
საქართველოში მოქმედი რუსული სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმოს ფილიალის დომინაცია სამშენებლო სამუშაოებში
ლილე ტორონჯაძე
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 2013 წლიდან რუსული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეს ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ პერიოდში რუსულმა ბიზნესსუბიექტებმა აქტიურად დაიწყეს მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ფაქტორებთან. ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შესყიდვების ბაზრის დივერსიფიკაციასა და საერთაშორისო კომპანიების კონკურენტულ გარემოზე. რუსული კომპანიების ეს ზრდის ტენდეცია შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით, რუსული ინვესტიციების ზრდით და იმ რეგულაციებით, რომლებიც შესაძლოა გარკვეულწილად უწყობდეს ხელს რუსული კომპანიების აქტივობებს.
შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალი 2013 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირებული რუსული კომპანიაა, რომელიც 2025 წლის მონაცემებით სარგებლობს აქტიური სტატუსით. Tendermonitor.ge-ს მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან აღარ მიუღია ტენდერი. მიუხედავად პასიურობისა, საერთაშორისო გამჭირვალობის ვებ-გვერდზე დოკუმენტაციის ბოლო განახლება 2023 წელს მოხდა. დირექტორი რაინდი ქანთარია იყო, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეა. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობდა ჩელიაბინსკის რეგიონში, ხოლო მისი დირექტორი, ბოლო არსებული მონაცემებით, პისკუნოვ სერგეი მიხაილოვიჩი იყო.
აღნიშნული კომპანიის ძირითადი საქმიანობა საზოგადოებრივი მაგისტრალების ოპერირებას მოიცავდა. 2013-2017 წლის მონაცემების თანახმად, ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა მონაწილეობა მიიღო 93 ტენდერში, რომელთაგან 29 მოიგო, 10 არ შედგა, ხოლო 53 წააგო. მოგებული ტენდერების სავარაუდო საერთო ღირებულება შეადგენს ₾51,154,967, ხოლო მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულებაა ₾46,302,786.27. დანაზოგი 9.49%-ია.
მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ძირითადი მიზეზები, თუ რატომაც მოახერხა ამ რუსულმა კომპანიამ 29 ტენდერის მოგება, 2013-2014 წლის მონაცემებით არის „ახალი დაფუძნებული კომპანია ახალი რეგისტრირებული მიმწოდებელის“ და შემდეგ „დაბალი კონკურენციის“ მიზეზებით. რაც შეეხება წაგებული ტენდერების მიზეზებს, ძირითადად დისკვალიფიკაცია, მაღალი ფასთაკლება და ახალი მიმწოდებლის სტატუსი იყო განმსაზღვრელი ფაქტორები. სავარაუდო ღირებულების მიხედვით, წაგებული ტენდერების ჯამური მოცულობა ₾117,073,373-ს შეადგენს. რაც შეეხება არშემდგარ ტენდერებს, მათთან დაკავშირებული რისკების მაჩვენებლები უცნობია, ხოლო საერთო დაკარგული თანხა ₾18,935,305-ს შეადგენს.
მოგებული ტენდერების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ ჩელიაბინსკტრანსსიგნალის ყველაზე აქტიური პარტნიორი „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ იყო, რომელთანაც კომპანიამ 19 კონტრაქტი გააფორმა ₾45,580,291-ის ოდენობით. აღნიშნული კონტრაქტები ძირითადად მოიცავდა სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოებს. სხვა მნიშვნელოვანი შემსყიდველები იყვნენ: კასპის მუნიციპალიტეტი (2.3%), მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანო (6.5%) და ქ. თბილისის მერია (1.2%). ამასთან, „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ეკუთვნის კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების 89.1%.
2016 წელი კომპანიისთვის ყველაზე მომგებიანი წელი გამოდგა, რადგან სამი ყველაზე მომგებიანი ტენდერი მიიღო. ჯამში კი ამ წელს ₾28,583,455 იქნა გადახდილი ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალისთვის. 15 თებერვალს განხორციელდა შესყიდვა ₾12,392,909 რაოდენობით, რომლის შესყიდვის საგანია მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები. 2013-2017 წლების მიხედვით კომპანიისთვის გადახდილი თანხები გამოიყურება შემდეგნაირად:
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალს tendermonitor.ge-ის მიხედვით ერთი მიმდინარე ტენდერი გააჩნია, რომლის დეტალებიც უცნობია. აღნიშნული მიმდინარე ტენდერის შემსყიდველი არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესყიდვის საგნით - „მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები“ თარიღით 01.05.2017 და სავარაუდო ღირებულება შეადგენს ₾20,447,155. მიმდინარე სტატუსის მქონე ტენდერისთვის დოკუმენტებში არ არის განსაზღვრული კონტრაქტის ღირებულება ისევე როგორც არ არის განსაზღვრული არც ერთი წაგებული სტატუსის მატარებელი ტენდერისთვის.
ამგვარი მონაცემები მიუთითებს იმას, რომ შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალი 2013-2017 წლებში მნიშვნელოვან წილს იკავებდა სახელმწიფო შესყიდვებში და მისი წარმატება განპირობებული იყო როგორც დაბალი კონკურენციით, ასევე მაღალი ფასთაკლებით.

19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში

19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი

19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

19 March 2020
პროფესია სომელიე

24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი

24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I

24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II

24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან

24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?

18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი

18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი

18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა

18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი

13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი

13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის

13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია

18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება

18 November 2020
თვითცენზურა

18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ

18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე

1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში

1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში

1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე

9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი

9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები

9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა

2 March 2022
დემოკრატია

2 March 2022
განათლება

2 March 2022
ცხოვრება მარსზე

2 March 2022
დისტანციური სწავლება

19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება

19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”

19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“

7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა

8 April 2025