DATA149.1.19

Logo

აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე

ნინო ჩერტკოევი

გიორგი, 26 წლისა დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო ონლაინ ტოტალიზატორით თამაში, სწორედ მაშინ როცა სტუდენტი გახდა.

 -როცა თბილისში ჩამოვედი, ჩემი ჯგუფელები ვისთანაც ახლოს ვიყავი თითქმის ყოველ დღე თამაშობდნენ, რა თქმა უნდა მათ არ ვადანაშაულებ იმაში, რომ მე თამაში დავიწყე, ამას ვერავინ გაიძულებს, მაგრამ სამეგობრო წრეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად აზარტული ადამიანი ვარ ეხლაც მაგრა როცა უკვე მოთამაშე ხდები და ყოველდღიურად გინდა თამაში მაშინ აზარტი არაფერ შუაშია უკვე დამოკიდებული ხდები ფულზე, დამოკიდებული ხდები თამაშზე და იმდენად ხარ ჩაფლული ამ პროცესში სხვა არაფერი აინტერესებს

,,ზოგადად ისედაც ემოციური ადამიანი ვარ და იმ პერიოდში ძალიან გაღიზიანებული ვიყავი თამაშის დროს თუ ინტერნეტი გამიჭედავდა შემეძლო ტელეფონი გამეტეხა ამას მე ვერ ვაკონტროლებდი, ჩემებმა იცოდნენ რომ ვთამაშობდი და რა თქმა უნდა არ მოწონდათ, მიშლიდნენ და სულ კონფლიქტი გვქონდა, ბევრს ვაგებდი მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი.თან იმ დროს შეყვარებული მყავდა და ოჯახის შექმნას ვაპირებდით, ჩემი თამაშის გამო სულ ვკამათობდით სულ ვჩხუბობდით. უხეშად რომ შევადაროთ სიგარეტის მოწევას გავს თამაშიც, იცი რომ ორგანიზმისთვის საზიანოა ეს უკანასკნელი ანგრევს როგორც ფსიქიკურად ,ისე მატერიალურადაც, მაგრამ ვერ ანებებ თავს.“

გიორგი ჩემი ერთ-ერთი რესპოდენტია, მისი ისტორია ძალიან გავს, სხვა გმირების ისტორიას, მათი სიუჟეტი დაახლოებით ერთნაირად  ვითარდება. საბედნიეროდ ჩემმა რესპოდენტებმა დაამარცხეს ლუდომანია, თუმცა ყოველთვის ესე არ ხდება ძალიან ბევრი ადამიანი გემბლინგს ეწირება და ეს არა მხოლოდ მათი, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა.

გემბლინგი იგივე ლუდომანია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს ტოტალიზატორებსა და კაზინოებზე დამოკიდებულებას ,დაავადებას ლუდომანიას უწოდებენ .თუმცა ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ეს მადისკრიმინირებელი ტერმინია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინს უამრავი ორგანიზაცია თუ ფსიქოლოგების ნაწილიც ხმარობს. ის 21 საუკუნის სენია და თავისი მასშტაბით და საზოგადოებაში ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას, გემბლინგი ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს- კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. საქართველოში არაერთმა მაგალითმა აჩვენა რომ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა მოაქვს, გარდა იმისა რომ ადამიანები კარგავენ საკუთარ თავს და ივიწყებენ ოჯახს, კარგავენ ქონებას, ძვირფასეულობას, ინგრევა ოჯახი ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ძალიან ბევრი სუსტი ფსიქიკის ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ,, აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ და რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული. მაგრამ დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია.”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1979 წელს ლუდომანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა კლასიფიკაციაში შეიტანა.

თავიდან ყველაფერი მარტივად იწყება, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ჩვენს ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამა, არც სოციალურ ქსელში და არც ქუჩაში ბილბორდებზე არ კონტროლდება, სლოტ- კლუბებისა და კაზინოების პოპულარიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს და შესაბამისად მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ყველა სამორინეს ერთი და იგივე მიდგომა აქვს ახალბედა მოთამაშე თავიდან იგებს , შეიძლება რამდენჯერმეც გაუმართლოს, ეს ერთგვარი ,,კაუჭია“ როგორც მოთამაშეები უწოდებენ რომ ფსიქოლოგიურად განგაწყოს და უფრო მეტად მოგინდეს თამაშის გაგრძელება, ბოლოს თითქმის ყველას ისტორია ტრაგიკულია, კარგ შემთხვევაში ისინი დიდ ქონებას კარგავენ, მანქანას, სახლს, ძვირფას ნივთებს) უარეს შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლეს. 

სახელმწიფო დგას ორი არჩევანის წინაშე ერთის მხრივ აზარტული თამაშების აკრძლვა გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, რადგან ეს ბაზარი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას თამაშობს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ ასევე ტურისტულ სფეროში, ეს ბიზნესი ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკურ დოვლათს ქმნის და აქ საუბარია მილიონობით ლარზე, ხოლო მეორეს მხრივ არის უამრავი ,,დაავადებული“ ადამიანი აზარტული თამაშებით, უამრავი დაღუული ახალგაზრდა, და დედებმა,რომლებსაც შვილები აზარტული თამაშების გამო დაკარგეს,მნისვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად ადამიანებმაც გავითავისოთ   აზატული თამაშების საფრთხე.

ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოება ერთ ხმად თანხმდება რომ აზარტული თამაშების (კაზინო, ონლაინ სლოტების) ხშირი თამაში დამღუპველია მოთამაშისთვის, თუმცა საზოგადოების ნაწილის აზრი ორად იყოფა აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით, ფიქრობენ, რომ აკრძალვამ უფრო უარესი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური. თუმცა სანამ აკრძალვამდე მივალთ, უნდა აღინიშნოს რომ კანონი აზარტული თამაშების წინააღმდეგ საკმაოდ ლოიალურია და პრაქტიკულად არ ითვალისწინებს სოციალური საფრთხეების რისკს საზოგადოებაში. სათამაშო ბიზნესი ყველაზე მძლავრი წყაროა ბიუჯეტის შესავსებად ამიტომ სახელმწიფო თანხმდება მის შენარჩუნებაზე. მაღალია რისკები განსაკუთრებით არასრულწლოვნების შემთხვევაში ერთის მხრივ ისინი უყურებენ, უსმენენ რეკლამასა და პროპაგანდას აზარტული თამაშების შესახებ და მეორეს მხრივ მათ თუ მოინდომეს ონლაინ კაზინოში დარეგისტრირდებიან ძალიან მარტივად და შეძლებენ თამაშს, ისე რომ ამას არანაირი სექტორი არ აკონტროლებს.

ჩემი კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო დამედგინა რამდენად იცავს კანონი არასრულწლოვნებს, რამდენად ეზღუდებათ მათ წვდომა აზარტულ თამაშებთან ასევე მეჩვენა რა გზას გადიან მოთამაშეები თამაშის დაწყებიდან საბოლოდ ლუდომანიის დასრულებამდე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის რომ შეამციროს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულთა რიცხვი?. ჩემი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ  კანონით,აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი 21 წელია. . 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში აკრძალულია, არასრულწლოვნებს მაინც შეუძლიათ ონლაინ კაზინოს თამასი და მეტიც ზოგჯერ სამორინეშიც ჩვეულებრივად შედიან იდენთიფიკაციის გარეშე ამის სახელმწიფო არ აკონტროლებს .

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა„ შარშან ჩაატარა ექსპერიმენტი რომელიც ფარული კამერითაც გადაიღეს სადაც 16 წლის არასრულწლოვანი უნდა შესულიყო ორ სხვადასხვა სამორინეში პირადობის მოწმობის გარეშე ორივე შემთხვევაში არასრულწლოვანი უპრობლემო შევიდა და არც ერთგან პირადობა არ შეუმოწმებიათ და არც ასაკი უკითხავს არავის, მეორე შემთხვევაში 10 წლის გოგონა რეგისტრირდება ,,აჭ არაბეთის’’ ონლაინ საიტზე ხელოვნურად შექმნილი 11  ნიშნა რიცხვი, ის ჩვეულებრივად დარეგისტრირდა და მას არანაირი ხელშემშლელი პირობა აქ ქონია.

გუგა ბესელია არის აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძვნებელი ის ფიქრობს რომ აუცილებელია გამკაცრდეს ონლაინ თამაშებს რეგისტრაციის ფორმა, და როდესაც მოთამაშე რეგისტრირდება გადამოწმდეს მისი პირადი მონაცემები. პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი კი ფიქრობს, რომ საერთოდ უნდა შეიზღუდოს ონლაინ ინტერნეტ საიტებზე წვდომა . თუმცა, ონლაინ კაზინოების აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან შესაძლოა მოთამაშეებმა უცხოურ საიტზე ითამაშონ. გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს, ონლაინ თამაშების დროს აუცილებელია პირადი ნომრის იდენთიფიკაცია .ასევე აუცილებელია კაზინოში შესვლამდე დაცვამ გადაამოწმოს პოტენციური მოთამაშის პირადობა. ამით 21 წლის ქვემოთ ადამიანები ვერ შეძლებენ კაზინოში შესვლას. ხშირ შემთხვევაში ამას არ აკეთებენ და არასრულწლოვნები ხვდებიან სათამაშო მაგიდასთან.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა რეკლამისა და პროპაგანდის შეზღუდვას. რეკლამის შეზღუდვა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა აზარტული თამაშების შესამცირებლად.

გასულ წელს პარლამენტის წევრებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ირაკლი ბესელიამ, ირაკლი აბუსერიძემ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომელიც პარლამენტმა არ დაამტკიცა.ამ კანონპროექტის მიზანი იყო  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში (გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა), აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში. ასევე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრი ფართობის.

ჩემი რესპოდენტების ნაწილი რეკლამაზე მკვეთრად არ რეაგირებს, თუმცა ადამიანის ფსიქოლოგია იმდენად მნიშვნელოვნად აღიქვამს რეკლამას რომ ის შეიძლება ერტ-ერთ მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორად მივიჩნიოთ. 

,,-თავის მოკვლაზე ბევრჯერ მიფიქრი მაგრამ იმ დროს ჩემმა მეუღლემ დიდი გავლენა იქონია, ალბათ რომ არა ის ერთხელ ისეთ მდგომარეობამდე ვიყავი მისული ერთი კვირა მონასტერში ვიყავი წასული და არავინ არ იცოდა სად ვიყავი, ჩემმა ცოლმა თავის მეგობარ ფსიქოლოგთანაც მიმიყვანა, თუმცა ამას ყველაფერს მოგვიანებით, მცირე ხნის  შედეგი ჰქონდა საბოლოოდ კი როცა შვილი  შემეძინა და უკვე მარტო აღარ ვიყავი, მივხვდი რომ აღარ უნდა მეთამაშა, მის გამო, რაღაც კარგი ღირებული უნდა მეკეთებინა ეხლა ერთ წელზე მეტია ბანქოც კი არ მითამაშია.

   რეკლამას და პროპაგანდაც რაც შეეხება ეხლა ხშირად მხვდება სოციალურ ქსელში სხვადასხვა ონლაინ კაზინოების რეკლამები, თან ეხლა როცა სახლში ვარ სულ რა თქმა უნდა სურვილი მიჩნდება რომ ვითამაშო, მაგრამ იმ წუთშივე ვცდილობ სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, ვფიქრობ ჩემი ხასიათი მეხმარება ამაში.“

პარლამენტმა აღნიშნა, რომ ეს კანონპოექტი დასახვეწია და შესწორებებს საჭიროებს,  ასევე საზგადოებრივმა მაუწყებელმა 2019 წლის სექტემბრიდან სრულიად შეწყვიტა აზარტული თამაშების რეკლამა. 2020 წლის ივნისიდან მედია მაუწყებლებს მოუწევთ პროგრამულ ნაწილის აზარტული თამაშების ინფორმაციის მაქსიმალური შეზღუდვა ეს მოთხოვნ მაუწყებლობის შესახებ კანონში უკვე შეტანილია და პირველი ივნისიდან ამოქმედდება. საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ მუხლი 56)

სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას მათ შორის სარეკლამო სფეროში არ ეთანხმებიან ბიზნესით დაინტერესებული სახელმწიფო უწყებები, რადგან სათამაშო ბიზნესის სარეკლამო შემოსავლები დიდ წილად განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტს ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიები იღებენ მოგებას აქედან.

გარე რეკლამების განთავსების უფლება ქალაქ თბილისში მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ  სარეკლამო კომპანია ,,ალმას“ აქვს მოპოვებული. შპს ,,ალმას“ სრული პაკეტის მფლობელი შპს ,,გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“ რომელიც ოფშორულ ზონაში მალტაშია რეგისტრირებული ამიტომ მათი მფლობელების ვინაობა არ არის ცნობილი. რეკლამების მეორე დიდი სეგმენტი ტელევიზიაა, 2019 წლის ოქტომბერში პირველმა არხმა უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე, ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა იყო სოციალური პასუხისმგებლობა თუმცა მეორეს მხრივ ფინანსურად ტელევიზიამ დიდი ზარალი მიიღო. საზოგადოებაში დაწყებულია საპროტესტო აქციები მედიაში რეკლამების ისეთივე აკრძალვის შესახებ როგორიც ეხება ალკოჰოლს და თამბაქოს. მით უფრო რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსში აზარტული თამაშები მავნე გავლენის თვალსაზრისით გათანაბრებულია ალკოჰოლთან თამბაქოსთან და პორნოგრაფიის შემცვლელ კონტენტთან. 

არაერთი ანგარიში და კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოზარდებში აზარტული თამაშების მიმართ ინტერესს ამძაფრებს და აორმაგებს ამ უკანასკნელის რეკლამა და პროპაგანდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გამუდმებით ხდება და კაზინოების თუ ონლაინ სლოტების რეკლამა, როგორც ონლაინ მედია სივრცეში, ასევე ტელევიზიით თუ ბილბორდებით ძალიან აქტუალურია.

”აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა” 2019 წელს ჩაატარა კვლევა თბილისში, კვლევაში მონაწილეობას იღებდა 15 დან 18 წლამდე მოზარდები, სულ გამოიკითხა 500 მოსწავლე. კვლევის შედეგად მოსწავლეთა 59 % სლოტ თამაშებს ირჩევს, რომელიც ექსპერტთა აზრით, ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას. აზარტული თამაშების მიმართ“

კვლევის მიხედვით, მოზარდები ონლაინ კაზინოების შესახებ სკოლასთან ახლოს და სოციალურ ქსელში განთავსებული სარეკლამო ბანერებიდან იგებენ. საჯარო სკოლებიდან 200 მეტრის მოშორებით სარეკლამო ბანერების აკრძალვის ინიციატივით, არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა, სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, რადგან აზარტული თამაშების ბიზნესის ლობისტები თავად უმრავლესობის დეპუტატები არიან.

ჯანა ჯავახიშვილი ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საუბრობს რეკლამასა და პროპაგანდაზე ,,  ამ გაზაფხულზე ვუყურებდი თბილისის ქუჩებში გამოფენილ პლაკატებს ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელებით და მეგონა, რომ ეს მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ხდებოდა. ასე ვფიქრობდი, სანამ ერთ დღესაც, ორი ამგვარი პლაკატი ერთმანეთის მიყოლებით არ მომხვდა თვალში: ერთი იყო „ვამაყობთ თქვენით“ და მეორე – ყბადაღებული „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“… სწორედ მაშინ მივხვდი, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრია ფეხბურთელებს უბრალოდ იყენებდა.

ძალიან აგრესიულად ხდება რეკლამირება – ყველგან, ყველა სივრცეში, ყველა არხით: ქუჩა, მობილური, კომპიუტერი, ტრანსრპოტი, ტელევიზია და ა.შ. – ეს ყველაზე ავთვისებიანი რისკფაქტორებია, ეს მნიშვნელოვნად ზრდის მოხმარების რისკებს, ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.“

ამ სფეროში მნიშვნელოვანია სწორი და არა აჩქარებული გადაწყვეტილებები მივიღოთ რათა ერთის მხრივ დავიცვათ ადამიანები, მოზარდები და რაც შეიძლება ნაკლები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი ყავდეს ქვეყანას და მეორეს მხივ არ დავაზიანოთ ბიზნესი, ის შემოსავალი რასაც სახელმწიფო ამ სფეროდან იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აზარტული თამაშების თემას უკვე თითქმის წელიწადია სწავლობს. ორგანიზაციის მეორე ანგარიშის მიხედვით, ეს ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2018 წელს 13806.8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 177.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.3 %-ია. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს 6 დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24 %-ს შეადგენდა.

ეს ციფრები ცხადყოფს, რომ მოწოდებები სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ, რომელიც ხშირად გაისმის ხოლმე, ნამდვილად არ არის ეკონომიკური გადასახედიდან ადვილად მისაღები.

საბოლოოდ, მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ლუდომანია არა ერთი კონკრეტული ადამიანის (მოთამაშის ) პრობლემა არამედ საზოგადოების პრობლემაცაა, რომლის შემცირებაზეც სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი ეკისრება, აუცილებელია უფრო მკაცრად გაკონტროლდეს ეს სფერო. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ როდესაც პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის წინაშე სიტყვით წარსდგა მან აღნიშნა, რომ აზარტული თამაშების მიართ კანონი გადასახედია და აუცილებლად არის შესატანი ცვლილებები, რომელსაც ახლო მომავალში განიხილავს.

შეზღუდვები აუცილებელია დაწესდეს როგორც სახმელეთო ასევე ონლაინ აზარტულ თამაშებზე.ეს ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კარგად მუშაობ ტურისტებზეც და ამიტომ მისი როლი, როგორც ბიზნესში ასევე ტურისტული თვალსაზრისით საკმაოდ მაღალია. თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ აუცილებლად კარგად უნდა შეისწავლოს ეს პრობლემა და სათანადო რეაგირება მოახდინოს.

მეორე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის არასრულწლოვნების ჩართულობა ონლაინ  აზარტულ თამაშებში. ქვეყანაში არის ისეთი გარემო შექმნილი სადაც მოზარდები დაუცველები არიან ამ პრობლემის წინაშე, მათ თავისუფლად შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში დაუბკოლებლად თამაში. რაც შემდგომში იწვევს უფრო გამძაფრებულ ინტერესს აზარტული თამაშებისა. სწორედ ამ ეტაპიდან ნელ-ნელა მიდიან იმ დაავადებამდე რომელსაც ,,ლუდომანია“ ეწოდება და რომლის ბოლო ეტაპიც შიზოფრენიაა, უამრავი ადამიანი სწორედ ამის გამო იკლავს თავს. ნაშრომში კიდევ ერთხელ განვმარტე და დავასაბუთე თუ რატომაა აუცილებელი სახელმწიფომ გაზარდოს ასაკი ონლაინ მოთამასის და ასევე გამკაცრდეს  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ აუცილებელია წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ აზარტული თამაშების რეკლამა და პროპაგანდა,  უკვე ყოფილ მოთამაშეებში, თამაშის ახლიდან დაწყების სურვილს ამძაფრებს- გამოკითხული ხუთი რესპოდენტიდან სამის შემთხვევაში ისინი თვლიან რომ მათ სრულიად დაძლეული აქვთ თამაშის სურვილი და რეკლამა მათზე არ მოქმედებს, ხოლო ორის შემთხვევაში აზარტული თამაშების რეკლამა მათ კვლავ თამასის სურვილს უჩენს. 

აზარტულ თამაშებში ჩართულობის მთავარი  მიზეზი არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ახალგაზრდები ამ თამაშში ერთვებიან ძვირადღირებული საჩუქრებისთვის და იმ დაპირებების გამო რასაც აზარტული თამაშების კომპანიები აკეთებენ. -  ეს ჰიპოთეზა კვლევის შედეგად დადასტურდა, რადგან მაღალი ჩართულობა სწორედ დაბალშემოსავლიან ან დაუსაქმებელ ადამიანებში შეინიშნება.

 

აუცილებელია ცვლილებები შევიდეს კანონში რეკლამისა და პროპაგანდის ნაწილშიც, აუცილებელია შეიზღუდოს რეკლამა როგორც ონლაინ ისე სატელევიზიო აზარტული თამაშების რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა