განათლება
ნიკა კოხოძეგანათლება
ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ინდივიდთა ცოდნის დონის ამაღლება. განათლების მიღება არის ძალიან კომპლექსური და რთული პროცესი, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. განათლების სისტემა პასუხისმგებელია მისცეს სრულფასოვანი და საჭირო ცოდნა ახალ თაობას, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ამა თუ იმ სფეროს განვითარება. რაც მთავარია, განათლება წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს რეალური ხალხის მმართველობა, თუ საზოგადოებაში მაღალი განათლების მაჩვენებელია. დემოკრატიული პრინციპების ათვისებასთან ერთად, დემოკრატია ქვაკუთხედს წარმოადგენს მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებისთვის, ვინაიდან ინვესტორებს სწორედ რეგიონში არსებული სცოვრების ხარისხი აინტერესებთ, რომლის ათვისებას ან გაფართოებას აპირებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთ განვითარებად, სუსტი ეკონომიკისა და არასახარბიელო პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო იმაზე ბევრად ნაკლებად ექცევა ყურადღება განათლების სისტემის გაძლიერებას, ვიდრე საკმარისია. ეს კი, რასაკვირველია, უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის მომავალზე.
ყოველი ქვეყნისთვის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ახალი თაობისთვის საკმარისად მომზადება იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე მათ შეძლონ ღირსეული კონკურენციის გაწევა. შესაბამისად, მუდმივად აქტიურად უნდა ვაკვირდებოდეთ უკანასკნელ წლებში განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მაგალითად, დღეისთვის კომპიუტერული მეცნიერება, კერძოდ - პროგრამირება, არის ძალიან მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი. აქტუალური გახდა ციფრული სფეროს დარგები. თუმცა, თუ განათლების სისტემაში სათანადოდ არ იქნა დანერგილი მსგავსი დარგების საბაზისო ცოდნის გაცემა სკოლის მოსწავლეებზე, ქვეყანა აუცილებლად ჩამორჩება მსოფლიოს. საქართველოში კი სწორედ მსგავსი სიტუაციაა. სკოლებში არსებული განათლების სისტემა არ არის დახვეწილი მოსწავლეებისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.
გარდა ციფრული სფეროსა, სკოლებში არ ისწავლება ისეთი სახის საგნები, რომლებიც დასაწყისისთვის ზოგად წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ეკონომიკა, რაზეა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის ფასი და ა.შ. კარგი სკოლები ქალაქის ფინანსური უსაფრთხოების საწინდარია, რადგან მრეწველობასა და ბიზნესს რეგიონი სწორედ განათლებული მუშახელით იზიდავს. თუმცა, სკოლის დამთავრებისას მოზარდების ძალიან მცირე ნაწილს აქვს ცოდნა მსგავს საკითხებში და ამის ფონზე მათ უკვე შეუძლიათ ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობის მიღება, როგორიცაა არჩევნები. ფაქტობრივად, სკოლებში მოსწავლეები ზოგად განათლებას ვერ იღებენ და მისი დამთავრების შემდეგ, სწორედ ამ განათლების გამოყენებას ვთხოვთ, რაც უსამართლოა.
ზოგადი განათლების მიღებისას, სკოლებში მოზარდები უნდა სწავლობდნენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ მიღებული ცოდნის გამოყენებასაც. საქართველოში დღევანდელი განათლების სისტემა მოზარდებს ვერ უქმნის პოტენციალს და ეს ფაქტი ორმხრივად გამოიკვეთება: პირველი - სკოლის დამთავრებისას მოზარდი მოუმზადებელია როგორც უნივერსიტეტებში არსებული განათლების სისტემისთვის, ასევე უნივერსიტეტს გარეთ ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უნივერსიტეტში მოსახვედრად, სკოლებში არსებული არაეფექტური სწავლების გამო, აბიტურიენტებს უწევთ რეპეტიტორებთან მომზადება და საკმაოდ დიდი ფინანსური სახსრების გაღება. საუბარია იმ ცოდნის მიღებაზე, რომელიც სკოლას უნდა მიეცა მისთვის. მეორე კი, ეს არის კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი, რომ მოსწავლეები, რომლებიც სკოლას ოქროს მედლის მოპოვებით ასრულებენ, ანუ თავდაუზოგავად სწავლობენ 12 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ვერ იყენებენ ამგვარ წარმატებას - მათ სათანადოდ არ უფასდებათ ოქროს მედალი, რამდენადაც უნივესიტეტების უმეტესობა არანაირ განსაკუთრებულ შეღავათს არ უკეთებს ოქროს მედალოსან სტუდენტებს.
თანდათანობით შესამჩნევუ ხდება სკოლებში სწავლების არაეფექტურობასთან ერთად უნივერსიტეტებში ჩაბარების გაადვილება ერთიანი ეროვნული გამოცდების გამარტივების საშუალებით. საუბარი მაქვს 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე, რომელზეც შეიცვალა ტესტების სირთულე. ამის პარალელურად კი უნივერსიტეტებს შიდა ზღვარი საკმაოდ დაბლა აქვთ დაწეული. ყოველივე ეს კი, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში არსებულ მოუწესრიგებელი სიტუაციის ხარჯზე განათლების მსგავს მნიშნელოვან სფეროშიც კი პრიორიტეტი ფინანსური სარგებელია.
განათლების სისტემის ეფექტურობისთვის, სკოლებაში ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია სათანადოდ, პროფესიონალების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები. ბევრჯერ დაფიქსირებულა არაერთ ქვეყანაში შემთხვევა, როდესაც განათლების დეპარტამენტის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი სახელმძღვანელოები ან ზედმეტად გამარტივებულია, ან უვარგისი. მაგალითად, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე წლის წინ, როდესაც დაადგინეს, რომ სასკოლო წიგნების სირთლემ 1970 წლის დონიდან ორი კლასით დაბლა დაიწია, რაც მიუღებელია. მასაჩუსეტსის ერთ-ერთ სასკოლო ოლქში სახელმძღვანელოებიდან ისეთი მნიშნელოვანი ნაწარმოებები იქნა ამოღებული, როგორებიცაა მარკ ტვენის „ტომ სოიერი“ და ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბები“. მათასევე გაამარტივეს არსებული მასალა და შეეცადნენ წიგნები ექციათ და წარმოეჩინათ კონკურენტების - „ემ-ტი-ვის“, პოპკულტურისა და „ნინტენდოს“ თამაშების - სტილში, რათა ისინი სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, ვერ აამაღლებს განათლების დონეს, ვინაიდან მოსწავლეებს მიეცათ საშუალება სკოლის მასალის მარტივად გავლის და რეალურ სწავლის პროცესზე ნაკლები ძალისხმევისა და დროის ხარჯვისა. რაც შეეხება ყოვლად უვარგის სახელმძღვანელოებს, მსგავსი შემთხვევებიც დაფიქსირებულა აშშ-ში, როდესაც აღმოჩნდა, რომ ფიზიკის წიგნში არასწორად იყო გამოყენებული ტერმინები: „სიჩქარე“ და „აჩქარება“, ან თუნდაც ქიმიის სახელმძღვანელოში რამდენიმე მყარი ქიმიური ნივთიერება სითხედ იყო გამოცხადებული. მოზარდებს სწავლისათვის ნაკლები მოტივაციის გარდა ამგვარი არეული სახელმძღვანელოებიდან თუ ასწავლიდნენ სკოლებში საბოლოოდ ძალიან ცუდი შედეგი იქნებოდა.
საქართველოს მაგალითზე, ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნაკლებად განვითარებული პროფესიების ხელის შეწყობა, რათა ქვეყანაში განათლების ახალი სფეროს გაჩნდეს. შეგვიძლია განვიხილოთ ფოტოგრაფიის მსგავსი პროფესიები. გერმანიის შემთხვევაში, 1950-იან წლებში წარმატებით განვითარდა ფოტოგრაფია სახელმწიფოს დახმარებით. დახმარება კი იმაში გამოიხატა,რომ წლების ადრე სახელმწიფომ დააფინანსა მრავალი სტუდენტი და შეასწავლა აღნიშნული პროფესია, გაუშვა საზღვარგარეთ სასწავლებლად, პრაქტიკის მისაღებად.1955 წელს ანდრეას გურსკი გახდა ისტორიაში პირველი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევარიც მილიონ დოლარად გაიყიდა. რთული გამოსაცნობი არ იქნება, რომ ის სწორედ ერთ-ერთი გერმანელი სტუდენტი იყო, რომელიც წლების წინ სახელმწიფომ დააფინანსა. აქ კი საქმე ეხება განათლების სისტემაში არსებულ გრძელვადიან პროექტებს, რომლებსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ. გერმანიის მსგავს ქვეყნებში ასეთი პროექტების მნიშვნელობა იციან, თუმცა საქართველოში, როგორც ჩანს - არა. როდესაც გერმანიაში მთავრობები იცვლება, განათლების სისტემაში არსებული პროექტები არ წყდება, პირიქით, ახალდანიშნული მმართველები აუმჯობესებენ წინამორბედთა დაწყებულს, საქართველოში კი ეს ასე არ ხდება - მთავრობების ცვლასთან ერთად წყდება წინამორბედთა დაწყებული მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო განათლების სისტემაში, და ეს ყველაფერი ქვეყნის მდგომარეობაზე მკვეთრათ აისახება.
ამგვარად, საქართველოში იკვეთება მრავალი სუსტი წერილი განათლების სისტემაში. პრიორიტეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა. მომდევნო თაობებისთვის უფრო და უფრო მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოფაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ვინაიდან სახელმწიფოში არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის პირველ რიგში მრავალი განათლებული ადამიანია საჭირო.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022