DATA149.1.19

Logo

მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით

თა­თია გვა­ლია, მა­რი­ამ კახ­ნი­აშ­ვი­ლი

მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი

"ამ სტა­ტი­ა­ზე დიდ იმედს ვამ­ყა­რებ... გთხოვთ, გა­მო­მეხ­მა­უ­რეთ" - ფრან­გი ქალი თბი­ლი­სე­ლებს ახ­ლობ­ლე­ბის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს", - სტა­ტია ამ სა­თა­უ­რით, ამ­ბე­ბი.ge-მ ამ ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფრან­გი მა­რი­ან ტე­ნე­ზის თხოვ­ნა თბი­ლი­სე­ლებ­მა მარ­თლაც რომ გულ­თან მი­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცნო­ბებს მა­რი­ა­ნის დიდი ბა­ბუ­ის კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვის ოჯა­ხის შე­სა­ხებ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი არ ფლობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ტე­ნე­ზი კი უი­მე­დოდ ელო­და დიდი ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის პა­სუხს.

სულ ცოტა ხნით რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გო­რი უნდა იყოს წი­ნაპ­რე­ბის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ძი­ე­ბა მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ალ­ბათ ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იქ­ნე­ბა, რომ მა­რი­ა­ნის ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ემო­ცი­ე­ბით შე­პყრო­ბილ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის ორმა სტუ­დენ­ტმა გა­დავ­წყვი­ტეთ მის და­სახ­მა­რებ­ლად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მას, მი­ვი­ღეთ ნე­ბარ­თვა და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რის შემ­დე­გაც გა­ვი­ნა­წი­ლეთ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თუ სა­არ­ქი­ვო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, გა­მოვ­კი­თხეთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და ფე­ხით მო­ვი­ა­რეთ ვა­კის სა­საფ­ლაო, სა­დაც მა­რი­ა­ნის დიდი ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის ორ თვეს გაგ­რძელ­და და შე­დე­გის თქვე­ნამ­დე მო­ტა­ნა კვლავ ამ­ბე­ბი.ge-ს მი­ვან­დეთ. და­სა­წყი­სის­თვის კი გვინ­და მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნოთ, თუ ვის ეძებ­და თბი­ლის­ში საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბორ­დო­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ან ტე­ნე­ზი.

 

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მოს­კო­ვის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში შე­მო­იჭ­რა. საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რუ­სე­თის მსრო­ლელ­თა ბრი­გა­დის პოლ­კე­ბი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას ისა­ხავ­დნენ მიზ­ნად. თბი­ლი­სელ­მა ახალ­გაზ­რდა ინ­ჟი­ნერ­მა კაც­მა კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დოვ­მა, რო­მე­ლიც სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის თბი­ლი­სე­ლი იყო, პა­რიზ­ში ცოლი და პა­ტა­რა შვი­ლე­ბი რუ­სის ჯა­რის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად გა­აქ­ცია, იმ იმე­დით, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვა­დაც ჩა­ა­კი­თხავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, მას ისი­ნი აღა­რას­დროს უნა­ხავს. იგი რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გერ­მა­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ქალ­ბა­ტონ­ზე, ოლ­გა­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­საც წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი, მი­ხე­ი­ლი და ირი­ნა ჰყავ­და.

კონ­სტან­ტი­ნე - პირ­ველ რიგ­ში, დე­დას­თან და და-ძმებ­თან ერ­თად

 

ასევე დაგაინტერესებთ
10:11 / 26-02-2021

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს

კონ­სტან­ტი­ნეს პირ­ვე­ლი ცოლი ფრან­გი ჟან ნური გახ­ლდათ, შვი­ლებს კი ელე­ნა (ჟილ­ბერტ) და არ­ტე­მი ერ­ქვათ. 1921 წელს ჟან ნური სა­ზღვაო გზით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ორი­ვე შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­გო­ნე­ბე­ბით აღ­ზარ­და, ამი­ტო­მაც ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვედ­რო­ვამ 1985 წელს თბი­ლისს მოს­კო­ვის გავ­ლით მო­ა­შუ­რა. მისი ოც­ნე­ბა, მა­მის საფ­ლა­ვის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და კონ­სტან­ტი­ნეს ძმე­ბი­სა თუ ძმის­შვი­ლე­ბის ნახ­ვა იყო. საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი კა­სე­ტა­ზე ჩა­ი­წე­რა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის ის­ტო­რია და ასე შე­მო­უ­ნა­ხა შვი­ლიშ­ვი­ლებს. სწო­რედ ელე­ნას შვი­ლიშ­ვი­ლია მა­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდი ბა­ბუ­ის დიდ ოჯახს თბი­ლის­ში უკვე მე­ო­რე წე­ლია უშე­დე­გოდ ეძებს. მას­თან სა­უ­ბარ­მა მოგ­ვცა რამ­დე­ნი­მე ნი­შა­ნი, ერთი - დიდი ბა­ბუ­ის მი­სა­მარ­თი, მე­ო­რე - სა­საფ­ლაო, სა­დაც ის გა­ნის­ვე­ნებს და ბო­ლოს - თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია.

მა­რი­ან ტე­ნე­ზის ბე­ბია ჟან ნური

 

პირ­ველ რიგ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა ეს ცნო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სი­ზუს­ტე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და კონ­კრე­ტულ მი­სა­მართს თბი­ლის­ში. მი­სა­მარ­თზე მის­ვლი­თა და იქ მცხოვ­რებ ხალ­ხთან გა­სა­უბ­რე­ბით ვცა­დეთ გაგ­ვერ­კვია კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვი, რომ ამ გზით მისი მე­ო­რე ოჯა­ხი­დან რო­მე­ლი­მე შთა­მო­მა­ვალს შევ­ხვედ­რო­დით, მაგ­რამ ვერ გა­ვარ­კვი­ეთ ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია. ამ კორ­პუ­სის ძი­რძველ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მაც კი არ იცოდ­ნენ, არა თუ კონ­სტან­ტი­ნეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, არა­მედ მისი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც კი არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია.

შემ­დე­გი სა­ძი­ე­ბო გზა, რო­მელ­საც და­ვა­დე­ქით, ეს გახ­ლდათ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი ცნო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, რას­თან წვდო­მაც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შევ­ძე­ლით. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გვჭირ­დე­ბო­და, ოც­და­ათ წელ­ზე გვი­ან­დე­ლი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი შან­სი არ­სე­ბობ­და რა­ი­მე სა­სურ­ვე­ლი და ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია გვე­პო­ვა. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­რო იყო ხელთ გვქო­ნო­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ ის 1957 წლის 10 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა თბი­ლის­ში.

ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და რო­გორც მი­სა­მარ­თის, ისე და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლის დად­გე­ნა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტით მხო­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი შე­ვი­ტყვეთ, რად­გან თბი­ლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესრტი­დან მო­ვი­თხო­ვეთ რა გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის შე­სა­ხებ სრუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი, დო­კუ­მენ­ტი რო­მე­ლიც გად­მოგ­ვცეს, არა­ფერს ახალს არ გვე­უბ­ნე­ბო­და. იმედს არ ვკარ­გავ­დით და უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­თან გა­ვა­ბით მი­მო­წე­რა, მათ სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში მკვლე­ვა­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რად დაშ­ვე­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად. ვი­ზიტ­ზე დიდი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ დაგ­ვთან­ხმდნენ. დრო დას­ჭირ­და, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ დაგ­ვრთეს ნება გვე­სარ­გებ­ლა სა­ის­ტო­რიო არ­ქი­ვით, მაგ­რამ იმის გამო, რომ ად­გი­ლე­ბი შევ­სე­ბუ­ლი იყო, აღ­მოვ­ჩნდით უსას­რუ­ლო ვა­დით სა­რე­ზერ­ვო ნა­კად­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, ეს ვერ­სი­აც გა­მო­ი­რი­ცხა, მაგ­რამ კერ­ძო სა­არ­ქი­ვო ძი­ე­ბამ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო კვალ­ზე გაგ­ვიყ­ვა­ნა. 1882 წლის ტიფ­ლი­სის ცნო­ბილ გა­ზეთ "კავ­კა­ზის" მარ­ტის ნო­მერ­ში მი­ვა­გე­ნით პა­ტა­რა სა­რეკ­ლა­მო ცნო­ბას, სა­დაც წე­რია, რომ ვო­რონ­ცოვ­ზე, მი­ხა­ი­ლო­ვის ხიდ­თან მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რად იყი­დე­ბო­და ა.პ ახ­ვერ­დო­ვის კარ­დე­ნა­ხუ­ლი ღვი­ნო.

ძნე­ლი ამო­საც­ნო­ბია საქ­მე მა­რი­ა­ნის წი­ნა­პარს შე­ე­ხე­ბა თუ არა, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ახ­ვერ­დო­ვე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ცხოვ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში. სა­არ­ქი­ვო ძი­ე­ბის შემ­დეგ, სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ას მი­ვა­დე­ქით სა­კუ­თარ სათ­ვის­ტო­მო­ზე კი­თხვე­ბით. საკ­მა­ოდ თბი­ლად მიგ­ვი­ღეს და მა­შინ­ვე დატ­რი­ალ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში ამ ოჯახ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში 771 ახ­ვედ­რო­ვი ცხოვ­რობს, მაგ­რამ არი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ახ­ვერ­დო­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო კა­ხეთ­ში ბი­ნად­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ოჯახს:

"საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი ვიცი ახ­ვერ­დო­ვე­ბის, ერთი მათ­გა­ნი ჩემს ეზო­ში ცხოვ­რობ­და, დარ­ჩო ერ­ქვა. ორი შვი­ლი ჰყავ­და, ერთი - და­ვი­თი და­ე­ღუ­პა, ამ ამ­ბი­დან მალე კი რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, როს­ტოვ­ში წა­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად".- გვი­თხრა გე­ორ­ქმა სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მო­დან.

ესეც დიდი ვე­რა­ფე­რი კვალ­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნდა და ვა­კის სა­საფ­ლა­ოს მი­ვა­შუ­რეთ, სა­დაც სა­საფ­ლა­ოს დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო "ჰერ­მეს­ში" ვი­კი­თხეთ, თუ შე­იძ­ლე­ბო­და საფ­ლა­ვის მი­ხედ­ვით დაკ­რძა­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ძებ­ნა. მი­თხრეს, რომ პი­როვ­ნე­ბის პი­რა­დი ნომ­რის გა­რე­შე ვერ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ , ეს კი სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ამი­ტომ მა­რი­ა­ნის მო­ნა­თხო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი დიდი ბა­ბუ­ის ორ გერს - მი­ხე­ილს და ირი­ნას და­ვუ­წყეთ ძებ­ნა. ირი­ნა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მი­ხე­ი­ლი კი - რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლი. სა­ძი­ე­ბო დამ­ხმა­რე ძა­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ, სა­დაც მი­ვა­გე­ნით ადა­მი­ანს, ქალ­ბა­ტონ ცი­უ­რის, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ კონ­სტან­ტი­ნეს გე­რის შვილს გივი კა­ში­ბა­ძეს და მის ოჯახს იც­ნობ­და. ქალ­ბა­ტონ­მა ცი­უ­რიმ, რომ­ლის გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, გვი­ამ­ბო, რომ კონ­სტან­ტი­ნეს გე­რის შვი­ლი, რო­მელ­საც იგი შვი­ლიშ­ვი­ლად თვლი­და, გივი რუს ქალ ვე­რა­ზე და­ქორ­წინ­და. ვერა და გივი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, სწო­რედ ვერა შეხ­ვდა 1985 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ მა­რი­ა­ნის ბე­ბი­ას და შინ მი­ი­პა­ტი­ჟა.

ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვერ­დო­ვა

 

უც­ნო­ბია რა სა­უ­ბა­რი იყო მათ შო­რის, თუმ­ცა ვე­რას ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვედ­რო­ვა ძა­ლი­ან თბი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში. ქალ­ბა­ტო­ნი ცი­უ­რის თქმით, გივი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ვერა კი, ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილ ოლ­გას­თან ერ­თად, რუ­სეთ­ში სან­კტ - პე­ტერ­ბურ­გში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მას შემ­დეგ თბი­ლის­ში არც ჩა­მო­სუ­ლა. ჩვენ ვე­რა­საც მივ­წე­რეთ, ამა­ოდ, შემ­დეგ მის ქა­ლიშ­ვილს ოლ­გას მი­ვაკ­ვლი­ეთ, ოლ­გამ კი მა­შინ­ვე გვი­პა­სუ­ხა და აი, რა გვი­ამ­ბო:

"კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვედ­რო­ვი დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ჩემი ბე­ბია ოლგა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, უყ­ვარ­და გე­რე­ბიც, რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მათ­ზე გა­და­ი­ტა­ნა და მარ­თლაც შვი­ლე­ბი­ვით და­ზარ­და. დე­და­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­რი­ა­ნის ბე­ბია - ელე­ნა. დედა ავად­მყო­ფობს, არც ინ­ტერ­ნეტს ფლობს კარ­გად, მეც იშ­ვი­ა­თად ვსარ­გებ­ლობ, ამი­ტომ მა­რი­ა­ნი თუ გვე­ძებ­და, ისიც არ ვი­ცო­დით. ახლა ვიცი და მი­ხა­რია, რად­გა­ნაც კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩვენ ვართ, მისი გე­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი და მა­რი­ა­ნას ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია ვუ­ამ­ბოთ. მარ­თა­ლია ენის ბა­რი­ე­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ თარ­გმანს და ვუ­ამ­ბობთ მისი დიდი ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ახალ ამ­ბავს შე­ი­ტყობს და შვე­ბას იგ­რძნობს".

ამის მერე, რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით და ჩვე­ნი მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვაც­ნო­ბეთ:

მა­რი­ან ტე­ნე­ზი:

"უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ოჯა­ხის წევ­რე­ბის პოვ­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მას­ზე, მის ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რი რამ იცი­ან. იცი­ან მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი, რაც მე ასე მა­ინ­ტე­რე­სებს. იცი­ან სად და ვინ არი­ან მისი დე­ბი­სა თუ ძმე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი. ყვე­ლა ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნა. აქამ­დე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი და და­მი­ჯე­რეთ, ჩემი სა­ფიქ­რა­ლიც მხო­ლოდ ეს იყო. ახლა კი­თხვე­ბი პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლია და მი­ვაღ­წიე სა­წა­დელს. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქივ­მა მრა­ვალ­თვი­ა­ნი თხოვ­ნის შემ­დე­გაც არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­დია ყო­ველ­თვის მზად არის ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ისე­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან სტუ­დენ­ტე­ბი ჩემს გა­სავ­ლელ გზას და­ად­გნენ, რო­დე­საც მათ ჩემი დიდი ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვის ძი­ე­ბა­ში მთე­ლი ვა­კის სა­საფ­ლაო მო­ი­ა­რეს, მი­ა­კი­თხეს ბა­ბუ­ა­ჩე­მის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მართს... მათ დიდი მად­ლო­ბა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ჩემ­გან ყვე­ლა იმ სა­მუ­შა­ოს­თვის, რაც ჩა­ა­ტა­რეს. სურ­ვი­ლი მაქვს, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვალ, შევ­ხვდე და პი­რა­დად ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო - მე­დი­ას, სტუ­დენ­ტებს... ახლა პან­დე­მი­ამ ცოტა გა­და­დო ეს სა­კი­თხი, თუმ­ცა შვი­ლე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რო­დის წა­ვალთ თბ­ლის­შიო?.. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ავიხ­დენთ ამ სურ­ვილს.

ავ­ტო­რე­ბი: თა­თია გვა­ლია, მა­რი­ამ კახ­ნი­აშ­ვი­ლი

https://www.ambebi.ge/article/259494-mariani-tu-gvezebda-ar-vicodit-mas-bevri-ram-she/?fbclid=IwAR3bbwuwuVp_lLkHk4V7KPK55Lvg4H6vI4-_8qjkoEMNWam0YZ1NdEfwtIU

26 March 2020

ბოშები

ნინო მიშველაძე გენო ქუტაშვილი ლანა გოგოლაძე

4 April 2022