DATA149.1.19

Logo

ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს

ქეთი ქავთარაძე

ჯანმრთელობა თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობას წარმოადგენს. ჯანმრთლობისთვის უვნებლ გარემოში ცხოვრება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა,რომელიც ძალიან ხშირად ირღვევა,რადგან ჩვენ გარშემო არსებული მავნე ნივთიერებები ჩუმად გვანადგურებენ. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ტყვია. იგი  მოლურჯო, მოთეთრო ფერის მყარი მეტალია და ქიმურ ნაერთთა პერიოდულ სისტემაში სიმბოლო PB- ით(plumbum) აღინიშნება. ტყვია ბუნებრივი სახით დედამიწის ქერქში არსებობს და მის 0.0013 % შეადგენს. ტყვიის გარემოში გავრცელება მისი მოპოვების, დნობის,გადამუშავების და  წარმოებაში გამოყენების შედეგად  ხდება.

 ტყვიით ინტოქსიკაციის  შესაძლო გზებია:

1. საღებავი, რომელიც შეიცავს ტყვიას.

2. სახლის მტვერი ან ნიადაგი.

3. ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალა.

4. დაბინძურებული გარემო, საოჯახო მტვერი.

5. ტკბილეული/სანელებლები, თუ მასში გამოყენებულ საღებავში მაღალია ტყვიის შემცველობა. 

6. სათამაშოები, პარფიუმერია, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა საღებავ ელემენტებს. 

7. წყლის მილები. 

8. საწვავი.

მეტალი ადამიანის  ორგანიზმში  საყლაპავი და  სასუნთქი გზებით ხვდება და აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას,  იწვევს ანემიას,ჰიპერტენზიას, თირკლმლის დაზიანებას,სახსრების ტკივილს ,კონცენტრაციის დაკარგვას და მოქმედებს განაყოფიერებაზე. იგი განსკუთრებულ ზიანს აყენებს ბავშვებს, აფერხებს მათ განვითარებას და  აქვეითებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ტყვიით მოწამლულ ბავშვებს ახასიათბთ მუდმივი გაღიზიანება, ყაბზობა, ღებინება,სმენის დაკარგვა და კრუნჩხვებიც  კი.

ტყვიით  მოწამვლის  წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა და საერთშორისო ორგანიზაციებმა ადამიანების ჯანმრთლობის მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად უამრავი კანონი და კონვენცია შეიმუშავეს, მაგრამ ამის  მიუხედავად პრობლემა ბოლომდე ჯერ კიდევ მოუგვარებელია,რადგან ტყვიით მოწამვლის შედეგად ბოლო წლებში ისევ მილიონობით ადამიანი  ავადდება და კვდება. 

ტყვიით ექსპოზიციის ძირითადი წილი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის.  განვითრებულ ქვეყნებში პრობლემის აღმოსაფხვრელად ძალიან ბევრ რამ კეთდება: მკაცრად კონტროლდება ტყვიის შემცველობა  საკვებში,ჰაერში,ნიადაგსა და სხვა ნივთებში,ამასთან ტყვიით მოწამვლის გამოვლენის და პრევენციის საქმეში მუდმივად ჩართულნი არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.სისხლში ტყვიის გადამეტებული რაოდენობის აღმოჩენის შემთვევაში რიგ ქვეყნებში წყაროს დასადგენად სიღრმისეული გამოძიებაც კი იწყება,მაგრამ  სრულიად სხვაგვარი სიტუაციაა განვითარებად ქვეყნებში. კანონი რომელიც ადამიანს მომაკვდინებელი ნივთიერებებისგან ან მავნე შრომითი პირობებისგან დაიცავს, ძალიან დაბალ დონეზე დგას. ჯანმრთელობის მეტრიკის და ევოლუციის ინსტიტუტის მიხედვით(IHME) ტყვიით მოწამვლის შედეგად 2015 წელს 494 590 ადმიანი გარდაიცვალა,ხოლო სხვადასხვა დაავადებით  9.3 მილიონი დავადდა. ამავე ინსტიტუტის 2016 წლის მონაცემებით ტყვიამ მსოფლიო მოსახლეობის 63.2%- ში ინტელექტუალური განვითრების პრობლემები და მასთან დაკავშირებული დააავდებები წარმოშვა, 10.3 %- ში გამოიწვია გულის ჰიპერტენზიული,ხოლო 5.6% -ში იშემიური დაავადებები. მსოფლიო მოსახლეობის 6.2 %-ში კი განავითარა ინსულტი. 2017 წელს ტყვიის ექსპოზიციის შედეგად  გარდაიცვალა 1.06  მილიონი ,24.4 მილიონი კი  დაავადდა.

სხვა განვითრებადი ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც ამ მხრივ ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა. იმის მიუხედავად რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყვიის წყაროების განსაღვრის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა კვლევები ტარდება,ბოლომდე მაინც არ არის დადგენილი რა იწვევს ჩვენ მოწამვლას ან როგორ დავიცვათ ჯანმრთლობა მავნე მეტალის ზემოქმედებისგან. გაეროს  ბავშვთა ფონდის(UNICEF) მიერ 2018 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა,რომ ბავშვების 41%- ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს ( მიკროგრამი დეცილიტრზე) მათ შორის,ბავშვების 16 %- ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლს-ს . კვლევის ფარგლებში ტყვიის დონის განსაზღვრის მიზნით ვენური სისხლი სულ 1578 ბავშვს აუღეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა,რომ ყველაზე რთული  ვითარება აჭარაშია,რადგან  სისხლში ტყვია 5მკგ/დლ -ზე მეტი რაოდენობით ბავშვების 85 % -ს დაუდასტურდა. შემდეგ მოდის გურია(73 %-ს),სამეგრელო-ზემო-სვანეთი( 71%-ს),იმერეთი( 61% -ს), ხოლო ბოლო ადგილს იკავებს თბილისი,სადაც ტყვიის 5მკგ/დლ -ზე მეტი რაოდენობა ბავშვების 30% -ს აღმოაჩნდა.გარდა ამისა ჩვენ ქვეყანაში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს და სხვა არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ  ჩატარებულმა კვლევებაც დაადასტურა,რომ ქვეყანაში  ჯერ კიდევ  დიდი რაოდენობით გადაუმოწმებელი,ტოქსიკური ზემოქმედების მქონე საკვები და ნივთები იყიდება.

საქართველოში ტყვიის დიდი რაოდენობით  არსებობობაზე მას შემდეგ  გაჩნდა ეჭვები, რაც 2011 წელს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა (NEW-YORK STATE DEPARTMENT OF HEALT )ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო რაოდენობა აღმოაჩინა.  აღნიშნული დეპარტამენტი უკვე წლებია რაც  საქართელოში შეძენილ ან აქედან გაგზავნილ სუნელებზე ატარებს კვლევებს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა დეპარტამენტმა  2017 წელსაც ჩაატარა და წინა წლების მსგავსად  ქართულ სუნელებში  ტყვიის  ისევ საგანგაშო  რაოდენობა აღმოაჩინა. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა კაროლინა როდრიგესმა „ამერიკის ხმა“-ს განუცხადა,რომ წლებია უკვე ტყვია სუნელებში 27000PP -ს აღწევს,მაშინ როცა ნიუ-იორკში დასაშვები ზღვარი  1pp-ა(0.1 ერთეული მილიონზე). ნიუ-იორკში მცხოვრები წარმოშობით ქართველი პედიატრის, მაიკლ ჰანანის პაციენტების სულ ცოტა 35%-ს ქართველი დიასპორის წარმომადგენლები შეადგენენ. ტყვიის მაღალი დონე  ჰანანის მიერ გასინჯულ პაციენტებში, საშუალოდ ყოველ მე-10 ქართველ ბავშვს აღენიშნება. “მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის და 2008 წლიდან ფიქსირდება. ბავშვები ჩამოდიან საქართველოდან და მათ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ. ჩემთვის საკვირველია, იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდანაც მოდიან ჩემთან, რა თქმა უნდა. ბევრია შუა აზიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. არ ვიცი, საიდან არ ჩამოდიან, მაგრამ უმეტესად, ქართველ ბავშვებს აქვთ ეს პრობლემა” - ამბობს ის.

ტყვიის საგანგაშო მაჩვენებელი აღმოაჩნდა კაი კაარელსონსაც - ესტონეთის ელჩს საქართველოში. მან სისხლში ტყვიის შემველობის დასდგენად  ანალიზი 2018 წელს ჩაიტარა და აღმოაჩინა,რომ საქართველოში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ  სისხლში ტყვიის რაოდენობა საგრძნობლად ჰქონდა მომატებული. ამის შემდეგ ელჩმა დატოვა საქართველო  და ერთი თვის შემდეგ კვლევა ისევ ჩაიტარა,რამაც აჩვენა, რომ ტყვიის მაჩვენებელი სისხლში შემცირებული იყო. „როგორც ვიცი, სისხლში ტყვიის შემცველობა იკლებს თუ დაბინძურების წყაროს 40-60 დღე მოშორდები, ესტონეთში ზაფხული გავატარე და ტყვიის შემცველობამ ჩემ ორგანიზმში დაიკლო, რაც იმას ნიშნავს რომ მიზეზი უნდა იყოს ისეთი რამე  რაც საქართველოშია,“ - კაი კაარელსონი. სისხლის  ანალიზი საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც გაიკეთეს, შედეგი კი კვლავ საგანგაშო აღმოჩნდა. ტყვიის შემცველობა სისხლში მომატებული ჰქონდა ესტონეთის საელჩოს კონსულს იურგო ლოსსაც. ესტონეთის კონსული სისხლში ტყვიის მატებას თბილისის ქუჩებში ფეხით გადადგილებას აბრალებს. “მიზეზი შეიძლება ისიც იყოს რომ ორი წელია თბილისში საბურთალოზე ვცხოვრობ, სადაც ჩემი ვარაუდით გამონაბოლქვი ყველაზე მეტია“, - ამბობს იურგო ლო. კაი კაარელსონმა ის იცის რომ საქართველოში ტყვიის გამომწვევი მიზეზის შესახებ პასუხი არავის აქვს. მიზეზის დასადგენად საქართველოში საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. “მნიშვნელოვანია გაირკვეს რა არის ამის გამომწვევი მიზეზები“, - კაი კაარელსონი.

 2000 წელს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით, უკონტროლო რადიაქტიური ნივთიერებების დაძიების მიზნით დასავლეთ საქართელოს ტერიტორიებზე აეროსპექტრალური შესწავლა განხორციელდა, რომლის დროსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში,კერძოდ ტერჯოლის ტყის ეკოსისტემაში  ჩერნობლის აფეთქების კვალი იქნა აღმოჩენლი.არასამთვრობო ორგანიზაციაში „საქართველოს მწვანეები“ ფიქრობენ რომ დასავლეთ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის  მაღალი რაოდენობით არსებობა დიდი ალბათობით ჩერნობილის აეს-ზე მომხდარი აფეთქების შედეგია. „1986 წელს დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა და მისი შედეგები დღემდე შესწავლილი არაა,” – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება „მწვანე ალტერნატივა“-ს  „თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე  და ვარაუდობს,რომ ტყვიით დაბინძურების წყარო ნადირობაა,რადგან მის შემდეგ ტყვია-წამალის შეგროვება არ ხდება და ის ნიადაგში რჩება. ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს,რომ  ტყვიის ჰაერიდან ათვისების დიდი ალბათობაც არსებობს რადგან  ტყვიის შესახებ მონაცემები თვიურ ანგარიშებში აისახება,რაც ჰაერის დაბინძურების შესახებ რეალურ სურათს არ ასახავს, მანანა ქოჩლაძე მიიჩნევს,რომ ამ მონაცემების ყოველთვიური შედარება უნდა მოხდეს ევროკავშირის სტანდართებთან რომ  რეალური მდგომარეობა წარმოჩნდეს.

საქართელოში ტყვიის შემცველობის დასადგენად  აქტიური კვლევები სახელმწიფო უწყებებმა და არასამთვრობო ორგანიზაციებმა 2012 წლიდან დაიწყეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული კვლევების  მონაცემების მიხედვით  2012 წელს გამოკლეული145 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთში არ აღმოჩენილა. 2013 წელს სურსათის  354  შემოწმებული ნიმუშიდან  ტყვია დიდი რაოდენობით მხოლოდ ირანული წარმოშობის მარილში აღმოჩნდა. 2014 წელს შემოწმებული ყველა სახის სურსათი შეესაბამებოდა ნორმებს.  2015 წელს 654 ნიმუშიდან ტყვიის გადამეტებული რაოდენობა 11 ნიმუშში აღმოჩნდა, მათ შორის სასმელ წყალში, ჭარხალში, ყავაში, თხილში, სუნელში, საქონლის ხორცში, კვერცხში და თევზში. 2016 შემოწმებული 637 ნიმუშიდან  ტყვიის გადამეტებული რაოდენობა 48- ში აღმოჩნდა. კერძოდ სასმელ წყალში, საქონლის ხორცის 43 ნიმუშში, ფრინველის ხორცის 1 ნიმუშში, ღორის ხორცი 1 ნიმუშში და  რძის  2 ნიმუშში. 2017 წელს ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 174 ნიმუში, აქედან დარღვევა აღმოჩნდა 4 შემთხვევაში, კერძოდ კი სუნელებში. 2018 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ტყვიის შემცველობაზე კვლევა არ ჩაუტარებია. 2019 წელს სულ  1173  ნიმუში გამოიკვლია,მათგან ნორმის გადაჭარბება 23 ნიმუშში გამოვლინდა: სუნელები - 13 ნიმუში, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9 ნიმუში, ბავშვთა, მ.შ. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტები - 1 ნიმუში.

ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული დიდი ინტერესის გამო 2018 წელს კვლევა საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრმაც ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 13 სახის სუნელი შემოწმდა და მათგან დარღვევა მხოლოდ ერთში, „ბლექ სი ჯორჯია“-ს მიერ წარმოებულ „ყვითელ ყვავილი/ზაფრანა“ -ში აღმოჩნდა.( დასაშვები ნორმაა 5,0 მგ/კგ , „ყვითელ ყვავილში კი იყო- 11.7მგ/კგ ) 

 გარდა ამისა აღნიშნულმა ცენტრმა ტყვიის და კადმიუმის შემცველობის დასადგენად 2019 წელს 29 სახის ბიჟუტერიაც იკვლია, ვახტანგ კობალაძის თქმით სამკაულები  თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში  შეიძინეს და  აშშ-ს ლაბორატორიაში გააგზავნეს  გამოსაკვლევად(MSR LABORATORY), შედეგად დადგინდა,რომ  12 ნიმუში არ შეესაბამებოდა ევროკავშირში არსებულ მოთხოვნას. მათში ტყვიის და კადმიუმის შემცველობა დასაშვებ ზღვარზე  ათეულჯერ და ასეულჯერ მეტი აღმოჩნდა.  

2019 წლის იანვარ-მარტში ტყვიაზე კვლევა  არაფორმალურმა საინიციატივო ჯგუფმა „ტყვია საქართველოში“-მაც ჩაატრა. კვლევის ფარგლებში 268 სინჯი 17 ოჯახიდან შეირჩა. კვლევის მიზანი იყო თბილისში ბოლო წლებში მოსახლეობის სისხლში ტყვიის მომატებული რაოდენობის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ოჯახების იდენტიფიცირება მათ მიერ მანამდე ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ჩატარებული ანალიზების საშუალებით მოხდა,რომელთაც სისხლში,მაღალი,საშუალო ან დაბალი შემცველობა დაუდგინდათ.. სინჯების უმეტესი ნაწილი აღებულ იქნა ვაკე-საბურთლოდან,ხოლო კვლევაში ჩართული სამი ოჯახი კი გარეუბნში ცხოვრობდა. 

თითოეული ოჯახიდან აღებულ იქნა შემდეგი სინჯები: ოთახის მტვრის, საღებავის,წყლის,პლასტმასის შეღებილი სათამშოები და ბავშვტა საკანცელარიო ნივთები(იმ ოჯახებში სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ)ფერადი ჭურჭლის ზედაპირისა და რეგულარულად მოხმარებადი საკვების სინჯები.,რძის,სუნელების,პურ-ფუნთუშეულის, მარილის,ტკბილეულის ბოსტნეულის,ხილის ,ინტერიერის საღებავიდან,სამშენებლო მასალებიდან,ტრიკოტაჟიდან,კერამიკული ნაწარმიდან და სამზარეულოს ნივთებიდან. 

ტყვიის გადამეტებული რაოდენობა ნივთების 17.91 %ში აღმოჩნდა: სურსათის 84 სინჯიდან -3 ში.სათამაშოების 74 სინჯიდან -19 ში.სამშენებლო და სარემონტო მასალების 34 სინჯიდან 13 ში .

კოსმეტიკის 22 სინჯიდან 2ში.საოჯახო და სამზარეულოს ნივთების 21 სინჯიდან 1 ში. ბიჟუტერიის 3 სინჯიდან 2 ში.5 საყოფაცხოვრებო ქიმიის სინჯიდან ტყვია არ დაფიქსირებულა  5 სხვადასხვა სინჯიდან 1 სინჯში აღმოჩნდა ტყვია (2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ მაისურში)

  კვლევის შედეგად დადგინდა,რომ 17 ოჯახში ტყვიით მოწამვლის საშიშ წყაროს  სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკა,სამზარეულოს ნივთები და შეღებილი ტექსტილი წარმოადგენს. აღებული სინჯების გამოტუტვის ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა,რომ  ტყვიით ყველაზე მეტად  სამშენებლო მასალები იყო . 

ტყვიის მავნე ეფექტის შესამცირებლად ქვეყნებმა  და საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეგულაციების დაწესება 1980 იანი წლებიდან დაიწყეს. აღნიშნული პერიოდიდან  კანონით თანდათან შეიზღუდა  მავნე ნარჩენების გატანის წესები, ტყვიის შემცველი პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი, საწვავაში ტყვიის შემველობა და ა.შ  გარდა ამისა თითოეულმა ქვეყანამ სხვადასხვა პროდუქტებისთვის და ნივთებისთვის ტყვიის ცალკეული დასაშვები დოზა განსაზღვრა,რისი გადაჭარბებაც კანონით იკრძალება. მაგალითად  U.S. FDA - ის მიერ (სურსათისა და წამლის სააგენტო) სურსათში, წამლებში, კოსმეტიკასა და ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ტვყვიის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5pp- ს, ხოლო ტკბილეულში კი რადგან ბავშვები მას ხშირად მოიხმარენ, არ უნდა იყოს ს 0.1 PPM-ზე მეტი.  US CDC- დააავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტის მიხედვით სისხლში ტყვიის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5მგ/დლ- ს.(მილიგრამი დეცილიტრზე) ,  აშშ-ს პროფესიული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის( NIOSH) მიხედვით ჰაერში ტყვია არ უნდა აჭარბებდეს 50მგ/მ3(კუბი), ხოლო გარემოს დაცვის სააგენტოს ( US EPA) მიხედვით კი ტყვიის ზღვარი წყალში და ჰაერში 15pp-ს  არ უნდა აღემატებოდეს. სამომხარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის (CPSC )მიხედვით  კი საღებავებში არ უნდა აღემატებოდეს  90 ppm (0.009%)- ს.  გარდა ამისა აშშ-ში  შტატების უმეტესობაში მოქმედებს კანონი ,რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს  16 წლამდე ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შესახებ ყველა მონაცემის  აღრიცხვას ავალდებულებს.  თითოეულ შტატში არსებობს ბავშვთა სპეციალური მონაცემთა ბაზები,სადაც მათი სისხლის ანალიზის შედეგად მიღებული შედეგები ინახება. მონაცემთა ბაზებში ასევე  მოცემულია ინფორმაცია სისხლში ტყვიის მომატებული რაოდენობის მქონე ბავშვების და სავარაუდო წყაროების შესახებ. გარდა ამისა მუდმივად ხდება მოსახლეობის ინფორმირებულობა ტყვიის და მისი პრევენციის შესახებ. 

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით ევროპაში მოსახლეობის სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია ძალიან მცირე რაოდენობით მოიძებნება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადამიანების სისხლში ტყვიის მონიტორინგის ამსახველი ინფორმაცია ძირითადად 7 ქვეყნის შესახებ არსებობს. ესენია: ბელგია,გერმანია,დანია,კოსოვო,სლოვენია,პოლონეთი და შვედეთი. მაგრამ  ამის მიუხედვად ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში  ძალიან მაღალ დონეზე დგას კანონი,რომელიც მოქალაქეებს საშიში ნივთიერებებისგან იცავს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 1994  წლიდან 2012 წლამდე   ტყვიის სულფატების და ნაერთების საღებავების გამოყენება აიკრძალა,( გამონაკლისი შემთხვევბის გარდა), აიკრძალა კადმიუმის,ქრომის და ტყვიის შეფუთვებში 100 ppm-ზე მეტი რაოდენობით გამოყენება, კონტროლი დაწესდა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე და შეიცვალა ზოგადად ექპორტ-იმპორტის წესები, ბაზარზე აიკრძალა ისეთი ნივთების განთავსება და გაყიდვა,რომელშიც ტყვიის  რაოდენობა 0.05 მკგ-ს აჭარბებს და ა. შ.

საქართველოს ხელისუფლებამ  ადამიანი ჯანმრთელობის დასაცავად 2014-2019 წლებში რამდენიმე კანონი მიიღო. ესენია 2014 წელს მიღბული N2285 კანონი,რომლის 11 მუხლის თანახმადაც ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და  მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება იკრძალება. 2016 წელს მიღებული #567  დადგენილება  „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ და  2019 წლის აპრილში მიღებული N869 განკარგულება, რომელიც ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეულ გამოვლენასა და მართვის ღონისძიებების გატარება“-ს ეხება. 

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული აღნიშნული კანონების მიხედვით სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთლობის და სოციალური დაცვის  და გარემოს დაცვის სამინისტროებს სხვადასხვა ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ როგორც ჩემი კვლევის ფარგლებში გაირკვა, მათ ნაწილს ეს ვალდებულებები ბოლომდე არ შეუსრულებია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2013 - 2017 წლებში  სურსათში აღმოჩენილი  დარღევევების  შესახებ ინფორმაცია  გარემოს  დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის უნდა მიეწოდებინა, რათა შესწავლილიყო მძიმე მეტალით დაბინძურებული გარემოს პოტენციური წყაროები, თუმცა სტრატეგიული კველევის და განვითარების ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციით,  გაირკვა,რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგანტოსგან  ინფორმაციას  რეგულარულად  არ  იღებდა. სამინისტრომ მხოლოდ 2015 წელს გაგზავნილი 1 და 2017 წელს გაგზავნილი 2 დოკუმენტი დაადასტურა. სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ  მავნე სურსათის ამოღებით, განადგურებით და მეწარმეების წინააღმდეგ სანქციების გატარებით შემოიფარგლებოდა და არ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. გარდა ამისა სააგენტო  ტყვიით დაბინძურებული იმპორტირებული სუნელების და სხვა პროდუქტების შესახებ ინფორმაციას არც შემოსავლების სამსახურს აწვდიდა. შესაბამისად 2018 წლიდან დღემდე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ქვეყანაში შემოსული საქონელი კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში არ გაკონტროლებულა. მაგრამ მოვალეობები ამ დრომდე  ნაწილობრივ სხვა უწყებებმა შეასრულეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთლობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ ზემოთ ხსენებული N869 დადგენილების მიხედვით იმ ბავშვების დაფინანასება დაიწყო,რომელთაც 2018 წლის კვლევის დროს სისხლში ტყვიის 5მკგ/დლ-ზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდათ. დადგენილების მიხედვით ბავშვებს უმოწმდებათ სისხლში ტყვიის რაოდენობა, უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტებით და სარგებლობენ ექიმის უფასო კონსულტაციით. იგივე სერვისებით სარგებლობენ მათი ოჯახის 18 წლამდე  წევრები და ორსულები. გარდა ამისა ამავე დადგენილების მიხედვით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  ტყვიის 10 მკგ/დლ-ზე მეტი რაოდენობის  მქონე ბავშვების საცხოვრებელი გარემოს მიმდებარე ტერიტორიებიდან  სინჯების აღება და ტესტირება დაიწყო.  2019 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, სინჯები 16 ბავშვის საცხოვრებელი გარემოდან აიღო.მათ შორის ატმოსფერული ჰაერის (17 სინჯი) და წყლის (6 სინჯი) არცერთ სინჯში ნორმის გადამეტება არ დაფიქსირებულა, ხოლო ნიადაგის 31 სინჯიდან მხოლოდ  2-ში  დაფიქსირდა.სააგენტომ ვერ შეძლო სურსათის ნიმუშების გადამოწმება,რადგან (წყლის გარდა)  სინჯებს მხოლოდ ბიზნესოპერატორების საქმიანობის ადგილებიდან იღებს და არა ოჯახებიდან. ამისთვის სააგენტომ მოამზადა #869 განკარგულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი,რომელიც 10 მკგ/დლ-ზე მეტი ტყვიის დონის მქონე ბავშვების საცხოვრებელი გარემოდან სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღების შესაძლებლობას ეხება. 

ამავე დადგენილების მიხედვით ზემოთ ხსენებულ ყველა სახელმწიფო უწყებას ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის მთავრობისათვის წარდგენა დაევალა.გეგემა მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მისი  ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში უნდა წარდგენილიყო,მაგრამ პროგორც ცნობილია პროქტი ჯერჯერობით არ წარდგენილა,რადგან სამინისტროებში სხვადასხვა შესწორებებს გადის.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე ჩანს,რომ საქართველოს ხელისუფლება  კანონით დადგენილ ვალდებულებებს სათანადო დონეზე არ ასრულებს და  სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია ამ საკითხზე სუსტია .სწორედ ამის ბრალია,რომ ქვეყანაში ბოლო 6 წლის განმავლობაში მდგომარეობა  ამ მხრივ არ შეცვლილა და შეიძლება ითქვას,რომ დამძიმდა კიდეც,რადგან 2018 წელს ჩატარებულმა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა,რომ ბავშვებს ტყვია ჩუმად ყოველგვარი გამოვლინების გარეშე წამლავს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობას ტყვიის საშიში ზემოქმედების შესახებ, ჩემ მიერ ჩატარებული რაოდენობრივი  კვლევით გაირკვა,რომ სიღრმისეული ინფორმაცია მეტალის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. კვლევაში მონაწილე ადამიანების ნაწილი ფიქრობს,რომ ტყვიის ზემოქმედების თვიდან ასაცილებლად სოფლში ხშირად წასვლა საუკეთსო გამოსავალია,აქედან გამომდინარე ირკვევა,რომ მათი ცოდნა მცდარი და  ზედაპირულია,რადგან  სოფლის მეურნეობის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურდა,რომ  საკმაოდ ბევრ სოფელში ნიადაგში ტყვიის შემცველობა  საგანგაშოდ მაღალია.  კვლევაში მონაწილე ადამაინები ამავდროულად მიიჩნევენ,რომ მაღაზიაში შეძენილი ნივთები უსაფრთხოების გარანტორია,რაც ასევე არასწორია,რადგან საქართველოში არ ჩატარებულა საყოველთო კვლევა,რომელიც ყველა მაღაზიას ან სავაჭრო ადგილს შეამოწმებდა, ხოლო რა კვლევებიც ჩატარადა, იმით დადასტურდა,რომ ბაზარზე ძალიან ბევრი საფრთხის შემცველი პროდუქტი და ნივთი იყიდება.  

ჩვენ ქვეყანაში არსებული სავალალო მდგომარეობის და სამთვრობო სტრუქტურების უპასუხისმგებლობის გამო ამ ეტაპზე  გამოსავალი მხოლოდ ის არის,რომ ადამიანებმა თავად დაიცვან საკუთარი ჯანმრთლობა. ტყვიის სხეულიდან გამოდევნის საუკეთესო გზა სწორად შერჩეული კვების რაციონია. საკვები რომელიც რკინასა და c-ვიტამინს შეიცავს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას უწყობს ხელს. ჯანმრთელი რაციონი აფერხებს ტყვიის ორგანიზმში არსებობას თუმცა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია ისეთი მეთოდი, რომელიც სრულიად გაანთავისუფლებს ორგანიზმს ტყვიის კონცენტრაციისაგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტყვიით ინტოქსიკაციისგან თვის ასარიდებლად კი შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

1. ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით;

2. მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები;

3. მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი;

4. მიიღეთ რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას;

5. განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს;

6. მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში;

7. აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში;

8. არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები.