DATA149.1.19

იზოლაცია და სტრესი

ნინი სამხარაძე

2 April 2020

2020 წელი ყველასათვის უცნაურად დაიწყო. პანდემიამ დედამიწის მოსახლეობის ყოველდღიურობა შეცვალა.

პირველი და უმთავრესი, რასთან შეგუება  21-ე საუკუნის ტემპს მიჩვეულ დამიანს უჭირს, თვითიზოლაციაა.  უეცრად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც  გვიწევს სახლში მშვიდად ჯდომა, დისტანციური მუშაობა,  განათლების დისტანციურად მიღება და სახლიდან გასვლა მხოლოდ პროდუქტების შესაძენად. ეს,  ერთი შეხედვით მარტივი მისია, არც ისეთი მარტივი შესასრულებელი აღმოჩნდა. ამას ემატება სოციალური პასუხისმგებლობის გძნობა, რომელიც გვაიძულებს გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ,  არამედ ჩვენ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას.

ჩემი პირადი მაგალითით თუ ვისაუბრებ, უკვე სამი კვირაა რაც სახლში ვარ. ამ ხნის განმავლობაში სულ ორჯერ ვიყავი მაღაზიაში გასული. უნდა ვაღიარო,  პირველი კვირა საკმაოდ სასიამოვნო იყო განტვირთვის მხრივ. ცხოვრების ტემპი შენელდა, გამოვიძინე, ძალები აღვიდგინე, მომდევნო კვირებში კი დაიწყო სირთულეები. ამერია ძილის გრაფიკი, დროის შეგრძნება ერთიანად გაქრა და , ამის პარალელურად, ძალიან მიჭირს საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა.

იმას,  რომ ამ სიტუაციაში მარტო არ ვარ ადასტურებს ისიც, რომ უნივერსიტეტების თუ კერძო კომპანიების გვერდებზე იმატა  ინფორმაციამ უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე.  როგორც აღმოჩნდა,  სახლში ყოფნა მოსახლეობის ნაწილისთვის სტრესული და დამთრგუნველია. აქედან გამომდინარე,  გადავწყვიტე ამ თემაზე მემუშავა და, შეძლებისდაგვარად, რეკომენდაციებით დავხმარებოდი ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

მოუსმინეთ, ვინ რა  გამოსავალი და დადებითი კუთხე მოძებნა შექმნილ სიტუაციაში .

იმედი მაქვს ჩემი პატარა პრეზენტაცია საშუალებას მოგვცემს ამ რთულ პერიოდში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ნაკლებად დავისტრესოთ.