სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
მარიამ იზორიაბაბუისა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ, უპატრონოდ მიტოვებული მიწებისთვის ვიღაცას უნდა მიეხედა. თბილისში გაზრდილ სტუდენტს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დაეხმარა სოფლის მეურნეობისთვის უფრო საინტერესო კუთხით შეეხედა. პირადი ბიზნეს ამბიციების გარდა, ქვეყნის ეკონომიკის დაბალმა დონემ აფიქრებინა, რომ მის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა შეეძლო. ქვეყანას დოვლათი არ აქვს, ეროვნული ვალუტა რომ გავამყაროთ, ჩვენი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთო-ასე გაუჩნდა ახალგაზრდა სტუდენტს, ბაჩო ბალახაშვილს, ბიზნეს იდეა- ახალციხეში, ადიგენის რაიონში, მამაპაპისეულ ნაკვეთებზე ქართული კარტოფილი მოეყვანა. პირადი დაკვირვებით ამბობს, რომ ბევრი დაავადება და გავრცელებული ჭია კარტოფილის სპეციალურად დამუშავებას მოითხოვს, სხვაგვარად უხარისხო და ცოტა მოსავალი მოდის. პესტიციდების აუცილებლობას ხაზს უსვამს, ჯერ მიწის ანალიზს აკეთებს და რაც მიწას არ აქვს, თვითონ უმატებს კარგი მოსავალისთვის. 2 ჰექტარზე დათესილ კარტოფილს გოგრა და ხახვი დაუმატა. პროდუქციის ნაწილი სოფელშივე ეყიდება, ნაწილი კი თბილისში ჩამოაქვს. ახალგაზრდა ბიზნესმენს სურს ბიზნესის გაფართოება და ქართული ბაზრის მაქსიმალურად ათვისება- საქართველოში ექსპორტი იმპორტს აღარ უნდა აჭარბებდესო-პარალელურად კი უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. საქმიანობას აფასებს, როგორც სარფიანს. პირველ ეტაპზე ოჯახის თანადგომა და 5000 ლარამდე საწყისი კაპიტალი საკმარისი აღმოჩნდა საქმის საწარმოებლად. სეზონზე დახხლოებით 20 თანასოფლელს ასაქმებს და იმედი აქვს რომ ყოველ ახალ წელიწადს რაოდენობას გაზრდის.
თავისუფალი დროის დეფიციტიდან გამომდინარე, ახლაგაზრდა ფერმერმა, ერთი შეხედვით, სტანდარტულ წარმოებას ორიგინალური და თანამედროვე გზა მოუძებნა განსავითარებლად. შექმნა ვებგვერდი, პოტატო.ge, რომლის მეშვეობით შინიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი ნებისმიერ დროს მარტივი პროცედურით ნებისმიერი რაოდენობის ჯანსაღი, ახალციხეში მოყვანილი კარტოფილის შეძენა ადგილზე მიტანის სერვისით.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მისი უპირატესობა მომხმარებლის დაცვაა არაკეთილსინდისიერი გამყიდველებისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იძლევა ხარისხის გარანტიას და უცხოურ პროდუქციას ასაღებს, როგორც ქართულს. მეორე მხრივ, კომპანია ზოგავს მყიდველის დროს, დამატებით რესურებს, მაგალითად, ტრანსპორტირების. საბოლოოდ, პოტატო.ge მომხმარებლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს შესთავაზებს, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული სერთიფიკატით დაადასტურებს. ქართული კარტოფილის შეძენა, ასევე შესაძლებელია ფეისბუკ გვერდის მეშვეობითაც. ვებგვერდი ჯერ კიდევ დამუშავებისა და დახვეწის პროცესშია. ბაბუის საქმის თანამედროვე სერვისად ქცევა ფიქრობს, რომ წარმატებულად გამოუვიდა, რაშიც ლომი წილი სოციალურმა მედიამ და ციფრულმა კომუნიკაციებმა ითამაშა.
კერძო ბიზნესისთვის კომპანიის გასავითარებლად სოციალური მედია საუკეთესო საშუალებაა, რადგან მასში ჩართვა და მარკეტინგული კამპანიების მართვა მარტივია პროფესიონალების მიერ. ბიზნესმენებს საშუალება ეძლევათ, განსაზღვრონ მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებათა ჯაჭვი. თუმცა, არასწორად წარმოებული მარკეტინგული კამპანია ან სხვა, რეპუტაციისთვის საზიანო, გარე ფაქტორები, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია კერძო ბიზნესებს თანაბარ პირობებში კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობას აძლევს, იგი აბსოლუტურად ღიაა და საკმარისად საფრთხილო. ამავე შესაძლებლობების გამო, რისკის ქვეშ დგას ბიზნეს სექტორის თავისუფლად ფუნქციონირება; არაჯანსაღი მარკეტინგული თავდასხმები, პოლიტიკური ინტერესები (სოციალური ქსელი საკმაოდ ეფექტიან ასპარეზს წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების განსახორციელბელად, პროპაგანდისა და აგიტაციის გასაწევად, ყალბი სიახლეების გასავრცელებლად, ადამიანთა იდიოლოგიის, პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად და სამართავად.) და სხვა გარე ფაქტორები.
დღესდღეობით Twitter-ის 350 მლნ, facebook-ის 2 მილიარდი, Linkedln -ის 500 მილიონი მომხმარებლით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მედია, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირების ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს მათი როლი არ აქვთ გაცნობიერებული.
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ეკონომიკის ძირითადი ბირთვია, შეიძლება იყოს არარეალიზებული იმის გამო, რომ ბიზნესმენებს არ აქვთ სათანადო ცოდნა ცნობადობის მოპოვებისა და გაზრდის შესახებ. ასევე, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სოციალური მედია კამპანიები და ფულის დახარჯვას ამ მიმართულებით საჭიროდ არ მიიჩნევენ, პარალელურად, მსხვილ ბიზნესებს თავად აქვს შექმნილი ძლიერი ანალიტიკური სამსახურები, ბევრ ფულს ხარჯავენ ბაზრის კვლევაზე და კარგად იციან რა ხდება ქვეყანაში. სწორი კომუნიკაციის გარეშე, უკმაყოფილო მომხმარებლისგან არც ერთი კომპანიაა დაზღვეული, რაც მათ რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. საფრთხეები, რომელიც სოციალურ მედიაში არსებობს, განსაკუთრებით, სერიოზულია ისეთი სუსტი ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოს გააჩნია. იმ ფონზე, რომ საქართველოში არც ისე წარმატებით სარგებლობენ სოციალური მედია კამპანიებით მცირე და საშუალო ბიზნესები, მსხვილი ორგანიზაციები ერთმანეთს, სწორედ, მისი საშუალებით უწევენ კონკურენციას.
თუ განვითარებული ქვეყნების მაგალითით ვიმსჯელებთ, მათი ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს. შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის და დასაქმებულთა დიდი წილით ამ კატეგორიაზე მოდის. ამ სტატისტიკით, პირველ ადგილზეა ევროკავშირი, რომლის კერძო სექტორში დასაქმებულთა 65% საშუალო და მცირე ბიზნესზე მოდის. ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 წლის მანძილზე შექმნილი 7 მილიონი სამუშაო ადგილიდან 2/3 ამ სფეროზე მოდის, გერმანიის 4, 4 მილიონ მცირე საწარმოა, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულთა 70% მუშაობს, მსგავსად დიდი ბრიტანეთისა, სადაც 4,5 მილიონ კერძო საწარმოში ქვეყნის დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60% მოდის.
TBC ბანკის ახალი პროექტი-ელექტრონული პლატფორმამ vendoo წელს სატესტო რეჟიმიდან აქტიურში გადაინაცვლა. Vendoo გულისხმობს online მაღაზიას, სადაც ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მოხმარებელი, შეძლებს ყველანაირი სახის პროდუქციის შეძენას. კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს ცალკე სარგებელს ქართველი მეწარმეებისთვის, რაც მათ პოპულარიზაციაში და პროდუქტის იაფად რეალიზაციაში დაეხმარება. „ვენდუს“ სხვა არსებული ონლაინ პლატფორმებისგან გამოარჩევს მიტანის სისწრაფე, ექსკლუზიური ფასები და დაბრუნების უმარტივესი სერვისი. კომპანიის სოციალური მენეჯერი, სალომე ნიკოლეიშვილი, ამბობს, რომ მეწარმეებსა და მომხმარებლებს შორის მედიატორობა გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული. უკმაყოფილო მოხმარებელმა, მუხედავად მაღალი დონის სერვისისა, უარყოფითი ასოციაცია არა შეძენილ ნივთზე, არამედ „ვენდუზე“ შეიქმნას. ამიტომ კომპანიამ დააწესა გარკვეული სტანდარტები, რომელიც მომწოდებლებს ავალდებულებს კარგი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებაში. რაც შეეხება კვლევებს, არც ისე მაღალი ბიუჯეტის გამო, ამ ეტაპზე, კომპანია არ ატარებს სტანდარტულ, მასშტაბურ კვლევებს. შემოიფარგლება მცირე ჯგუფებით, ტესტ-აუდიტორიებით. მოხმარებლის უკუკავშირი კომპანიისთვის საწყის ეტაპზევე საარსებოდ მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, აქტიურად განიხილება თითოეული პრეტენზია და შენიშვნა. გასულ წლებთან შედარებით სოციალური მენეჯერი ხედავს ტენდეცია კომპანიების მიდგომებში- თუ ადრე ბიზნესი ორიენტირებული იყო მხოლოდ სერვისების შემოთავაზებაზე, დღეს იგი მჭიდრო კომუნიკაციას ცდილობს მომხმარებელთან, აწარმოებს სხვადასხვა კამპანიას და ამით აყალიბებს მოხმარებლისთვის ემოციურად მისაღებ ბრენდს, კომპანიები ცდილობენ იყვნენ პერსონიზებულები მოხმარებლებთან, რაც ასევე ეხმიანება საერთაშორისო ტრენდს. სალომე ამბობს, რომ სოციალური მედია შექმნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი სკეპტიკოსისთვის, ნებისმიერი მცირე თუ დიდი კომპანიისთვის, რომელსაც თავისუფლად შეუძლიათ, შეუზღუდავად, გამოხატონ და საზოგადოების დაინტერესება მარტივი უნარებითაც შეიძლება, ისე, რომ მარკეტინგულ კამპანიებში ფული არ დახარჯონ.
Social sharks-მარკეტინგის კომპანიაა. იგი ბრენდებს ეხმარება მაქსიმალურად გამოიყენონ მათი ბიზნეს პოტენციალი სოციალური მედიის სივრცეში. ბაზარზე 2008 წლიდან არსებობენ, თუმცა საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდნენ. კომპანიის 300-ზე მეტ კლიენტებში ირიცხებიან ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა Unicreditbank, Bigshock! Lidi! Hame და სხვები. Social sharks-ის დირექტორი, მარიამ ბაჯელიძე ამბობს, რომ როცა ბაზარზე შემოვიდნენ, ბიზნესმენბმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რაში უნდა გამოეყენებინათ სოციალური მედია. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და თუ ადრე ბიზნესმენებს სოციალური მენეჯერები და მარკეტოლოგები არწმუნებდნენ, რატომ უნდა გამოეყენებინათ ციფრული კომუნიკაციები, ამჟამად კომპანიები თავად არიან მოტივირებული, მჭიდრო კავშირი იქონიონ მარკეტინგულ სააგენტოებთან. მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა და არც თუ ისე ცოტა სააგენტოსი, სპეციფიკური და სპეციალიზირებული მიმართულების კადრების დეფიციტი მაინც შეინიშნება. მაგალითად, სააგენტოები აკეთებენ „ვიდეო ფროდაქშენსაც“, სოციალურ მედიასაც, Google-საც, სატელევიზიო რეკლამებსა და პარალელურად არიან ისეთი სააგენტოები, რომლებიც აკეთებენ მხოლოდ სოციალურ მედიას ან digital-ს, რაც მარიამ ბაჯელიძის თქმით, უფრო სპეციფიკურს ხდის საქმიანობას და უფრო მაღალი დონის ხარისხსაც აღწევს. წლების უკან ბიუჯეტის მარკეტინგული წილი გადანაწილებული იყო ტრადიციულ მედიაზე: რადიო, ტელევიზია, პრესა, ბანერები- დღეს მარკეტინგული წილი მნიშვნელოვნად იხარჯება facebook-ზე, რადგან ბიზნესმენებმა გაიაზრეს, რომ ბევრად უფრო სეგმენტირებულად და იაფად შეუძლიათ გაუწიონ პროდუქტს/მომსახურებას პოპულარიზაცია. Facebook-სა და Google-ს ცალსახად შეუძლია სეგმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება-ისეთი ნიუანსების ანალიზის საშუალებას იძლევა ციფრული კომუნიკაცია, როგორიცაა ადამიანების ლოკაცია, რამდენხანს უყურეს რეკლამას, რა ფერების დომინირებაა უმჯობესი მათთვის, რა დროიდან აღარ გააგრძელეს რეკლამის ყურება და სხვ. Social sharks-ის კლიენტებს წარმოადგენს საშუალო და მსხვილი ბიზნესები, თუმცა ხშირად მიმართავენ start up-ებიც, რადგან მათთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელია იაფი პლატფორმების ეფექტიანად ათვისება. რეკლამის გაშვება, განსხვავებით სხვა ტრადიციული მედიისგან, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუ მსხვილ ბიზნესებს საიმიჯოდ რეკლამისთვის შესაძლებლობა აქვთ ძვირადღირებული ბანერებისა და სატელევიზიო რეკლამების შექმნის, მცირე და ახლა დაწყებულ ბიზნესებს სოციალური მედიის სახით საუკეთესო ალტერნატივა აქვს. მათ ურჩევნიათ დახარჯონ გარკვეული თანხა, თუმცა ხარისხისა და შემოქმედებითობის გარანტიით და დაზოგონ ის ფული, რაც შესაძლოა მათ თვიურ ბიუჯეტს უდრიდეს. ბაზარზე კარგი მხარჯველები, როგორც მარიამ ბაჯელიძე უწუდებს, არიან „გემბლინგური“ კომპანიები, ვინაიდან ონლაინ კაზინოების შემოსავალი არის საკმაოდ მაღალი და მათი აუდიტორია ერგება, სწორედ, ციფრულ მედიას. შემდეგ მოდის, ბანკები, რადგან მათი სეგმენტიც საკმაოდ მრავალფეროვანია და თუ კაზინოების შემთხვევაში ინტერესი უფრო მეტად მამაკაცებს გააჩნიათ ან სპორტის მოყვარულებს, ბანკის მომხმარებელი შეიძლება იყოს 18 წლის სტუდენტიც და 65 წლის პენსიონერიც. ბანკები ძირითადად, მუშაობენ ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე, „გემბლინგის“ მთავარი მიზიანი მეტი რეგისტრირებული ადამიანის მოზიდვა. რატომ ქირაობენ კომპანიები, საჯარო/სახელმწიფო სამსახურები, სააგენტოებს და არ ქმნიან თავად ძლიერ მარკეტინგულ დეპარტამენტებს, მარიამ ბაჯელიძის თქმით, მიზეზი რამდენიმეა: ბარათის მიბმა-მარკეტინგული ხარჯი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომელიც უნდა იყოს ძალიან გამჭირვალე, შესაბამისად ურჩევნიათ ეს დეტალები თავიდან აიცილონ და უბრალოდ მიაბან სხვა სააგენტოს.
2013 წელს, ინფორმაციის თავსუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI)მიერ, პოსტაბჭოთა კვლევების ცენტრთან (CPSS) ერთად, ჩატარდა კვლევა - „ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში -ინტერნეტის ხელმისაწვდომობა“.
კვლევის მიხედვით, 2012 წლისთვის, საქართველოში სადენიანი ინტერნეტ აბონენტთა რაოდენობა 392 436, ხოლო უსადენო (WiFi) ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 17 872 ადამიანს შეადგენდა.
ინტერნეტიზაციის მნიშვნელობის კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხელს უწყობს მრაფალფეროვანი და ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას, აქტუალური ხდება ინოვაციური საშუალებების (ელ-ფოსტა, ონლაინ პეტიცია, ონლაინ ჩეთი) დანერგვა და ათვისება. გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 53,4% უნდობლობას უცხადებს მედია საშუალებებს, გარდა ამისა, დაბალია ნდობა ტელეჟურნალისტებისადმი, მოქალაქეების 29,1% ფიქრობს, რომ ისინი მაყურებელს კარგად ან საშუალოდ კარგად აწვდიან ინფორმაციას მდინარე მოვლენების შესახებ.
ამავე კვლევით იკვეთება, რომ მოქალქეები ინტერნეტს იყენებენ რაიმე ინფორმაციის საძიებოდ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძირითადად ინფორმაციის მიმღებები არიან და არ არიან ორიენტირებულები აზრთა ურთიერთგაცვლაზე.
სწრაფად ცვალებად გარემოში მცირე ბიზნესზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინოვაციები. სტრატეგიის დაგეგმვისას საწარმოებს აუცილებლად მოუწევთ შეჯახება ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ბიზნესის განვითარებაში ინტერნეტ რესურსების გამოყენება, ეს იქნება ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, შესყიდვებში მონაწილეობა, თუ საბანკო ოპერაციები, კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით დროის ეფექტური, ნაკლები დანახარჯებით მართვის მოხერხებული ინსტრუმენტია. ამისათვის საჭიროა საწარმოს პერიოდულად გადაიარაღება და განახლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა.
უკანასკნელ პერიოდში, ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, გარდა იმისა რომ მოახდინა საკუთარი წარმოების სისტემების ავტომატიზაცია, ბევრმა კომპანიამ გახსნა ვებგვერდი და დაიწყო საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა მისი საშუალებით. ვინაიდან ვებპლატფორმის შექმნა საკუთარი ძალებით ძალიან რთულია, ბევრმა კომპანიამ დადო ხელშეკრულება ინტერნეტკომპანიასთან.
გაზარდეს ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება, გაიზარდა მხარდაჭერა ელექტრონული კომერციისათვის „წარმოება-წარმოება““(B2B) და „ბიზნესი მომხმარებლისათვის“ (B2C). Tomson Financial მიხედვით, კომპიუტერების დარგში 1999 წლიდან 2000 წლამდე 260 საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსი შეიქმნა. ხშირ სემთხვევაში მათი მყიდველები მსხვილი ავიაკომპანიები და ბანკები იყვნენ, რომლებიც ეძებდნენ პარტნიორებს კომპიუტერული სიტემების შემუშავებისათვის, მაგ: ბანკომატებისათვის, ავიაბილეტების დაჯავშნისათვის ინტერნეტ ქსელით.
2019 წლის აპრილში NDI -მ ჩაატარა კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველში“ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, საინტერესოა გამოკითხვის შედეგები ინფორმაციის წყაროების შესახებ რომლის მიხედვითაც, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს მოსახლეობის 72%-თვის პირველწყარო არის ტელევიზიები, 21%-თვის - ინტერნეტი/ფეისბუქი, 3%- მეზობლები/მეგობრები, 2%-ოჯახის წევრები და ა.შ. რაც შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, ასეთი ტიპის მედია ინფორმაცის წყარო მხოლოდ 1%-სთვის არის.
ინტერნეტის განვითარებამ და კომპანიების ცნობიერის ამაღლებამ სახელმწიფოს უბიძგა პროცესებში ჩაბმისკენ და პროგრამების განხორციელებისკენ. 2014 წელს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, შეიქმნა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყება სსიპ „აწარმოე საქართველოში'', რომლის პროექტების ფარგლებში, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, 2014 წლიდან სულ მხარდაჭერილია 466 პროექტი, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1, 11 მილიარდ ლარზე მეტია. სააგენტოს შექმნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საინვესტიციო კლიმატის პოლულარიზაცია. იგი სამ კომპონენტს აერთიანებს: ადგილობრივ წარმოებას, ექსპორტს და ინვესტიციებს. მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს საუკეთესო ბიზნესიდეის გამოვლენას, ბიზნესგეგმის წერაში დატრენინგებას, საუკეთესო ბიზნესგეგმის გამოვლენას და გამარჯვებულის თანადაფინანსებას არაუმეტეს 20 000 ლარის ფარგლებში. საკონსულტაციო მხარდაჭერაში იგულისხმება: ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგები, ბიზნესგეგმის შედგენის ტრენინგი, ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022