რა იციან ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
ქეთი კორაშვილიოქროს შუალედი არის თანასწორობაში, სწორედ იმაში , რომ არავინ იდგეს ვინმეს წინ და არვინ მოექცეს , ვინმეს ჩრდილის ქვეშ. თუკი გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის იყოს თანასწორობა და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში, მიაჩნდეს საქართველო სამშობლოდ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, თანასწორობის დამკიდრებისკენ სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ერთი შეხედვით ასეცაა, თუმცა საკმარისია მოხვდეთ ეთნიკური უმცირეობებით დასახლებულ რეგიონებში და პრობლემა თქვენს თვალწინ მარტივად გამოიკვეთება. სომხები და აზერბაიჯანლები საქართველოში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული 2014 წლის აღწერით, ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 13,2%-ია და აქედან ნახევარზე მეტი (54%) თავისუფლად არ ფლობს ქართულ ენას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ქართული მედია საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სატელევიზიო მედია მოხმარების შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რადგან სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანიების საკვლევ პანელში ეს რეგიონები არ შედის. რაც გულისხმობს, რომ სატელევიზიო რეიტინგებში არ აისახება ჩემს მიერ არჩეული, საკვლევი აუდიტორიის სპეციფიკა. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო გავლენებისადმი მათ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. NDI-ის 2018 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევი შედეგების თანახმად, უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ტელევიზიის 36% და ინტერნეტის 10%, როგორც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროები, ხვედრითი წილი , დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია. ძირითად უპირატესობას ანიჭებენ არაფორმალურ წყაროებს: ოჯახის წევრები 21%, მეზობლები, მეგობრები-17, თანამშრომლები-3%. რაც ნიშნავს იმა, რომ არ შეუძლიათ ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან
მარნეულში მცხოვები 25 წლის საიდა საუბარში აღნიშნავას, რომ ქართულლი ენის კარგად ფლობამ განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა ოჯახში. „ ერთგვარ თარჯიმნის ფუნქციას ვითავსსებ, სახლში მყავს ასაკიანი მშოლები და ორი პატარა ძმა, რომლებმაც ქართული თითქმის საერთოდ არ იციან, სიტყვები ასე თუ ისე ესმით, მაგრად მოყოლილი ამბიდან აზრის გამოტანა უჭირთ, ამბობენ , რომ ახლა უკვე გვიანია იმისთვის, ამ ასაკში შეეჭიდონ იმ სირთულეს, რომელსაც ქართული ენის სწავლა წარმოადგენს . თან დანანებით ამბობს, „ სამწუხაროდ, ამის არც თუ ისე დიდი რესურსი და საშუალებაა.“ ქართული ტელევიზიებზე ხშირად მებრაზება , რომ იკითხო დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, რეალურად კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ყოველდღიურად ვხდებით ჩაგვრის მსხვერპლნი ‘’, ჩემი სახლში არ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩემი ოჯახი იმ დღისით ვერ იგებს რა ხდება საკუთარ ქვეყანაში . მეტი უთანასწორო გარემო , რა გინდა ?! „
მეორე და მთავარ პრობლემას წარმოადგენს უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სატელევიზიო არხების მიმართ გამოთქმული დაბალი ნდობა. 45% არცერთ არხს არ ენდობა რასაც ხსნიან იმით , რომ ნაციონალური დაფარვის არხები ნაკლებად ასახავენ ამ რეგიონების პრობლემებს და მოქალაქეები საკუთარ თავს შესაბამის მედიაკონტენტთან ვერ აიდენტიფიცირებენ. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ქართული მედია საშუალებებიდან ინფორმაციის მიღების შემაფერხებელ ფაქტორებად ნაწილობრივ-ენობრივი ბარიერი, ნაწილობრივ ხელმისაწვდომობის პრობლემაა. რაც უფრო მეტად ზრდის რუსული მედიის მიმართ მიმზიდველობას. მთავარ მიზეზად, რომელითაც რუსული მედიის მიმართ გამოხატულ მაღალ ინტერესს ხსნიან არის- ინფორმაციის გადმოცემის უკეთესი უნარი, რაც მიწოდებული ინფორმაციის სიყალბეს ნაკლებად პრობლემატურს ხდის. აქ ჩნდება მეორე პრობლემა, რუსეთი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ანტიდასავლური განწყობების შემცველი გზავნილები. NDIის მონაცემებით დგინდება, რომ რუსეთის პირველი არხისა და როსია24 ის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილებიდან ყველაზე მეტი აშშ-ს მეთაურობით მოქმედი კოალიციის წინააღმდეგ იყო მიმართული 46,4%, NDIის მონაცემებით დგინდება, რომ რუსეთის პირველი არხისა და როსია24 ის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილებიდან ყველაზე მეტი აშშ-ს მეთაურობით მოქმედი კოალიციის წინააღმდეგ იყო მიმართული 46,4%, რასაც თითქმის თანაბრად დიდი ბრიტანეთი (9,1%) და ევროკავშირი მოსდევს (9,1%). აშშ-ს წინააღმდეგ გაკეთებული გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატების და სირიის კონფლიქტში ამერიკის მეთაურობით მოქმედი კოალიციის, როგორც ძალადობის და ტერორიზმის მაპროვოცირებელი ძალის იმიჯის წარმოჩენას ემსახურება. ამგვარი გზავნილები მოსახლეობაში აყალიბებს აზრს, რომ ისლამური სახელმწიფო ამერიკიდან იღებს სათავეს, ხოლო რუსეთი ებრძვის ტერორიზმს. თითქმის თანაბრად დიდი ბრიტანეთი (9,1%) და ევროკავშირი მოსდევს (9,1%). აშშ-ს წინააღმდეგ გაკეთებული გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატების და სირიის კონფლიქტში ამერიკის მეთაურობით მოქმედი კოალიციის, როგორც ძალადობის და ტერორიზმის მაპროვოცირებელი ძალის იმიჯის წარმოჩენას ემსახურება. ამგვარი გზავნილები მოსახლეობაში აყალიბებს აზრს, რომ ისლამური სახელმწიფო ამერიკიდან იღებს სათავეს, ხოლო რუსეთი ებრძვის ტერორიზმს.
მითები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის შეხედულების ჩამოყალიბების საკითხში . განსაკუთრებით ისეთი საზოგადოებისთვის, რომელსაც ნაკლებად აქვს წვდომა მრავალფეროვან ინფორმაციაზე. სწორედ ამიტომ , ეთნიკური უმცირესობები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე მითების ზეგავლენის ქვეშ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული მითები , ვფიქრობ, ზუსტად ასახავს ქარულ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს , რომლებიც მართულია ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალბების მიზნით.
ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია, რომელიც მედიუმია ხალხსა და ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებს შორის. საინტერესოა, რამდენად აქვთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს წვდომა მედიაზე, რომელი წყაროებიდან იღებენ ისინი სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რამდენად ენდობიან არსებული მედიასაშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას, რამდენად უწყობენ მედიასაშუალებები ხელს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და ა.შ. კვლევამ აჩვენა, რომ მედიასაშუალებების მიმართ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ნდობა მაღალი არ არის. მათი მხოლოდ 28.3% ენდობა (სრულიად ან ძირითადად) მასმედიას.
აზერბაიჯანში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას რესპონდენტთა 11.0% თითქმის ყოველდღე ეცნობა, 9.7% - უფრო იშვიათად, ვიდრე თვეში ერთხელ, ხოლო 64.4% არ იღებს/არ ეცნობა აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ თავად აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში. მათი 71.6% თითქმის ყოველდღიურად ეცნობა აზერბაიჯანში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს, 19.8% კვირაში რამდენჯერმე. ზოგადად, ამ სიახლეებს არ იღებს აზერბაიჯანულენოვან რესპონდენტთა 13.8% (წყარო, MDFA)
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ვლინდება ქართული ენის ცოდნისა და სიახლეების მიღების ცვლადებს შორის. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ ის რესპონდენტები, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონე ყველაზე მაღალია (ქართული ენის ცოდნის ინდექსის საშუალო - 20.35). ხოლო, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ძირითადად კვლევის ის მონაწილეები იღებენ (თითქმის ყოველდღიურად) ინფორმაციას, რომელთა ქართული ენის ფლობის დონე დაბალია (შესაბამისად, ინდექსის საშუალო მაჩვენებლებია 10.32, 9.59 და 10.48). მაგალითად, ვინც აზერბაიჯანის შესახებ თითქმის ყოველდღე იღებს ინფორმაციას, მათი ქართული ენის ცოდნის ინდექსის საშუალო მაჩვენებელია 9.59, ხოლო ინდექსი იზრდება ამ ინფორმაციის მიღების სიხშირის კლებასთან ერთად. უფრო იშვიათად, ვიდრე თვეში ერთხელ რომელი რესპონდენტებიც იღებენ სოციალურ-პოლიტიკურ ინფორმაციას, მათი ქართული ენის ფლობის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 21.27 ქულამდე იზრდება.
იმ წყაროებს, რომლებიდანაც რესპონდენტები საქართველოში მიმდინარე სოციალურ პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებენ, მათგან ყველაზე პოპულარულია საქართველოს სატელევიზიო არხები (83%), ქართული ინტერნეტგვერდები (23.5%), რუსული მედიასაშუალებები (23.3%), სომხური მედიასაშუალებები (10.0%) და არაფორმალური წყაროები (ოჯახის წევრები, ნაცნობები, მეზობლები და ა.შ) – 12%. ინფორმაციას საქართველოს სატელევიზიო არხებიდან იღებს ოსი (63.9%), ქისტი (45.4%), ურბანული მცირე ეთნოსების წარმომადგენლი (54.5%) რესპონდენტების დიდი ნაწილი. შედარებით მცირეა ასეთი სომეხი (28%) და აზერბაიჯანელი (32.1%) რესპონდენტების რიცხვი.
მარნეულში მცხოვები მაქსუნ ქამიროვი საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მომცდარი ახალლი ამბები მათამდე გვიან ან საერთოდ ვერ არწევს.“ქართული ტელევიზიები არ აშუქებენ სისტეატიურად მიმდინარე ამბებს, სომხური და აზერბაიჯანული ტელევიზიებ კი მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან ამბებს აშუქებენ , ვფიქრობ, ეს არაა საკმარისი ‘’.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს - თამარ კინწურაშვილს ვთხოვე , ესაუბრა თუ რამდენად ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას-უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათთვის გასაგებ ენაზე. ენაზე. MDF ის ჩატარებულ კვლევაში შესწავლილი აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენად ასრულდება ამ ვალდებულება. გამომდინარე იქიდან , რომ ჩემ მიერ შერჩეულ რესპონდენტს უშუალო შეხება ჰქონდა ეთნიკურ უმცირესობებთან, ვკითხე საზოგადოების განწყობების შესახებ. ასევე ,იმ ძირითად პრობლემების გამომწვევ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლის ამ სეგმენტის ევროინტეგრაციას.
კანონის დონეზე უმცირესობების ინფორმირების საკითხის ვალდებულება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. კანონი მას ავალდებულებს ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას, მათთვის გასაგებ ენაზე. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციის მიღების პროცესში აწყდებიან ორ მნიშვნელოვან პრობლემას, ერთი ის რომ მედიასთან წვდომის პრობლემა და მეორე, ენობრივი ბარიერი. NDI -ის კვლევა აჩვენებს , რომ ისინი უფრო მეტად რუსულ ტელეარხებს უყურებენ განსაკუთრებით სამცხე- ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ქვემო ქართლში უფრო თურქულ და აზერბაიჯანულ ტელე-არხებს უყურებენ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება, მათთვის გასაგებ ენაზე. განსაკუთრებით ისეთ პირობებში , როგორში უწევთ ცხოვრება, მოგეხსენებათ ინტერნეტთან წვდომის ხარისხი არ არის მაღალი. ამ დროს , ძირითადი დატვირთვა ტელევიზიებზე გადადის. მისი თქმით აუცილებელია შეიქმნას რაიმე მექანიზმი, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობებს.
რუსული მედია გზავნილები განსაკუთრებით ხელისშემწყობი ფაქტორია, ანტი დასავლური განწყობების ჩამოყალიბებაში. რუსეთი ქმნის ხელოვნურ საფრთხეებს და ამით ადანაშაულებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების პოლარიზება საგარო პოლიტიკურ საკითხებზე. იდენტობასთან დაკავშირებული დისკურსი : ევროკავშირი გვაიძულებს მიგრანტების მიღებას, რაც ასიმილაციას გამოვიწვევთ და ამით ჩვენ დავკარგავთ ეროვნულ იდენტობას . თავს გვახვევენ ჰომოსექსუალობას, ებრძვიან მართლმადიდებლობას, სწორდ ამგვარი გზავნილებით თესავენ შიშებს საზოგადოებაში, რაც ბოლოს ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას და აყენებს გამოწვევების წინაშე .
ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მსურველთა 80% მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღებას ისევ და ისევ ტელევიზიის მეშვეობით ისურვებდა. ნესი აბეიანი გარდაბნის სოფელ აზარლოში ცხოვრობ, პროფესიით ექიმია, კითხვაზე , რომელი ინფორმაციის საშუალებაა მისთვის უფრო კომფორტული პასუხობს, რომ ტელევიზია. „ ტელევიზია, გამომდინარე ჩემი ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმიდან ტელევიზორით ინფორმაციის იღება უფრო მარტივი და მოსახერხებელი ფორმაა ჩემთვის. მიუხედავად იმისა , რომ ვიცი და შემიძლია ინტერნეტის საშუალებით მივიღო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, სამწუხაროდ, ამისთვის დრო ნაკლებად მრჩება „
ჩატარებული კვლევის მიხედვით , ტელევიზიას, როგორც ინფორმაციის წყაროს, უპირატესობას ანიჭებს შედარებით ასაკოვანი, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა (93%), მაშინ, როდესაც 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებში შესაბამისი წილი 62%-ია.
არ ფიქსირდება საინფორმაციო საშუალებების ეფექტურობის გაზრდა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმაციული კამპანიის არსებულმა ფორმები უნდა გაფართოვდეს. იმის გათვალისწინებით, რომ გაზრდილია მოსახლეობის წილი, რომელიც აცხადებს, რომ ისურვებდა მეტი ინფორმაციის მიღებას ევროკავშირის შესახებ, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირების ახალი, უფრო ეფექტური ფორმების შემუშავება.
იმისათვის, რომ გამეგო რამდენად ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი , და რა როლი აქვთ უმცირესობების ევროპული და ევროატლანტიკური ცნობიერების ამაღლებაში. ვსაუბრე , საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ,სამოქალაქო დეპარტამენტის ხელმძღვანელს თინათინ ღოღელიანს.
რომელმაც ისაუბრა ევროინტეგრაციის კუთხით მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ისაუბრა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე და იმ ამოცანებზე, რომლების უზრუნველყოფაც ევალება. მისი თქმით , ყველა ღონისძიება, პროგრამა, საბოლოო ჯამში ემსახურება, ეთნიკური უმცირესობების ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფას. მათი ამოცანაა, გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მათი მიზანია, რომ უმცირესობები იყვნენ ინტეგრირებულნი, ჩართული აქტიურად, ქვეყანაში იმდინარე პროცესებში. მნიშვნელოვანია, ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში , მნიშვნელოვანია , რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. მთავარ გამოწვევად დაასახელა ეთნიკური უმცირესობების გარკვეული ნაწილის ქართული ენის არ ცოდნა. მიაჩნია, რომ სწორედ ეს შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად, რომელის საშუალებითაც გაიზრდება უმცირესობების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. ზრუნავენ , რომ იყოს მათთვის შექმნილი თანაბარი პირობები და შესაძლებლობები. ისაუბრა, ინტეგრაციის პოლიტიკის განხორცილების გზებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ,არის - სტრატეგია. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია. რომელიც გეგმის მიხედვით განსაზღვრავს, მათი მიზნების განხორციელებას. ინიციატივები , რომლებიც ინტეგრაციას უწყობს ხელს. ესენია განათლების პროგრამები, სოციალურ-ეკონიმიკური ,სახელმწიფო პროგრამები და სერვისები. ისაუბრა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ აწვდიან ინფორმაციას მათ ენაზე. სწორედ ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი, ობიექტური ინფორმაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რას წარმოადგენს ევროკავშირი, რას ნიშნავს ევროპული ფასეულობები, პრინციპები და ამ კუთხით აქტიურად და ინტენსიურად აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიებს უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ძირითად საკომუნიკაციო ფორმად არჩეული აქვთ საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. თანამშრომლობენ, ამ კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრთან, როგორიცაა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან. მათთან ერთად ახორციელებენ პროგრამებს, რომლებიც უმცირესობების ინფორმირებულობას უზრუნვეყოფს.2017 წლიდან აღნიშნულ ცენტრთან ერთად ახორციელებენ პროგრამას, „ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ რომელიც USAID ის მხარდაჭერითაა და გულისხმოს შემდეგს. უზრუნველყოფს ახალგაზრდების ინფორმირებას ისეთ საკითხებზე თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაცია, რა ბენეფიტებს მიიღებს ამით სახელმწიფო, რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია, რა პერსპექტივები იხსნება საქართველოსთვის, რა პასუხიმგებლობა ეკისრება ამით საქართველოს, ამ საკითხების შესახებ უტარდებათ ტრენინგები ახალგაზრდებს. „ელჩები“ მიღებულ ინფორმაციას ავრცელებენ თავიანთ თემში, რეგიონებში და მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს. ამ პროექტის ფარგლებში 2017- 2019 წლებში ახალგაზრდა ელჩებმა ჩაატარეს 300 შეხვედრა, დაფარეს 39 მუნიციპალიტეტის 241 სოფელი და ინფორმაცია ევროინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდეს 6349 მონაწილეს. აღნიშნული რაოდენობრივი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ მაღალია.
ადგილობრივი ხელისუფლებები, სამხარეო მუნიციპალიტეტები ერთ-ერთ ხელისშემწყობ ინსტრუმენტად გვევლინებიან, მუდმივი თანამშრომლობა ამარტივებს დაგეგმილი ღონისძიებების დაორგანიზებას უშუალოდ დასახლებულ თემთან. სწორედ მათთან თანამშრომლობით ხდება ყველა ღონისძიების გახორციელება.
2019 წელს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანკისის ხეობის მოსახლეობაზე, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვის დაორგანიზდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად “სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში“ . პირველ ეტაპზე 20- მა მასწავლებელმა გაიარა სემინარი და მიიღო ინფორმაცია ევროკავშირზე და მის პერსპექტივებზე. მოიცავდა თეორიული მასალის გაცნობას. მეორე ეტაპი იყო გარკვეული თეორიული ინფორმაციის მიღების შემდეგ პრაქტიკულად გაცნობოდნენ და თავად ენახათ რა არის ევროპული ფასეულობები, როგორ მუშაობს ევრო ანსამბლეა. ამ მიზნით შედგა რამდენიმე დღიანი ვიზიტი ბრიუსელში , უშუალოდ შეხვდნენ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოხდა მაღალი თანამდებობების ადამიანებისგან მიიღეს ინფორმაცია, რას წარმოადგენს ევროპა და რა პერსპექტივები და შანსები აქვს საქართველოს , ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა ეს კონკრეტულ სეგმენტი , პასუხად მივიღე, რომ სწორედ იმიტომ შეირჩა მასწავლებლები და დირექტორები , რომ მათ აქვთ უშუალო შეხება მოსახლეობასთან და არიან კარგი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები. აღნიშნავს , რომ სწორედ ახალგაზრდები არიან ძალიან მნიშვნელობანი სამიზნე ჯგუფი.
სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი არის საკონსულტაციო საბჭო , ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია , რომელიც მათი ინიციატივით შეიქმნა. საბჭოს მიზანია ,რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, ადგილობრივ დონეზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ან თემის ლიდერების ჩართულობა გაიზარდოს რეგიონულ დონეზე სხვადასხვა საკითების განხილვაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კითხვაზე, თუ როგორ ებრძვიან ანტიდასავლურ პროპაგანდას, პასუხი მივიღე, რომ ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობას არ აქვს სათანადო ცოდნა ქარული ენის. შესაბამისად უფრო მოწყვლადი არიან, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე. ესენი არის ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო წყაროები. სტატისტიკის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში უფრო უყურებენ სომხურენოვან ტელე-არხებს ან რუსულენოვანს. ქვემო-ქართლში , აზერბაიჯანულ ან თურქულს. მიიჩნევს, რომ სწორედ ეს განაპირობებს მიღებული ინფორმაციის ხარისხს. აღნიშნავს, რომ იქიდან მიღებული ინფორმაცია არ არის ობიექტური და ამ წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაში ხშირად ვაწყდებით მიზანმიმართულ ანტიდასავლურ , ან სულაც მცდარ ინფორმაციებს, რომლების გარკვეულ განწყობებს ქმნის ადამიანებში. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს საინფორმაციო კამპანიის წარმოება, გადაიხედოს საინფორმაციო სივრცე, რომელსაც ქმნის საქართველოში მოქმედი ტელე-არხები , რათა უზრუნველყონ უმცირესობების ინტენსიური ინფორმაციის მიწოდება.
თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრის აპარატი წარმომადგენელი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რაც გულისხმობს, იმას, რომ სრულფასოვნად და ინტენსიურად ახდენს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას. მთავარ პრობლემად მაინც ხედავს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არც თუ ისე მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ამის მიუხედავად თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგად მუშაობს. აღნიშნავს, რომ საზ. მაუწყებელი ინფორმაციას ამზადებს სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების ენაზე და მათ ამ ინფორმაციას აწვდის. ბოლო რამდენიმე წელია მოამბის მთავარი გამოშვება რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით მიეწოდება უმცირესობებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე, სინქრონული თარგმანით.
რეგიონულ ტელევიზიების გამოწვევებზე საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა, ფიქრობს, რომ ძალიან დიდი როლი აქვს უმცირესობებისთვის რეგიონულ ტელევიზიებს , თუმცა თვლის, რომ რეგიონული ტელევიზიები საჭიროებენ გაძლიერებას. ისინი მუდმივად დგანან გამოწვევების წინაშე, უფრო მეტი გადაცემები უნდა დაიგეგმოს და მეტი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე.
სამთავრობო კომისია, შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებიც სტრატეგიის განხორციელების სქემაში არია ჩართულნი .
შეფასების სახით, ქალბატონმა თინამ ,აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ ეთიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით. ხაზს უსვამს მოსახლეობაში გაზრდილ ინტერესსა და მოტივაციას, ჩართულობის ხარისხს , მიაჩნია , რომ ეს ყველაფერი გამოიწვია იმ პოლიტიკის გატარებამ , რომლებიც განხორციელდა .
საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე გვეთანხმება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მოახდინოს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება ევროატლანტიკურ საკითხებზე. „ მთავარ პრობლემას ქართული ენის ბარიერი ქმნის, ამის გამოა , რომ , უმცირესობების ინტერესს ძირითადად რუსული არხები იპყრობს. რაც პირდაპირ გვაყენებს პრობლემასთან . რუსული ინფორმაცია მუდმივად ანტიდასავლური განწყობებითაა გაჯერებული . ვფიქრობ, ეს სასწრაფოდ მიმანიშნებელია იმაზე, რომ არხმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. მაქსიმალურად მოვახერხოთ ამბების მათ ენაზე მიწოდება“.
საყურადღებოა , რომ ეთნიკური უმცირესობების განცალკევებულობა ქართული საინფორმაციო სივრციდან , მათ კრემლის პროპაგანდის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად აქცევს. NDI-ის კვლევებშიც ჩანს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობები არაქართულენოვანი არხებიდან იღებენ.სწორედ ამიტომაა ,ამ რეგიონებში პრორუსული ძალების მიმართ დამკვიდრებული სიმპათიები და პირიქით, ყველაზე დაბალია მხარდაჭერა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ. მნიშვნელოვანია , მაქსიმალური ძალისხმევა, როგორც სახელმწიფოს, საინფორმაციო საშუალებების ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. რათა ეთნიკურმა უმცირრესობებმა მიიღონ სრულფასოვანი, ჯანსაღი ინფორმაცია საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.
19 March 2020
უხილავი ძალადობა – ბულინგი რეალური სცენიდან ვირტუალურში
19 March 2020
ვირუსულობა – ციფრული ეპოქის ახალი იარაღი
19 March 2020
მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში
19 March 2020
მიკროგრინი – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ
19 March 2020
პროფესია სომელიე
24 March 2020
უფუნქციო კრემატორიუმი
24 March 2020
“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი
24 March 2020
ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან
24 March 2020
აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი I
24 March 2020
მკვლელი ჰაერი ნაწილი II
24 March 2020
ტვიშის ცოლიკოური – ღვინო ქართველი გლეხის მარნიდან
24 March 2020
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - წარმატება თუ კრახი?
18 May 2020
ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს 1-ლი ნაწილი
18 May 2020
ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს მე-2 ნაწილი
18 May 2020
აზროვნება, რომელსაც გიცვლიან
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა
18 May 2020
თამაშებში დაკარგული რეალობა მე-2 ნაწილი
13 June 2020
სოციალური მედიის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
13 June 2020
განათლების ინვესტირების ეკონომიკური სარგებელი
13 June 2020
თბილისის ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ელის
13 June 2020
გლდანი-უბნის ისტორია
18 November 2020
გავლენიანობა სახიფათო იარაღი, თუ სასარგებლო გამოცდილება
18 November 2020
თვითცენზურა
18 November 2020
მასწავლებლები ახალი გამოწვევების პირისპირ
18 November 2020
ფეიქ ნიუსების გავლენა ჯანდაცვაზე
1 December 2020
რუსული პროპაგანდა და ანტითურქული განწყობები ქართულ მედიაში
1 December 2020
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი ქართულ რეალობაში
1 December 2020
სასოწარკვეთილი დედობიდან მეღვინეობამდე
9 December 2020
სოციალური მედია -- ტურიზმის აწმყო და მომავალი
9 December 2020
ტყვიაზე უფრო სწრაფი- როგორ ვრცელდება Fake ამბები
9 December 2020
ტყვია - უხილავი მტერი,რომელიც ჩუმად გვკლავს
15 December 2020
აზარტული თამაშების აკრძალვა- გამოსავალი თუ მორიგი საფრთხე
15 December 2020
უხილავი ვირუსის ხილული გავლენა
2 March 2022
დემოკრატია
2 March 2022
განათლება
2 March 2022
ცხოვრება მარსზე
2 March 2022