DATA149.1.19

Logo

ეთნიკური უმცირესობები და მათი მედია საქართველოში მე-2 ნაწილი

აიდან იუსუბოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ბელა ოსიპოვა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი კვალიფიციური კადრების სიმწირეს. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება არის მათი პრიორიტეტი და ცდილობენ შეცვალონ არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა ამას სჭირდება დრო, ფინანსური და ადამიანური რესურსები, კადრების მომზადება. კადრების მხრივაც გვაქვს პრობოლემები. წინა წლებშიც, როდესაც „მოამბე“ სინქრონულად ითარგმნებოდა, რეგიონებში ხშირად გვესმოდა უკმაყოფილიბა თარგმნის ხარისხთან დაკავშირებით. რეალურად აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ჟურნალისტების დეფიციტია. აქაც დიდი სამუშაოა შესასრულებელი,  ანუ პრობლემა მარტო ფინანსურ რესურსზე არ არის, უფრო ადამიანურ რესურსზეა.“  

ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით და პირველი არხის ვებგვერდის მომხმარებლები არიან, დღესაც უკმაყოფილებას აცხადებენ თარგმანის ხარისთან, სიზუსტესთან და თემების სიმწირესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ისინი ინტერნეტ ტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე კომენტარებს ტოვებენ.

დღეს სომხურად და აზერბაიჯანულად გარდა საინფორმაციო გამოშვების თარგმნისა მხოლოდ ერთი გადაცემა არსებობს, რომლის პირველი ჩანაწერი 21 ნოემბერს განთავსდა 1tv.ge-ზე, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სექციებში. მაგრამ პირველი არხის ფეისბუქ გვერდის (ფეისბუქ ლაივი) და რადიოს მეშვეობით დღის განმავლობაში გასართობი გადაცემა და სომხურ აზერბაიჯანული მუსიკები გადის.

ბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „მრავალფეროვან საქართველოს“ ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქვს გარკვეული შენიშვნები. „სასურველია, უფრო აქტიურად და უფრო სრულფასოვნად მოხდეს ამ ვებსაიტზე ინფორმაციის თარგმნა და განთავსება. თარგმანი უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს შესრულებული. აზერბაიჯანულ და სომხურენოვან სექციაში განთავსებული ინფორმაცია იდენტური უნდა იყოს ქართულ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის.“

აღნიშნულ პროექტზე უფრო სტუდენტები და ახალბედა ჟურნალისტები მუშაობენ შესაბამისად ბელა ოსიპოვა ფიქრობს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯები და პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად დროა საჭირო. „მრავალფეროვანი საქართველო“ ლაბორატორიასავით აქვთ და ხდება კადრების მომზადება,“ - ამბობს ოსიპოვა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულენოვანი მედია საშუალებები მათთვის იმდენად საინტერესო არ არის. 31 წლის სამირ გუსეინოვი დაიბადა გარდაბანში და ათი წელია ცხოვრობს თბილისში და ამბობს, რომ მისთვის არ არის საინტერესო ქართული არხები. « 22 წლიდან სამუშაოდ რუსეთში დავდივარ. სულ რუსულ არხებს ვუყურებ. რუსული მედია უფრო მრავალფეროვანია. ჩემთან ოჯახში კიდე მხოლოდ თურქულ არხებს უყურებენ. ჩემთვის ქართული არხები არ არის საინტერესო, მიუხედავად იმისა ნორმალურად ვფლობ ქართულ ენას».

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი თინა გოგოლაძე განმარტავს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს დამკვიდრებულად აქვთ ინფორმაციის რუსული წყაროებიდან მიღება და ამის ჩანაცვლება უფრო მეტ წალისხმევას ითხოვს. «ამისთვის საჭიროა მათთვის საინტერესო კონტენტის შექმნა, რომ მოხდეს მათი გადართვა ქართულ მედიაზე».

საზოგადოებრივი მაუწყებლობის  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე აღიარებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად ვერ ახერხებს დეკლარირებული ვალდეულების შესრულებას. მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა მაინც არის საკითხები, რაც გამოსასწორებელია. მართალია დღეს ინტერნეტი აქტუალურია, როგორც ინფორმაციის წყარო, მაგრამ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი უფროსი თაობისთვის პოპულარული ტელევიზია. „როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე ქვემო-ქართლში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები ენის ბარიერის გამო უყურებენ რუსულ არხებს და ეს არის სიგნალი ჩვენთვის, რომ სასწრაფოდ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. მათ ენაზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო გზით - ტელევიზიით, ინტერნეტით, რადის საშუალებით და ა. შ. მაქსიმალურად უნდა მოვაცილოთ რუსული არხები და უმცირესობების წარმომადგენლები გადმოვიყვანოთ ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქციაზე. ვფიქრობეს არის ის საკითხირომელიც უპირობოდ და დროულად უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაინფორმაცია უნდა იყოს ნათარგმნი და ეთერით გაშვებულიაქ ორი აზრი არ არსებობს. მართალია ტექნიკური და  ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები არისმაგრამ არ უნდა გავქცეთ ჩვენ იმასრომ ამის ვალდებულება გვაქვს.“

თინა გოგოლაძე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის უფრო მოსახერხებელია რუსულ წყაროებზე დაყრდნობა და ამ წყაროებიდან შემოსული ინფორმაცია არ არის ქართული ინტერესების მატარებელი, ან ყოველთვის ობიექტური, ან არა პროპაგანდისტული. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საინფორმაციო საშუალებებზე ქონდეთ წვდომა.

წლებს განმავლობაში (მათ შორის 201-2017 წლებშიდიდ გამოწვევად რჩება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ქართულენოვანი მოსახლეობის სწორი და ობიექტური ინფორმირების საკითხიეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებინფორმაცია ეროვნულ უმცირესობებს შეზღუდული ქრონომეტრაჟით და ფორმით მიეწოდებათსაზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას თარგმნის უმცირესობების ენებზე და ათავსებს საიტზემაგრამ მხოლოდ ეს აქტივობა ვერ უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებადგილობრივი ტელევიზიები ამზადებენ გადაცემებს უმცირესობების ენებზე ქვემო ქართლსა და სამცხეჯავახეთშითუმცა ეს აქტივობებიც ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა სრულფასოვან ინფორმირებასაღსანიშნავიარომ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია თარგმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემებს უმცირესობების ენებზე და გადასცემს ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებითმაგრამ თარგმნის ხარისხით უკმაყოფილო არიან ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის მოსახლეობის წარმომადგენლებიამდენად ეს აქტივობაც ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებსაქართველოში მიმდინარე და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობები უფრო ხშირად ინფორმაციას იღებენ რუსეთისსომხეთისაზერბაიჯანისათურქეთის და ირანის არხებიდანრაც დადებითად არ აისახება ინტეგრაციის პროცესზე.