აშშ-მა გამოიმუშავა, პენტაგონმა შექმნა, მმართველმა ელიტებმა შექმნეს... რომ ამ ვერაგული გეგმის მიზანია მსოფლიოში ტირანიის დამყარება და ამერიკის ჰეგემონიის განმტკიცება.

ბრიტანელები 5G ანძებს წვავენ. ა.შ.შ-ს პრეზიდენტი კვირების მანძილზე სერიოზულად არ აღიქვამდა პანდემიას. ზოგიერთი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებდნენ, რომ ვირუსი სამხედროების მიერ იყო შემუშავებული. ოთხი ქვეყნის: ბელორუსის, თურქმენეთის, ნიკარაგუას და ბრაზილიის - ლიდერები დღემდე უარყოფენ პანდემიის რეალობას, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ მოსახლეობას.ჯანმრთელი ადამიანისთვის 5G-ის სავარაუდო მავნეობის თეორია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. თავიდან კონსპიროლოგები თვლიდნენ, რომ 5G იწვევს კიბოს, მაგრამ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყურადღება გადატანილ იქნა კორონავირუსზე. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მასობრივი რესპირატორული დაავადების უკან დგას არა ვირუსი, არამედ 5G სიხშირეები, რომლებიც ჟანგბადის მოლეკულებს აიძულებენ წამში 60 მილიარდი ჰერცი სიხშირით რხევას, რის შედეგადაც ჟანგბადის მოლეკულები ვეღარ უკავშირდებიან ადამიანის ჰემოგლობინს.

როგორ დავიცვათ თავი კორნავირუსისგან? - ამის შესახებ თურქი მედიკოსები მოსახლეობას რამდენიმე წესს სთავაზობენ:

ყურის ჩხირი დაასველეთ იოდში და გამოისვით ცხვირის ნესტოებში. იოდშივე დასველებული ყურის ჩხირით კლეტკები გაიკეთეთ ხელის და ფეხის გულებზე. ყელში გამოივლეთ ვაშლის ძმარი და გამოვლების შემდეგ ნახევარი საათი არაფერი ჭამოთ და არც დალიოთ.

 

უხვად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტიანობის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაცია მედიკამენტ იბუპროფენს შეეხება. მედიით გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, მკვლევრები აცხადებენ, რომ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები გააუარესოს და გაამწვავოს.

 

კიდევ ერთი მასობრივად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია კორონავირუსის განკურნების შესახებ ე.წ სქრინშოტი იყო, რომელზეც ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას ტიტრებში იკითხებოდა წარწერა "მარიხუანა კლავს კორონავირუსს".

 

ბანანში ვირუსი შეჰყავთ და ამ გზით აინფიცირებენ ადამიანებს ებოლათი, ზიკას ვირუსით, შიდსით, ღორის გრიპით, ასე მოხდა კორონავირუსის შემთხვევაშიც.

 

ახალი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინა თოფურია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჰომეოპათიურ მკურნალობას. საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით იგი ავრცელებს მცენარეულ მედიკამენტებს , რომელიც თითქოს კურნავს ახალ კორონავირუსს. მის ფეისბუქ გვერდზე შეხვდებით სამკურნალო საშუალებებს სითხისა თუ მალამოს სახით. ვირუსის ფონზე განსაკუთრებული სიხშირით პოსტავს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. მასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წამლებს უმაღლესი სტაჟის მქონე პროფესიონალები ამზადებენ , ფლობს შესაბამის ლიცენზიას და ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით აწარმოებს საქმიანობას.

კვლევამ გვაჩვენა , რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრია სამუშაო, როგორც სამთავრობო ორგანიზაციების ისე მედიისა და საზოგადოების მხრიდან . საჭიროა მეტი დრო დაეთმოს მედიცინის სფეროში განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას , ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს , რომელიც ნებისმიერ წამს შესაძლოა იმსხვერპლოს დეზინფორმაციამ.  გასამკაცრებელია კანონი არასათანადო მედიკამენტებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ, სათანადო რეაგირებას მოითხოვს clickbait საიტები, რათა ქვეყანაში ნაკლები მოტყუებული მოქალაქე და მსხვერპლი გვყავდეს .