საქართველოში რუსული იმპორტი გაორმაგდა
ანა ცოცხალაშვილი
საქსტატის ბოლო ხუთი წლის მონაცემებით საქართველოში რუსული იმპორტი 108%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა განვითარებული სამყარო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას საშუალოდ 70%-ით ამცირებს (აშშ -60%, გერმანია -72%, ჩრდილო და ბალტიის ქვეყნები -85%, იტალია -64%, პოლონეთი -70% და სხვ.), საქართველოში რუსული იმპორტი 1.84$ მლრდ-ს აღწევს, რაც Transparency International Georgia-ს კვლევით ბოლო 17 წელში უმაღლესი მაჩვენებელია.
The Observatory of Economic Complexity-ის 2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირში რუსული საქონლის იმპორტი მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 11.3%-ია. რუსეთი დღეს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სამეულშია თურქეთსა და აშშ-სთან ერთად. ძირითადი იმპორტი ნედლ ნავთობსა და თხევად აირზე მოდის. ასევე, დიდი მოცულობით შემოდის ხორბალი, რკინა, ზეთი და შუშის ბოთლები.
საქართველოს მსგავსად, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა უნგრეთში, თურქეთში, სომხეთში, ჩინეთში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, ბრაზილიასა და ისრაელში.
“ჩვენს ქვეყანაში რუსული იმპორტი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამას დოკუმენტები აჩვენებენ. ხშირად მიწევს ტრაილერით რუსეთში სიარული და იქაური საქონლის ჩამოტანა. ბევრჯერ მინახავს, შეფუთვებზე წერია, რომ პროდუქტი საქართველოშია დამზადებული, არადა რეალურად რუსეთიდან შემოდის,“ – აცხადებს 42 წლის ქართველი მძღოლი, რომელიც იმპორტ-ექსპორტის ტრანსპორტირებაშია ჩართული.
რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველოს რუსეთთან ვაჭრობა მილიარდს არ აღემატებოდა, თუმცა 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. სანქციების დაწესების ნაცვლად, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიციონერი ლიდერის, მამუხა ხაზარაძის, განცხადებით, „ყველა სტრატეგიული ნედლეული, რომელსაც საქართველო მოიხმარს, არის უკვე რუსეთზე ჩამოკიდებული“, თუმცა რუსეთისთვის ეკონომიკური ტარიფებისა თუ სანქციების დაწესება ყოფილ პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს არაგონივრულად მიაჩნია, ვინაიდან მისი განცხადებით: „ეს ავნებს ქართველ ხალხს“.
რუსეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის ორმაგ გამოწვევას ქმნის: ერთი მხრივ, რუსული ნავთობისა და ხორბლის გარეშე ქვეყნის ენერგეტიკული და საკვები უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დგება, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი დამოკიდებულება მის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე ძლიერ ზეწოლას ახდენს. მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთისგან დისტანცირდება, საქართველო უფრო მეტად აკავშირებს საკუთარ ეკონომიკას აგრესორ სახელმწიფოსთან. ეს კი აჩენს კითხვას - რამდენად მდგრადია საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როცა მისი მთავარი სტრატეგიული რესურსები ერთ ქვეყანაზეა დამოკიდებული?
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026
„იტალიური ეზო“ - სახელწოდება და დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაქრეს
12 March 2026