აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
ბილი ისიანი18:42 წუთი, სასწრაფოს ბრიგადა N23, მზად არის გასასვლელად. სასწრაფოს ექიმები მიხეილ თოდუა და ნინო ხაჭვანი უკვე მზად არიან და იმედოვნებენ, რომ გზა ძალიან გადატვირთული არ იქნება. მიხეილ ოქრუაშვილი, რომელიც უკვე 20 წელია სასწრაფოს მძღოლია, ქართველი მძღოლის აზროვნების ცვლილების ყველა ეტაპს მოესწრო: „ნელი ტემპით, თუმცა მაინც არის ძვრები აზროვნებაში და ქართველმა მძღოლმა გზის დათმობა ისწავლა. თუ 5 წლის წინ სირენის ჩართვასთან ერთად რაციის გამოყენება მიწევდა და ცალკე ექიმს ყვირილი გზის დასათმობად, ახლა ამის გაკეთება აღარ გვჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც სირენის გაგონებაზე, გზით ერთი მთლიანი ზოლი თავისუფლდება, ყოფილა შემთხვევა თავად მძღოლი გადმოსულა თავისი მანქანიდან და საცობის დროს სხვა მანქანებს ანიშნებდა რომ გავეტარებინეთ. ეს კაცი დაახლოებით 20 წუთი ცდილობდა ჩვენთვის გზის მოცემას, არც პაციენტის ნათესავი იყო, არც ჩემი, ის იყო უბრალო გამვლელი, რომელსაც არანაიარი მოვალეობა არ ჰქონდა ჩვენ წინაშე. ასეთი ადამიანები ცვლიან საზოგადოებრივ აზრს, ეს ვიდეო შემდეგ სოციალურ ქსელში მოხვდა და კარგი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში.“
სოციალური კამპანია „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ 2016 წლიდან ჩაეშვა სოციალურ ქსელში, კამპანიის ფარგლებში, ადამიანები ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ, კამპანიას ჰყავდა ოთხმოცამდე მოხალისე, რომლებიც თავისი ინიციატივით მთელ ქალაქში სტიკერებს არიგებდნენ. კამპანია სტიკერებით დაიწყო და სოციალურ ქსელში გაგრძელდა. თავიდან გამოჩნდა პატარა ვიდეო რგოლი, რომელიც ხსნიდა კამპანიის მიზანს და შემდეგ პერიოდულად, სოციალური ქსელის მომხარებლები, პირად გვერდზე საკუთარი მობილურით გადაღებულ ვიდეოებს დებდნენ სადაც ნათლად ჩანდა, რომ ამ კამპანიამ გაამართლა. გზაში დაკარგული თითოეული წუთი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს პაციენტისთვის, სწორედ ამიტომ კამპანია მძღოლებს გზის დათმობისკენ მოუწოდებდა და ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას. ასეთი კამპანია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, კამპანიის ჩატარებას კიდევ ერთხელ გეგმავს, მათი აზრით უნდა მოიძებნოს ახალი ფორმა, რათა კამპანია უფრო წარმატებული იყოს. სასწრაფოს ექიმის, ნინო ხაჭვანის აზრით, ასეთი კამპანიები, რომლებიც ადამიანის მენტალობის და აზროვნების ცვილილებას ეხება არ უნდა იყოს ერთჯერადი ხასიათის, რადგან აზროვნებისა და მენტალობის პრობლემები ღრმად არის დალექილი და პერიოდულად შეხსენებას საჭიროებს, რათა საბოლოოდ ის შედეგი იქნას მიღწეული, რომლისთვისაც ამდენი დრო და ენერგია იხარჯება.
სოციალური ქსელი, ოცდამეერთე საუკუნეში, ასეთი კამპანიების წარმატების მთავარი იარაღია, მისი საშუალებით კერძო კომპანიებს ან საზოგადოებას მათი ხმა ფართო მასებამდე მიაქვთ. ჩვენ ყოველდღიურად გვაძლევენ მიმართულებებს, ან ჩვენით ვირჩევთ მიმართულებას, რომელსაც მივყვებით. სოციალურ ქსელში, ყველა ადამიანი წერს იმას რაც სურს, ავრცელებს იმ ინფორმაციას, რაც მას აინტერესებს ან იღებს ახალ ინფორმაციას. სადავეები მის ხელშია, თუმცა ხშირად უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ კონტროლის ქვეშ თავად არიან. მთავარი იარაღიც სოციალური ქსელის ეს არის, იმდენად ღრმად ხარ ჩართული ამ სივრცეში უკან ვეღარ გამოდიხარ. შედეგის და მიზნის მისაღწევად ამ იარაღს, ყველა სხვადასხვანაირად იყენებს. სამწუხაროდ, ყველა მიზანი კეთილ საქმეს არ ემსახურება, სწორედ ამიტომ, სოციალური ქსელის გავლენა დადებითიც არის და უარყოფითიც. არსებობს ინსტრუმენტები, რომელსაც ფართოდ იყენებენ საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძირითადად მაღალ განვითარებად ქვეყნებში იარაღი, სოციალურ ქსელში არსებული ალგორითმების სისტემაა. ამა თუ იმ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებით, ჩვენ თანხმობას ვაძლევთ პლატფორმას, გამოიყენოს ინფორმაცია ჩვენ შესახებ, სანაცვლოდ კი, ვიგებთ ინფორმაციას ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების, ნაცნობებისა და საინტერესო ადამიანების შესახებ.
2016 წლის არჩევნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ფუნქცია გახდა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. 2014 წელს ფეისბუქზე გამოჩნდა ქვიზი, This is your digital life (ეს არის შენი ციფრული ცხოვრება), რომელიც ადამიანების შეხედულებებს და სურვილებს ადგენდა. აპლიკაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიკოსმა, ალექსანდრ კოგანმა შექმნა. ალგორითმი მონაცემებს არამხოლოდ ქვიზში მონაწილე ადამიანების, არამედ მათი მეგობრების შესახებაც აგროვებდა. ქვიზში დაახლოებით 300.000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, რადგან მომხმარებლები თანხმდებოდნენ, აპლიკაციას მიეღო ინფორმაცია მათი მეგობრების შესახებაც, კოგანმა შეძლო, პერსონალური მონაცემები 50 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი თანხმობის გარეშე მიეღო. ამ ქვიზის შემდეგ გამოვლინდა ის სურვილები რისი მიღებაც ხალხს საკუთრი ქვეყნისგან უნდოდა, შესაბამისად თითოეული ადამიანისთვის იდებოდა რეკლამის სახით ტრამპის სურათი და ქვეშ ის დაპირება რომლის მიღებაც მომხმარებელს სურდა. კემბრიჯ ანალიტიკის ინფორმაციით, დღეს ეს ალგორითმი განადგურებულია, თუმცა ნებისმიერ დროს არსებობს შანსი, რომ მსგავსი ან ოდნავ სახეცვლილი ვარიანტი დაბრუნდეს სოციალურ ქსელში.
ისტორიაში, არ ყოფილა მედია პლატფორმა, იმდენად კომფორტული მომხმარებლისთვის, როგორიც სოციალური მედიაა. ამ პლატფორმას საქართველოში კარგად იყენებენ კომპანიები ან სამთავრობო უწყებები. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ალგორითმებია მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენთან სოციალური კამპანიების ბუმია. რა თქმა უნდა, ყველა სოციალური კამპანია, წარმატებით არ დასრულებულა, თუმცა არსებობს შემთხვევები, რომლის წარმატებასაც ის შედეგები აჩვენებს, რომელიც ყველასთვის ნათელია. “იზრუნე გარემოზე“ 2016 წელს „გუდვილის“ მიერ ჩატარებული სოციალური კამპანიაა. ეს იყო პირველი სოციალური კამპანია, რომელიც ნარჩენების დახარისხებას და ამ კუთხით საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას ეხებოდა. პროექტი USAID-ის პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში განხორციელდა. ამ ინიციატივით, „გუდვილი“ შესაძლებლობას აძლევდა თავის მომხმარებელს, შეემცირებინა ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენის რაოდენობა და ამით წვლილი შეეტანა ჯანსაღი გარემოს შექმნაში. კამპანიამ არ გაამართლა, რადგან მიზანი მხოლოდ კომპანიაზე არ იყო დამოკიდებული. ასეთი შედეგის მიღწევას დიდი ფინანსური რესურსი და სახელმწიფოს ჩართულობა ჭირდება. კამპანიაში არ იყო ინფორმაცია იმის შესახებს სად მიდიოდა, ან როგორ, ეს დახარისხებული ნაგავი. სწორედ ეს იყო მთავარი შეცდომა ამ სოციალური კამპანიის, რომელმაც აზროვნების ცვლილებაზე მნიშვნელოვნად ვერ იმუშავა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Fake ანუ ცრუ ნიუსების სამყაროში. სოციალურ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მეთოდები დაიხვეწა. "ფეიკ," ანუ ყალბი ნიუსი, საზოგადოებაში აბსურდულ რეალობას ქმნის. ტექნოლოგიურად კარგად შესრულებული ყალბი ახალი ამბის დაჯერება ადვილია და ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, ზუსტად იცის როგორ მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. სანდრო ასათიანი, რომელიც დეველოპერი და “ჯეოლაბ”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია დაახლოებით 15 წელია სოციალური ქსელების შესწავლით არის დაკავებული, გავლენის მიმართულებასა და სოციალურ სივრცეში გაჩენილ ახალ ტერმინზე „პოსტ სიმართლეზე“ საუბრობს. „პოსტ-სიმართლე“ 2016 წელს ოქსფორდის ლექსიკონის წლის სიტყვა გახდა. პრეფიქსი „პოსტ“ როგორც ლექსიკონის ავტორები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში, არ არის გამოყენებული „შემდგომის“ გაგებით. პრეფიქსი გამოხატავს სწორედ იმას, რომ სიმართლემ
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022