კოვიდგაკვეთილი კლინიკებს
მარიამ ჯანიაშვილი
„თორმეტ რეანიმაციულ პაციენტზე - ერთი ექთანი, მაშინ, როდესაც ორ-სამ რეანიმაციულ პაციენტზე ერთი ექთანი და ერთი დამხმარე უნდა ყოფილიყო“ - ასე იხსენებს ერთ-ერთი კოვიდკლინიკის უფროსი ექთანი კოვიდპანდემიის ურთულეს პერიოდს. რა ხდება დღეს? თითქოს, უკვე აღარც საგანგაშო მდგომარეობაა და არც არავინ უყურებს ამ საკითხს სერიოზულად, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ასე მშვენივრადაც არ გახლავთ.
COVID 19-ის გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.სრულიად შეიცვალა რეალობა და მსოფლიომ უამრავ პრობლემასთან ერთად დაიწყოცხოვრება. ჩნდება კითხვა - რამდენად მოხერხდა ამ ვირუსთან ბრძოლის დროს მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო, სამწუხროდ, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი აღმოჩდნენ. გაკეთდა თუ არა საკმარისი, რათა თავიდან აგვერიდებინა ასეთი საზარელი ვითარება, რომელსაც არაერთი სტატისტიკა ადასტურებს? New York Times-ისმონაცემებით, რომელიც Our World In Data-სსტატისტიკასეყრდნობა, 2021 წლის აგვისტოში 100 000 მოსახლეზესაქართველო კოვიდსიკვდილიანობის დინამიკით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა იყო, ლეტალობისმაჩვენებელი კი 0.89% გახლდათ. ამავე კვლევით დგინდება, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე ინაცვლებს 10 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის გაანგარიშებით.გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 2.01 ხდება.
როგორ უმკლავდებოდნენ კოვიდ კლინიკები ამ გამოწვევებს? იყო თუ არა პრობლემა მკურნალობის მეთოდში ან სამედიცინო პერსონალის არასწორად მომზადებაში? ეს იმ კითხვათა უმცირესი ნაწილია, რომლებიც მუდმივად ჩნდებოდა და დღემდე ყველას აინტერესებს.პანდემიამ აჩვენა, რომ კლინიკა არ არის ის, რაცმხოლოდ კარგად ცნობილ დაავადებებს მართავს და შეიძლება მოხდეს ისეთ რამ, რისი მართვაც ურთულესია.
როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რა გამოცდილება მისცა ამ ყველაფერმა კოვიდ კლინიკებს და როგორია მათი გეგმები სამომავლოდ? კითხვებს კლინიკა „ღია გულის“ ექიმი-რეანიმატოლოგი პასუხობს, რაზეც საკმაოდ დიდ ხანს დაფიქრდა: „ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ - კარგად. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ საშუალოდ გაუმკლავდა“. ძირითად მიზეზებად კი მედპეროსანლის ნაკლებობა და საკმარისი აპარატურის არქონა დაასახელა.ყურადღება გაამახვილა მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებულ პრობლემებზეც: „არ გვქონდა ე.წ. ჰაიქლოუს აპარატი, რომელიც მაღალი ლიტრაჟით მიაწვდიდა ჟანგბადს პაციენტს.ასევე არ გვქონდა საკმარისი სიპაპ ნიღბები, რაც, რა თქმა უნდა, უფრო ართულებდა მკურნალობას. ჩვენს ქვეყანაში არ არის საკმარისი რესურსი, რომ სახელმწიფო და საერთოდ სამედიცინო სექტორი გაუმკლავდესპანდემიას“. რესპონდენტიხაზს უსვამს იმასაც, რომმეტი შემოდინების შემთხვევაში ნამდვილად დადგებოდა სავალალო შედეგი: „ჩვენ მოგვიწევდა არჩევანის გაკეთება -ვისი სიცოცხლე გადაგვერჩინა“.
მეტად საინტრესოა საქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადასოციალურიდაცვის ყოფილიმინისტრის განცხადებები. 2021 წლის 26 დეკემბერს ეკატერინეტიკარაძემსამინისტროს სამწლიანისაქმინობისანგარიშიწარადგინა. პრეზენტაციაზე, სხვასაკითხებთანერთად, ტიკარაძემგანაცხადა, რომერთ-ერთიმნიშვნელოვანიგამოწვევააკლინიკებშიშიდა ინფექციისკონტროლი, რადგანხშირშემთხვევაშიარათუკოვიდი, არამედსხვადასხვაჰოსპიტალურიინფექციახდებალეტალობისმიზეზი. მისივეგანმარტებით, არისკლინიკები, სადაცლეტალობისმაჩვენებელი 2-3%-ისფარგლებშიადაარისკლინიკები, სადაცეს მაჩვენებელი 15%-ს სცდება.
კლინიკა „ღია გულის“ ექიმი-რეანიმატოლოგი ამ განცხადებას აბსოლუტურად ეთანხმება: „არ იყო საკმარისი ფილტრები, აპარატები. ჰიგიენის დაცვაც კი სერიოზული პრობლემა იყო, ამის კვალობაზეშიდაჰოსპიტალური ინფექციები ნამდვილად იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაც ართულებდა კოვიდით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას.“
რაც შეეხება იმას, თუ რა გამოცდილება მისცა მას, როგორც ერთ რეანიმატოლოგს, ასე პასუხობს: „სუნთქვის მწვავე უკმარისობის მართვაში მივიღეთ დიდი გამოცდილება, ბევრად უფრო დავხვეწეთ, რა რეჟიმით უნდა გვესუნთქებინა ჯანგბადი პაციენტისთვის რთულ და კრიტიკულ ვითარებაში.“ ვთხოვე დღევანდელი გადმოსახედიდანშეეფასებინა განვლილი პერიოდი და არსებული ხარვეზები: „უნდა ვაღიაროთ, რომ სამედიცინო პერსონალი და მენეჯმენტი მომზადებული არ იყო. სწორი მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელია ამის მართვა. დაგეგმარების გარეშე პანდემის კი არა ვერაფერს გაუმკლავდები.“ ამ ვითარებიდან გამოსავალს, სამწუხაროდ ვერ ხედავს, რადგან დირექტორები თუ სამინისტროს წარმომადგენლები არ უსმენენ ექიმებს დავერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. „ნებისმიერი პანდემიის დროს საშუალო რაოდენობის მედპერსონალიც არ არის საკმარისი. ჩვენ შემთხვევაში კი საშუალოზე დაბალიც კი იყო. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია.ასევე აუცილებელია, რომ მედპერსონალიგადამზადდეს!“
ინტერვიუს ბოლოს მან ისაუბრა იმ დიდ ფეისბუქ ჩათზე, სადაც სხვადასხვა კლინიკების ექიმი-რეანიმატოლოგები ერთმანეთს უზიარებდნენ რჩევებს ან თუნდაც განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ატყობინებდნენ ერთმანეთს. მეტიც, ახსოვს სიტუაცია, როდესაც სწორედ მის მიერ მიცემული რჩევა ექიმს პაციენტის გადარჩენაში დაეხმარა.
კოვიდპანდემიის გარკვეულ მონაკვეთში ვირუსი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელდა. ვითარება საკმაოდ მძიმე იყო. საწოლფონდის სიმცირის გამო ფიზიკურად ვერ ხდებოდა მცირეწლოვნების კლინიკაში განთავსება. გადავწყვიტე ერთი რესპოდენტი ბავშვთა კლინიკიდან ყოფილიყო. ეს გახლავთ ი.ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშილი. საუბარი მასთანაც შეფასებითი კითხვით დავიწყე - როგორ გაუმკლავდა მისი კლინიკა კოვიდის გამოწვევებს? „მიმაჩნია, რომ პედიატრიულ მიმართულებაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმატში მოვახერხეთ პანდემიასთან გამკლავება“, - განმარტავს დავით რეხვიაშვილი დაასევე საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებსაცმკურნალობისას წააწყდნენ: „დაავადებულ ბავშვთან ერთად ჩვენი პაციენტი ხდებოდა მშობელიც და პრობლემა იყო ის, რომ გამოცდილება არ გვქონდა მოზრდილი პაციენტების მკურნალობაში. სასწრაფო რეჟიმში მოგვიწია პერსონალის დამატება/ გადამზადება და ამ სპეციფიკის ათვისება.“სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ადგილების მხრივ მუდამ იყო პრობლემები პედიატრიულ კოვიდკლინიკებში, დაინფიცირებული მშობლებიც მათი პაციენტები იყვნენ და ბავშვებისთვის განკუთვნილი ადაგილები ივსებოდა.
რა გამოცდილება მისცა კოვიდპანდემიამ კლინიკებს? აღნიშნულ საკითხს ასევე დავით რეხვიაშვილი აფასებს: „იმ ეტაპისთვის პანდემიასთან გამკლავების არანაირი გამოცდილება არ გვქონდა. არ ვიცოდით ნაკადების ისე მართვა, რომ არ მომხდარიყო ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების ერთმანეთთან შერევა-გადაკვეთა; არ ვიცოდით პირადი თავდაცვის საშუალებების სწორად გამოყენება. არ გვქონდა კლინიკის შიგნით მედპერსონალის სწორი გადაადგილების სქემა. შესაბამისად, საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში მოგვიწია ამ საკითხების შესწავლა და მოგვარება. კოვიდმა დაგვანახა თუ რამდენად გაუნათლებელი ან უპასუხისმგებლო შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც სპეციალურად არ ერთვება ვაქცინაციის პროგრამაში და სხვას საფრთხეს უქმნის. ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ აცრასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილის დამოკიდებულება მართლაც რომ შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი იყო.“
ვირუსის მართვაზე საუბრისას ერთ-ერთი უმნიშელოვანესი საკითხია მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტი, რაც გულისხმობდა ტენდერის გამოცხადებას, ტელემედიცინის პროგრამის განხორციელებასა და სამედიცინო ტექნიკის შესყიდვას. ტელემედიცინაერთგვარიინსტრუმენტია, რომელიცჯანდაცვასუფროხელმისაწვდომსადახარჯთეფექტურსხდის - პაციენტებსეხმარება, სწრაფადდაეფექტიანად მოაგვარონჯანმრთელობასთანდაკავშირებულიპრობლემები. თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან ტენდერში არცერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა.
„რთული საკითხია, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დიდი წინსვლა, მაგრამ თუ ზოგადად ტელემედიცინის შინაარსს განვიხილავთ, მოდით ვაღიაროთ, რომ ქართველი მოსახლეობა მზად არ არის და არც ენდობა მაგალითად ონლაინ წამლის გამოწერას ან თუნდაც ექიმთან კონსულტაციის გავლას“, - განმარტავს დავით რეხვიაშვილი.
ჩემი ბოლო რესპოდენტი „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი-საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ე.წ ინგოროყვას კლინიკის) უფროსი ექთანი მაკა მუშკუდიანია, რომელიც კითხვას, თუ როგორ გაუმკლავდა მისი კლინიკა ამ პანდემიას კითხვითვე პასუხობს: „გაუმკლავდა რომ საერთოდ?“ თუმცა იქვე აგრძელებს „მიუხედავად ძალიან რთულ მდგომარეობისა, ქაოსისა და იმ სიტუაცისაა, როდესაც თითზე ჩამოსათლელი და თავად დაინფიცირებული მედპერსონალი უვლიდა პაციენტებს, მაინც ვფიქრობ, რომ გაუმკლავდა. გაგვიჭირდა, თუმცა, მაინც არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ (ახლაც ვიბრძვით).“
აქვე გვეუბნება იმასაც, რომ არაერთხელ დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: თუ რა გამოცდილება მისცა ან რა დაანახა პანდემიამ კლინიკებს და მათ, ზოგადად ექიმებს? თავადვე პასუხობს: „დამანახა, რომ ჯანდაცვის სისტემა შეიძლება წამში დაინგრეს, მედპერსონალზე ერთმუშტად შეკრული საზოგადოება ალბათ არ არსებობს. გამოუვალი სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნის უნარი გაგვიმძაფრა,გვასწავლა ერთად დგომა, საშუალო და დაბალი მედპერსონალის მეტად დაფასება... მეამაყება ჩემი ექთნები, რომლებიც, თავად ინფიცირებულები, ცვლას ცვლაზე აბამდნენ და როდესაც დასიებული კიდურები ფეხსაცმელში არ ეტეოდათ, ფეხშიშველები დარბოდნენ და პაციენტებს მაინც არ ტოვებდნენ...“
მისი თქმით, პანდემიის პიკები გადავლილია, მაგრამ დაიდეტიფიცირდა საკმაოდ ბევრი აქამდე უცნობი ეტიოლოგიის ნევროლოგიური, რევმატოიდული, ონკოლოგიური დაავადებები, რომელთა მართვაც ამჟამად არსებულ პროტოკოლებს არ ექვემდებარება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად ატარებს კვლევებს პოსტკოვიდური დაავადებების სიმძიმეების შესახებ და გვიზიარებს მოსაზრებებს. არის დაავადებები, რომლებიც მიიჩნევა ვაქცინაციის შემდგომ გართულებებადაც....
„პოსტკოვიდურმა გართულებებმა უფრო მეტი ზარალი მოგვაყენა ვიდრე უშუალოდ კოვიდის მწვავე პერიოდმა.ასე, რომ - ის ჟურნალი იყო, ახლა კინო იწყება...“ -ამბობს მაკა მუშკუდიანი.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022
დისტანციური სწავლება
19 March 2025
გლდანი მიუსაფარი ძაღლებით ივსება
19 March 2025
„JOZE TAKES OVER AMERICA”
19 March 2025
„ზაქარას კეთილი მანქანა“
7 April 2025
ერთი სოფლის არაერთი პრობლემა
8 April 2025
გეოპოლიტიკური კონფლიქტის ეკონომიკური ნოტები
6 November 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს გზაზე
6 November 2025
ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე – „სახლი აგვისტოს მზეზე"
6 November 2025
საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად ყალიბდება
7 November 2025
თავისუფალი მედიის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ მმართველობაში
12 November 2025
ქართული მედიის რეალობა: პოლარიზაცია, კონტროლი და რეპრესიები
30 November 2025
წითელი ბარათი - მწვრთნელი გაძევებულია
30 November 2025
დახრჩობის შემთხვევები თბილისის ზღვაში
30 November 2025
დიაბეტი - გლობალური და ლოკალური პრობლემა
30 November 2025
როცა სამყაროს შენთვის გეგმა აქვს
30 November 2025
ქართული კინო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ
30 November 2025
“რაღაცები, რაც გვაბედნიერებს…”
9 December 2025
მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, სიმძაფრე საქართველოში
9 December 2025
დედები, შვილები და ტკივილი მემკვიდრეობით
9 December 2025
სახლი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ
14 December 2025
შემდეგი სადგური?!
25 December 2025
ციფრული უსაფრთხოება - გაფრთხილებული მომხმარებელი, დაცული ცხოვრება
9 February 2026
რა ფასი აქვს ქალის შრომას?
19 February 2026
სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება
19 February 2026
რატომ იცვლება ქორწინებისადმი დამოკიდებულება ახალგაზრდებში?
24 February 2026
ვარკეთილის ქუჩის ხელოვნება
24 February 2026