DATA149.1.19

კოვიდინფიცირებული ეკონომიკა

ქეთი ქავთარაძე

15 April 2020

    COVID-19 - ის გავრცელების შემდეგ,  მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდები მკვეთრად გაუფასურდა.  12 მარტს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ, 1987 წლისშავი ორშაბათისშემდეგ, ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკის სტიმულირების და საფინანსო სისტემის სტაბილიზაცისთვის  1,5 ტრილიონი დოლარი გამოყო.  ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის გარკვეულ მომენტში ამერიკული სამრეწველო ინდექსი Dow Jones 9,99%-ით დაეცა, ხოლო  საფონდო ინდექსი S&P 500 კი - 6,51%-ით. ამერიკული ეკონომიკის ბარომეტრად წოდებული ინდექსი S&P ქვეყნის ყველაზე მსხვილ ხუთას კომპანიას აერთიანებს.

   9,43%-ით დაეცა ელექტრონული ბირჟის Nasdaq-ის მაჩვენებელი . ამერიკულ ბირჟაზე ინდექსების ვარდნას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა აზიის საფონდო ბაზარზეც,  იაპონიის ძირითადი ინდექსი Nikkei, რომელიც ქვეყნის 225 წამყვანი კომპანიის აქციების კურსს ასახავს, ვაჭრობის დაწყებიდან საათნახევარში 10,06%-ით დაეცა.

1987 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადა ლონდონის ბირჟამაც, სადაც 100 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის ამსახველი ინდექსი FTSE 10%-ით დაეცა.

    10%-ზე მეტით დაეცა გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის ძირითადი საფონდო ინდექსებიც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა.

12 მარტს, საღამოს 11,03%-ით დაეცა რუსეთის საფონდო ბაზრის ძირითადი ინდიკატორი, ინდექსი РТС.

    ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა,ამის გარდა,  გაერთიანებული სამეფოს შიდა ფრენების ყველაზე დიდი კომპანია Flybe აცხადებს, რომ გაკოტრების გამო ყველა ფრენას აჩერებს. აღნიშნულის მიზეზად კომპანია მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიას ასახელებს. ყველა ფრენა შეჩერებულია. მიუხედევად ყველა ძალისხმევისა, ალტერნატივა აღარ გვაქვს-ჩვენ ვერ შევძელით პრობლემის იმგვარად მოგვარება, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა“, აცხადებენ კომპანიაში.

  მსოფლიო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით,   მოგზაურობის და ტურიზმის სფეროს შემოსავალი წინა წელთან შედარებით  წელს 17%-ით ნაკლები იქნება. ამ დროისთვის მხოლოდ ტურიზმის და ავიამიმოსვლის სფეროს  დანაკარგი  810.7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.   კონკრეტულად კი ასე გამოიყურება რიცხოვრივად სხვადასხვა ქვეყნის ამჟამინდელი ზარალი:

ჩინეთი   - 404.1 მილიარდი  აშშ დოლარი.

ევროპა  -190.5 მილიარდი აშშ დოლარი.

აზია   მიერ განცდილი ზარალი.-120.2  მილიარდი აშშ დოლარი.

ჩრდილოეთ ამერიკა  -63.5 მილიარდი აშშ დოლარი.

შუა აღმოსავლეთი - 18.1 მილიარდი  აშშ დოლარი

ლათინო ამერიკა   - 17.6   მილიარდი აშშ  დოლარი.

ჰყონკ-კონგი  -3.4  მილიარდი აშშ დოლარი.

ტაივანი  -3.3 მილიარდი აშშ დოლარი.

 

    2020  წლის დასაწყიდან  მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს ნავთობკომპანიებმა,რადგან ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად ფასმაც იკლო.  კორონავურუსის გავრცელებამდე ნავთობის  დღიურ მოთხოვნა შეადგენდა 101.57 მილიონ ბარელს ( ბარელი- იგივე კასრი რომელიც 158.988 ლიტრს იტევს) რაც შემცირდა -750 000 ბარელით. პროგნოზირებენ,რომ მისი ყოველდღიური მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.

   ვირუსმა  დიდი გავლენა მოახდინა  ასევე ვაჭრობაზე ,მნიშვნელოვნად იკლო მოთხოვნამ სმარფონებზე,კომპიუტერებზე,ტელევიზორებზე,ავტომობილებსა და მსგავს პროდუქციაზე.

     მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს,რომ ფონდს დახმარებისთვის უკვე 80-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა. მისი თქმით  განვითარებული ქვეყნებიდან ინვესტორებმა 83 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს  მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების და ბიზნესების დასაფინანსებლად.  კრისტალინა გეორგიევა ასევე აღნიშნავს,რომ თავად ფონდი მზად არის გასცეს ერთი ტრილიონი აშშ დოლარი სესხის სახით .

  რაც შეეხება საქართელოს, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით,  მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონი ლარით აზარალებს. სხვა ქვეყნებთან გაუქმებული ფრენებით რამდენს იზარალებენ ავიაკომპანიები ჯერჯერობით უცნობია.   ეკონომიკურ რეცესიას ასევე საქართელოში ლარის გაუფასურება მოჰყვა,დოლარის მაჩვენებელმა თითქმის 3.50-ს მიაღწია,ამან კი  სამომხამრებლო პროდუქტებზე ფასის საგრძნობი მატება გამოიწვია.

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აფასებს Covid19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ რეცესიას საქართველოში.